Page 1 of 15

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 06 ივნ 2012, 23:34
by kolonkelidze
უკვე ივნისია ანუ თუშეთში გაზაფხული იწყება ყველაზე ჭრელი და ყველაზე ფერადი...ხოდა ვის გინდათ აბა ამ გაზაფხულის ნახვა?!
წავალთ 5 დღით და ვნახავთ:
1ლეჩური- შენაქო - დიკლო- ძველი დიკლო
2დიკლოდან დართლოში ჩიღოს გავლით
3დართლო-გირევი-ჰეღო-ფარსმა-დანო-კვავლო
4დართლო -გომეწარი( დოჭუ, ბეღელა, ჯვარბოსელი, ვერხოვანი) წარო
5ომალო -კესელოს ციხეები -ალვანი
ვისაც გახსოვთ ონისე, ჩამოვიდა, ჰოდა ეს 5 დღე ჩვენთან ერთად იქნება თავისი კამაზით :wink: ჩანთების ზურგით ტარება არ მოგვიწევს არც სოფლიდან სოფლამდე ფეხით სიარული(ფეხით გავივლიტ მხოლოდ მე-2 -ე დღეს , იმიტომ რომ ჩიღოში სამანქანე გზა არ არის). ტური იქნება საშუალო სირთულის .
ღირებულება: 145ლ+20( ადგილობრივი კერძების დაგემოვნების შემთხვევაში) 17 მოლაშქრეზე.თანხა შემცირდება მოლაშქრეთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში
თარიღი :27.06-01.07
იმისათვის რომ ეს ლაშქრობა შედგეს საჭიროა მინიმუმ 17 მსურველი! თქვენი იმედი მაქვს. დრო ბევრი არაა სულ რაღაც ორი კვირა
:wink:

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 00:20
by CheLo
მალადეც ლედის დაიკო =))) აბა ხალხნო ჯუთას ემთხევა ეს ლაშქრობა და გადმოეწერეთ ვისაც აქაც გინდათ ბევრმა შემაწუხა და გაანთავისუფლეთ ადგილები ვინც ფეხით ვერ დადის :) :) :) :)

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 01:05
by QAQUCA
CheLo wrote:მალადეც ლედის დაიკო =))) აბა ხალხნო ჯუთას ემთხევა ეს ლაშქრობა და გადმოეწერეთ ვისაც აქაც გინდათ ბევრმა შემაწუხა და გაანთავისუფლეთ ადგილები ვინც ფეხით ვერ დადის :) :) :) :)

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: მაინც შენსას ცდილობ არა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 01:09
by CheLo
QAQUCA

შენ იყავი არ ამოეწერო შენი ნაწვალები დაღლილი დამწვარი სახის ნახვის ბედნიერებას ვერ მოვიკლებ =))))

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 01:10
by QAQUCA
CheLo wrote:QAQUCA

შენ იყავი არ ამოეწერო შენი ნაწვალები დაღლილი დამწვარი სახის ნახვის ბედნიერებას ვერ მოვიკლებ =))))

ბალღოოოო შენ მე ეგრე მიცნობ? :lol: :lol: :lol:

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 01:13
by CheLo
QAQUCA

რავიცი რავიცი =)) არც შენ ხარ კატასავით მოქნილი და ვნახოთ ციცაბო აღმართზე როგორ ივლი :P :P :P კაი გავედიტ თორე ლედის დაიკო დაგვტუქსავს 8) 8)

