Page 1 of 10

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 01 მარ 2012, 15:22
by shoda1121
გეგმა შემდეგშია:

სამარშუტოთი ჩავალთ 15-18 კაცი; 300/15-20ზე=17 ლარი დაახლ.

შემდეგ: იქიდან მივდივართ 1 უაზით: 350 ლარს ვუხდით ანუ ეგ კაცზე 20-20 ლარი შევსების შემთხვევაში. კაცზე 20-23 ლარი.
გიდი ალბათ დაგვჭირდება თუ რამე სასწაული არ მოხდა რაკი აღარ მოდის კარაველი ნაცნობი(მას უნდა მოეძებნა გიდი უფასოდ) რაც კაცზე 6 ლარი გამოდის;

დარჩენა ვისაც უნდა კოტეჯები გამოდის კაცზე 7 ლარი; ვისაც უნდა კარავი მხოლოდ საკარვე ადგილში იხდი 5 ლარს: ანუ 4 კაცი 5 ლარს მაგალითად;
დაგვჭირდება საძილე/საგებელი/კარავი ან აქვთ საშუალება ნაკრძალს ქირაობის და წინასწარ უნდა მითხრათ;

სანახავი ადგილების გეგმა:
იქიდან გამომდინარე რომ თქვენ უნდა გადმომიგზავნოტ პირადობის სკანერი: დილით გავალთ 5 საათზე და პირდაპირ მოვილევთ ტალახიან ვულკანებს იორის მხარეს;
შემდეგ მიმართულება:

" * პანტიშარა – დათვის ხევი – ქურციკების ვოლიერი – მიჯნის ყურე; ალესილებით

ბილიკის სიგრძე – 195 კმ
ხანგრძლივობა – 2 დღე
ბილიკის სირთულე: საშუალო

ტურის განმავლობაში იხილავთ სამხრეთული სპილოს გაქვავებულ ძვლებს ( ყველაზე დიდი არის ბეჭის ძვალი 87 სმ, 2 000 000 წლით თარიღდება) ასევე იხილავთ მერცხლების ქალაქს, სადაც მერცხლებს უამრავი ბუდე აქვთ აშენებული, ზღვის მოლუსკებს, რაც ამ ადგილზე ოდესღაც ზღვის არსებობას ადასტურებს), შემდეგ კი სტეპებში მონავარდე ქურციკებს. "

აუცილებელია პირადობა!!!! საშვებისთვის გადმომიგზავნოთ იმეილზე: dberishvili@gmail.com
100%იანები ჩაეწერეთ მარტო: 1 უაზსაც ანუ 15 კაცსაც კარგად წავიყვან თუ ბევრი არ იქნება მსურველი
====
დიდი ხანი ვათვალიერებდი კარავზე ვაშლოვანის გასვლის ფოტოებს და ეს ადგილები რომ საკუთარი თვალით არ ვნახო რაღაც დამემართება:
კანიონები:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=45


უდაბნოები:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1546

ვულკანებიიიი:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=60

სხვა სურათები

http://www.tourism-association.ge/index ... vashlovani

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 01 მარ 2012, 15:30
by shoda1121
დავამატებ რომ ვაშლოვანი ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ეს გეგმა წარმოუდგენლად აიაფებს ამ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ და ვარსკვლავურ მარშუტს ქართული აფრიკის.
ერთხიდიანები ვერ ჩადიან ნაკრძალში და საკმაოდ დიდი ტერიტორიაა თან. 320კმ-ია მთელი მარშუტის სიგრძე უაზისთვის ანუ ფეხით შემოვლაც არ გამოვა პრაქტიკულად.
ჯიპტურები კი ყოველთვის არაა მოხერხებული უჯიპოთათვის. თან ერთ ადგილას ფოტოსესიებზე ბევრ დროს არ დავკარგავთ და მაქსიმუმს ვნახავთ 2 დღეში.
წამოვლენ ჩემი პლიუსები იქნებიან მინიმუმ 10.

პ.ს. ვაშლოვანი სიმწვანით არ გამოირჩევა ამიტომ მარტი რომ მას მიუძღვნა საკმაოდ მისაღებია+ ფრინველების დაბრუნების დროს ემთხვევა მგონი :roll:

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 01 მარ 2012, 15:41
by CheLo
და ასე ადრე რატო დადე??? ;))) ისეთი აღწერა დადე ნერწყვი წამომივიდა... მერცხლების ქალაქის ნახვა მინდა... ნეტა შევძლო წამოსვლა....

