Page 1 of 2

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 00:11
by leo1
ამა წლის 9 ვარდობისთვეს გთავაზობთ ფრიად საინტერესო ყაყაჩო-ტურს აღმოსავლეთ საქართველოში. ტური მოეწყობა ძირითადად ყვავილოვანი ბუნების მოყვარულთათვის - ვისაც სურს ახალაყვავებული წითელ-წითელი ყაყაჩოების გადაღება-აღბეჭდვა.
გასლვა მოეწყობა შეძლებისდაგვარად მსუბუქი (არა ყოფაქცევის არამედ წონის) ავტომანქანით/ებით. საყურადღებოა რომ ამ შემთხვევაში 4X4ზე მანქანა სულაც არაა საჭირო, რადგან მცირე მანქანა ჩვენს გასავლელ ადგილებში ისედაც მივა და თანაც ნაკლებ საწვავს მოიხმარს, მაშასადამე უფრო ნაკლებად დააბინძურებს გარემოს.

შეკრება-ჩალაგება მოხდება 9.50ზე გასლვა დაიწყება დილის 10 საათზე (მკაცრად)

ს ა ბ უ რ თ ა ლ ო ს მ ა კ დ ო ნ ა ლ დ ი დ ა ნ. (სპორტ სასახლის მხარეს)

გასვლა იქნება ნახევრად წრიული - ასე ვთქვათ მარყუჟული. თბილისი - კაჭრეთი, ბადიაური, მაღარო, მაჩხაანი, ტიბაანი, წნორი, სიღნაღი, კაჭრეთი- თბილისი. მოვიხილავთ შემდეგ მდელოებს: კაჭრეთთან, ბადიაურთან, ქიზიყის გადასახვევთან, ქიზიყში რამდენიმე ადგილს, ალაზნის ველის ნაწილს. აქედან კაჭრეთში დანამდვილებით ვიცით ყაყაჩოს სავარგულების არსებობის შესახებ, რითაც ვვარაუდობთ რომ მიმდებარე მდელოებზეც უხვი მოსახილი სიწითლე დაგვხვდება.

გასავლელი მანძ. დაახლ 250 კმ.
ლეოს მანქანა გაფუჭებულია და ამიტომ მოდის დიდი ჯოპით. ბანზინის ხარჯი 100 უზალთუნი გაიყოფა 5 მონაწილეზე.


სასურველია რომ მსუბუქი მანქანის პატრონი მძღოლებიც შემოგვიერთდნენ და მეტმა მსურველმა მოახერხოს წამოსვლა. თუ სხვა ეკიპაჟებიც შემოგვიერთდებიან მსუბუქი მანქანებით სავარაუდოდ თანხა ნაკლები გამოვა.

სასუსნავები - როგორც ყოველთვის - თან იქონიეთ.
ასევე იქონიეთ კარგი ფოტო კამერები და საწვიმარები ნალექის შესაძლებლობა 20-40%.

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 00:13
by ეკატო
თუ არ ვიმუშავე მაგ დღეს, სიამოვნებით შემოგიერთდებით :)

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 00:33
by arcivi9
უნდა გაცუროთ ყაყაჩოების ზღვაში? 8)

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 00:48
by ანააანო
აჰმეე მინდაააააააა :D

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 02:22
by mariamooo
ეკატო wrote:თუ არ ვიმუშავე მაგ დღეს, სიამოვნებით შემოგიერთდებით :)
იგივე მეც :)

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 10:12
by leo1
1. ლეო1
2...
3...
4...
5...


დროზე მოიფიქრეთ და ჩაეწერეთ!

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 11:07
by Mta Mkvarebia
ლეოს თემაც გაუხსნია :) არადა მე იდეების კიდებანში ჩამოვწერე სია :)
მოკლედ იდეების კიდობანსი ქეთომ და ანანომ 9-ში წამოსვლის სურვილი გამოთქვეს და ამიტომ აქაც ჩავწერ და თავად შეიტანონ შესწორებები.

1. ლეო1
2. მთაშენკა
3. ქეთო ? დანამდვილებით ცოტა ხანში ეცოდინება
4..ანანო ?
5...

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 11:21
by keto
leo1 wrote:ნაკლებ საწვავს მოიხმარს, მაშასადამე უფრო ნაკლებად დააბინძურებს გარემოს.
ქართულ რეალობაში მცირე წვა ნაკლებ დაბინძურებასთან ასოცირდებოდეს, არც ისე ხშირი შემთხვევაა :lol: :lol:

ჯიბე , ლეო, ჯიბე უფრო აქტუალურია :D

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 12:37
by Mta Mkvarebia
ხვალისთვის მდინარეებში წყლის მომატებაა კახეთში ნავარაუდევი, ალაგ-ალაგ წვიმით. ამიტომ ხვალ დილით ამინდის მიხედვით შეიძლება მარშრუტის შეცვლამ მოგვიწიოს.

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 16:41
by Mta Mkvarebia
1. ლეო1
2. მთაშენკა
3. ქეთო ? დანამდვილებით ცოტა ხანში ეცოდინება
4...
5...

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 18:23
by pataputina
მანქანით მიდიხართ და ადგილი მოიძებნება?

ჯერ ზუსტად არ ვიცი
მაგრამ
თუ რამ, შემოერთებას შევძლებ?


:roll:

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 20:12
by keto
მე ვერა

1. ლეო1
2. მთაშენკა
3. ...
4...
5...

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 20:19
by ეკატო
ვმუშაობ ხვალ :(



მზიან და ხალისიან გასვლას გისურვებთ :)

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 08 მაი 2012, 23:51
by leo1
თემა დაიხურა !!!

9 მაისს - გამარჯვების დღეს - ყაყაჩო ტური კახეთისკენ

Posted: 09 მაი 2012, 02:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
წნორი-ჰერეთისკარის გზაზე ყაყაჩოს ულამაზესი მინდვრებია