სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 11 მარ 2012, 21:41

წასვლა კარვებით (ემთხვევა 9 აპრილი ორშაბათი დასვენება)
3დღიანი რაკია ტრანსპორტი კაცზე 30 ლარი დაახლ. დაჯდება; დარჩენაზე არ უნდა დაგვეხარჯოს ფული;

გასვლა დილის 7 აპრილს დილის 7 საათზე;


პირველი დღე:
ტბების გავლით წამოსვლა ჯავახეთით (თუ გზა იქნა გახსნილი)
მონასტერი (ნინოწმინდასთან)
კუმურდო
თმოგვის ციხე ზემო თმოგვით
გელსუნდის გამოქვაბულები
წუნდა
ბერისხევის გამოქვაბულები(?)
ზემო ვარძია
ვანის ქვაბები

შორეთში ასვლა და დაბანაკება;

მეორე დღე:

ღართაში გადასვლა შორეთიდან, ღართადან ჯაბიეთში(?) და იქიდან დაბრუნება ტრანსპორტამდე; აგარას მონასტერი; კოხტასციხე, ასპინძის ციხე, სარო ; ხიზაბავრა(?); ხვილიშა და ჩიხორისი

მესამე დღე:

საფარა?, რაბათი, ბაიები, აგარა, ბიეთი, აწყური; სლესას ციხე?;


––
იმედია 3 დღეში მაინც მოესწრება ყველაფერი :)
მე რავი, ერთ დღეში მომისწრია ვანის ქვაბები ვარძია, ფოკა ხერთვისი, თავკვეთულა და ესენიც არ უნდა გამიჭირდეს :))

გზა დაჯდება კაცზე 30 ლარი დაახლ. (18 კაცზე 33.3) რაკი სამი დღეა და ბევრი მინგრეულ მონგრეულ გზები უნდა დავხაზოთ; და პლიუს ჩვენი საჭმელი; ხარება და ბზობაა და შეიძლება წირვასაც დავესწროთ ვინც იქნება მსურველი?

შავი ფურცელი:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
Last edited by shoda1121 on 04 აპრ 2012, 21:31, edited 22 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

matroska
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 19 აგვ 2011, 15:14
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by matroska » 12 მარ 2012, 14:03

ჩემთვის ძალიან საინტერესო მარშრუტია: ჩამწერე და თუ მოვახერხე, წამოვალ!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 14:33

ინფორმაციებს დავდებ:

შორეთი:
შორეთი მაგარი საბანაკე ადგილიაო: ყველაზე მწვანე მთელ რეგიონშიო ასე მითხრეს :)

ვიკი:
მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს. მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს (კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე (შარვაშეთის ქედზე) გადადის.

ასპინძისხევი ციხე-სიმაგრეთა მძლავრი სისტემით იყო დაცული; თორის მხრიდან ვარაზის ციხით, ჯავახეთის მხრიდან შორეთისა და ზემო ინთორის ციხეებით, ფეოდალურ რეზიდენციას ოთის ციხე წარმოადგენდა და სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა. საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთი შეინიშნება აგარასთან. თორს საკუთრივ ციხისჯვრის ციხე იცავდა, სამცხეს ჩიტიკიბეების მიუდგომელი ციხე-სიმაგრე, ასპინძას - ასპინძისციხე, ჯავახეთს - კოხტასციხე.


ხევი განსაკუთრებულად მდიდარია ეკლესია-მონასტრებით: აგარის ეკლესია (ყიზილ-დერესა), ღართის, სანისლოს, ოთის მარიამ წმიდის, ჭაბიეთის, ქვემო ინთორის ეკლესიები, ბეთლემისა და შორეთის მონასტრები.
შორეთი: წყარო: ვიკიპედია:

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 14:34

experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 14:35

matroska
ძალიან კარგი! შენთან ერთად წასვლა ძალიან გამეხარდება!!!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 15:29

ბიეთი:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1897
მაკენას აღწერა;
http://www.dzeglebi.com/galerea.php?id=100
ძეგლები-ს ფოტოგალერეა

Image
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 15:37

ბიეთი:
http://www.dzeglebi.com/galerea.php?id=63
Image
ძეგლები.გე-ს ფოტო

ვიკიპედია
ბაიები – კლდეში გამოკვეთილი XII-XIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყორძის დასავლეთით.

