Page 25 of 27

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:14
by Tamari-ch.
mariamooo
შევასწორე - ნუ ღელავ..

:)

საკუთარი კარავი მოგაქვს? რამდენადგილიანია?

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:14
by Tamari-ch.
ახტუმ!!! ახტუმ!!!

ვიკრიბებით პარასკევს საღამოს სამსახურის მერე რედისონ ივერიასთან
ფოსტის შენობის გვერდით

საღამოს 7 საათიდან

ვინმე თუ უფრო გვიან თავისუფლდება სამსახურიდან - დაწერეთ

თუ ვინმეს დიდუბე ან დიღმის ტრასა აწყობს დაწერეთ და იქ აგიყვანთ

ისე კი ჯობია რედისონთან მოხვიდეთ ვინაიდან კარვებს და ზურგჩანთებს
მანქანის თავზე საბარგულზე დავაბამთ
წამოიღეთ 2 დღის საკვები - შევეცადოთ რაჭაში არ ვირბინოთ მაღაზიებში
საკვებზე და ამით დრო დავზოგოთ

წამოიღეთ ფანრები და დიდი ზომის ცელოფნები
თბილი ტანსაცმელი, საწვიმარიც, გოგონებმა მონასტრისთვის ქვედატანი და თAვშალი და ა.შ...




ბოლო სია ასე გამოიყურება:

400 ლარი თამაზის სამარშრუტოა- მეორე მანქანა კი 350 ლარი. საერთო თანხაა 750 ლარი - 30 ლარი გამოდის თითოზე...

1. Tamari-ch. (ტაბასტო მაქვს და ვიძინებ თამაზის სამარშრუტოში)
2. პაატას + - კარავი აქვს
3. თეო_გიორგობისთვე - იძინებს doroTea-ს კარავში
4. არჩილ - თავის კარავში
5. ketuna4 - აქვს 3 კაციანი კარავი
6. არჩილ + მარიამი - ქეთუნას კარავში
7. ქაფქიანა - იძინებს სამარშრუტოში
8. ბავშვი - მგონი აქვს კარავი
9. მარი_ჯაფო - საკუთარ კარავში
10. მარი_ჯაფო +
- მარის კარავში
11. ლაილა 100% წამოვალ - 2კაციანი კარავში
12. doroTea (3კაციანი კარავში, )
13. doroTea + დოროთეას კარავში
14. მარიამოს + (მარიამოს კარავში) 2 ადგილიანი კარავი

- ამ მანქანაში კიდევ 7 ადგილია

მეორე მანქანა 350 ლარად:

15. კარვის + ნუნუ (საძილე, საგებელი) - ქეთუნას კარავში
16. ნუნუს+ (საძილე) - ლაილას კარავში

17. 18. 19. არჩილის პლიუსები - დათო, ნატა და გიორგი თავიანთი სრული აღჭურვილობით.
20. iko-iko - უკარვოდ
21. დათოს + (აღჭურვილნი)
22. დათო - კარავში
23. პაატას +
24-25. ketuna4-ს ორი +
26. მარის კიდევ ერთი +

მანქანაში 6 ადგილია კიდევ...


ორივე სამარშრუტოში არის 7 დასაწოლი ადგილი
მე და ქაფქიანა ვრჩებით სამარშრუტოში
ანუ კიდევ 5 ადგილი იქნება დასაწოლი-
- ვინც უკარვოდ დარჩება
ისინი თავისუფლად მოთავსდებიან სამარშრუტოებში
ასე რომ ნოუ პრობლემ!
საძილეებზე იძრუნეთ (ღამე რაჭაში ცივა)
"ადიალაც" წავა! ;)




სანახავი ძეგლები:
ნიკორწმინდა - ჭელიშის მონასტერი, +- პატარა ონის ეკლესია? - ქვეშიეთი - ლაბეჭინა - ბუგეული - ბარაკონი - ზემო კრიხი - სორი - ჯოისუბანი? ხიდიკარი - მრავალძალი - ბრილი - ღები


https://www.facebook.com/media/set/?set ... 1794199200

კიდევ გვინდა ხალხი !!!!
ადგილები არის ბეევრი!



ვინმეს თუ გაქვთ ლეპტოპი ან შესაბამისი მობილი
ჩატვირთეთ ეს რუკა!!!!

http://www.mygeorgia.ge/


ჩემი მობილური

599 73 53 58

ყველამ ჩაინიშნეთ...

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:17
by mariamooo
ორ ადგილიანია

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:24
by ქაფქიანა
ვინმეს თუ გაქვთ ლეპტოპი ან შესაბამისი მობილი
ჩატვირთეთ ეს რუკა!!!!
http://www.mygeorgia.ge/
როგორც ასეთი, ჩასატვირთი არაფერია. უბრალოდ, ნეტიანი ლეპტობი ან მობილური ვისაც გექნებათ, ამ რუკას გავხსნით. ძალიან წაგვადგება.

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:25
by Tamari-ch.
ქაფქიანა

ნანას ვუთხარი და მგონი ჩატვირთა...

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:27
by ქაფქიანა
იცი რა, თუ მეორე მანქანაში 6 ადგილი რჩება, მაშინ გადავნაწილდეთ რა ორივე სამარშრუტოში ხალვათად. ნუ ჩავეჭეჭყებით თევზის კონსერვივით.

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:44
by bavshvi
მე მაქვს მობილური და ინტერნეტიც. თუმცა მობილური მალე ჯდება ხოლმე და მოგვიწევს რაჭაში სადმე დატენვა :D

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:47
by Tamari-ch.
ქაფქიანა
გადავანაწილე უკვე


bavshvi
კი დამტენი წამოიღე და ღამე და როცა არ გჭირდება გავთიშოთ ხოლმე
უბრალოდ შენები გააფრთხილე არ შეეშინდეთ ან ჩემი მობილიც მიეცი

bavshvi
კარავი ხომ მოგაქვს?

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:56
by bavshvi
Tamari-ch.

ნწუ :(

რავი თემას რომ ვუყურებ სამარშუტოში ადგილი არის და თუ კარავში არ გამოჩნდა ადგილი მანდ დავიძინებ :)

ან კარგი ამინდის შემთხვევაში - გარეთ, ღია ცის ქვეშ :D

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 14:56
by mariamooo
ან კარგი ამინდის შემთხვევაში - გარეთ, ღია ცის ქვეშ
მეც მხიბლავს ეს აზრი :)))

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 15:04
by ქაფქიანა
bavshvi
mariamooo
მეც მხიბლავს ეს აზრი ))
მრავალფეხები, ყურბელები, ნესტის ჭიები და მორიელებიც ისეთი მოხიბლულები არიან, ისეთი...

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 15:06
by mariamooo
ქაფქიანა

ოცნებაც არ შემარგო ახლა :))

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 16:18
by Tamari-ch.
bavshvi wrote:Tamari-ch.

ნწუ :(

რავი თემას რომ ვუყურებ სამარშუტოში ადგილი არის და თუ კარავში არ გამოჩნდა ადგილი მანდ დავიძინებ :)

ან კარგი ამინდის შემთხვევაში - გარეთ, ღია ცის ქვეშ :D
წერიხარ უკვე კარავში

;)

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 16:46
by burdiani
mariamooo wrote:ქაფქიანა

ოცნებაც არ შემარგო ახლა :))

არ დაუჯერო შარშან სამივე ღამე გარეთ გვეძინა, წურბელები არა თხუნელები :) ნუ ეხლა ბერტყვებს მოერიდეთ....

რაჭაში – 20–21 აგვისტო

Posted: 19 აგვ 2011, 16:54
by Teo_Giorgobistve
Tamari-ch.
მე ერთ სამარშუტოშ ვწერივარ, ჩემი მეგობარი მეორეში, იმედია ადგილების გადაცვლა პრობლემა არ იქნება ჰო? :)