დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 07 ოქტ 2012, 04:55

1. რეგიონი: შიდა ქართლი

2.მარშრუტის დასახელება
თბილისი - ქარელი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ადვილი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15-20 ლარამდე (სამწვადე და სასმელი )

6. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქარელი , ხაშური

7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 350-400 კმ-მდე

8. ფეხით გასავლელი მანძილი:
მცირე

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
დირბი, სამწევრისი წრომი, ხცისი, მზოვრეთი


10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საწვიმარი

11. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა დრო

12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ქოზიფა, რუისი, ურბნისი, ყინწვისი..

სასარგებლო ბმულები
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5415
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2301
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3356&start=0

დროის დარჩენის შემთხვევაში მოვილოცავთ ყინწვისს:)
Last edited by AIRMISHOO on 08 ოქტ 2012, 15:47, edited 1 time in total.

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by deida kama » 07 ოქტ 2012, 13:06

13 კვირა არის?

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 07 ოქტ 2012, 15:56

deida kama wrote:13 კვირა არის?
შაბათი დღეა



User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 07 ოქტ 2012, 19:38

Image
დირბი
Last edited by AIRMISHOO on 16 ოქტ 2012, 01:11, edited 6 times in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 07 ოქტ 2012, 19:42

Image
დირბი


Image
ბრეთი


Image
სამწევრისი


Image
ციციშცილების ციხე
Last edited by AIRMISHOO on 08 ოქტ 2012, 15:48, edited 4 times in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 07 ოქტ 2012, 19:45

Image

წრომი


Image

ორთუბანი
Last edited by AIRMISHOO on 07 ოქტ 2012, 19:53, edited 1 time in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 07 ოქტ 2012, 19:47

Image
მზოვრეთი


Image
ხცისი იოანე ნათლისმცემელი

Image
ხცისი წმიდა გიორგის ეკლესია


Image
ყინწვისი
Last edited by AIRMISHOO on 07 ოქტ 2012, 23:35, edited 3 times in total.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 07 ოქტ 2012, 20:26

1. AIRMISHOO
2. AIRMISHOO+
3. AIRMISHOO++
4 .AIRMISHOO+++
5.AIRMISHOO+++
6. ქეთი გიგაური 95%
7.
8.

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 08 ოქტ 2012, 16:44

წრომის ტაძარი
ჯერ კიდევ IV საუკუნეში წრომში ყოფილა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკლესია, სადაც მემატიანის გადმოცემით, 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოუკლავთ რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. ამ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, როგორც აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა: XI და XII საუკუნეებს შორის და XVI-XVII საუკუნეებში. 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. 1940 წლის 8 მაისის მიწისძვრამ ძალზე დააზიანა ტაძარის მნიშვნელოვანი ნაწილი: დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კვადრატის კედლები და დასავლეთისა და სამხრეთის მკლავების ცილინდრული თაღების დიდი ნაწილი, გადაიხარა დასავლეთის კედელი. მიუხედავად ამისა ტაძრის თავდაპირველი გეგმა და საერთო კომპოზიცია უცვლელი დარჩა.

1949 წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. (ხელმძღვ. ლ. ხიმშიაშვლი). 1949 წელს დასავლეთის კედლის გასამაგრებლად გაკეთდა სპეციალური დამჭერი კონსტრუქციები. 1959 წელს გასწორდა დასავლეთის გადახრილი კედელი. 1974-1975 წწ. ტაძრის გუმბათის ყელის ფუძემდე ამოიყვანეს ტრომპები და ტაძარს დაადგეს საცდელი ხის გუმბათი

ხცისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
წვიმოეთის ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე.

