ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

Post by ცაბო » 28 ოქტ 2012, 00:32

მანამ,სანამ მოუთოვია და მაღლა მთაში ჯერ კიდევ უხვადაა შემოდგომის ფერები და ძახველიც წითლად ანთია,დავიპყროთ სვანეთის დიადი მთები!!


.რეგიონი:
ზემო სვანეთი,ლეგენდების და კუბდარის სამეფო

. მარშრუტის დასახელება:
თბილისი-ლატალი-მესტია-უშგული-თბილისი

სანახავი ადგილები:
მესტია, ლაღამი, მულახი, წვიმერი, იფარი, კალა, წმ.კვირიკესა და ივლიტას სახ.ტაძარი, უშგული, ლამარია, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო რეზიდენცია-კოშკები, ენგურის სათავე, ნამყვამი, ლენჯერი, ლატალი.

შეხვედრის დრო:
02:00

შეხვედრის ადგილი :
სამთო ქიმია

. ხანგრძლივობა:
4 დღე

. სირთულე:
მარტივი,საშუალო

. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
90 გელ

. მონაწილეთა რაოდენობა
15–დან ზევით

. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი
ყველგან დასახლებულია.თითქმის. :D

. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
1000 კმ

. ფეხით გასავლელი მანძილი:
4 დღის განმავლობაში
დახლოებით 27 კმ

. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მესტია, ლაღამი, მულახი, წვიმერი, იფარი, კალა, წმ.კვირიკესა და ივლიტას სახ.ტაძარი, უშგული, ლამარია, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო რეზიდენცია-კოშკები, ენგურის სათავე, ნამყვამი, ლენჯერი, ლატალი.

. საბანაკე ადგილები:
ერთ ერთი მონაწილის სახლში დავბანაკდებით უშგულში


. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საკვები 4 დღეზე
არა 1 ჯერადი პირადი ჭურჭელი
საძილე
საგებელი
2 წყვილი მოხერხებული ფეხსცამელი (სქელ ძირიანი), წყალგაუმტარი ბათინკი/ბოტი
საწვიმარი,
ფანარი
თბილი,მაგრამ არამძიმე ტანსაცმელი
ნუ იფიქრებთ სამსახურზე უბრალოდ ისიამოვნეთ : )

. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის თითქმის ყველა დრო

. რისკები, საფრთხეები:
სუნთქვის შეკვრა და აღფრთოვანებისგან გულის ფრიალი,სვან ბიჭებზე შეყვარება და მერე ვეღარგადაყვარება,ღრუბლიან ამინდში შესაძლოა ვერ დავინახოთ უშბა.მაგრამ ახლოს დავინახოთ სვანური არყის ბოთლი.თუმცა დილას მესტიის მჟავე წყლებზე მოგვიწევს არბენა შხარის ძირას,ნაბახუსევის მოსაკლავად
რეალურად კი,შეიძლება ველოდოთ თოვლს.ან მოღრუბლულ ამინდს

. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ლენჯერი,დადიანების სასახლე ზუგდიდში,

. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველგან იჭერს.გარდა ენგურის სათავეებისა.ინტერნეტი ჭირს ოღონდ,მესტიის გარდა.მხოლოდ ფლეშ-მოდემები

. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
12.5 ბალი.
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

Post by ცაბო » 28 ოქტ 2012, 00:34

წელს ისე გამოვიდა,რომ თითქმის უსვანეთოდ დავრჩი და ეხლა არ მინდა ამ შანსის ხელიდან გაშვება.
უშგული 90 ლარად + საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ენგურის სათავეები ამ დროს ყველა მოლაშქრის და არამოლაშქრის ოცნებაა,ხოდა ვისაც არ გინახავთ კალა,იფარი,უშგული და ლატალი,სასწრაფოდ ჩალაგდით და ჰაიდა გერდენსა უშგულსაააააააააა :twisted: :twisted:
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

Post by ცაბო » 28 ოქტ 2012, 00:36

სია ამ მომენტისათვის ასე გამოიყურება:
1–გირშელ ჭელიძე
2-ია გელანტია
3-ნიკო თორელ-ჯავახიშვილი
4–მარი ბესი
5- ნუცა
6-ნუკრი ოთარაშვილი
7-ნინიე შაიშმელაშვილი
8-გვანცა
9-ნათია თაბაგარი
10-ლადო ჟივიძე
11-მიშა?
12-თორნიკე?
13.
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
kolonkelidze
ბოდიალა
Posts: 171
Joined: 23 ივნ 2011, 22:28
ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

Post by kolonkelidze » 28 ოქტ 2012, 20:15

ცაბო wrote:წელს ისე გამოვიდა,რომ თითქმის უსვანეთოდ დავრჩი და ეხლა არ მინდა ამ შანსის ხელიდან გაშვება.
უშგული 90 ლარად + საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ენგურის სათავეები ამ დროს ყველა მოლაშქრის და არამოლაშქრის ოცნებაა,ხოდა ვისაც არ გინახავთ კალა,იფარი,უშგული და ლატალი,სასწრაფოდ ჩალაგდით და ჰაიდა გერდენსა უშგულსაააააააააა :twisted: :twisted:
ზურგჩანთის ტარება მოგვიწევს თუ არა ზურგით?

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

Post by ცაბო » 28 ოქტ 2012, 21:43

kolonkelidze
არა,არ მოგვიწევს ნამდვილად.პატარა ზურგთანთას თუ არ ჩავთვლით,წყლისა და ვაშლებისთვის :D
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
kolonkelidze
ბოდიალა
Posts: 171
Joined: 23 ივნ 2011, 22:28
ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

Post by kolonkelidze » 03 ნოე 2012, 19:15

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ, ძალიან მინდოდა წამოსვლა , გული მწყდწბა მაგრამ ვერ ვახერხებ.. მოუთმენლად დაგელოდებით

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

Post by ცაბო » 04 ნოე 2012, 08:30

kolonkelidze
მადლობა :))) მაგრამ გასვლა გადაიდო 10 ნოემბრისთვის.რამდენიმე ადამიანი გამოცდების გამო ვერ ახერხებდა წამოსვლას და გადავწყვიტეთ გასვლა გადაგვედო :)

თუ გაწყობს 10 რიცხვი,წამო :arrow: :arrow:
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
aragvispireli
ბოდიალა
Posts: 295
Joined: 02 აგვ 2011, 22:27
ლეგენდების ნაკვალევზე- 4დღე უშგულში.5-6-7-8 ნოემბერი სვანური

Post by aragvispireli » 04 ნოე 2012, 08:58

ისეთი გემრიელი აღწერაა გასვლის რომ 1 % რო შემეძლოს წამოვიდოდი :))

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]