Page 1 of 1

1 დღიანი თოვლშიდ სიარული 17 იანვარს 5შაბათს.

Posted: 16 იან 2013, 11:06
by leo1
დადგა ზამთრის ყველაზე ცივი პერიოდი. სიცივეში სიარულით წაექსტრიმების მოყვარულთ გთავაზობთ ვისრგებლოთ ამ ქარიან-ყინვიანი პერიოდით და მოვაწყოთ ერთდღიანი თბილისთან ახლო თოვლ-გასვლა. წინა კვირას მოვაწყე და ძლიერ კმაყოფილი დავრჩი!!!


ავალთ კოჯორი-კიკეთის მიმართულებით და გადავალთ თოვლიან ბილიკებზე (მათ შორის ქვემო ქართლის ველობილიკზეც). ამისშემდგომ ჩავალთ კაბენის მონასტერში და ასურეთის წყალსაცავზე (თუ ეს მომართულება გვესიამოვნა).
სავარაუდოდ ვივლით მზის ჩასლვამდე - რაც არის 6 სთ-ზედ.


თუ საკმარისი ქარი და ყინვა არ იქნა შეგვიძლია ცოტა გავართულოთ და სერ-სერ გავისეირნოთ მახლობელ მთებზე მარშრუტით - კოჯორი - საღორისი-დიდება-კიკეთი - სატრენგულაციო (გეოგრაფებისთვის) მთა - ელფია - კიკეთი - კოჯორი.

ვიკრიბებით 5შაბათს 9.30ზე ორბელიანის მოედანზე, ყვავილების სავაჭრო ადგილთან. ტრანსპორტი იქნება მანქანა ან თუ ბევრი ხალხი იქნა და ვერ დავეტიეთ - საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ზარმაცებს - იმათ ვისაც სახლში ეზარება სასუსნავების ჩალაგება - შეუძლიათ იქვე პოპულშიდ იყიდონ სასუსნავები, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ცოტათი ადრე მოვიდნენ.

აუცილებელი რამე-რუმეები
წყალგაუმტარი ფეხსამოსი, სათადრიგო წინდები, არა ძალიან თბილი მაგრამ ქარგაუმტარი სამოსი, ქარგამძლე რაღაც-რუღაცეები: ხელთათმანები, ბალაკლავა (ნიღაბივით) და ა შ. თუ ვინმეს წვრილ-წვრილი რამე რუმეები აკლია მე ვათხოვებ.

წყალგაუმტარი ფეხსამოსი ამ შემთხვევაში ნიშნავს თოვლში გამოცდილ ფეხსაცმელს რომელიც წყალს არ უშვებს მთელი დღის სიარულის დროს.

კიდევ - სასუსნვები.

ვინც დაინტერესდება დაწერეთ მობ. ნომერი და ნამდვილი სახელი (ვისაც არ ვიცნობ)

თუ ინტერნეტთან არ ვიქენი მე შეიძლება დამიკავშირდეთ 59948168შვიდი