Page 2 of 4

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 15 თებ 2013, 12:33
by karavi87
ზამტარში ჩვეულებრივი სედანითად ახვალ :)

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 15 თებ 2013, 12:39
by shoda1121
თუ ექსტრიმზეა ლაპარაკი ვერტალიოტიდან დაშვებაც შეიძლება პარაშუტით ზედ ტბაზე :))))

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 15 თებ 2013, 12:40
by shoda1121
ვაბშე ბიძოს ვთხოვოთ ტობაზე თუ არა უძირო ტბაზე საბაგირო გაგვიკეთოს და მაგარი გაასწორებს :)))

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 15 თებ 2013, 15:43
by karavi87
კი მაგარი ექსტრემი იქნება რომ ჩაეშვები იმ თბილ-თბილ ტბაში. :)

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 16 თებ 2013, 20:19
by QAQUCA
ერი ჰააა :shock:

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 17 თებ 2013, 19:51
by maxo127
shoda1121 wrote:maxo127
უღელტეხილზეა საუბარი: 2 უღელტეხილზე რომელიც უნდა გადაიარო; უღელტეხილამდე კი მიხვალ მერე ვერა...
რა ტიპის პრობლემაა მაინც უღელტეხილზე და რამდენს "გრძელდება"? ფოტოები ხომ არა გაქვთ რაიმე ტიპიური?

civciva-სი არ იყოს, ცოტაზე ხელითაც აათრევ, მოტოს საერთოდ უპრობლემოდ, თუ მოინდომე კვადროსაც.

civciva ხარ ნამყოფი? რა ხდება მანდ? თუ მოტოთი გივლია მთებში გეცოდინება არის თუ არა მანდ გაუვალი, ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში შენი აზრია როგორც ჩანს.

ყველაზე ცუდი არის ძალიან დამრეც ფერდობს რომ მიყვება ჰორიზონტალურად. შემოსავლელი თუ ვერ იპოვე ეგეთზე ვერ ივლი ნამდვილად.

QAQUCA, ფეხით რომ ვერ მივდივარ მიტომ ვიგონებ ველოსიპედს :)
არც არავინ მყავს რომ გამომყვეს, მეც მეზარება მაგდენი სიარული და სხვებს მითუმეტეს.

ასე რომ მოტოს იდეა ექსტრიმისთვის კი არ არის, არამედ ადვილ გზაზე რომ ადვილად და სწრაფად იარო, თუნდაც რთული მონაკვეთი კიდევ უფრო გართულდეს. შიგადაშიგ ცოტას გაიჭირვებ, სამაგიეროდ ბევრად მეტი თავისუფალი დრო დაგრჩება სახეტიალოდ და გვერდზე გადასახვევად (იმის მაგივრად რომ უბრალოდ წახვიდე და წამოხვიდე, ამისთვის ორგანზომილებიანი პახოდის ცნებაა შემოტანილი :) )

ბოლობოლო. ახლოს მაინც რომ მიისვლებოდეს, შეიძლება მაგათი დატოვება ვთქვათ მეორე უღელტეხილთან და დანარჩენის ფეხით გავლა.

karavi87, შენ იცინე და ზამთარში შეიძლება უფრო ადვილიც იყოს :)
უბრალოდ სიცივეში ტეხავს. ტბაში ყინულიც რომ ჩავტეხო მაინც ჩავხტები რა თქმა უნდა, მარა გზაში გაძაღლდები კაცი. ძაღლზე გამახსენდა, ყურშაც უნდა წამოვიყვანო რასაკვირველია, და ეგ არც გაშრება მანდ ერთი რო დასველდება. თან ზამთარში სხვანაირი მომზადება გინდა.

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 17 თებ 2013, 22:30
by KSOVRELI
maxo127

არა, მოტოთი არ აისვლება.

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 18 თებ 2013, 21:53
by maxo127
KSOVRELI wrote:maxo127

არა, მოტოთი არ აისვლება.
მთლად ტბამდე თუ არა, რა მანძილზე მიისვლება?

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 19 თებ 2013, 15:03
by Archil
ზოგადად მთას პატივისცემა უნდა, ამდენად ფეხხით უნდა ეახლო სილამაზეს.

ახლოს მისვლა შეიძლება ტრანსპორტით.

ისე, ვირუკების იდეა უფრო გაქაჩავს მგონია

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 19 თებ 2013, 16:13
by maxo127
Archil wrote:ზოგადად მთას პატივისცემა უნდა, ამდენად ფეხხით უნდა ეახლო სილამაზეს.
და არ უნდა გამოიყენო ისეთი არაპატივცემადი აღჭურვილობა, როგორიცაა ფეხსაცმელი, თოკები და ქუდი.
მაგრამ ჩვენ აქ ტბაზე წასვლას ვაპირებთ, თორემ მთაზე ვინ გაბედავდა მაგას.

