Page 1 of 13

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 25 ივნ 2012, 23:32
by Ismail
გიყვარდა იარაღები,
წელზედ შემორტყმა ხმლისაო,
უბის მასრები გიყვარდა,
თორმეტისა და ცხრისაო,
საპირისწამლეც გიყვარდა
კოხტად გათლილი რქისაო...
უშიშრად ჩამაიარი
ს ა შ ი შ ი
ჭ ა ლ ა
ხ დ ი ს ა ო.


ამ ხალხური ლექსიდანაც ჩანს, რომ ხდის ხეობა საშიშია. : )

ხდის ხეობა ჩემთვის ულამაზესია იმ ხეობებს შორის, რაც ოდესმე მინახავს. წარმოიდგინეთ: ძალიან ვიწრო ხეობა გარშემორტყმული 4000-იანი მწვერვალებით. ხდის ხეობა უკაცრიელია და მასში არ არის არქიტექტურული ძეგლები, მაგრამ ბუნებაა ძალიან ლამაზი.

ხდის ხეობა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ქისტინკას (თერგის მაჯვენა შენაკადი) აუზში.

შეხვედრის დრო და ადგილი:
10 აგვისტო (პარასკევი), საღამოს 20:00; სამთო ქიმია

ლაშქრობის ხანგრძლივობა:
3 დღე (10 – 12 აგვისტო)

არ ვიცი, რამდენად შევძლებთ ხდის ხეობისა და ჯუთის ხეობის დამაკავშირებელი უღელტეხილის გადავლას. ამიტომ ლაშქრობის მესამე დღის გეგმა ორვარიანტიანია:


_____________________________

გეგმა

დღე 1 – 10.08: მიკროავტობუსით ავდივართ რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე და ვბანაკდებით ახლადაშენებული მონასტრის მახლობლად.

დღე 2 – 11.08: ვდგებით დილით ძალიან ადრე. მანქანას ან თბილისში გამოვუშვებთ, ან აჩხოტში წავა რომ კვირა საღამოს ჩვენს მითითებას დაელოდოს (იმის მიხედვით, რომელიც უფრო იაფი იქნება ჩვენთვის). იმ შემთხვევაშიც, თუ მანქანა თბილისში წავა, ამოსვლისას მაინც აჩხოტში უნდა დაელოდოს ჩვენს ზარს კვირას. ჩვენ გავდივართ აუცილებელ პროცედურებს სასაზღვრო პოლიციის დარიალის განყოფილებაში და ვიწყებთ აღმა სვლას ხეობაში. გავივლით მესაზღვრეების პუნქტს, „მარწყვიან ჭალას“, ხდის ჩანჩქერს, რთულ აღმართებს და ავალთ ყვიბიშის მყინვარის ძირში, სადაც დავბანაკდებით.

დღე 3 – 12.08 (ვარიანტი 1): ვნახავთ, თუ რამდენად შეგვიძლია უღელტეხილზე გადასვლა (ამისთვის შეიძლება მცირედით ავიდეთ კიდეც ბოლო აღმართზე). ვასკვნით, რომ უღელტეხილი იმდენად რთულია, რომ მასზე ვერ გადავალთ და ვბრუნდებით ქვევით, დარიალისკენ. როგორც კი ტელეფონი დაიჭერს, ვურეკვათ მძღოლს (რომელიც აჩხოტსი გველოდება), რომ ვერ გადავიარეთ უღელტეხილი და დარიალში ჩამოვიდეს. ვსხდებით მანქანაში და მოვდივართ თბილისში.

დღე 3 – 12.08 (ვარიანტი 2): შევძლებთ უღელტეხილზე გადასვლას. გადავდივართ და ჩავდივართ ქვევით, ჯუთისკენ. ვურეკავთ აჩხოტში მყოფ მძღოლს, რომ ჯუთაში ამოვიდეს და მოვდივართ თბილიში.




ნებისმიერ შემთხვევაში, გამორიცხულია მყინვარზე გავლა! თოვლზე და ყინულზე ფეხს არ ვადგამთ. ყვიბიშის მყინვარს აღმოსავლეთიდან შემოვუვლით.

თუ დრო დაგვრჩა, შეიძლება პატარა ტბაც ვნახოთ ხდის ხეობაში.




