Page 1 of 2

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 03 იან 2013, 03:03
by leo1
ეს გასლვა შარშან დავგეგმეთ მაგრამ ზვიადის საბურავებმა მიზნამდე ვერ მიგვიყვანა და ..... გასვლა ფაქტიურად ჩავარდა. თანაც სიზარმაცეს რა ვუთხარი, ბოლომდე მარშრუტის ფეხით გავლა არ მოინდომა ყველამ და იძულებულნი გავხდით პენსიონერული გადახვევა გაგვეკეთებინა.

გასლვის მიზანია ფეხით ახალ მოთოვილზე მოვიხილოთ ბორჯომის ხეობის ააჩვეულებრივი ტყე - მაშინ როდესაც იგი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია.

არშრუტი დაიწყება დილით ადრე ვითარმედ კარგად მოვასწროთ. ავალთ მინიბუსით ბაკურიანის იქეთ მდებარე დასახლება ანდეზიტში, საიდანაც ფეხით ტყე-ტყე დავეშვებით ქვემოთ ძველი ისტორიული საურმე გზით რომელიც მთლიანად არაჩვეულებრივ ტყეში გადის. თოვლის სიღრმის და მიხედვით მარშრუტი შეიძლება შევწყვიტოთ ლიბანში (მინიბუსის დაბარებით), ტბაზე, ან ცემში.
თუ ძლიერ ვივაჟკაცეთ მაშინ შეგვიძლია დაბის მონასტრამდეც ჩავიდეთ ფეხით. ეს ის ადგილია სადაც შარშან ვიყავით.

გასავლელი მანძილი - დაახლოებით 12- 20 კმ. (ზემოთ მოყვანილი ვარიანტების მიხედვით. აქედან თითქმის სულ დაღმართი.

ყველაზე კარგი იქნებოდა ამ მანძილის სარბენი თხილამურაბით ან თოვლფეხსაცმელებით გავლა, რაც მე გამიკეთებია ადრე და ძლიერ მისიამოვნია. მაგრამ, ვაგლახ რომ ეს სპორტი მოდაში არაა და აღჭურვილობა არ იშოვნება. ამიტომ, ფეხით სიარულის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მაღალი და წყალგაუმტარი ფეხსმოსი.

უკანა გზაზე შეიძლების ახალდაბაში საზკვების დაწესებულებაში შევლა და კაი-კაი რაღაცეების მოხმარება.

გასვლის დრო: მაშინ როდესაც პროგნოზით წინა დღეს მაგრად მოთოვს.

ძლიან კარგი იქნება შუა კვირაშიც იქნებიან მსურველები.

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 03 იან 2013, 11:10
by leo1
სამწუხაროდ გასვლა არის თოვლზე დამოკიდებული და შესაბამისად ზუსტი დღე ვერ იგეგმება. გასვლა დილით 7:00ზე მკაცრად. საბურთალოს მაკდონალდიდან.
სავარაუდო მსურველების რაოდენობის მიხედვით იქნება დანარჩენი დეტალები.

გთხოვთ ასევე ყველას რომ თვალყური ადევნოთ ამინდს.

შესწორება: მარშრუტის მოკლე ვერსია გუგლ დედამიწის მიხედვით 7-8 კმ. გრძელი - 12 კმ. ღრმა თოვლში ეს მანძილი 1.5- 2 ზე უნდა გაამრავლოთ რომ ხმელეთის ექვივალენტი მივიღოთ

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 03 იან 2013, 12:47
by Ketevan Guliashvili
შუა კვირაში თუ იქნება, აუცილებლად წამოვალ. კვირას და შაბათსაც ცოტა გაჭირდება ჩემი გამოშვების ამბავი.

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 05 იან 2013, 15:50
by llev
სიამოვნებით შემოგიერთდებით. წყალგაუმტარი ფეხსამოსი არ მაქვს, მაგრამ გასვლამდე იმედი მაქვს შევიძენ.

ქეთისგან განსხვავებით, მხოლოდ შაბათ-კვირას შევძლებ წამოსვლას.

ჩავუჯექი ამინდის პროგნოზს :D

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 06 იან 2013, 19:47
by ეკატო
ძაააალიან მინდა წამოსვლა, მაგრამ შუა კვირაში არანაირი შანსი არ მაქვს :(

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 07 იან 2013, 17:36
by leo1
ვაკვირდები ამინდებს. ამ შუა კვირაში საოცარი პროგნოზია, პარასკევამდე თითქმის ყოველდღე ითოვებს, მაგრამ, ვაგლახ რომ უმეტესობა კარავებს სამსახურები აქვთ.
სამწუხაროდ ზუსტად შაბათ-კვირასაა მზე, რაც ამ შემთხვევაში ცუდია, რამდენადაც ახალმოთოვილ ტყეს ვერ ვიხილავთ.

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 08 იან 2013, 09:20
by llev
ისე თუ პარასკევს თოვს და ჩვენ შაბათს შუადღისას ჩავალთ, მაინც ახალდათოვლილი არ იქნება? :D სულ არ წასვლას მგონი მაინც შაბათს წასვლა ჯობია :)

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 09 იან 2013, 23:06
by Wanderer
ეს გასვლა აშკარად ჩემს ჟანრშია. :) ამიტომ თუ ადგილი იქნება - შემოგიერთდებით.

შემიძლია მოვიცალო როგორც შაბათ-კვირას, ასევე შუა კვირაში.


.

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 10 იან 2013, 19:34
by Tamusia
მე მცალიან შუა კვირაშიდ 21 იანვრამდე. ასევე შემიძლიან ვსცადო და სხვა მოცლილებიც გამოვსძებნო :)

ისე შემდეგი კვირა ხომ არ იქნება ხუმჯობეის?

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 10 იან 2013, 22:23
by leo1
ასევე არის იდეა რომ ერთი ან 2 ღამე დავრჩეთ ცემში ოჯახურ სასტუმროში რათა უფრო გრძელი დღე გამოგვივიდეს. ამ შემთხვევაში გასვლა იქნება საღამოს და დილით უფრო ადრე მოვასწრებთ გასვლას.
ცემში ველაპააკე 3 კაციანი ოთახი 25 ტუგრიკი ღირდა. თუ ბევრნი ვიქენით საძილეებითაც შეიძლება ალბათ.
აბა თუ გიტაცებთ ეს აზრი?

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 11 იან 2013, 21:15
by Int3lig3nt
ერთ ღამიან დარჩენას თუ გააკეთებთ, იქნებ მე და ზღარბიც შემოგიერთდეთ :).
უღამოდ კი მე მგონი დანამდვილებით წამოვალთ.

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 14 იან 2013, 12:45
by karavi87
ამ გასვლაზე რა გადაწყდა რომელ დღეს იგეგმება გასვლა და რა მიმარულებით უნდა წავიდეთ (უფრო დეტალური გეგმა)?

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 29 იან 2013, 12:17
by Wanderer
რაცხა თოვლიანობა გვეჯღანება თითქოს და გამოვა რამე?
http://www.yr.no/place/Georgia/Borjomi/ ... /long.html

ერთი ღამით დარჩენის აზრი მე მიტაცებს. ერთდღიანი ძაან გადარბენასავით იქნება.

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 02 თებ 2013, 00:49
by leo1
პირიქით, სულ მზეებია ეს კვირა

თოვლ-სიარული ბორჯომის ხეობის ტყეშიდ

Posted: 03 თებ 2013, 01:55
by Archil
სამარშუტოთი თუ ჯიპებით?