დაახლოებით კლდის შუა ადგილას, ვიწრო ტერასაზე 3-4 სართულად განლაგებულ შენობათა მთელი ჯგუფია, აქვეა გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით. ერთი, მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე - უფრო მარალი და ვრცელი. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთი კედლები. პატარა ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდ ეკლესიაში მხოლოდ სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები და კამარაა ქვისა, დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვს. დიდ ეკლესიაში მხატვრობის კვალი შეინიშნება. ეკლესიების ქვეშ ორ სართულად განლაგებული სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან იწყება კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები. გალავანში შესასვლელი კარი გამოკვეთილია ერთი დიდი გათლილი ლოდისგან, რომლის შუაში სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი. მესხეთს, რომლის მოსახლეობასაც საუკუნეთა მანძილზე ავიწროებდა თურქეთი, განსაკუთრებით ესადაგება ამგვარი სიმაგრეები თავისი საიდუმლო სამალავებითა და გადასასვლელებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 15:41

აგარის მონასტერი: ტყეშია ურაველის მახლობლად სასიარულო არისო ფეხით;
Image
ჩუციოციოს ფოტო

ვიკი
აგარის მონასტერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგარის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
რაიონი ახალციხის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ახალციხის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება X-XI საუკუნეები
დეტალები

აგარის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველის მახლობლად, მთის თხემზე, მდინარე ურაველის მარჯვენა ნაპირას.

აგარის კომპლექსი მრავალმხრივ საყურადღებოა. შენობათა სიმრავლე და ნაირგვარობა მოწმობს, რომ აქ დიდი მონასტერი უნდა ყოფილიყო. მთავარი ეკლესია (X-XI სს.) ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესო ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოს (XI-XII სს.), სამრეკლოსა (XIII-XIV სს.) და სხვა სამონასტრო ნაგებობათა ნანგრევები (სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებელი სადგომების ნანგრევები). ზოგიერთ მათგანს ისტორიული ცნობების შემცველი წარწერები აქვს.
სექციების სია
[დამალვა]

1 არქიტექტურა
2 წარწერა
3 ლიტერატურა
4 სქოლიო

არქიტექტურა [რედაქტირება]

ყველაზე დიდი ნაგებობა აგარაში მთავარი ეკლესიაა - თლილი ქვით ნაშენი ერთნავიანი შენობა, ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. იგი კედელ-კამარიანად დგას. შიგნით მისი კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახითაა მოღწეული, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, გარედან კი კედლების პერანგს აშკარად ეტყობა გადაკეთების კვალი.

აღსანიშნავია თვით კედლის წყობა (გადაუკეთებელ ნაწილებში), სარკმელთა ფაქიზი სამკაულები, მარტივი სვეტისთავები ტაძრის შიგნით. ეკლესიაში ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის ნახევარწრიულად მომრგვალებული კედლის დამუშავება. აქ ერთიმეორის მიყოლებით ცხრა ნახევარწრიული ნიშია გაკეთებული ისე, როგორც სვეტიცხოვლის ტაძარში. შუა მათგანი, სარკმლის ქვეშ, სხვებზე დაბალი და განიერია. ეს ნიშები, შუა ნიშის გარდა, მღვდელმსახურთა საჯდომად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

კედლებს აქა-იქ შერჩენილი აქვს ძველი მხატვრობის კვალი. კედლის ზედაპირის ხასიათი მოწმობს, რომ ეკლესია მთლიანად მოხატული იყო. გარედან ყველაზე უფრო საინტერესოა აღმოსავლეთის ფასადი. მის შუა ადგილას ჩუქურთმით მორთული სარკმელია, მის ზემოთ კი წარწერა და რელიეფური ქანდაკება. ფასადის ნაპირზე თითო ღრმა, მაღალი ნიშაა. ამგვარ ნიშებს ჩვეულებრივ დიდ გუმბათიანი ტაძრების აღმოსავლეთის ფასადზე ათავსებდნენ. სამხრეთის კედელზე ყურადღებას იპყრობს სარკმლის საპირე, თავისებური, ნაკლებად გავრცელებული ტიპის სახეებით. ჩუქურთმა აქ, ისევე როგორც აღმოსავლეთის კედელზე, მარტივია, ადვილად გასარჩევი, მცირე სიღრმით ნაკვეთი.