ტაძრის მშენებლობა დაწყებულა ბაგრატ III-ის მეფობის დროს. სამშენებლო წარწერის მიხედვით ეკლესიის აშენება 1002 წელს დაუწყია გურანდუხტ დედოფლის დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. აღმოსავლეთ ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა გვაუწყებს
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია კარგად მოსწორებული მოყვითალო და მონაცისფრო ქვის კვადრებით. სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენებია სამკვეთლო და კარიბჭე. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ ფასადზე სამი თაღია. შუა თაღი ამღლებულია. ასეთივე თაღებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეც. თაღები მოჩუქურთმებული ყოფილა, შემორჩენილა წარწერები, ფასადებზე რელიეფებია - ჯვრის ვარიაციები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი. დასავლეთ ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა:

„წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტ დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა ქ. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა...და ყოველი კურაპალატი მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილველთა".“
„ქრისტე შეიწყალე ანან მთავარ ეპისკოპოსი.“
„უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე.“



დირბი
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი მებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონი), მდინარე ფრონის ხეობაში, სოფლის განაპირას დამრეც ფერდობზე. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, რომელთაგანაც ვიგებთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე.
იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. ,,...ოდეს იგულსმოდგინა მეფეთ-მეფემან სვიმონ და შესწირა სოფელი დირბი წმინდასა და განმაცხოველებელსა ჯვარის მონასტერსა და ცხოველსმყოფელსა აღსადგინელსა საფლავსა უფლისასა და საუფლოთა სისხლითა მიერ მორწყულსა გოლგოთასა...” გვიანი შუა საუკუნეების დოკუმენტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფელი დირბი ეპარქიალურად რუისის სამწყსოს შემადგენლობაში შედიოდა. ამავე დროს, ასევე დოკუმენტებზე დაყრდნობით, დირბი უკვე XVI საუკუნიდან (1588წ) ნამდვილად იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის კუთვნილებას წარმოადგენდა. როსტომ მეფემ (1632-1658წწ.) და დედოფალმა მარიამმა (+1684წ) 1650წლის 10 აპრილს გაცემული სითარხნის წიგნით განაახლეს დირბის იერუსალიმისადმი შეწირულობა. დოკუმენტის მიხედვით, სოფელი დირბი თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადებისგან იმ პირობით, რომ იერუსალიმისათვის ყოველწლიურად ექვსი ათასი თეთრი ეხადა. 1785 წელს ერეკლე მეფეს დირბისთვის შეუვალობა განუახლებია.

XVIII საუკუნის დამდეგიდან დირბს ისევე, როგორც იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და უფლის საფლავის სხვა მამულებს საქართველოში, მართავენ იერუსალიმიდან ჩამოსული ბერძენი ჯვარის მამები, რომლებსაც სამეურნეო ფუნქციის შესრულება და ყმა-მამულიდან მოწეული მოსავლის გაყიდვით იერუსალიმში ფულის გაგზავნა ევალებოდათ. ისინი დირბში ყოფნისას ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე მეტრში მდებარე სასახლეში ჩერდებოდნენ. დღეს ამ სასახლისგან მხოლოდ მარანიღაა დარჩენილი, ჩამტვრეული ქვევრებითა და საქაჯავით.
დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის თავდაპირველი, მცირე დარბაზული ეკლესია, როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება.

დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული, იგი კუბური ფორმის ნაგებობაა.

ღვთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება. XXს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIVს-ის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას ,,კუბოსა ღმრთისმშობლისასაც” უწოდებდნენ. XVII საუკუნის საბუთით დამოწმებული დირბის ეკლესიის სახელწოდება ,,კუბოს ღვთისმშობელი”, რომელიც XVIII ს. საბუთში მეორდება
მონასტრის გალავანს ციხე უერთდება, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება. ციხე სტრატეგიულ დასაყდენს წარმოადგენდა ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მის ჩრდილოეთით ხუთსართულიანი კოშიკი იყო. ციხიდან მდინარე ფრონეზე გვირაბი გადიოდა. დროთა განმავლობაში იგი დაზიანდა და ნაგავსაყრელად იქცა. მონასტერმა იზრუნა ციხის გასუფთავებაზე, კედელების აღდგენა დაწყებულია. მეუფე იობის ლოცვა - კურთხევით მონასტერი ზრუნავს, რომ ციხეს ძველი სახე დაუბრუნდეს. გასუფთავების დროს გამოჩნდა ქვევრები, ასევე, ნაპოვნია ხანჯალი.





