Page 1 of 7
შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 27 მარ 2012, 23:23
by CheLo
შეხვედრის დრო და ადგილი:
09.00 სთ
08.04.2012 წ (კვირა)
სქიმია
ფასი:
მინიბუსის ფასია დაზუსტდება
კაცზე სავარაუდოდ 12-15 ლარი.
(სალობიეში ლობიანის ხაჭაპურის და ჩაის დაგემოვნების ჩათვლით)
ხანგრძლივობა
1 დღე
ტევადობა მინიბუსში
22 კაცი
სანახავი ადგილები:
შიო მღვიმეს მონასტერი - სხალტბის ეკლესია - ჯვარი
გასავლელი მანძილი:
მინიბუსით: დაახლოებით 80 კმ.
ფეხით 8კმ
ამინდი:
დაზუსტდება
გასათვალისწინებელი პირობები:
საკუთარი საგზალი, არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი, მოხერხებული ფეხსცამელი, მონსტრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა.
შეხვედრის ადგილზე დაუგვიანებლად მოსვლა
შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 27 მარ 2012, 23:26
by CheLo
გეგმა:
დილით შევიკრიბებით და გავალთ დაუგვიანებლად.. შემდეგ დავესწრებით წირვას ბოლომდე! დამთავრების თანავე დავაგდებით ბილიკს და მთებში დავიკარგებით (ყოველთვის ასე ხდება) თუ გავაგნებთ გზას ხო კარგი და თუ ვერა მოგვიწევს დიდიხანი წანწალი.. შემდეგ ავალთ იმ მთაზე რომელიც შიო მღვიმეს გადმოჰყურებს და გადავიღებთ სურათებს.. მერე გაუყვებით გზას სხალტბისკენ და ვნახავთ ეკლესიას.. ბოლოს კი წეროვანში ჩავალთ სადაც სავარაუდოდ ზვიადი დაგხვდება და წაგვიყვანს მცხეთაში სადაც დავჯდებით სალობიეში შევჭამთ ლობიანს და ხაჭაპურს და დავლევთ ჩაის ბოლოს კი თუ არ ვიქნებით გაყინულები ჯვარზეც ავალთ
))
შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 27 მარ 2012, 23:35
by CheLo
შიო მღვიმე
ხედი ზემოდან
სხალტბა

შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 28 მარ 2012, 00:22
by shoda1121
CheLo
ძეგვის სამარშუტო ღირს 1.5 ლარი. ჰოდა სარკინიგზო ხიდამდე მიდის საიდანაც შეგიძლია გადაკვეთო მტკვარი და მოსაწყენი გზით ახვიდე შიომღვიმეში.სხალტბადანაც იქნება რეგულარული ისე.
შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 28 მარ 2012, 00:27
by CheLo
shoda1121
არ მინდა ეგ... ზვიადი ალბათ 150 ლარად წაგვიყვანს აი კიდე უფრო იაფად.. 15 ლარი გაწელილი თანხა წერია .. უბრალოდ მერე მინდა სალობიეში გემრიელად ვჭამოთ.. მე სარეისოთი არ დავდივარ არაკომფორტულიცაა და თან არ მაქვს უცხო მძღოლის ნერვები..
ეტყობა არ ხარ ნამყოფი სხალტბაში.. რა რეგულარული მანქანა ძლივს ადის იქ
)) სხალტბა არის მთაზე რომლის ერთ მხარეს შიომღვიმეა მეორე მხარეს ავტობანი და წეროვანი სადაც ომში დაზარალებულებს აქვთ პატარა სოფელი მოწყობილი ათასობით კოტეჯებისაგან..
შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 28 მარ 2012, 00:31
by shoda1121
CheLo
წეროვანიდან ხომ დადის მერე

შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 28 მარ 2012, 00:33
by perwkli
მონსტრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა. -ოკ
შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 28 მარ 2012, 00:42
by shoda1121
CheLo

კაი კაცო, უბრალოდ იდეა მოგაწოდე
ისე ტრული გამახსენდა : ლეგენდარული მოლაშქრე: არ ვიცნობ მაგრამ თემები წაკითხული მაქვს: დაქირავებული ტრანსპორტით ძალიან შორ მარშუტებზეც არ დადიოდა არათუ თბილისთან ახლოს.
შენ სალობიეში შევლაც გინდა და ეგ სხვა არის

შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 28 მარ 2012, 10:58
by domciko
1. ვენტო
2. დომცი
3.

შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 29 მარ 2012, 12:29
by bavshvi
ჰმ საინტერესო გასვლა ჩანს
თან თუ წირვას დავესწრებით ხომ მთლად გადასარევი
თუმცა ჯერ არ ვიცი წამოვალ თუ არა, იმედია რომ გადავწყვიტავ რა ვქნა ადგილები კიდევ იქნება

შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 29 მარ 2012, 12:42
by CheLo
თუ 20 კაცამდე არ მოგროვდება ეს გასვლა არ შედგება.. თუმცა მე მაინც წავალ ექსპრომტად და მერე მოგაწვდით სურათებს... : )
შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 29 მარ 2012, 12:54
by shoda1121
შიო მღვიმე - სხალტბა - წეროვანი 8.04.2012
Posted: 29 მარ 2012, 14:43
by CheLo
დავით 2 ვარიანტია...
ან წავალთ 20 კაცი მინიბუსით და გეგმას განვახორცილებ როგორც დავგეგმე
ან კი წავალ მარტო.. მოვიკიდებ ყოველიშემთხვევისთვის კარავს და ეულად დავლაშქრავ შიომღვიმეს.. ანუ დიდი შანსია დავიკარგო მარტო ან კიდე წეროვნიდან ვერაფერს გამოვყვე ამიტომ კარავი არ დამამძიმებს
) ზატო რამხელა ადრენალინი იქნება თუ დავიკარგე
))) გზა დასაწყისიდან მახსოვს მიდიოდა და მიდიოდა ბილიკი.. მერე სად ვიბობღიალე არ ვიცი.. თოვლი იდო და გზა არ ჩანდა..
ერთი სიტყვით ეს გასვლა პირადად ჩემთვის არ გადაიდება რაც შეეხება ხალხს.. ყველა მუშაობს ამიტომ მე პასუხს ვერ ვაგებ მათზე.. თუ მინიბუსით არ წავალთ გაგვიჭირდება.. წეროვნიდან ავტობანზე შეიძლება არ გაგვიჩეროს საღამოს..