შენობას ამჩნევია გადაკეთების კვალი. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა აღმოსავლეთის სარკმლის თავზე შემდეგაა ჩასმული, იგი არ ებმის სარკმლის მთელ მორთულობას. წარწერის შინაარსიც მოწმობს, რომ იგი ამ შენობას არ ეკუთვნის. აქ ვინმე თევდორე გვაუწყებს, რომ მან ააშენა სტოა, ანუ კარიბჭე ეკლესიასთან. ცხადია, წარწერა წინათ სტოაზე უნდა ყოფილიყო და არა ეკლესიის მთავარ ფასადზე. აქ წარწერა შემთხვევით უნდა იყოს მოხვედრილი (რელიეფი გამოხატავს კაცს, რომელიც შენობის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს).

გადაკეთებულია ეკლესიის დასავლეთის კედელიც. მისი სარკმლისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთისა და აღმოსავლეთის სარკმელთა მორთულობისგან. თვით შენობის ხუროთმოძღვრული ფორმები და მორთულობა გვაფიქრებინებს, რომ აგარის მონასტრის მთავარი ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეში. აღმოსავლეთის სარკმლის ზემოთ ჩართული ქვა უფრო ადრინდელი შენობიდანაა ნასესხები, ხოლო დასავლეთის კედლის შეკეთება ბევრად უფრო გვიანდელია, ალბათ XIV საუკუნეს ეკუთვნის.

ტაძრის გვერდით, სამხრეთის კედლის პარალელურად, ძველი კედლის ნანგრევია. ერთ ადგილას შერჩენილი აქვს კარნიზის ქვა მშვენიერი ჩუქურთმით, რომელიც აგრეთვე X-XI საუკუნის ხელობას მოგვაგონებს. ერთი შეხედვით ეს კედელი თითქოს ეკლესიის მინაშენს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ შესაძლებელია იგი სხვა შენობის ნანგრევსაც წარმოადგენს. სამხრეთითვეა ძველი სამრეკლოს ნანგრევი. შენობა XIII-XIV საუკუნეში უნდა იყოს აგებული.
წარწერა [რედაქტირება]

სამრეკლოს ქვემოთ, მცირე მანძილზე, დგას დიდი შენობა, რომელიც მთავარ ეკლესიასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს აგარის მონასტერში. ეს შენობა, რომელიც ერთი დიდი დარბაზისა და მასზე მიშენებული გრძელი სადგომისგან შედგება, წარწერის თანახმად, ბერების სასადილო, ანუ ტრაპეზი ყოფილა. წარწერაში ნათქვამია:
ვიკიციტატა
„,,სახელითა ღმრთისაითა და მეოხებით წმიდისა იოანე ნათლისმცემლისაითა, ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზსა ამას".“

უცნობია ეფრემის ვინაობა, მაგრამ მისი პატრონები მურვანი და ბეშქენი, ვისთვისაც იგი ღმერთს ევედრებოდა, ჯაყელთა გვარს ეკუთვნოდნენ. მატიანეებში მოხსენებული არიან ბეშქენ ჯაყელი, თუხარისის ერისთავი, რომელიც ბაგრატ IV-ს განდგომია და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა[1]. ერთი ბეშქენი დავით აღმაშენებლის დროსაც იხსენიება, XII საუკუნის პირველ მეოთხედში. უეჭველია აგარის წარწერა ერთ-ერთ მათგანს გულისხმობს და ტრაპეზიც იმ დროს, ე. ი. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 15:58

Image
აწყურის ციხე;
სურათი ვიკიპედიიდან;
აწყურის ციხე, ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კმ. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში.

აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.

აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.

