Page 1 of 7

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 11:54
by Tamari-ch.
დაველაპარაკე ჩვენს მეგობრებს კახეთში და დაგვთახმდნენ მეგზურობა გაგვიწიონ...

გადაწყდა 13 მაისს (იმედია კოკისპირული წვიმა არ იქნება)

წავსულიყავით მატანში

მატანი მდიდარია უძველესი ძეგლებით - რა თქმა უნდა, ყველაფერს ამას ვერ ვნახავთ! ამოვარჩევთ ამათგან რამდენიმეს (კონსულტანტები იქაური ხელოვნებათმცოდნეები გვეყოლებიან)

http://saunje.ge/index.php?id=253&lang=ka
მატანი (ახალი ხატი,
ბათურაანთ ეკლესია,
ბერების საყდარი,
ბზიანის საყდარი,
გუმბათოვანი საყდარი,
დამასტის ეკლესია,
დიდბატონის ეკლესია და მარანი,
მცირე ეკლესიები,
ელიას ეკლესია,
ერელაანთ საყდარი,
თეთრი გიორგის ეკლესია,
იახსრის საყდარი,
კლდეთაუკანის საყდარი,
მერებაანთ საყდარი,
მთავარანგელოზთა სახ. ეკლესია,
ჟამთა საყდარი,
სამების სახ. ეკლესია, სასახლე,
ღვთისმშობლის სახ. ორი ეკლესია,
ჩოლოყაშვილების კუთვნილი ციხე,
ცხრაკარას მონასტერი,
წმ. ბარბარეს სახ. ეკლესია,
წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია.


მაგრამ მთავარი ღირშესანიშნაობა არის ეს:

კახეთში „დევების ნასადგომარი“ აღმოაჩინეს
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ციკლოპური ნაგებობების ნაშთები, ანუ „დევების ნასადგომარი“ აღმოაჩინეს. ციკლოპური ნაგებობები სოფლის სიახლოვეს, ჩრდილო - დასავლეთით, 7 კილომეტრის მანძილზე, ტყეში აღმოაჩინეს, რომელიც ძნელად მისადგომ მაღლობზეა და მცენარეებითაა დაფარული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა, ნაგებობები წარმოადგენს გვაროვნული წყობილების ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 მე-4 ათასწლეულის დროინდელ დასახლებას. „ასეთ ნაგებობას „ციკლოპურ“ ნაგებობასაც უწოდებენ. კახეთში მისი მსგავსი თითქმის არსად არ გვხვდება. ტერიტორია სათანადო არქეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს“, - განაცხადა ელდარ ჭიჭიაშვილმა. „დევების ნასადგომარი“ მოიცავს 4-5 საცხოვრებელი შენობის ნაშთს, ნაგებია ქვის (1,5 მ X 2 მ) უზარმაზარი ლოდებით. განფენილია დაახლოებით 50-60 მეტრის სიგრძეზე, ერთიმეორის გვერდით. დასახლების სიახლოვეს, დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე, ფოთლებით დაფარულ მიწის ზედაპირზე იკითხება საკმაოდ დიდი დასახლების ნაშთებიც, რომელიც, შესაძლოა, გვაროვნული წყობილების დროინდელია. დასახლების მისადგომები დაფარულია, შედარებით ახალი, ქვიტკირის ნაშთებითა და სამაროვნებით.

http://ick.ge/ka/rubrics/culture/9980-2 ... 12-30.html

აბა ახლა ჩავეწეროთ ვის უნდა

ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული ტრანსპორტი...

იმედია ნიკა და მაკენა მოიცლიან და წამოვლენ...

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 11:54
by Tamari-ch.
1) Tamari-ch.
2) :?: :arrow:

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 11:56
by arcivi9
თვითონ დევები დაგხვდებიან? Image

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 12:03
by Tamari-ch.
arcivi9
ახმეტის რაიონის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი დაგვხვდება

მეტი რა გინდა?

:D

ჩაეწერეთ ვინც მოდიხართ...
თუ ბევრი იქნა მსურველი მატანამდე სამარშრუტოც უპრობლემოდ მივა....

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 12:07
by arcivi9
Tamari-ch.
ახმეტის რაიონის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი დაგვხვდება
რა, ეგ კაცი დევებს ენათესავება? :lol:

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 12:09
by Tamari-ch.
1) Tamari-ch.
2) ჩემი +
3) :?: :arrow:

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 18:56
by Nika
99% რო წამოვალ ჩემი "ოთხფეხათი".

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 21:57
by Tamari-ch.
1) Tamari-ch.
2) ჩემი +
3) Nika (ჯიპით)
4) :?: :arrow:

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 22:51
by CheLo
ყველაზე საინტერესო გასვლაა მათ შორის რაც კი დაგიგეგმავს მგონი... თუმცა არ წერია სავარაუდო თანხა და ასე ზეპირად ვერ წამოვალ.. ანუ მანამდე არ დაკონკრეტდება?

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 23:15
by Tamari-ch.
CheLo
ჯიპებით თუ წავედით - მეტი დაჯდება, ვიდრე სამარშრუტოთი
თუმცა დევების ნასახლარები ყოფილა სოფლიდან მოშორებით

მეგზური დაგვიდგენს რამდენად მისასვლელია იქამდე გზა...

საშუალოდ ივარაუდე 20 ლარი

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 23:36
by Makena
Tamari-ch.
1-2 ფოტო მაინც არ გადაუღიათ?
მე ვაპირებ წამოსვლას, თუმცა ჯერ დანამდვილებით არ ვიცი მოვახერხებ თუ არა. ასე 5 მაისისთვის მეცოდინებ ზუსტად.

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 23 აპრ 2012, 23:52
by Tamari-ch.
Makena
მე მგონი ჯერ არანაირი ფოტო არ დევს ინტერნეტში ამ ნასახლარებზე

ჩვენი "ექსპედიციის" ფოტოკოლაჟი შეავსებს ამ დეფიციტს....

:D

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 24 აპრ 2012, 01:39
by llev
ვაჰ რა გასვლას ვაცდენ :x

ქვები შემაყვარა თამარიჩმა და მამულომ
ერთი კვირის განმავლობაში 2ჯერ ვიყავი ჭივჭავას მენჰირის სანახავად :lol:

საინტერესო გასვლას გისურვებთ!

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 24 აპრ 2012, 01:54
by CheLo
llev

მეც შემაყვარა ქვები :) :) :) ყველა დიდი ქვის დანახვაზე თამარიჩა მახსენდება :lol: :lol: :lol: :lol:

სტუმრად დევებთან - მატანში - 13.05.12

Posted: 24 აპრ 2012, 02:33
by llev
CheLo

კვირის კითხვა არის ეს: ეს ქვა აქ იყო თუ მოიტანეს?
ჩემი პლიუსები დამცინოდნენ გუშინ. ყველა ქვის დანახვაზე ამას მეკითხებოდნენ :lol: