Page 28 of 31

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 00:15
by shoda1121
ვინ წამოიღებს შამფურებს?????
6 კილო სამწვადე მომაქვს :)


პს არაყი არ დაგავიწყდეთ!!!! თორე ღამე შეიძლება შეგცივდეთ :) :) :)

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 10:02
by Ismail
shoda1121
ბიჭო რკინის შამფურების თრევას, იქვე ხისგან გამოვთალოთ, არ ჯობია? სანამ ალპურ ზონაში ავალთ და ხე აღარ იქნება, მანამდე.

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 10:07
by shoda1121
Ismail
სათრევი რა არის :) ჩამოსათრევი კი იქნება :)
ისე კი თუ არავის არ ექნება ადგილობრივებისგანაც შეიძლება ვინათხოვლოთ :)

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 10:11
by shoda1121
მატანის ცხრაკარა არის ?ნიშნით, მას შემდეგ რაც თიანეთსა და კვეტერას მოვივლით პანკისამდე სანამ შევალთ იქაა და კი უნდა ერთი 1.5 საათი. მოკლედ ვნახოთ რამდენი დრო გვექნება და რომელ საათზე ვიქნებით მატანთან

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 10:27
by Tamari-ch.
მატანის ცხრაკარა არის ?ნიშნით, მას შემდეგ რაც თიანეთსა და კვეტერას მოვივლით პანკისამდე სანამ შევალთ იქაა და კი უნდა ერთი 1.5 საათი.
შეიძლება არ გეყოთ 1,5 საათი
ასვლას მოვუნდით საკმაო ხანს. მერე დათვალიერებაც ხომ გინდა -
10 წუთში ხომ არ გამოიქცევი....

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 10:31
by karavi87
ჩემი აზრით მატანის ცხრაკარას ნახვაზე საკმაოდ ბევრი დრო წავა და ჯობია ამოვიღოთ!. :)

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 10:36
by Ismail
ისა და, მე მგონი არჩილის მონასტერზეც არანაკლები დრო წავა. და ხომ არ ჯობია არჩილი ამოვიღოთ და ცხრაკარა დავტოვოთ? (თუ რა თქმა უნდა არჩევანზე მიდგა საქმე...)

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 10:46
by Tamari-ch.
არჩილის მონასტერთან თუ მანქანით მიდიხართ - არაა პრობლემა ბოლომდე მიდის მანქანა.
თუ არჩევანზეა და ხელოვნების თვალსაზრისით გაინტერესებთ - მატანი უფრო საინტერესო ძეგლია
თუმცა არჩილის მონასტერში წმინდანის საფლავია და თუ მოლოცვა გინდათ ეს ამ მხრივ ეს უფრო მნიშვნელოვანია.

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 11:04
by karavi87
ხალხო თემას არ ეხება მაგრამ ვაჟაობა რომელ თვეში და რომელ რიცხვშია ვინმემ იცის ????

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 11:06
by iko-iko
karavi87 wrote:ხალხო თემას არ ეხება მაგრამ ვაჟაობა რომელ თვეში და რომელ რიცხვშია ვინმემ იცის ????

თუ არ ვცდები 24 სექტემბერს

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 11:28
by karavi87
აჰა ძალიან დიდი მადლობა

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 11:46
by Bedouin
shoda1121 wrote:bavshvi
შეკრების ადგილად რომ ავლაბარი დავადგინოთ?(იქით მივდივართ კახეთისკენ)
თიანეთში კახეთის მხრიდან როგორ მივდივართ კაცო, გზა გადაიტანეს :)

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 12:05
by shoda1121
Bedouin wrote:
shoda1121 wrote:bavshvi
შეკრების ადგილად რომ ავლაბარი დავადგინოთ?(იქით მივდივართ კახეთისკენ)
თიანეთში კახეთის მხრიდან როგორ მივდივართ კაცო, გზა გადაიტანეს :)
ჰო ეგ საინტერესოა :)
როგორ და გომბორით ავდივართ ბოჭორმაში და ბოჭორმადან სიონის ტბით და საყდრიონით გადავდივართ არჩილის მონასტერში, არჩილის მონასტრიდან დაბა თიანეთის და კვეტერას გავლით ახმეტაში

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 12:07
by shoda1121
ცხრაკარა ადგილზე გადავწყვიტოთ ;)
ხოლო, არჩილის მონასტერი დარჩება ყველა ვარიანტში ჯერ ეგაა და თან პირდაპირ მიდის მანქანა

თიანეთი-პანკისის ხეობა 26-27 მაისი

Posted: 25 მაი 2012, 12:11
by Ismail
Bedouin

ესეიგი, ფრიად რთული საქმეა ჩვენი მარშრუტი. :D მე დავწერ ახლა იმას, რაც შოდასთან საუბრის შედეგად დავასკვენი: :D

1. მივდივართ კახეთის გზით, კერძოდ კი გომბორის ახალ ტრასაზე. გავივლით უჯარმას და გომბორის უღელტეხილზე გადასვლის მაგივრად გზას განვაგრძობთ პირდაპირ, თიანეთის მიმართულებით.

2. ვნახავთ ბოჭორმას, განვაგრძობთ გზას და ვნახავთ სოფელ საყდრიონში მდებარე ეკლესიას. შემდეგ განვაგრძობთ გზას და დაახლოებით სოფელ ხევსურთსოფელთან გადავუხვევთ არჩილის მონასტრის მხარეს (ხევსურთსოფელიდან არცილის მონასტრამდე მისასვლელად ორი ვარიანტია და არ ვიცი შოდას რომელი გზა აქვს არჩეული. :) ). ვნახავთ არჩილის მონასტერს, დავბრუნდებით უკან (საიდანაც გადავუხვიეთ) და წავალთ თიანეთისკენ.

3. თიანეთიდან წავალთ ახმეტაში (თიანეთი - ახმეტის გზით, რაღა თქმა უნდა). იქ ვნახავთ ან არ ვნახავთ მატნის ცხრაკარას. :) შემდეგ შევალთ პანკისის ხეობაში, გავივლით სოფლებს, ავალთ ტბათანაზე, შევჭამთ, შევსვამთ, დავიძინებთ, :D ჩამოვალთ ფეხით ხადორში (ოღონდ არა იმ გზით, საიდანაც ავედით), ვნახავთ ხადორს და დავბრუნდებით თბილისში გომბორის ახალი გზით.

ასეა შოდა? : )