Page 1 of 12

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 04 ივნ 2012, 11:39
by Tamari-ch.
Image
ოთა-ოშორას ხეობაში გასვლა დაიგეგმა გუშინ...
აუცილებლად ვნახავთ ამას
Image
ჩიტიკიბეს ციხეს


წასვლა მგონი აჯობებს ჯიპებით...

სავარაუდოდ 23-24-ში

ჩვენი მარშრუტი

შაბათას დილით გავალთ ადრე
სავარაუდოდ შვიდის ნახევარზე
პირველ დღეს
ვნახავთ ოშორას ეკლესიას ჩიტიკიბეს ციხე - დღის ბოლოს შეიძლება კიდევ რამე დაემატოს...


მეორე დღეს ვნახავთ შორეთი, ღართა, ჯაბიეთი, აგარა
უკან დაბრუნებისას დავიტოვებთ 2 საათს და შევივლით თისელში

ხარჯი ჯიპების შემთხვევაში 30 +- 5 ლარის ფარგლებშია

სამარშრუტოს გავსების შემთხვევაში 25+- 5 ლარის ფარგლებშია


გასვლის ადგილი, დრო და დეტალები კიდევ დაზუსტდება

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 04 ივნ 2012, 12:00
by Nephros
Tamari-ch.
თამთა, თუ ჩიტიკიბეზე აპირებთ ასვლას, ეს ოშორის ხეობაშია და არა ოთის.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 04 ივნ 2012, 12:03
by Tamari-ch.
Nephros
შევასწორე....

ახლა რუკას ვეძებ... იქნებ სხვებს ჰქონდეთ....

საღამოს გელოდებით თემაში.. :)

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 04 ივნ 2012, 12:27
by Tami
Tamari-ch.
სიას ჩამოვწერ შენის ნებართვით.
დროებით კითხვის ნიშნით ოღონდ;)
ხო, დეტალებსაც მალე თუ დაწერთ,
კარგი იქნება;)

1. თამარიჩი
2. თამი?

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 04 ივნ 2012, 12:52
by Tamari-ch.
პოტენციური წამომსვლელები არიან


1. თამარიჩი
2. თამი?
3) კახა (ჯიპით?)
4) შოდა
5) თენგო (ჯიპით - თუმცა არ ვიცი რადმენი ადგილი ექნება - ალბათ 1)

ბავშვი, მაკენა, ნიკა - ჯიპებით არ წამოხვალთ?

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 04 ივნ 2012, 13:15
by shoda1121
ესე იგი:

რაკი ჯიპტურია:
პირველ დღეს ოთის ხეობაში ნახავ:
აგარის წმ. გიორგის სახ. დედათა მონასტერს(არაა სავალდებულო)
ღართას
შორეთს(რამდენად კარგი გზაა ჯიპისთვის გასარკვევია ივანე გოლიაძესთან)
შორეთის ციხეს
ოთის ციხეს დაინახავთ არაფერია ისეთი.


მეორე დღეს:
ოშორას ეკლესიას,
ჩიტიკიბეს ციხეს (1კმ არის ვერტიკალში ასაღები და მარტივი არ იქნება ასვლა)
და ეკლესიას ტყეში რაც იცის Nephros-მა.
მე პირადად მაინტერესებს შეიძლება თუ არა ჩიტიკიბედან თისელში გადასვლა იქ ეკლესიებია და ციხეც.

გასარკვევია ჯიპების გზები, რა დაჯდება საწვავი ამ გზებზე;
უმჯობესია მანქანით გასვლა არა უგვიანეს 7ისა;
ისე კი ოშორასა და ოთაში ადის მიკროავტობუსიც და თუკი შორეთის ჯიპის გზა ძალიან ცუდია არ იქნება ჯიპტური აუცილებელი.

=
პოტენციური წამოსვლელი კი ვარ მაგრამ ერთი კვირით ადრე მეცოდინება :)

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 04 ივნ 2012, 13:19
by shoda1121
შორეთის ჯპს:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=60
შორეთის სურათები:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=30

თუ დრო ცოტა იქნება აგარის მონასტერის გამოტოვება შეიძლება და ჯერ ღართაში წასვლა და მერე შორეთი, თუ მოესწრება შორეთის ციხეც.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 05 ივნ 2012, 00:50
by Tamari-ch.
აი რუკაც
ახლა უკვე გასაგებია - რა სად მდებარეობს.....


Image

Image

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 05 ივნ 2012, 19:18
by bavshvi
Tamari-ch.

ძალიან მინდა და ჯიით წამოსვლაც არ იქნება სავარაუდოდ პრობლემა, მაგრამ სამწუხაროდ 20 რიცხვამდე (და ესეც მინიმუმ) ვერაფერს ვიტყივი - სავარაუდოდაც ვერ ვიძახი ვერაფერს :(



სახლში მიმდინარე რემონტის გამო, როდის რა დაგვჭირდება არ ვიცი.


და თუ 20 რიცხვი პრობლემას არ წარმოადგენს მაშინ მერე დავკონკრეტდები :)

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 06 ივნ 2012, 08:57
by Tamari-ch.
Nephros
იქნებ წამოხვიდე შენც....
ძალიან გამიხარდება...

bavshvi
ძალიან კარგი იქნება, თუ წამოხვალ,
ჯიპების ნაკლებობას განვიცდით
ნუ შენც თუ დაკვალდები - ეს ხომ საერთოდ შეუვსებელი დანაკლისი იქნება.
:P :D :lol:

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 07 ივნ 2012, 12:00
by Tami
აქ რა ხდება??
რამე ახალი ხომ არ გარკვეულა?

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 07 ივნ 2012, 21:45
by Tamari-ch.
Tami
ჯერ ჯერობით არაფერი
ველოდებით კახას პასუხს - მოიცლის თუ არა სამსახურიდან...

თუ არადა გადავდებთ.

კიდევ ველოდებით ჯიპების გამოჩენას.

:D

თენგო თანახმაა - მოდის,
თუმცა მასთან მხოლოდ ერთი ადგილია.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 08 ივნ 2012, 09:49
by Tami
Tamari-ch.

და მარშუტკით ვერ წავალთ,
თუ საკმარისი რაოდენობის ჯიპები არ მოგროვდებიან??

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 08 ივნ 2012, 12:54
by Tamari-ch.
Tami
ეს სამარშრუტო ბევრ დროს გვაკარგვინებს -
ყველგან ვერ მიდის
და სიმართლე გითხრა ნერვებს მიშლის ხოლმე გაუთავებელი ჩაწერა-ამოწერები...
ჯერ დიდი დროა... ვფიქრობ ჯიპი ჯობია.

ოშორა-ოთას ხეობა - სავარაუდოდ 23-24/06

Posted: 11 ივნ 2012, 12:45
by Kakha
Tamari-ch.
მოვიცლი.