4 ნოემბერი - დასუფთავების აქცია ნორიოში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
sipragio
ბილიკზე მოარული
Posts: 30
Joined: 25 მარ 2009, 13:16
4 ნოემბერი - დასუფთავების აქცია ნორიოში

Post by sipragio » 31 ოქტ 2012, 19:38

პირველ რიგში მოგესალმებით კარაველებო!

კვირას 4 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოუარე საქართველოს" გეგმავს დასუფთავების აქციას ნორიოში, ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის ახალგაზრდა წევრები და გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

დაწვრილებით: http://mouare.com/?p=7 http://mouare.com/?p=22

ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც ბევრ მსგავს აქციას გეგმავს და ჩვენი მთავარი მიმართულებაც სწორედ ესაა.

კარავს ბევრი მსგავსი აქცია აქვს განხორციელებული და მეც დიდი სიამოვნებით გეპატიჟებით ამ აქციაზე. თქვენი გამოცდილება და ენთუზიაზმი საკმაოდ დიდ დახმარებას გაგვიწევს.

ორგანიზაციის წევრების გასვლა ხდება რუსთავიდან. გავდივართ 25 ადგილიანი სამარშუტო ტაქსით დილის 8 საათზე. სამწუხაროდ თბილისიდან ტრანსპორტის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. მსურველებს შეგიძლიათ ჩამოხვდეთ ტრანსპორტით სოფელ ნორიომდე და შემდეგ მონასტრამდე ჩვენი მინიბუსით.

დღის გეგმა ასეთია

8:00 – გასვლა რუსთავიდან

9:30 – დილის წირვაზე დასწრება ნორიოს ღვთაების მონასტერში

12:00 – მონასტრის სიწმინდეების მონახულება, მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა

13:00 – მსუბუქი სადილი

13:30 – დასუფთავების აქცია. დაყოფა ჯგუფებად და წინასწარ მონიშნული ტერიტორიების დასუფთავება. შემოგვიერთდებიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მუშაკები და მოხალისეები სოფელ ნორიოდან.

18:30 – სამუშაოს დასრულება. შესრულებული სამუშაოს შეფასება.

19:00 – კოცონის დანთება, ვახშამი, ქართული პოეზიის საღამო, აღნიშვნა.

21:00 – რუსთავში დაბრუნება.

სრულად: http://mouare.com/?p=22


მსურველების ყოფნის შემთხვევაში ვთხოვ რომელიმე გამოცდილ კარაველს გაუწიოს ორგანიზება დეტალების დაგეგმვას.

ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ აქ, ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. ტელ: 574161417 info@mouare.com

User avatar
iko-iko
ბოდიალა
Posts: 133
Joined: 23 თებ 2011, 22:46
Location: თბილისი
4 ნოემბერი - დასუფთავების აქცია ნორიოში

Post by iko-iko » 31 ოქტ 2012, 20:04

sipragio

კაი აზრია, შარშან ვიყავი და საშინელი მდგომარეობა იყო.
თუ მოვახერხე წამოსვლა, სიამოვნებით მივიღებ მაგ აქციაში მონაწილეობას :)
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას

sipragio
ბილიკზე მოარული
Posts: 30
Joined: 25 მარ 2009, 13:16
4 ნოემბერი - დასუფთავების აქცია ნორიოში

Post by sipragio » 31 ოქტ 2012, 20:27

iko-iko

ძალიან კარგი იქნება. გეთანხმები საშინელი სიტუაციაა. დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას არავინ აქცევდა. ამჯერად შეგვპირდნენ ბუნკერების სტაბილურ გატანას და დამატებას. იმედი გვაქვს რომ სიტუაციას რაღაც ნაწილით მაინც გამოვასწორებთ

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
4 ნოემბერი - დასუფთავების აქცია ნორიოში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2012, 01:40

პირადად ჩემთვის რუსთავიდან გასვლა ძნ მოუხერხებელია.
ეგ მიდამოები 2008ში კარაველებმაც დაასუფთავეს.
ბუნკერები მაშინ იდგა, მაგრამ მოქეიფენი, როგორც ჩანს, ვერ ამჩნევდნენ.
ამიტომ, ურიგო არ იქნება, თუ მაგიდის გვერდით დაუდგამენ.
ეგებ, მაშინ მაინც იკადრონ ნაგავის ყუთში ჩაყრა.
ყოჩაღ თქვენ ამ აქციისთვის.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
4 ნოემბერი - დასუფთავების აქცია ნორიოში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ნოე 2012, 01:42

გამ20დილებას რაც შეეხება, თუ ამას საგრანტო დაფინანსებით აკეთებთ, მაშინ, კგ იქნება, მონაწილეებისთვის
სადეზინფექციო საშუალებები, სპირტი, საპონი და ა.შ და 3უშაო ხელთათმანები, აგრეთვე, ნაგვის ჩასაყრელი ტომრები შეგეძინათ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

sipragio
ბილიკზე მოარული
Posts: 30
Joined: 25 მარ 2009, 13:16
4 ნოემბერი - დასუფთავების აქცია ნორიოში

Post by sipragio » 01 ნოე 2012, 10:40

GAMARJOBA SAKARTVELO

ვიცი რომ მოუხერხებელია რუსთავიდან გასვლა. ამიტომაც მსურველებს შეუძლიათ სოფელ ნორიომდე ამოვიდნენ თბილისიდან ტრანსპორტით. სოფლიდან მონასტრამდე ჩვენს სამარშუტოს გამოვუშვებთ!

კი ბუნკერები არაპრაქტიკულ ადგილებში დგას, პლუს გატანა არ მოსდიოდა აქამდე თავში აზრად არავის. ყველაზე დიდი ნაწილი ნაგვის სწორედ ბუნკერებთან ყრია. იმედი გვაქვს რომ ამის მოგვარებაც შევძელით. რამდენიმე სამსახურში სირბილის შემდეგ ვიღაცეებმა დაიწყეს ფიქრი თუ რატომ არავის გაქონდა აქამდე სტაბილურად. პლუს ბუნკერების დამატებაზეც გვაქვს საუბარი.

სადეზინფექციო საშუალებებს რაც შეეხება მზად ვართ, პლუს ნიჩბებს და დიდ მანქანას ნორიოს მუნიციპალიტეტი შეგვპირდა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]