Page 1 of 2

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 30 აგვ 2012, 14:19
by laila
მეგობრებო ვგეგმავთ ვარძიის, ვანის ქვაბების, ხერთვისის, თმოგვის და რაბათის მონახულებას


მარშრუტს გავიმეორებთ ალბათ :

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4630&start=0


კარგი იქნებოდა თუ კი შემოგვიერთდებოდა ვინმე მანქანით და ხარჯებს გავინაწილებდით- ამ შემთხვევაში შესაძლებელია 5 ადამიანის წავლა. თუ მსურველი იქნება ბევრი- მარშრუტკაზეც ვიფიქრებდით , რომლის ფასია ორ დღეზე 500 ლარი.

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 30 აგვ 2012, 14:35
by Ketevan Guliashvili
სია შევადგინოთ

1. ლაილა
2. ქეთი გულიაშვილი

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 30 აგვ 2012, 18:58
by maxo127
მე შემოგიერთდებით ჩვეულებრივი მანქანით, თუ გამოდგება.

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 30 აგვ 2012, 21:06
by Ketevan Guliashvili
maxo127

კარგია, რასაკვირველია გაომდგება.

კარავი და აღჭურვილობაც მივაწეროთ ბარემ.

ანდაც შესაძლოა სასტუმროში დარჩენის ვარიანტი განვიხილოთ?

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 30 აგვ 2012, 21:18
by Ketevan Guliashvili
700 კილომეტრამდეა გასავლელი და მანქანის ხარჯები იქნება ასევე საინტერესო.

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 30 აგვ 2012, 23:55
by maxo127
თუ ორდღიანია დიდი განსხვავება არაა კარავი იქნება თუ სასტუმრო. თუმცა კი აცივდა ბოლო დროს. იქამდე კიდევ შეიძლება შეიცვალოს ამინდი.

მანქანის ხარჯი, ანუ ძირითადად საწვავის ხარჯი იქნება 130-140 ლარი, ძალიან დანგრეული გზები თუ არ არის. თუ ცოტა ვიქნებით, ნახევარი ჩემი.
და კიდევ - წინ ვინც დაჯდება, ყურშა უნდა ჩაისვას კალთაში თუ არა ფეხებთან მაინც (ეს უფასოა. ამჯერად, თორემ სხვა დროს ყურშას ვინ მიგაკარებს უფასოდ :) ).

კარავი და საძილე მაქვს. შეიძლება ზედმეტსაც გამოვკრა ხელი.

მეტი რა უნდა დაგვჭირდეს? პატარა გაზუსა?

კარგი რუკა ღუ გაქვთ გამომიგზავნეთ და გავამზადებ, თუ არადა ვიპოვი რამეს.

აი ყურშას რეაქცია რომ ვუთხარი ეგ ამბავი:
Image

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 31 აგვ 2012, 00:38
by laila
ყურშიკა რა კარგი ტიპია :D მიხარია რომ მოდის

მეც მაქვს კარავი ორადგილიანი და საძილე, არც სასტუმრო არ იქნებოდა პრობლემა...

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 31 აგვ 2012, 02:23
by maxo127
ძალიან კარგი, დავიწყე მე უკვე მზადება (ფანარი ჩავრთე დასატენად :) )

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 31 აგვ 2012, 16:19
by Ketevan Guliashvili
maxo127

140 ლარი ანუ 5 ადამიანის შემთხვევაში 30 ლარამდე ხოლო სამიადამინის შემთხვევაში 57 ლარი ...

მშვენიერია. კიდევ ასეთი კითხ ვა მაქვს ერთი დღით გახანგრძლივებაზე რა აზრისა ხართ? რუკა კი აქედან ამოვბეჭდოთ.


http://mygeorgia.ge/default.aspx?map=Cm ... ture=ka-GE

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 31 აგვ 2012, 16:37
by Ketevan Guliashvili
1. ლაილა სრული აღჭურვილობა
2. ქეთი გულიაშვილი /-10იანი საძილე და საგებელი/ ლაიალას კარავში
3. მახო127 სრული აღჭურვილობა

გაზი კარგი იქნებოდა.
თანხის დაზოგვის მხრივ კარავში განთავსება მირჩევნია. თუ ეციება საოჯახო სასტუმრო გვიმასპინძლებს. http://www.davisvenot.ge/?lang_id=GEO&s ... fo_id=7692

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 31 აგვ 2012, 19:42
by laila
ქეთი გახანგრძლივება რათ გვინდა, ანუ რისი დამატება გსურს მარშრუტისთვის? მე ვერ შევძლებ მგონია, შვებულების ბოლო დღეებს ვამთხვევ ამ გასვლას და ჩამოსვლის მეორე დღეს სამსახურში უნდა გამოვცხადდე

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 31 აგვ 2012, 23:29
by maxo127
Ketevan Guliashvili

გახანგრძლივებაზე თანახმა ვარ ორივე ხელით (ყურშა – ოთხივეთი).

ისედაც კი მიკვირდა, ამდენ რამეს ორ დღეში ჭენებ–ჭენებით თუ ჩამოვიქროლებთ. ლამის ერთი დღე მარტო გზას უნდა.

შემიძლია "გამოხანგრძლივებაც" (ანუ ადრე გასვლა).

თუ არადა როგორც მოგვიხერხდება, არაა პრობლემა.

გაზს წამოვიღებ.

laila
კაი ტიპი მაშინ იქნება, წვიმა თუ წამოვიდა და გაიძუნგლა
მარა არა უშავს – სამურაისა არ იყოს, სველი ყურშაც იგივე ყურშაა, ოღონდ სველია :)

Image
თან ეხლა გაკრეჭილია.

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 01 სექ 2012, 13:15
by laila
http://amindi.ge/%E1%83%90%E1%83%AE%E1% ... %E1%83%94/


ამინდი მგონი კარგი უნდა იყოს და ყურშას ასეთს ვერ ვიხილებთ

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 01 სექ 2012, 13:19
by laila
გასვლის ერთი დღით წინ გადმოტანა (ანუ ორშაბათზე) მეც შემიძლია

ვარძია 4 -5 სექტემბერს

Posted: 01 სექ 2012, 13:32
by laila
:D