Page 1 of 2

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 07 თებ 2012, 19:50
by Ode_Rock
მეგობრებო!
18-19თებერვალს 2 დღით (შაბათ კვირას) გთავაზობთ დაუვიწყარ ტურს ბაკურიანში!
გიყვარს სრიალი? თუ არასოდეს მგდარხარ თხილამურზე? მაშინ სცადე საკუთარი შესაძლებლობები.
დაუთმე 2 დღე დასვენებას და გართობას,წამოდი ბაკურიანში, ისრიალე, საღამოს ბუხრთან მოვაწყოთ საღამო და გავატაროთ დაუვიწყარი დრო.
ტურის ღირებულება არი 100 ლარი.

ღირებულებაში შედის :
2 დღე ანუ (1 ღამე) კომფორტულ საოჯახო სასტუმროში (კვებით)
მგზავრობა

კვირა დღეს თბილისისკენ გზად მოვინახულებთ ბორჯომის პარკს, დავაგემოვნებთ ბორჯომის სამკურნალო წყლებს და დროის ქონის შემთხვევაში მოვინახულებთ მწვანე მონასტერსაც.

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 03:19
by baqo
მე მინდა ძალიან :)

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 12:53
by ცაბო
Ode_Rock
ბაკურიანში სად?
მე აქ შემოგიერთდებით :D

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 14:11
by Ode_Rock
ცაბო wrote:Ode_Rock
ბაკურიანში სად?
მე აქ შემოგიერთდებით :D
კითხვას ვერ მიგიხვდი.
რა გაინტერესებს რომელ სასტუმროში წავალთ?

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 14:12
by Ode_Rock
baqo


მერე წამოდი. ადგილები არის ჯერ კიდევ.

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 14:20
by ცაბო
Ode_Rock
ხო,ანუ სად იქნებითთქო,ამოგირბენდით ბუხართან ჩემი ცეცხლოვანი სითხით :D

მაგ პერიოდში ბაკურიანში მიწევს ყოფნა :)

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 14:40
by Ode_Rock
ცაბო

სავარაუდოდ vila sport საოჯახო სასტუმრო ან სასტუმრო კრისტალისკენ :)

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 14:53
by ცაბო
Ode_Rock
დიდველისკენ ანუ?

სად უნდა ისრიალოთ?

მიტარბში აპირებთ გადასვლას?

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 16:13
by Ode_Rock
ცაბო
ეგ უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული. სად გვენდომება. სამარშუტო გვეყოლება და სადაც გვენდომება იქ ავალთ. მთავარია მსურველები გამოჩნდნენ.


აბა ხალხნო არავის გინდათ ბაკურიანში დასვენება 18-19 ში?

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 16:15
by CheLo
Ode_Rock

18-19-მდე დიდი დროა : ))) გამოჩნდებიან მსურველები... ჩემ წამოსვლას აზრი არ აქვს... არც თხილამურები მაქვს არც სრიალი ვიცი და თან ზამთრის აღჭურვილობაც არ მაქვს.. ჯინსების ამარა ვარ :) :) :)

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 16:50
by ცაბო
CheLo
'ფიშერები' მაქვს და თუ გინდა გათხოვებ.მაგრამ ბათინკები მაქვს 38 ზომა

ქირაობაც შეიძლება უპრობლემოდ.მაგის იაფი წერტილები ვიცი :D

100 გელ. 2 დღე თავის ყველაფრით,იაფია :)

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 16:50
by shoda1121
ცაბო
ჩანადირის სულ არ გეშინია :) :) :)

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 16:52
by CheLo
ცაბო

38 აჰაჰაჰაჰაჰაჰ : ))) ამხელა გოლიათივით კაცს გადაჭრილი ზომა უნდა ჩამაცვა??? :)

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 17:18
by ცაბო
shoda1121

ჩავასწორე :P გამარჯობას ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს :D

CheLo
მე კეთილი გულით შემოგთავაზე,თუ ჩამოხვალ შენც და გოგისთან პირადად გაგყვები :D

აუჰ,რას თოოოოვს :D

ხვალ მატარებლით ხომ არ წამოვიდე,მაგას ვფიქრობ,ცუდი გზებიაო და... :roll:

18-19 თებერვალი ბაკურიანი Sky ტური

Posted: 08 თებ 2012, 17:56
by Ode_Rock
ცაბო wrote:CheLo
'ფიშერები' მაქვს და თუ გინდა გათხოვებ.მაგრამ ბათინკები მაქვს 38 ზომა

ქირაობაც შეიძლება უპრობლემოდ.მაგის იაფი წერტილები ვიცი :D

100 გელ. 2 დღე თავის ყველაფრით,იაფია :)
იქნებ და მე მასწავლო :))