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 01:32
by kolonkelidze
რამდენი რამე მაქვს თუშეთზე მოსაყოლი... ყველაფერი მაშინ დაიწყო, ამ ზამთარს დაუსრულებელი თოვისა და ყინვების შემდეგ აფორიაქებული გაზაფხულს რომ ველოდებოდი და სრულიდ მოულოდნელად შირაქში რომ გადავაწყდი - რაღაც ახლის დაწყება, გაღვიძება , ახალი სიცოცხლე-- გაზაფხული თურმე პირველად თუშებთან მოდის. გაზაფხულს სახეც აქვს თურმე, ახალდაბადებული ბატკნის ან ციკნის , სულ 2 დღისას გულზე რომ მიიხუტებ და ჩაეძინება.. ჰოდა თუ გული გულობს შუა ზამთარში იცის თურმე მოსვლა გაზაფხულმა- იმ ასობით ბატკნის ბღავილში,ფარაში გაფაციცებულები წვალებით ნაპოვნ დედას მუხლზე ჩაჩოქილები რომ ურტყავდნენ ჯიქანში თავს.. მერე ვიდექი და ვეხვეწებოდი მწყემსებს -გამაყოლეთთქო თუშეთში ფარას..
ჰოდა მაისში თუშებმა- ჩამოდი, მთაში მივდივართო და წელს უკვე მეორედ მოულოდნელად შემომეფეთა ეს გაზაფხული..4 დღე მივყვებოდით ფარას . კახეთს გავცდით და ნისლებ აყრილ აბანოს ურელტეხილს შევუდექით. მერე თოვლიანი ცერიც გადავიარეთ და გამთენიისას 13 მაისს თოვლმა მოგვილოცა თუშეთში შებიჯება :D ხელისგულისხელა ფიფქებით თოვდა ხისოშ ჭალაში და ზევით ხისოში თითქოს ახალი წელი იყო-თეთრად დათოვილი სახურავებიდან კვამლი ამოდიოდა..5 ნაბიჯის იქით ხისოდან ფერდობებზე ახლად ამოსული იები ყვაოდა- ისევ გაზაფხული! და ეს მაშინ როცა აქ ბარში ყაყაჩოსაც გასცვივდა ფურცლები და გვირილებსაც...
იქ გაზაფხული ივნისში იწყწბა..ომალოს მინდვრებში ახლა ველური ზამბახები ყვავის. კიდევ მინდა ამ გაზაფხულს რომ მივუსწრო ...
ეს მათთვის ვისაც ჩემსავით ან უფრო მეტად გენატრებათ გაზაფხული :wink:

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 09:40
by domciko
ყოჩაღ გოგო შენ... აბუდელაურებზე რომ არ მივდიოდე წამოვიდოდი შენთან : ))) წარმატებები.. გულს და სულს გაგატანთ.. :) :*:***

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 10:38
by saskva
kolonkelidze

ძალიან მინდა მაგრამ ერთი ორი კითხვა მაქვს მანამდე

1. 2ივლისს ანუ სამსახურში ჩვეულებრივად გამოვცხადდები ხომ?
2. ფეხით მაინც დაახლოებით რამდენი იქნება გასავლელი? ძალიან დიდი ხანია აღარსად ვყოფილვარ და მაინტერესებს რამდენად შევძლებ
3. კარვებში ვრჩებით?

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 10:40
by eloiza
მინდა მგონი, თუ წამოვედი + იც მეყოლება. დავაზუსტებ უახლოეს დღეებში

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 11:10
by Tami
მეც მაინტერესებს ეს გასვლა და
იქნებ უფრო დეტალურად დაწერო??
ანუ თბილისიდან რომელ საათზე და საიდან გავალთ
და ა.შ
და სასკვას შეკითხვას გავიმეორებდი:
2ში 9ზე მოწესრიგებულდაბანილდავარცხნილი შევძლებ
სამსახურში გამოცხადებას ხომ??

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 12:07
by kolonkelidze
domciko wrote:ყოჩაღ გოგო შენ... აბუდელაურებზე რომ არ მივდიოდე წამოვიდოდი შენთან : ))) წარმატებები.. გულს და სულს გაგატანთ.. :) :*:***
თუ 27 ისვნისს ხალხის რაოდენობა არ მოგროვდა , გასვლა 1 კვირით გადაიწევს ანუ 4-8 ივლისს შედგება..ასე რომ თუ სურვილი გაქვს თვალყური გვადევნე მაინც :wink:

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 12:22
by Kakha
kolonkelidze
თემის სათაურში მცირე ცვლილება მე შევიტანე, რომ გამოჩენილიყო ნათლად, თემის გაუხსნელად სად და როდის. იმედია მისაღებია.