ბრეთი
ეს არის პატარა სოფელი მდინარითა და ორი უძველესი ტაძრით. ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გიორგის ეკლესია-მონასტერი, შუაგულ სოფელშია.ბრეთის მართლმადიდებლური ცენტრის დაარსებამ ათცამეტი ასურელი მამის საქართველოში მობრძანების მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდება. იოანე ზედაზნელის მიერ მამათა ,,განტევების” შემდეგ ბრეთი წმიდა პიროსმა აირჩია სამოღვაწეოდ. მცირე ეკლესიის აგებაც მისი მესიანური ღვაწლის ნაწილია: ,,მტკვრის ჩრდილოეთ, ამ მდინარის აღმოსავლეთით არის ბრეთის მონასტერი . . . რომელი ქნა პიროს იგ მამათაგანმან” (ვახუშტი ბაგრატიონი, ,,საქართველოს გეოგრაფია”). დიდი მამისადმი ხასგასმული სიყვარულისა და ერთგულების ნიშნად ხალხი საყდარს იმთავითვე მამა პიროსისი ეკლესიას უწოდებს. ლეგენდის მიხედვით ეკლესიაში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც მდინარე ფრონის ქვეშ გადიოდა და უკავშირდებოდა მთაზე აღმართულ წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ნახევრად დანგრეულია. ეს ტაძარი სავარაუდოდ მეექვსე საუკუნით თარიღდება. 2003 წელს, როდესაც მოახდინეს წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაცია ზემოთ აღნიშნული გვირაბი იპოვეს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ვერ შეძლეს მასში შესვლა



სამწევრისის ტაძარი -
სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი, მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების მტკვარისა და ძამის წყალგამყოფი სერის აღმოსავლეთ ბოლოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით.ეკლესია წარმოადგენს "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობათა რიგს (9,6X8,8 მ; სიმაღლე 10,6 მ), ნაშენია მონაცისფრო-მოწითალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც. ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება. ნაგებობების აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს, ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით: კვადრატის კუთხეებში მოთავსებულია ოთხი დიდი, მათ ზემოთ კი რვა მცირე ტრომპი. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ორი სარკმელია - აღმოსავლეთით და დასავლეთით. სარკმლების თაღის ქუსლის დონეზე მდებარეობს კუთხის ოთხი ტრომპის ქუსლი. ინტერიერში სარკმლების განთავსება მხატვრულად გააზრებულია: ერთი - აღმოსავლეთითაა, საკურთხეველში, მეორე - სამხრეთით, შესასვლელის თავზე, მესამე - დასავლეთით, კამარასთან. სარკმლების განლაგების დონე თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამით მიღწეულია შიდა სივრცის თანაბარი განათება. ჯვრის მკლავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია.

ძეგლი დააზინანა 1940 წლის 8 მაისის ძლიერმა მიწისძვრამ: დაინგრა გუმბათი, კამარები, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მკლავის კედლები. სარესტავრაციო სამუშაოები რომლებიც ეკლესიას 1950-1953 წლებში სამეცნიერო-სარესტავრაციო ჯგუფმა ჩაუტარა (ხელმძღვანელი ლ. ხიმშიაშვილი), ძეგლს დაუბრუნა თავისი პირვანდელი სახე



