Page 1 of 2
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 07 ნოე 2012, 21:01
				by AIRMISHOO
				1. რეგიონი: ქვემო ქართლი
2.მარშრუტის დასახელება 
თბილისი - ბოლნისი - დმანისი -თბილისი 
3. ხანგრძლივობა: 
1 დღე 
4. სირთულე:  საშუალო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება 
სავარაუდოდ 20 ლარი ან ნაკლები(სამწვადე და სასმელი )
6. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: 
ბოლნისი
7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლოებით 200 კმ-მდე 
8. ფეხით გასავლელი მანძილი: 
4 კმ
9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: 
ქოლაგირის ციხე სიმაგრე ცურტავში, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ფიტარეთი
10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: საწვიმარი . თბილი სამოსი, 
 მანდილოსნებისათვის ტაძრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა
11. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო 
წელიწადის ყველა დრო 
12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების 
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს 
კიანეთი, კაზრეთი, ქვეში...
სასარგებლო ბმულები 
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 07 ნოე 2012, 21:02
				by AIRMISHOO
				
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 07 ნოე 2012, 21:03
				by AIRMISHOO
				ცურტავი
 ქოლაგირის ციხე, ასევე დედოფლის ციხესიმაგრე – ფეოდალური ხანის (XVIII საუკუნის დასასრული) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქოლაგირში. მდებარეობს მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს. აქ ადგილი გაშლილია და მისადგომად ყოველ მხრიდან ერთნაირია.
 ქართლ-კახეთში აგებულ ამ ტიპის ციხეებიდან ქოლაგირისა ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია. იგი აგებულია 1788–1798 წლებში დარეჯან დედოფლის მიერ. 1801 წ. თვით დარეჯანი წერდა. ,,ქოლაგირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე
 
ბოლნისის სიონი (478-493წწ)
 
ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი სამნავიანი ბაზილიკაა საქართველოში. იგი ღმრთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. ტაძარი, ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელის თავზე წარმოდგენილი წარწერის მიხედვით, 478-493 წლებით თარიღდება. 
ბოლნისის სიონი საყურადღებო და სახელგანთქმულია, როგორც ისტორიული, ასევე მხატვრული მნიშვნელობითაც. პირველად, სწორედ ბოლნისის სიონში გვხვდება სკულპტურული და ორნამენტული დეკორი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველისა და ცხოველის რელიეფური გამოსახულება). განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჯვარს - ახალი სარწმუნოების სიმბოლოს. 
ბოლნისის სიონის კედლებმა შემოინახა საქართველოში გადარჩენილი უძველესი ქართული წარწერები.
 
XVII საუკუნის ბოლო ათეულ წლებში ბოლნელი ეპისკოპოსის, ნიკოლოზის თაოსნობით, ეკლესია შეკეთდა და მოიხატა, ასევე აშენდა სამრეკლო. 
წუღრურშენი 
წუღრუღაშენი — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში.
 წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 07 ნოე 2012, 21:04
				by AIRMISHOO
				
1 AIRMISHO 
2 AIRMISHO+ 
3 QETI GIGAURI 
4 Jude Jr. 
5 Jude Jr. + 
6 AVTO DZIDZIGURI 
7 DOMCIKO 
8 LELA XUCISHVILI 
9 sopo chelidze 
10 NATALI JUDE 
11 TATIA VEKUA 
12 ნინო სიხარულიძე 
13 XATUNA KOPALEISHVILI 
14 GEO-ARCHI 
15  LELA BEGOIDZE
16 გიორგი უღრელიძე 
17 თამუნა ნოდარიშვილი 
18 salo tau 
19 მაკა სხვიტარიძე 
20 ია იაშვილი 
21
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 08 ნოე 2012, 02:31
				by AIRMISHOO
				 გასვლის ღირებულებაა 18 გელა (სამწვადე+სასმელი )
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 08 ნოე 2012, 02:35
				by AIRMISHOO
				შეკრების ადგილი :
სამთო ქიმიის შენობა : 07:00
სასტუმრო ივერია :   07:15
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 08 ნოე 2012, 12:25
				by domciko
				AIRMISHOO
:*
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 08 ნოე 2012, 19:42
				by Makuna Skhvitaridze
				მიშო, როგორც უკვე გესაუბრე, მე და იას გარდა  წამოსვლის სურვილი გამოთქვეს დავით ბუაჩიძემ და დავით იამანიძემ, ვიმედოვნებ გვექნება მათი წაყვანის საშუალებაც... შენი იმედი მაქვს :*
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 09 ნოე 2012, 11:06
				by shoda1121
				
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 09 ნოე 2012, 12:29
				by shoda1121
				1 AIRMISHO 
2 AIRMISHO+ 
3 QETI GIGAURI 
4 Jude Jr. 
5 Jude Jr. + 
6 AVTO DZIDZIGURI 
7 DOMCIKO 
8 LELA XUCISHVILI 
9 sopo chelidze 
10 NATALI JUDE 
11 TATIA VEKUA 
12 ნინო სიხარულიძე 
13 XATUNA KOPALEISHVILI 
14 GEO-ARCHI 
15 LELA BEGOIDZE 
16 გიორგი უღრელიძე 
17 თამუნა ნოდარიშვილი 
18 salo tau 
19 მაკა სხვიტარიძე 
20 ია იაშვილი 
21 ლინუკა
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 09 ნოე 2012, 12:55
				by AIRMISHOO
				ყველას ბოდიშს გიხდით, მაგრამ გარკვეული პირადული პრობლემებიდან გამომდინარე ვეღარ ვახერხებ წამოსვლას  

 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 09 ნოე 2012, 13:38
				by shoda1121
				AIRMISHOO
ანუ დომციკო გაუძღვება ტურს? 
 
 
უფრო ზუსტად რომ  დაგეწერა?
 
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 09 ნოე 2012, 14:16
				by domciko
				არა, მე ვრ გავუძღვები...
სავარაუდოდ გადაიდება, თან ორგანიზატორის გარეშე გასვლას აზრი არ აქვს
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 09 ნოე 2012, 15:07
				by jude
				AIRMISHOO
იმედია კარგად ხარ და სერიოზული არაფერია..
სავარაუდოდ გადაიდება, თან ორგანიზატორის გარეშე გასვლას აზრი არ აქვს
  
  +1
			 
			
					
				RE-ცურტავი,ბოლნისის სიონი,წუღრუღაშნი ფოლადაური,დმანისი02.12
				Posted: 22 ნოე 2012, 00:20
				by AIRMISHOO
				ესეიგი ქვემო ქართლის გადადებული ტური ცოტა სახეშეცვლილი იქნება, ნაცვლად ფიტარეთის მონახულებისა  , ფოლადაურის ციხეზე ავალთ,..ცურტავში გავჩერდებით,  ქვეშის ციხესთან, დმანისის ნაქალაქარს მოვინახულებთ და ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი და ფოლადაურის ციხე.. რიგითობას შეგატყობინებთ, და ნუ ბოლოს ვიქეიფებთ:)