Page 1 of 1

რვადღიანი ტურნე ირანში - მოვინახულებთ ფერეიდნელებსაც

Posted: 07 ივნ 2012, 21:16
by matroska
გასვლა თბილისიდან 18 ივნისს 6 საათზე. ტურში შედის ისტორიული ქალაქები თეირანი,ისპაჰანი, ფერეიდნი, შირაზი, პერსეპოლისი, არარატის მთის მიდამოები. ხალხის სიმრავლის შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია შევიდეს, სპარსეთის ყურის ტერიტორია და დანიელ წინასწარმეტყველის საფლავი (ქალაქი სუზი). ვბრუნდებით ტაო-კლარჯეთით და მოვინახულებთ რამოდენიმე ქართულ ძეგლს.
მგზავრობის ღირებულება 16 კაცზე 120 $, 18 კაცზე 100 $. ამ თანხაში შედის 3 დღის კვების ფასი. ღამისთევა კარვებში.

ტურის განრიგი

1 დღე: თბილისი-ვალე (საბაჟო) ტაო-კლარჯეთის გავლით ირანის საბაჟო. მთა არარატი. საბაჟოზე გადასვლა ქალაქ მაქუსთან ახლოს, მთიან ბუნებაში - ბარონის ტბასთან, ქრისტიანული ტაძრის მახლობლად დაბანაკება. (მანძილი - 570 კმ, გზა დაახლოებით 8 საათი საბაჟოზე დაყოვნებიანად)
მე-2 დღე: მაქუ-თავრიზი-ზანჯანი. დაბანაკება ზანჯან-თეირანს შორის არსებულ მიდამოებში. (მანძილი 547 კმ. გზა 6 საათი)
მე-3 დღე: გეზანჯან-თეირანი. თეირანში აზადის კოშკი, საეის პარკი... დაბანაკება ტეირან-ისპაჰანისკენ მიმავალ გზაზე, სუფთა მდინარესთან. თეირანიდან მეოთხედ სავალ გზაზეა. (მანძილი 335 კმ. გზა დაახლ. 3 საათი)
მე-4 დღე: თეირან-ისპაჰანი. ისპაჰანში - ჰაკიმის მეჩეთი, სიოსეპოლის ხიდი, ნახშე ჯაჰანის მოედანი, კაჯუს ხიდი, შაჰრესტანის ხიდი და კასარიახის ბაზარი. დაბანაკება ისპაჰან-კასარიახის გზაზე. (მანძილი 446კმ. გზა 5 საათი)
მე- 5 დღე: ისპაჰან-იზადკასტ-ნახშერუსტამ-ნახსე რაჯაბ-პერსეპოლის-შირაზი. პერსეპოლისის ღირსებები ვიცით, შირაზში, ქარიმხანის ციხესიმაგრე და ვაკილის მეჩეთი (მრავალსვეტიანი ნაგებობა). დაბანაკება შირაზ-ისპაჰანის გზაზე. saati)
მე-6 დღე: შირაზი-ისპაჰანი-თეირანი (მანძილი 932 კმ. გზა 10 სთ)
მე-7 დღე: თეირან-ზანჯან-თავრიზი-მაქუ (882 კმ. გზა დაახლოებით 10 სთ.)
მე-8 დღე: მაქუ-თურქეთის საბაჟო-ტაო(ოშკი, ხახული, ბანა); საქართველოს საბაჟო - თბილისი (მანძილი 570 კმ. გზა 11 სთ მოლოცვებით და საბაჟოზე დაყოვნებით).
დაგვიკავშირდით ტელ.: 597 10 50 88 ან 591 00 21 83 (გიორგი) ან 599 304149 (ლიკა)