Page 1 of 4

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 21 ოქტ 2012, 04:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
გთავაზობთ შემოდგომის ჯავახეთის გასვლას, სადაც აუცილებლად შევა საღამოს ტბა და დედათა ქართული მონასტერი და კუმურდოს უნიკალური ტაძარი, რომელი 5ჯერ მაინც მაქვს ნანახი, მათ შორის, 1-1 ახალ წელს და სადაც წასვლა არასოდეს მომბეზრდება.
ეს სა20არი ტაძარია, დიდებით მოსილი და უამრავი შესანიშნავი ჩუქურთმითა და წარწერით დამშვენებული.
დღეს ამ სოფელში სომეხი თანამემამულენი ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი ხშირ-ხშირი ჩასვლით უნდობლობის ხიდი უნდა აღვადგინოთ და თანაც, გონივრულად მივუდგეთ ნათთან ურთი1ეობებს.
ისინი ქართველებთან მხოლოდ იმიტომ არიან გაუცხოებულნი, რომ არავითარი კავშირი აქვთ.
თითქოს, ღიზიანდებიან კიდეც, როდესაც ჩვენს ისტორიულ ტაძარში ჩავდივართ, მაგრამ არა უშავს.
სწორედ ხშირი სტუმრობით დაიძლევა გაუგებრობა.
დროის შემთხვევაში, სიამოვნებით შევიტანდი ტონთიოს ხიდს, კარწახისა და ხანჩალის ტბებს.


გასვლის დრო და ადგილი:
07.07 სთ
28.10.2012
სასტუმრო :ივერია-რადისონი:


გეზი:
თბილისი-წყნეთი-წალკა-საღამო-ნინოწმინდა-ახალქალაქი-კუმურდო და იგივე გზა უკან

გასავლელი მანძილი:
ტრანსპორტით - დაახლოებით 633 კმ და 244 მ
ფეხით - დაახლოებით 2 კმ და 117 მ

ფასი:
მინიბუსის ფასი 320 ლარი.
თანხა თანაბრად გადანაწილდება.

ამინდი:
18 გრადუსი სითბო.
საღამოს პირს სიცივე.
ცვალებადი მოღრუბლულობა.
უმეტესად მზე.

გასვლისთვის აუცილებელი პირობები:
შეხვედრის ადგილზე დაუგვიანებლად მოსვლა. დალოდება არ იქნება. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმეს ამოღება მოგვიწევს.
ვიქონიოთ საკუთარი საგზალი და არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი. გთხოვთ, ეს გადასცეთ +ებსაც. ჩაიცვით თბილად.

სასარგებლო ბმულები კარავიდან:
კუმურდოზე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5563

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2391

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 555#237555

საღამოს ტბაზე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 696#363696

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4754

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2208

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4555

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 21 ოქტ 2012, 04:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.
ადგილები და +ების წამოყვანა შეზღუდული არ არის.

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 21 ოქტ 2012, 04:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა კი, სია შევადგინოთ.
გთხოვთ, სიაში ?ით არ ჩაეწეროთ.
აგრეთვე, სიიდან ამოწერას არ ვართ.
ვინც 2ჭოფობთ, მანამდე არ ჩაეწეროთ, ვიდრე
წამოსვლას საბოლოოდ არ გადაწყვეტთ.

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 21 ოქტ 2012, 04:18
by GAMARJOBA SAKARTVELO
საღამოს მონასტერში, შესაძლოა, დედებს რამეში მივეხმაროთ.
წინა წლებში კარაველებს ბოსტანი ქვისგან გაგვიწმინდავს და კარტოფილიც ამოგვიღია.
ბევრ თანაფორუმელს სხვა საქმეც არ დაზარებია.
მკდ, მთავარია, საქმე იყოს და მიხმარების სურვილი.
საღამოს მონასტერში წლებია, 2 ქართველი დედა ჩვენთვისა და საქართველოსთვის ლოცულობს და ჩვენი მცირეოდენი გარჯა, ვფიქრობ, მათი ღვაწლისთვის ჩვენი მოკრძალებული მადლობა იქნება.

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 21 ოქტ 2012, 04:21
by GAMARJOBA SAKARTVELO
შარშან ღვინობისთვის ჯავახეთი რომ ვნახე, პირი დავაღე, ისეთი სილამაზე, ისეთი ფერები და სიმშვიდე იყო.
ახლაც ეს გველის წინ - ოქროსფერი მდელოები, ლურჯი ცა და მდინარეში არეკლილი ფირუზი და
მთემბზე შემოწნული ზამთარი.
სხვა რაღა დაგვრჩენია? - მოვემზადოთ და წავიდეთ...