_____________________________




აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებები, რომლებსაც ყოველ გვერდზე დავაკოპირებ:

1. ლაშქრობა ურთულესი იქნება! ასავლელია ძალიან რთული აღმართები, განსაკუთრებით – ბოლო მონაკვეთში (თუ ეს მონაკვეთი საერთოდ ავიარეთ). ამითომ ყველამ მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და ისე ჩავეწეროთ. შედარებისათვის: როგორც ვიცი, შარშან ბევრს გაუჭირდა ჯუთა-როშკის გასვლაში უღელტეხილზე ასვლა. ხდის შემთხვევაში კი, დარიალიდან უღელტეხილამდე ორჯერ მეტი მანძილია გასავლელი და ორჯერ მეტი სიმაღლეა დასაფარი, ვიდრე ჯუთიდან ჭაუხის ურელტეხილამდე. 1300 მეტრიდან 3500 მეტრზე ავდივართ. გზად შეიძლება მოგვიწიოს ფეხის დასველება, ნაშალ აღმართებზე სიარული, უბილიკო ადგილებზე გავლა...

2. როგორც ვთქვი, შეიძლება უღელტეხილი ვერ გადავიაროთ. ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ შეიძლება უკან დაბრუნება მოგვიწიოს. (თუმცა, ამ შემთხვევაშიც დასანანი არაფერი იქნება, რადგან თავიდან ბოლომდე ვნახავთ ხდის ულამაზეს ხეობას).

3. იმ შემთხვევაში, თუ ბოლო მონაკვეთის ასვლა შესაძლებელია, მაგრამ ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდა ისეთი, ვინც ფიზიკურად ვეღარ მოდის ზევით, ყველანი ვბრუნდებით! ჯგუფი არ იყოფა! – ეს კიდევ უფრო ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე.

4. ნუ წამოვლენ ისინი, ვისაც ცოტათი მაინც აწუხებს მუხლი ან წელი.

5. ლაშქრობის დროს მცირე საშიშროების შემთხვევაშიც კი არსებობს ერთადერთი ალტერნატივა: არ ვრისკავთ!!!




_____________________________



აუცილებლად იქონიეთ თან გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.

დავწერ იმათ სიას, ვინც იდეაში გამოთქვა სურვილი. თუ ვინმე ვერ ახერხებს, ამოიშლებიან და სხვები ჩაჯდებიან.
1. Ismail
2. Tami ?
3. shoda1121 ?
4. არწივი ?
5. datoforesti ?
6. გივარგილ ?
7. nkiviladze ?
8. Ismail +
9. იანო ?
10. Wentto ?
11. ნა-თია ?
12. hereti ?
13. Ismail +
14. ქაქუცა ?
15.


ამ ეტაპზე ერთ მანქანაზე მეტი არ გამოვა. დიდ ბოდიშს ვიხდი. მაგრამ ისედაც ურთულეს გასვლაში 40 კაცის სიარული მგონი არაა მიზანშეწონილი. ტრანსპორტს ამ დღეებში შევუთანხმდები და ზუსტად გეტყვით ფასსაც და რაოდენობასაც ადგილების. ამ დროისთვის 18 კაცი ჩავწეროთ.

და კიდევ: წამოსვლის მსურველებმა ამ მეილზე გამომიგზავნეთ თქვენი პირადობის მოწმობის ორივე გვერდის დასკანერებული ვარიანტები. სასაზღვრო პოლიციაში საშვის ასაღებადაა საჭირო.
z.natsvlishvili@cra.gov.ge

მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები. : )

რუკები:
Image

Image

Image

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 25 ივნ 2012, 23:51
by CheLo
მე და შოდა ამოგვწერე.. =( მაგ დროს დავითას დაბ დღეა და ხახაბოში მივდივართ.. =(

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 00:11
by shoda1121
CheLo wrote:მე და შოდა ამოგვწერე.. =( მაგ დროს დავითას დაბ დღეა და ხახაბოში მივდივართ.. =(
50 კაცის გადაგდება გამოვა ვინც ჩემს დაბ.დღეზე მოდის ხევსურეთში თორე სიამოვნებით :(

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 01:31
by teo-
გემრიელი მარშუტიიიიი
საჩდემოოოოოოოოო

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 01:37
by AvT
1. Ismail
2. Tami ?
3. shoda1121 ?
4. არწივი ?
5. datoforesti ?
6. გივარგილ ?
7. nkiviladze ?
8. Ismail +
9. იანო ?
10. Wentto ?
11. ნა-თია ?
12. hereti ?
13. Ismail +
14. ქაქუცა ?
15.AvT ?
16. irakli ?

