ჯადოსნური ტობავარჩხილის ტბები (28 ივლისი - 4 აგვისტო)

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ჯადოსნური ტობავარჩხილის ტბები (28 ივლისი - 4 აგვისტო)

Post by lama » 27 ივნ 2012, 14:06

შოთა სამხარაძის ფოტო:

Image


გენერალური გეგმა:



1დღე:

28 ივლისი: დილის 7:00 საათზე გავალთ სასტუმრო რედისონიდან, ჩავალაგებთ ზურგჩანთებს მიკრო ავტობუსში და გავემათებით ჩოროწყუს რაიონის სოფელ მუხურის მიმართულებით,წავიხემსებთ აჯამითის ნაკრძალში,
(ქუთაისთან ახლოს)
ყურადღება!!! toba თქვენთვის ცვლის მარშრუტის მიმართულებას, მუხურში წავალთ არა სენაკის, არამედ მარტვილის გავლით, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიმახულოთ არქეოპოლისი ანუ ნოქალაქევი ,დედა მოკა,მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარი და გაჭედილის კანიონი. ჩავალთ სოფელ მუხურში და დავბანაკდებით ლუგელას წყალთან, ვიბანავებთ ხობის წყალში და მოვინახულებთ შურუბუმუს მღვიმეს. საღამოს ავანთებთ კოცონს და მოვილხენთ.

2 დღე:
29 ივლისი: დილის საუზმის შემდეგ სატვირთო მანქანით ავალთ ფართო წიფლოვანში სადაც დაგვახვედრებენ ცხენებს(საერთო ბარგისთვის) და გავემართებით საცხენის უღელტეხილისაკენ, გზად მოვინახულებთ ალპურ მდელოებსა და ტყის მასივებს, დავბანაკდებით უღელტეხილის ძირში.

3 დღე:
30 ივლისი: უღელტეხილის ძირიდან ტბამდე (ფირნზე - მარადიულ თოვლზე) 3საათის სავალია , ამ გზას დღის პირველ ნახევარში გავივლით და მივადგებით ულამაზეს პატარა ტობავარჩხილს (ცაშკიბულის ტობავარჩხილი), ოჩოკოჩისა და ღმერთების აგარაკს, სადაც გემრიელად მოვილხენთ.

4 დღე.
31 ივლისი: დილის ხუმრობის საუზმისა და ბანაონის შემდეგ ,გავემართებით დიდი ტობავარჩხილისაკენ გზად თოვლიან უღელტეხილს გავივლით. მოვივინახულებთ ტობას ულამაზეს შემოგარენს საიდანაც კარგად ჩანს სვანეთის მთები, იალბუზის მწვერვალი და ენგურის წყალსაცავი.

5 დღე.
1 აგვისტო: ამ დღეს მოვინახულებთ ტობას ჩანჩქერს და ვესტუმრებით ჩვენ მეგობარ მწყემსებს, რომლებიც გაგვიმასპინძლდებიან ელარჯითა და სულგუნით, ამ დღეს მწყემსებთან დავრჩებით.

6 დღე:
2 აგვისტო: გამოვემშვიდობებით მწყემსებს და დაუყვებით მდინარე მაგანას ხეობას. საღამოს დავბანაკებით მდინარის პირას ავანთებთ კოცონს და უკვე მოგვენატრება განვლილი 5 დღე.

7 დღე:
3 აგვისტო: დილით ადრე გავემართებით სოფელ ხუდონისაკენ სადაც დაგვხვდება მიკრო ავტობუსი და განმუხურში ჩაგვიყვანს,ზღვის პირას როგორც წესი ვშლით კარვებს ვირუჯებით ვბანაობთ, ხოლო საღამოს კი ვსვამთ აუარებელ სასმელს.

8 დღე.
4 აგვისტო: დღის მეორე ნახევარში თბილისში მოვდივართ მანამდე კი, განმუხურის პლაჟზე, სრული თავისულება გვაქვს.

ტურის ფასი: 370 ლარი
ღირებულებაში შედის:
ტრანსორტი
სამჯერადი კვება
გიდი
ცხენი
სურვილის შენთხვევაში კარვითა და საძილე ტომარით უზრუნველოფა

შენიშვნა: ფეხით სავალი მარშრუტის სიგრძე 70 კმ-ია წამომსვლელებმა თან უნდა იქონიონ:
სამთო ფეხსაცმელი (ე.წ. ბათინკი) და საწვიმარი.

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
599 606 327 კახა
595 24 94 23 ჯონი
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

matroska
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 19 აგვ 2011, 15:14
ჯადოსნური ტობავარჩხილის ტბები (28 ივლისი - 4 აგვისტო)

Post by matroska » 01 ივლ 2012, 10:54

საინტერესო მარშრუტია და შესაბამისად არც არის იაფი :(

User avatar
Holden
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივლ 2009, 12:47
Location: პოპოკატეპეტლი
ჯადოსნური ტობავარჩხილის ტბები (28 ივლისი - 4 აგვისტო)

Post by Holden » 09 ივლ 2012, 11:37

მთელი წელია ამ გასვლას ველოდები!

რა თქმა უნდა მოვდივარ!

სიასაც გავხსნი აქვე თქვენის ნებართვით:

1. Holden
2. :arrow:

bavshvi
მაწანწალა
Posts: 320
Joined: 05 აგვ 2008, 15:23
ჯადოსნური ტობავარჩხილის ტბები (28 ივლისი - 4 აგვისტო)

Post by bavshvi » 10 ივლ 2012, 12:23

Holden

ესეც FB-ს გვერდი https://www.facebook.com/events/3145887 ... l_activity

აქ იწერება ხოლმე სიახლეები :) აქაც შეუერთდი ამ გასვლას.

მეც ძალიან მინდა წასვლა თუმცა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნით ვარ :) (სულ ახლახანს მიღებული მცირე ტრამვის გამო :) )

User avatar
Holden
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივლ 2009, 12:47
Location: პოპოკატეპეტლი
ჯადოსნური ტობავარჩხილის ტბები (28 ივლისი - 4 აგვისტო)

Post by Holden » 26 ივლ 2012, 10:52

რა სიჩუმეა ამ თემაში, არადა შაბათს გავდივართ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]