Page 1 of 16

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 08:45
by Tamari-ch.
გავალთ რედისონ ივერიადან
კვირას დილით - 30 ოქტომბერს
8:30 -ზე
ანუ ცხრის ნახევარზე.
სამარშრუტოთი თუ წავალთ,
200 ლარამდე დაჯდება..
20 ადგილიანია,
და
ეს თანხა გადანაწილდება მგზავრებზე...
ამინდი ღრუბლიანია, იქნება სიცივე, მაგრამ ქარის გარეშე, ალბათ ტალახიც...
ყოველ შემთხვევაში ძლიერ წვიმას არ ველოდებით..
ჩაიცვით თბილად...

http://www.freemeteo.com/default.asp?pi ... 73&nDate=5


ეს წერილი მივიღე ბატონ ლადო მირიანაშვილისგან
გვიან შემოდგომაზე ჩემი ჯგუფის წევრთან/წევრებთან ერთად სიამოვნებით წაგიყვანთ მრავალწყაროსა და თეთრი უდაბნოს დასათვალიერებლად.
მრავალწყაროს მონასტერი 1995 წლის აგვისტოში ჩვენი ჯგუფის მიერ, მეცნიერების ფონდ "უდაბნოს" სამეცნიერო ექსპედიციის დროსაა აღმოჩენილი. წერილობითი წყაროებისათვის ეს მონასტერი უცნობია, ამიტომ სახელი ჩვენ შევურჩიეთ: ეს გარეჯში ერთადერთი მონასტერია, რომელიც მცირეწყლიან მდინარესა და წყაროებთან ახლოსაა გამოკვეთილი. მრავალწყაროს ქვაბოვან მონასტერში კლდეში ნაკვეთი ხუთი ეკლესია შედის, რომელთაგან ორი გუმბათოვანია. ამათგან ერთს კონუსური, მეორეს კი სრულიად უნიკალური – სამი ცილინდრის მიმდევრობისაგან შედგენილი გუმბათი ადგას.....
დანარჩენი იხილეთ აქ

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka
Image

ხალხო! საუბარია დავით გარეჯში აღმოჩენილ სრულიად უცნობ მონასტერზე, რომელიც ცოტა თუ იცის ვინმემ!!

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 08:51
by Naia
Tamari-ch.
რა საინტერესოა... ძალიან მინდა წამოსვლა. კვირა დღეს თუ დაიგეგმა, ყველანაიარად ვეცდები ჩემი ზურმუხტათი შემოგიერთდეთ

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 08:53
by Tamari-ch.
Naia
ოკ.
თუ წამოხვალ კარგი იქნება.. ალბათ კვირა დღეს იქნება -
მეც ასე მაწყობს

საინტერესო კი არა უუუსაინეტეროესია!
:D

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 09:16
by burdiani
მინდა მეც და იმედია შევძლებ

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 09:20
by Tamari-ch.
ოკ.
მოდით სიის მონახაზი გავაკეთოთ -

1.Tamari-ch.
2.Naia - მანქანით
3.burdiani

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 09:47
by Naia
Tamari-ch. wrote:ოკ.
მოდით სიის მონახაზი გავაკეთოთ -

1.Tamari-ch.
2.Naia - მანქანით ?
3.burdiani
თამარ, შენი ნებართვის მე კითხვის ნიშანს მივიწერ. სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერ დანამდვილებით არ ვიცი წამოვალ თუ არა

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 10:07
by Tamari-ch.
Naia
რა თქმა უნდა - ჯერ დაზუსტებით არც არავინ იცის.
;)
- მიახლოებით მინდა ვიცოდე მსურველი და მანქანა რამდენია..

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 11:25
by mari_jafo
მე ვიყავი ამ გაზაფხულზე,
http://www.facebook.com/media/set/?set= ... 219&type=1

1.Tamari-ch.
2.Naia - მანქანით ?
3.burdiani
4.მარი_ჯაფო

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 12:05
by Tamari-ch.
mari_jafo
რეები ნახე?
არ მითხრა ახლა - მრავალწყაროცო...
:D

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 12:27
by mari_jafo
კი მრავალწყაროც.

სოფ უდაბნოში ეკლესია
ბერთა მთა
თეთრი უდაბნო
მრავალწყარო
შავი სენაკები
საბერეების 5 ვე მონასტერი ერთ ქედზე გაჭიმული.
პირუკუღმარი
კოლაგირი

აი ესენი ვნახეთ.

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 12:30
by Tamari-ch.
mari_jafo
ვაუ - ყოჩაღ თქვენ!
:D

14. დიდი ქვაბები

15. პატარა ქვაბები

16. სატორგე
19. კოწახურა.
6. ვერანგარეჯა

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ესენი დაგრჩნიათ აბა....

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 13:16
by ARCHILI
Tamari-ch.

როდისთვის გეგმავ?

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 13:32
by domciko
Tamari-ch.
იქნებ წამოვიდე.... გამითვალისწინე რააა მეეეეეც
:oops: :oops: :oops:

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 16:58
by Tamari-ch.
ARCHILI
ველოდები ბატონ ლადოს პასუხს და ვთხოვ 1 კვირით ადრე გაგვაგებინოს..

უცნობი დავით გარეჯი - 30 ოქტომბერს

Posted: 19 სექ 2011, 17:03
by Tamari-ch.
1.Tamari-ch.
2.Naia - მანქანით ?
3.burdiani
4.მარი_ჯაფო
5. domciko