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 01:40
by CheLo
1. Ismail
2. Tami ?
3.
4. არწივი ?
5. datoforesti ?
6. გივარგილ ?
7. nkiviladze ?
8. Ismail +
9. იანო ?
10.
11. ნა-თია ?
12. hereti ?
13. Ismail +
14. ქაქუცა ?
15.AvT ?
16. irakli ?

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 09:15
by Ismail
დღეს შევეცდები ამ ხალხს ყველას დავუკავშირდე და კითხვის ნიშნები მაქსიმალურად მოვაშორო.

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 09:34
by datoforesti
Ismail
მე მართლა მინდოდა აქ წამოსვლა, მაგრამ ტობას გასვლაა 7 ივლის...

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 10:03
by AvT
მე betqila და irakli 4-5 დღეში გეტყვით უეჭველ პასუხს, ასე რომ სხვა მსურველებს არ დავაბრკოლებთ და ჩვენს არ წამოსვლის შემთხვევაში საკმარისი დრო ექნებათ მოსამზადებლად.

1. Ismail
2. Tami ?
3.
4. არწივი ?
5.
6. გივარგილ ?
7. nkiviladze ?
8. Ismail +
9. იანო ?
10. betqila ?
11. ნა-თია ?
12. hereti ?
13. Ismail +
14. ქაქუცა ?
15.AvT ?
16. irakli ?

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 10:21
by domciko
ყოჩაღ ისმაილ... ძალიან მაგარია.. იმედია იდესმე მეც ვიხილავ ხდის ხეობას,წარმატებები :))

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 10:58
by Ismail
teo-
მოდიხარ ანუ? : )

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 11:00
by Na-tia
მაგარია! სირთულეს ვაცნობიერებ და ჩემს შესაძლებლობებსაც ვაფასებ :) უღელტეხილზე თუ ვერ გადავალთ, მარტო ხეობის ხედებსაც სიამოვნებით დავჯერდები :)

კითხვის ნიშანი შემიძლია ეხლავე მოვიხსნა. არ ვიცი, გაუთვალისწინებელი რამე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ხელს არაფერი მიშლის.

პირადობის ასლს ეხლავე გამოვგზავნი.

1. Ismail
2. Tami ?
3.
4. არწივი ?
5.
6. გივარგილ ?
7. nkiviladze ?
8. Ismail +
9. იანო ?
10. betqila ?
11. ნა-თია
12. hereti ?
13. Ismail +
14. ქაქუცა ?
15.AvT ?
16. irakli ?

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 11:04
by Ismail
1. Ismail
2. Tami ?
3. გივარგილ ?
4. nkiviladze ?
5. იანო ?
6. betqila ? - რამოდენიმე დღეში გვეტყვის ზუსტ პასუხს
7. ნა-თია
8. hereti ?
9. Ismail +
10. ქაქუცა ?
11.AvT ?
12. irakli ? - რამოდენიმე დღეში გვეტყვის ზუსტ პასუხს

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 11:27
by Mta Mkvarebia
Ismail
ძალიან მომწონს! მარშრუტი ხომ თავისთავად, მაგრამ დაგეგმვაც არანაკლებად! აი ესაა სწორი მიდგომა.
მიუხედავად იმისა რომ სულ კბილები მიკაწკაწებს, ამჯერად თავი უნდა შევიკავო :(, ხანდახან მუხლიც მაწუხებს და წელიც. თან 1 წელია მთაში არ მივლია. არადა როგორ მინდააა :)..დაუვიწყარ, მშვიდობიან და ულამაზეს გასვლას გისურვებთ!

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08 - 12.08)

Posted: 26 ივნ 2012, 12:19
by teo-
Ismail
ძალიან ვეცდები :roll: