Page 13 of 13

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 11:38
by arcivi9
საუკეთესო ლაშქრობა იყო რაც კი აქამდე მქონია 8) ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ხდის ხეობის ბოლომდე გავლა და ჯუთაში ჩასვლა :)


მგონი არ შევცდები თუ ვიტყვი რომ:
Image

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 12:57
by Ismail
GT.ge wrote:
Na-tia wrote: პ.ს. არ მჯერა რომ ის თოვლიანი თუ ყინულიანი მონაკვეთი გავიარეთ მშვიდობით და არ ჩავვარდი (თ) :) :)
მანამდე ხო მოასფალტებულზე ვიარეთ. :D :D :D
ანდა იმის მერე... : ))




P.M. თემას დღეს გავხსნი... :)

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 13:13
by karavi87
ჯამში რამდენი კილომეტრი გაიარეთ ?

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 13:30
by GT.ge
arcivi9 wrote:საუკეთესო ლაშქრობა იყო რაც კი აქამდე მქონია 8) ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო ხდის ხეობის ბოლომდე გავლა და ჯუთაში ჩასვლა :)


მგონი არ შევცდები თუ ვიტყვი რომ:
Image
მომავალი წლის გასვლაში ჩამწერეთ, თუ მეორე ვარიანტით გადავალთ. :D

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 13:50
by mariamooo
დედა, რა იყო ეს, აააა?!?!?! :D

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 17:53
by ეკატო
ყოჩაღ თქვენ :!:

თემას როდის გახსნით? მოუთმენლად ველი ფოტოებს და შთაბეჭდილებებს :)

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 18:09
by shoda1121
ყოჩაღ ზურა, და ყველა გასვლის მონაწილეს;
მგონი თითქმის ყველას გიცნობდით! და ეგრევე ეგ ვთქვი რომ მართლა ძლიერი სალაშქრო შემადგენლობა იყო წასული ხდის ხეობაში! მე პატარა დაკარგვითი ტური მოვუწყვე ჩემს მეგობრებს და ვერ შემოგიერთდით სამწუხაროდ :( ასეთ დროს იოლია ლაშქრობაზე გამოუცდელი ხალხის დაყოლიება: "არასეზონზე" ბევრჯერ მოვახერხებ თქვენთან: გამოცდილ მოლაშქრეებთან ერთად ლაშქრობას!

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 18:38
by iko-iko
კარგი ლაშქრობა იყო. ლამაზი ბუნება და რთული რალიეფი, ექსტრემიც არ გვაკლდა. :) სურათებს მოგვიანებით ავტვირთავ

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 13 აგვ 2012, 20:52
by arcivi9
Ismail
ეს სურათი დაახლოებით შინოს მიდამოებიდანაა გადაღებული, მგონი სწორედ ის ხეობა უნდა იყოს რომელზეც შენ თქვი რომ ძალიან გრძელი არისო და ძნელი გასავლელი იქნებაო, ჰოდა მგონი არც ისეთი საშინელებაა 8)
Image

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 14 აგვ 2012, 12:05
by GT.ge
ცოცხლები ხართ?! :D
ან სურათების ბმული დადეთ, ან თემა გახსენით, ან პირწიგნაკზე ქე მაინც დამამატეთ (გიორგი თოთოსაშვილი), მოვკვდი კაცი ლოდინით! :lol: :D :lol:

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 14 აგვ 2012, 14:48
by mariamooo
GT.ge wrote:ცოცხლები ხართ?! :D
ან სურათების ბმული დადეთ, ან თემა გახსენით, ან პირწიგნაკზე ქე მაინც დამამატეთ (გიორგი თოთოსაშვილი), მოვკვდი კაცი ლოდინით! :lol: :D :lol:
ჩვენ კი ვართ ცოცხლები, მაგრამ მგონი ჩურჩხელიანი ბელადი გაუჩინარდა :D ხოდა ველოდებით :)))

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 14 აგვ 2012, 15:18
by arcivi9
mariamooo
მგონი ჩურჩხელიანი ბელადი გაუჩინარდა
ეგრე სადაა გენაცვალე, ასეთი რთული და შთამაგონებელი ლაშქრობა იყო და შესაბამისად ამ გასვლის შესახებ თემის გახსნა ეგრე იოლი არაა, მოფიქრება უნდა შინაარსს, შთაბეჭდილებების გადმოცემას და ა.შ. 8)

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 14 აგვ 2012, 15:32
by Ismail
თემა გაიხსნა მეგობრებო:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=382133#382133

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 24 აგვ 2012, 02:42
by QAQUCA
ყოჩაღ ბალღებო! გული დამწყდა რომ ვერ წამოვედი და გიღალატეთ...