ვირუკებიც კარგია რა თქმა უნდა, საერთოდ მთელი ეს ამბავი ატეხილია ორი მიზნით - ტვირთში შეზღუდვის მოხსნა (აბა ჩურჩხელებს ძაფებს რომ აძრობ დასამსუბუქებლად ის ჯობია?) და ხანგრძლივი ერთფეროვნების შესამცირებლად (როცა ერთი სული გაქვს როგორმე მიაღწიო სადაც მიდიქარ იქ და მერე სასწრაფოდ უკან გამოაღწიო). ვირუკები პირველ პრობლემას მოხსნის, მეორეს კი ვერა (სიჩქარე მაგ დროს კლებულობს კიდევაც რაც არ უნდა უცნაური იყოს).

არის კიდევ ერთი "იდეა" - ძაღლებით წასვლა და მარხილით. მეგულება მარხილიც და სულ ცოტა 4 შესაფერისი ძაღლი, რომლის პატრონიც წამოვა ან ძაღლს გამომატანს, მარა ცუდი ისაა რომ არავითარი გამოცდილება არ არსებობს ძაღლებიანი მარხილის ტარების.

სხვათაშორის არც ვირუკებია ნაკლები ხათაბალა - მაგასაც კაი აკიდე-მოხსენი ჩალიჩი უნდა.

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 19 თებ 2013, 18:27
by guruli
maxo127 - შენ გვეკაიფები, მგონი. :D მახსოვს, ზაფხულში არხოტში ოთახის ძაღლით გინდოდა წასვლა, ახლა - ჯერ ვირებიო, მერე ძაღლებიანი მარხილიო... მთლად ალიტეტის როლში გინდა გამოსვლა, რაა! :D :D

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 20 თებ 2013, 03:40
by maxo127
guruli
რატომაც არა, საკაიფოდ დავდივართ თორემ დავალებული ხომ არა გვაქვს ეგ სიარული :).
ყურშას კიდევ რატომ ჩაგრავთ ვერ გავიგე - მონასტრებში მაგას არ უშვებენ, არხოტში არ წაიყვანეთ, ახლა ტობაზეც არაო, რუსული კოკერსპანიელი ხომ არაა ("ზანგი ხომ არაა"-ს ექვივალენტი ძაღლურად) :)

თან ვინაა ოთახის ძაღლი - ყურშა? ნამდვილი მონადირე?

ძაღლებით მართლა მაგარი იქნებოდა, ორი ისეთი ლაიკაა 10 კაცის ტვირთს მარტო ეგენი წაიღებენ ყურს არ გააბარტყუნებენ ისე, ძმაკაცს კიდე კარბონის მარხილი აქვს რა თავში იხალოს არ იცის. ეგაა რომ ძაღლების ამუნიცია და მერე შებმა და რამე რთული საქმეა.

მოტოთი კი მართლა წავალ თუნდაც სადამდეც მიისვლება, მთავარია ათიოდე კაცი მოგროვდეს მოტოს მსურველები რომ შეკვეთა გავაკეთო და არ ჩაიფუშოს ეგ პროექტი. მარტო ორი ცალის ყიდვა ძვირი ჯდება.

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 20 თებ 2013, 11:24
by guruli
maxo127
არხოტში არ წაიყვანეთ,
არხოტში მეც ვინ წამიყვანა, თორემ კი! :D

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 20 თებ 2013, 13:28
by Nika
maxo127
მანქანა (მომზადებული ოფროუდისთვის) ადის იმხელაზე რომ ტბამდე 10-15 კმ რჩება და მაგ მანძილის გავლა რა პრობლემაა ფეხით?

ტობავარჩხილზე მოტოციკლით

Posted: 20 თებ 2013, 20:41
by maxo127
Nika wrote:maxo127
მანქანა (მომზადებული ოფროუდისთვის) ადის იმხელაზე რომ ტბამდე 10-15 კმ რჩება და მაგ მანძილის გავლა რა პრობლემაა ფეხით?
თუ მართლა ეგრეა 10-16 კმ–ს ფეხით კი არა ხელით გაივლი. 5 საათში ხომ გაივლის ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქე? რა უნდა იყოს ისეთი. თან ბარგიც პრაქტიკულად არ გექნება (უკან დასაბრუნებელი სურსათი და რამე).

შენ გაიხარე, მაგის გაგებას ვცდილობდი ამდენი ხანი :)

guruli
არხოტში მეც ვინ წამიყვანა, თორემ კი!
საერთო მტერი გყავთ შენ და ყურშას.

ისე ეს თუ გამოგვივიდა ყურშა ხომ პირველი ძაღლი იქნება რომელიც ტობაზეა ნამყოფი? :)