ორთუბანი-ზოვრეთი(მძოვრეთი)
ორთუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წლის 27 ივნისს. ტაძარი XVII საუკუნით თარიღდება, ხოლო XVIII საუკუნის II ნახევარში ტაძრის დასავლეთ კედელზე სამსართულიანი სამრეკვლო მიუშენებიათ.სოფელი ორთუბანი მდებარეობა შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მდინარე ძამის მარჯვენა მხარეს, ქარეკიდან 14 კილომეტრის მანძილზე.
ნაქალაქარი მძოვრეთი (ზოვრეთი) მდებარეობს სოფელში, მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის დავაკებაზე. სახელწოდება ,,ზოვრეთი“ (მძოვრეთი) წარმოდგება სიტყვა ,,საზუერედან“ (ძეურის ადგილი), რაც საბაჟოს ნიშნავს. ქალაქი მდებარეობდა შიდა, ქვემო და ზემო ქართლის შემაერთებელ გზაზე, რომელიც X საუკუნეში ძამელი მთავრის ადარნესეს რეზიდენცია იყო. XIV საუკუნეში მას გამრეკელ კახას ძე და მისი მემკვიდრეები ფლობდნენ. XVI-XVII საუკუნეებში ფანასკერტელ-ციციშვილებმა სამწევრისიდან თავიანთი რეზიდენცია აქ გადმოიტანეს და ზოვრეთი სათავადოს პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. XVIII საუკუნიდან ქალაქი დაქვეითებას განიცდის და იწოდება ,,მცირე ქალაქად“. XIX საუკუნეში ციციშვილები ტოვებენ ამ ადგილს და ქალაქიც წყვეტს არსებობას. მის ნანგრევებზე ახალი სოფელი ორთუბანი გაშენდა. ქალაქის საზღვრები მთლიანად არ არის დადგენილი, მისი ჩრდილოეთ გალავანი მდინარეს მიჰყვებოდა (შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე). აქვეა ორსართულიანი სახლების ნანგრევები; მისგან დასავლეთით 1 კილომეტრზე აბანო მდებარეობს, ხოლო ქალაქის ცენტრში იდგა საბაჟო - ორმხრივ ღია კვადრატული ნაგებობა.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by shoda1121 » 08 ოქტ 2012, 16:53

დირბი–ბრეთი–წრომი–ხცისი–სამწევრისი–მზოვრეთი ასე დალაგდება საბოლოოდ: ისე კი მზოვრეთზე მანქანა არ ადის და არის გარკვეული რისკი რომ შემოკლებული დღის პირობებში მზოვრეთი დარჩეს უნახავი სხვაგვარად მოსწრებადია აბსოლიტურად: მტავარია გასვლის დრო
ისე კი ყველა ეს ადგილი შარშან ვნახე და ვიტყოდი რომ 5ვარსკვლავიანი სანახაობებია!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by AIRMISHOO » 08 ოქტ 2012, 17:01

ჯერ ბრეთს ვნახავთ მერე დირბს შემდეგ მზოვრეთის ციხე-სამწევრისი-წრომი და ბოლოს ხცისი.. ასეთ მარშრუტს ვფიქრობ.

Makuna Skhvitaridze
ბილიკზე მოარული
Posts: 46
Joined: 10 აგვ 2011, 16:26
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by Makuna Skhvitaridze » 08 ოქტ 2012, 17:40

1. AIRMISHOO
2. AIRMISHOO+
3. AIRMISHOO++
4 .AIRMISHOO+++
5.AIRMISHOO+++
6. ქეთი გიგაური 95%
7. მაკა სხვიტარიძე?

User avatar
anna_di
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 29 მაი 2007, 22:34
დირბი-ბრეთი-სამწევრისი-წრომი-ხცისი -მზოვრეთი 14 ოქტომბერი

Post by anna_di » 08 ოქტ 2012, 18:03

1. AIRMISHOO
2. AIRMISHOO+
3. AIRMISHOO++
4 .AIRMISHOO+++
5.AIRMISHOO+++
6. ქეთი გიგაური 95%
7. მაკა სხვიტარიძე?
8. anna_di

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]