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 06 იან 2013, 16:51
by arcivi9
საკმაოდ არასასიამოვნო ამბავია:
უნიკალურ ხდის ხეობას (ყაზბეგის რაიონი) განადგურება ემუქრება. ხეობაში, მსგავსად დარიალის ხეობისა, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობა იანვრიდან იწყება და პროექტის თანახმად, 7 თვეში უნდა დასრულდეს. ისევე როგორც, დარიალის ხეობაში, სადაც მდინარე თერგი გვირაბში უნდა მოექცეს, აქაც მდინარე ხდისწყალი, რომელიც ხეობის უნიკალურობის განმსაზღვრელია და მას კიდევ უფრო ალამაზებს, მილში უნდა მოაქციონ, ხოლო თვითონ ხეობის ის ნაწილი, სადაც ჰესი განთავსდება უნდა გადაითხაროს (აღსანიშნავია, რომ, პროექტის თანახმად, ხეობაში უნდა ჩატარდეს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები).
შავანასა და ყუროს ქედების ფიქლოვანი მაღალი კედლებით გარშემოზღუდული ხდე - კლდეების, ღორნალების, მყინვარების, ალპური მდელოებისა და ჭორომ-ჩანჩქერიანი ნაკადების განმარტოებულ სამეფოს წარმოადგენს. იგი დარიალის ახლადაშენებული სამონასტრო კომპლექსიდან იწყება და რამდენიმე კილომეტრზე გრძელდება.
ზამთრობით აქ ჯოგებად ცხოვრობენ ჯიხვები და არჩვები, რომლებიც ამ დროს ხდის ხეობაში თავს უშიშრად გრძნობენ. ზუსტად ხდის ხეობაში არის ჯიხვების ყველაზე დიდი პოპულაცია მთელს ყაზბეგის რაიონში.
ასევე აღსანიშნავია, რომ ხდის ხეობა შეტანილი იყო საქართველოს სსრ „წითელ წიგნში“, როგორც ბუნების ძეგლი. „წითელ წიგნში“ აღნიშნულია რომ ხდის მყუდრო ხეობა წარმოადგენს მრავალი იშვიათი სახეობის თავშესაფარს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ,“ სადაც ერთ-ერთ ბუნების ძეგლად განსაზღვრულია ხდისწყლის ხეობა.
მთლიანობაში ხდის ხეობა ერთი დიდი ბუნების ძეგლია და მის თუნდაც ნაწილზე მსგავსი მასშტაბის სამშენებლო სამუშაოები, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მთლიანად ხეობას.
ამ ხეობის ყველაზე ხშირი სტუმრები მთამსვლელები არიან. ზაფხულის განმავლობაში ხეობას უამრავი მთის მოყვარული სტუმრობს და იპყრობს აქ არსებულ სხვადასხვა მწვერვალს. ქართველ მთამსვლელთა და უბრალოდ მთისმოყვარულთა უმეტესობას, სწორედ ხდის ხეობაში აქვს მიღებული ალპინისტური ნათლობა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლევან გოთუა მთებზე გამიჯნურებული იყო. ხშირად დადიოდა ღრუბელთა თავშესაფარში ატყორცნილ მწვერვალებზე. ერთ-ერთი ასეთი ლაქრობა “ხდედალეულნში” მხატვრულ ფერებში ასახა:
“თეთრ წინწკლებად დაფშვნილი ჩქეფი. ხდეს წყალი. ქვიდან ქვაზე, კლდიდან კლდეზე, ლოდიდან ლოდზე რძე გადმოდუღს. ქაფით და გაფით. წყალი, როგორც რძე, თერგის რუხ ტალღებს ზოლად ჩაჰყვება ერთხანს. ბილიკი ხდეს ჩქეფს ასდევს მიეთმოეთით”...

უახლოეს დღეებში გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს ნებართვა ამ ჰესის ასაშენებლად.
მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრ – ხათუნა გოგალაძეს, კარგად დაფიქრდნენ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ღირს ხდის უნიკალური ხეობის გაწირვა, იმად, რომ იქ 6 მგვტ სიმძლავრის ჰესი აშენდეს?
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და მისი მხრიდან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რათა შევძლოთ და ეს უნიკალური ხეობა განადგურებას გადავარჩინოთ.

http://www.facebook.com/GadavarchinotKhdisKheoba