თუ გასვლის თარიღი შეიცვალა და ივლისი გადაწყდა შედი პირველ პოსტში და შეცვალე თარიღი თემის სათაურში.

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 12:35
by kolonkelidze
saskva wrote:kolonkelidze

ძალიან მინდა მაგრამ ერთი ორი კითხვა მაქვს მანამდე

1. 2ივლისს ანუ სამსახურში ჩვეულებრივად გამოვცხადდები ხომ?
2. ფეხით მაინც დაახლოებით რამდენი იქნება გასავლელი? ძალიან დიდი ხანია აღარსად ვყოფილვარ და მაინტერესებს რამდენად შევძლებ
3. კარვებში ვრჩებით?
1.თბილისში 1-ში ვიქნებით საღამოს, ბოლო დღე კვირა ამიტომ ავირჩიე მოწესრიგება რომ მოვასწროთ ორშაბათისთვის
2. 1ველ დღეს დაახლოებით 5 კმ-ს გავივლით ფეხით გზა მარტივია-- დიკლოდან ძველ დიკლომდე.საცალფეხო ბილიკია მაგრამ აღმართი არაა და არც ვიჩქარებთ რადგან ამ დღეს დიკლოში ვრჩებით.
მე-2-ე დღეს მთლიანად ფეხით ვივლით 15 კმ-ა დიკლოდან დართლომდე. დიდი დაღმართი გვაქვს ჩასავლელი და შეიძლება ითქვას რომ გზა რთულია, თუმცა აღმართები ბევრი არაა და ჩანთებიც არ გვექნება ამიტომ არ უნდა გაგვიჭირდეს. ვინც ფიქრობს რომ ვერ შეძლებს შეუძლია სატვირთოს გაყვეს დართლოში და ფეხით სიარული არ მოუწევს
მე-3-ე დღეს 3 კმ გირევიდან-ჰეღომდე, 1 კმ ფარსმამდე და 4-5 კმ დანო-კვავლო დართლო ..აღმართი გვექნება ასავლელი ჰეღოში, ფარსმაში.. კვავლოდან დართლოში სულ დაღმართია და რთული არაა ანუ სულ 9 კმ დღის განმავლობაში
მე-4-ე დღეს ფეხით გავივლით გზიდან სოფლებამდე რა მანძილიც იქნება მარტო იამს , ანუ გზიდან-დოჭუმდე და უკან, გზიდან ბეღელამდე და უკან..და ჯვარბოსელიდან წარომდე-ეს მონაკვეთი მარტივია 3-4 კმ სწორი ბილიკი
მე-5-ე დღეს ფეხითსიარული არ მოგვიწევს მარტო კესელოზე ავალთ.თუ გაგვიმართლა და 27-მდე მშენებლობა დაამთავრეს, ომალოდან წამოსულები აბანოს უღელტეხილზე თორღვას აბანოში შევივლით. 6 სთ-სთვის ალვანში ვიქნებით, და 2-3 სთში თბილისში.
3.კარავში დავრჩებით დიკლოში პირველ ღამეს.. მეორე და მესამე ღამეს ვფიქრობ კარგი იქნება თუ ონისესთან გავათენებთ დართლოში ღამეში მთლიანი ჯგუფი 100 ლარს გადავიხდით( 2 ღამეში 200 ლ). და ომალოში გავათენებთ კარავში მეოთხე დღეს

თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ არ გადავრეკოთ? 27.06-01.07

Posted: 07 ივნ 2012, 12:35
by domciko
kolonkelidze
მადლობა შორე :***