ამჟამად აწყურის ციხე დანგრევის პირასაა.[1]
Last edited by shoda1121 on 15 მარ 2012, 13:16, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 15:59

Image

საუნჯე–დან ფოტო და აღწერა; იმედია არ მიწყენს თამთა :)

კუმურდო - ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სოფელ კუმურდოში.ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში. ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა. კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორატიული თაღედი, რომელიც X - XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნისვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს. მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ამჟამად კუმურდოს ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 16:00

სლესა: ვიკიპედია ფოტო და ინფორმაცია:
Image

სლესა, ისტორიული სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახლანდელი სოფელ აწყურის (ახალციხის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით, სოფელ აგარის (ახალციხის მუნიციპალიტეტი) გასწვრივ, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. მესხეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდებარეობს შუა საუკუნეების სლესის ციხე. სოფელი სლესა მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI საუკუნე).
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Kobera ;)
ბილიკზე მოარული
Posts: 45
Joined: 29 სექ 2011, 21:56
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by Kobera ;) » 12 მარ 2012, 16:04

მშვენიერ! ;) და დაკარგვის შანსები გვექნება :დ
დედაც კაცია, – გვეუბნება ჩვენი ენა, – და მამაცაო

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 16:04

ამ ტურის ერთ–ერთი ვარსკვლავი: თმოგვის ციხე: და ზემო თმოგვი
ინფორმაცია და ფოტოები ვიკიპედიიდან:
თმოგვის ციხე, ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვი).
ისტორია [რედაქტირება]

წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073-იდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად — მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.
არქიტექტურა [რედაქტირება]

თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
თმოგვის ციხის საერთო ხედი

თმოგვის ციხის ზღუდის საამშენებლო წარწერა (1350წ.) გვამცნობს:
ვიკიციტატა
„შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღმრთისმშობელისაჲთა, ქრონიკონსა ლჲ დავიწყე ზღუდე ესე მე, მეფეთა მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის მწიგნობარმან, თმოგუს, მურვან კჳთხისძემან: თევდორე დადგა.“

მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი — გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე-ქალაქი რამდენჯერმე დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).

Image

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by burdiani » 12 მარ 2012, 17:07

shoda1121
კუმურდო - ახალქალაქიდან უნდა გადავუხვიოთ
თმოგვის ციხე (ზემო თმოგვით) - ვარძიის გზაზეა თითქმის
შორეთი (ერთ–ერთი საბანაკე ადგილი) _ მართლა შორსაა და ფეხითაა სასიარულო სადღაც 8-9 კმ წინ და უკან
საფარა - 13 კმ მთავარი გზიდან თუმცა ტრანსპორტი მიდის ბოლომდე
ბაიები - ურაველის ხეობაში, შეიძლება მისვლა სოფელ წყორძადან, თუმცა დიატომიტიდან სჯობს
ბიეთი _ არ ვარ ნამყოფი აქ
აგარები - ურაველის ხეობა სოფელ ურაველს რომ გავცდებით გზიდან 15-20 წუთის სავალზე მთაზე
სარო - იმედია გზა იქნება, სერპანტინებიანი გზა ადის გრუნტიანი (აქვე ხიზაბავრა)
სლესა _ ტრასაზე
აწყური - გზაზევე (აქვე აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი)
წუნდა _ გზაზევე ვარძიასთან
ენთელი? - საკმაოდაა ფეხით სასიარულო სოფელ ურაველიდანაც და აგარადანაც
აქვე მაშინ სეიზლება დაემატოს რაბათი, ხერთვისი თუმცა მარშრუტი კაი დასაგეგმია




ისე იმედია შევძლებ
:)
საქართველოსთვის!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი (pro) 7–9 აპრილს

Post by shoda1121 » 12 მარ 2012, 17:08

უცნობი ვარძია:
რომელიც იქნება გახსნილი აქედან იქ შევალთ:მისაწვდომი ანუ:

http://heritagesites.ge/?lang=geo&page=265#


http://heritagesites.ge/?lang=geo&page=289
გელსუნდის გამოქვაბულები?

Image
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფოტო:

მაგლითად მარგასტანის გამოქვაბულები?
http://heritagesites.ge/?lang=geo&page=286

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფოტო:
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]