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 21 ოქტ 2012, 19:37
by llev
შარშან ნოემბერში ვიყავი საღამოს ტბაზე კარავთან ერთად. ულამაზესი იყო. დედათა მონასტერში ცოტა კუნთებიც ვავარჯიშეთ გოგო-ბიჭებმა :) ნინოწმინდის კიდევ ერთხელ ნახვის შანსს ვერ გავუშვებ ხელიდან და ვეწერები.

წინაზე მახსოვს რაღაცების ნახვა ვერ მოვასწარით. იქნებ ამჯერად ცოტა ოპერატიულები ვიყოთ, თორემ მახსოვს მაშინ ჯგუფში განხეთქილებასავით იყო, ზოგი აგრძელებდა გზას, ზოგიც უკან მიბრუნებას აპირებდა. 2 სამარშრუტოთი ვიყავით. მსგავსი რომ არ განმეორდეს ცუდი არ იქნებოდა :roll:

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ლლევ
3. ?

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 21 ოქტ 2012, 19:49
by ნინი_85
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ლლევ
3 ნინი_85
4. :arrow: :?:


არ შემეძლო არ ჩავწერილიყავი :)

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 21 ოქტ 2012, 23:12
by mousvenari
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ლლევ
3 ნინი_85
4. მოუსვენარი
5......

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 22 ოქტ 2012, 00:59
by ცაბო
მაგ დღეს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მივდივართ,საჩუქრები მიგვაქვს.საღამოში შევივლით რაღათქმაუნდა,იქნებ გადაგეყაროთკიდეც :)) თუ სურვილი გექნებათ,შემოგვიერთდით,ჩვენც და ბავშვებსაც გაგვიხარდება :) :)

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 22 ოქტ 2012, 13:31
by Iako.
როგორ მომენატრა "კარავიი"

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ლლევ
3 ნინი_85
4. მოუსვენარი
5. იაკო

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 22 ოქტ 2012, 17:39
by shoda1121
2 კვირის წინ აი რა ლამაზი იყო საღამო დილით:


Image

Image

cannon poweshot :)

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 22 ოქტ 2012, 21:06
by Iako.
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ლლევ
3 ნინი_85
4. მოუსვენარი
5. იაკო
6. იაკო + ანი

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 23 ოქტ 2012, 11:16
by ln_ln
GAMARJOBA SAKARTVELO

გოგა 2 კმ. ფეხით კუმურდომდეა გასავლელი?

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 23 ოქტ 2012, 13:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
Iako. wrote:1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. ლლევ
3 ნინი_85
4. მოუსვენარი
5. იაკო
6. იაკო + ანი
სასიამოვნოა სიაში თქვენი ნახვა.
ვიმედოვნებ, წამომსვლელთა რაოდენობა კვირამდე კიდევ გაიზრდება

საღამოს ტბა-კუმურდო, ჯავახეთი სხვა ადგილები, 28.10.2012

Posted: 23 ოქტ 2012, 13:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
llev wrote:შარშან ნოემბერში ვიყავი საღამოს ტბაზე კარავთან ერთად. ულამაზესი იყო. დედათა მონასტერში ცოტა კუნთებიც ვავარჯიშეთ გოგო-ბიჭებმა :) ნინოწმინდის კიდევ ერთხელ ნახვის შანსს ვერ გავუშვებ ხელიდან და ვეწერები.

წინაზე მახსოვს რაღაცების ნახვა ვერ მოვასწარით. იქნებ ამჯერად ცოტა ოპერატიულები ვიყოთ, თორემ მახსოვს მაშინ ჯგუფში განხეთქილებასავით იყო, ზოგი აგრძელებდა გზას, ზოგიც უკან მიბრუნებას აპირებდა. 2 სამარშრუტოთი ვიყავით. მსგავსი რომ არ განმეორდეს ცუდი არ იქნებოდა :roll:
თუ ბევრის ნახვა გვსურს, ნამდვილად კგ იქნება ოპერატიულობა.
რაც შეეხება ჯგუფის გაყოფა-განხეთქილება, ყოვლად მიუღებელია და ჩემი გასვლებისთვის დამახასიათებელი არ არის.