Page 1 of 1

19/20/21 აგვისტო - თევზტური წალკა-კუმისის ტბები :)

Posted: 18 აგვ 2011, 20:04
by ARCHILI
აბა, ხვალ მე და კარაველი სიფრა, იგივე ჩემი სტუდენტი წალკაში მივდივართ სათევზაოდ, თუ ვინმეს გინდათ, შეგვეხმიანეთ და წამოდით.

მოთხოვნები:

* ყველას თავისი აღჭურვილობა
* ყველას თავისი გზის ფული
* ყველას თავისი საჭმელ-სასმელი

და ა.შ.


მართალია, გვიან მომივიდა დაწერა, მაგრამ ჩვენც გვიან მოვიფიქრეთ.


გავდივართ დილის 10 საათზე მეტრი სამგორიდან, ვხვდებით ბაზრის ამოსასვლელის მხარეს.

თანხა:

8 ლარი ღირს მგონი მგზავრობა ანუ გზა 20 ლარამდე.

შეგვიძლია ავაგროვოთ სათევზაო საჭიროებებისათვის და რამე წვადის პონტშისათვის ანუ სადღაც 30-35 ლარი გქონდეთ თან.

:)

19/20/21 აგვისტო - თევზტური წალკა-კუმისის ტბები :)

Posted: 18 აგვ 2011, 20:04
by ARCHILI
თუ რამეა, დამიკავშირდით 5 99 284 282

19/20/21 აგვისტო - თევზტური წალკა-კუმისის ტბები :)

Posted: 19 აგვ 2011, 17:51
by supernika
გაუმარჯოს,
მე და ჩემ მეგობრებს გვქონდა დაგეგმილი იგივე ტური, იმავე დღეებში და გადავდეთ ძლიერი წვიმები იქნებაოოო... ((

19/20/21 აგვისტო - თევზტური წალკა-კუმისის ტბები :)

Posted: 22 აგვ 2011, 12:55
by ARCHILI
ჩამოვედით, წალკაში წვიმა არა, მაგრამ ქარი კი იყო და სათევზაო ამინდი არ იყო, თუმცა წვრილ-წვრილად კი დავიჭირეთ, ისე, რომ ვახშამზე მცირედი თევზით ვიმწვადავეთ :) ცოტა კარასი, ე.წ. პლატვა და ხრამულჩიკები დავიჭირეთ...

მეორე დღეს ავტოსტოპით კუმისზე წავედით და იქ კი უკეთესი სიტუაცია იყო :) წვიმა გუშინ საღამოს წამოვიდა, მაგრამ ძლიერი წვიმა არც იქ მოსულა :) დავიჭირეთ ამური, საზანი და კარასები.

წინა თევზტურის (სიონის) თემაც გასახსნელი მაქვს და თუ არ დამეზარა, მერე ამასაც გავხსნი.

ფოტოები დიდად არ გადამიღია, რადგან თევზაობის დროს მეზარებოდა ფოტოაპარატის ამოღება ჩანთიდან :) რაც მოვახერხეთ, ვეცდები დავყარო.

მადლობა გულშემატკივრობისათვის.