Page 1 of 1

ოქროსფერი ქოზიფა-ბატეთი კვირას, 4ში - 4X4 გასლვა

Posted: 02 ნოე 2012, 17:06
by leo1
დადგა ოქროსფერი შემოდგომა და ნაირ-ნაირ ფერებით მოირთო ტყეები და მდელოები. თანდათან სიყვითლე მთიდან ბარში ჩამოდის და ალამაზებს ბუნებას.

კვირიაკე დღესა მასსა 4სა ღვინობისთვისა/ნოემბრისა გთავაზობთ მსუბუქ 4X4ზე გასვლას ძამას ხეობაში, კერძოდ ქოზიფას მამათა მონასტრისა და ბატეთის ტბის მოსახილად. გზა არის ასატანი ყველა ოდნავ მაღალი მანქანისთვის. ფეხით გასავლელი ნამძილი იქნების 6-7 კმ (სულ).

გასვლა ხორციელდება მანქანებით (შესაძლებელია მსუბუქი 4X4-ები, მაგალითად სი-არ-ვი ან იო)

გავალთ დილის 8.00ზე ივერია რედისონიდან - ე.წ. ვარდების მოედნიდან.
თავდაპირველად ავალთ ქოზიფას მამათა მონასტერში და დავტკბებით იქაური სილამაზით. უკანა გზაზე დალევთ ჩაის/ყავას და მსუბუქად მოვიხმართ საკვებს.
შემდგომ გადავუხვევთ გზიდან ბატეთის მიმართულებით და ავალთ ტყით გარშემორტყმულ ულამაზეს ბატეთის ტბაზედ, სადაც დავყობთ 1-2 საათს.

ამის შემდგომ (სავარაუდოდ უკვე დაღამებული იქნება), მოვიხილავთ გზაზაე არსებული სარკინეთის მონასტრის კლდეში გამოკვეთილ ტაძარს და ძამას ხეობიდან გამოსვლისას თუ სურვილი გვექნება - კიდევ ერთხელ მოვიხილავთ ყინწვისის ულამაზეს ფრესკაბს და დავტკვებით მონასტრის უმშვიდესი გარემოთი.

აუცილებელია - სასიარულოდ მოხერხებული ტან/ფეხ/საცმელი, ასევე 1 დღის სასუსნავები.
კარგი იქნება თუ წამოიღებთ თერმოსით ცხელ წყალს და ჩაი/ყავას.

გასავლელი მანძილი ავტომანქანით დაახლოებით 280 კმ.
საწვავის ხარჯი 95 ტუგრიკი (ლეოს მანქანისთის)
შეიძლების იდევ 1 მანქანა შემოგვიერთდეს (გარდა კარაველებისა)

1. ლეო1 (მანქანით)
2.

ოქროსფერი ქოზიფა-ბატეთი კვირას, 4ში - 4X4 გასლვა

Posted: 03 ნოე 2012, 12:26
by GAMARJOBA SAKARTVELO
leo1 wrote: 4სა ღვინობისთვისა/ნოემბრისა
გიორგობისთვე ჰომ არ უნდა გეთქვა ლეო-ბატონო?
ფეხით გასავლელი ნამძილი იქნების 6-7 კმ (სულ).
ეს, სა1ო ჯამშია ამდენი გასავლელი თუ 1 რომელიმე ღირსშესანიშნაობამდეა მისასვლელი?

ოქროსფერი ქოზიფა-ბატეთი კვირას, 4ში - 4X4 გასლვა

Posted: 03 ნოე 2012, 12:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
leo1
თუ მგზავრები არ გეყოლა, ზინობიანის ტბის გასვლაში შემოგვი1დი. ისიც 4შია.
თემა არის :კარავზე:

ოქროსფერი ქოზიფა-ბატეთი კვირას, 4ში - 4X4 გასლვა

Posted: 03 ნოე 2012, 19:56
by leo1
1. ლეო1 (მანქანით)
2-4 ლეოს +ები
5.

კიდევ არის რეზერვშჰიდ 1 მანქანა, თუ მსურველები იქნებიან