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 01 მარ 2012, 15:47
by shoda1121
CheLo
მანამდე არაფერს ვგეგმავ და იდეების კიდობანი გადავავსე უკვე კიდე :)
ვაშლოვანი მართლა უმაგრესია და 35 ლარი გიდის საფასურიც რომ შედიოდეს ისე შენი ჯიპიც რომ გყავდეს მაინც იაფია თან თუ იმათ კოტეჯებში არ რჩები :)

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 01 მარ 2012, 16:05
by QAQUCA
მიდი შოდიკ მიდიი... რამე საინტერესო დაგვიგეგმე :lol:

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 01 მარ 2012, 16:49
by likakoo
ფეხით დაახლოებით რამდენი კმ იქნება სავალი?

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 01 მარ 2012, 18:02
by shoda1121
likakoo
არც ისე ბევრი: ორხიდიანით მივდივართ და თან გეგმები ძალიან შეზღუდულია დროში; ისიც იქნება საკმარისი უაზით რომ უნდა ვიმგზავროთ ამ გზებზე :)

არწივის ხეობა არაა დიდი : რამოდენიმე კმ იქნება ფეხით სასიარულო; სპილოების ძვლებამდეც ესე.
--
17-18ში წვიმა თუ იქნა გამოცხადებული გადაიდება; მაგრამ ნაწვიმარი თუ იქნა უბრალოდ მაშინ არ გადაიდება;

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 02 მარ 2012, 00:39
by shoda1121
ამ გასვლის განსხვავება ის იქნება რომ ვაშლოვანში ჯიპებით არ მივდივართ, ბევრს ფეხით არ დავდივართ ჩემი სხვა გასვლებისგან განსხვავებით მაგრამ უაზით(გადახდილი–სკამებჩადგმული) ვმოძრაობთ :) და კარვებშიც ვრჩებით და არა ვიზიტორთა ცენტრის კოტეჯებში; მარშუტი ვარსკვლავურია და ასეთ ფასში მართლა რთულია გამოვიდეს სხვაგვარად;
და არც ისე ბევრი გვძინავს :) მე2 დღეს გრანდიოზული გეგმაა: ორდღიანი საშუალო სირთულის ტური ერთდღიანად უნდა გადავაქციოთ :)

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 02 მარ 2012, 00:43
by datoforesti
მე გიერთდები ტუ ფული მექნა...

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 02 მარ 2012, 02:04
by perwkli
უაზი რა არის? :roll: :oops:

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 02 მარ 2012, 03:40
by CheLo
perwkli

დიდი სამხიდიანი მანქანაა.. ურალი ალბათ....

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 02 მარ 2012, 11:26
by perwkli
CheLo

ანუ სატვირთო?

და არ გავიბუღებით?

ძალიან მინდა მარა არ მიდნა მტვრის ჩურჩხელას დავემსგავსო :lol:

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 02 მარ 2012, 12:08
by bavshvi
შოდა ეს რაღაც განსხვავებული ტურია მართლაც (სადაა ღამე ფეხით სასიარულო მარშუტები :D )


პ.ს. სურვილი არის, მაგრამ ჯერ 100 % არ ვიცი და ამიტომაც არ ვეწერები. თუმცა სათადარიგოში მაინც ჩამწერეთ :D

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 02 მარ 2012, 12:23
by datoforesti
CheLo
bavshvi
უაზი არის რუსული ჯიპი:D:D ვილიოსიც არ იიცთ? მსგავსია... კარგი მანქანაა...

ვაშლოვანი 31.03-01.04 ჯიპების გარეშე ნებისმიერ ამინდში

Posted: 02 მარ 2012, 12:26
by shoda1121
datoforesti
perwkli
სასწრაფოს მანქანებივით მანქანა: საბჭოთა ორხიდიანი: ოღონდ კუზაოთი და კუზაოზე ჩადგამს სკამებს: მოკლედ ვაშლოვანს ნახავთ მთელი თავისი შეგრძნებებით :)
მტვერი არ შეგაწუხებს სეზონზე კაი საფირმო ტალახი იქნება :)
და ნახევარ ფასად;
მე ჯიპის დაქირავება მინდოდა აქამდე და 65 ლარს მთხოვდა კაცზე: მოკლედ ჯიპებიც დავამარცხე და ოცნებასაც მალე ავისრულებ!!!