ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 29 ივნ 2011, 17:24

აბა ჯიგრებო და მაგრებო, მოგვენატრა ჭაუხების გადასვლა და კავკასიონის წყალგამყოფიდან აქეთ-იქით გადახედვა. ჰოდა რახანაც მეც მინდა და თქვენი გულიც არ ითმენს იქ წაუსვლელობას, ვქნათ მაგი საქმე.

ანუ როგორ იქნება:

8 ივნისს პარასკევს საღამოთი 6 საათზე გავდივართ მაუნტინ ჩემისტრიდან (სამთო ქიმიიდან). ღამით დაბნელებულზე ვართ ჯუთაში და ბილიკებით ავდივართ საბანაკე ადგილამდე (ფაქტიურად იქვეა).

მეორე დილით 6 საათზე ვდგებით და საუზმის გარეშე მივდივართ ჭაუხებისაკენ. ჯუთის ჩანჩქერის მიდამოებში ვსაუზმობთ. მერე მიდის შედარებით "სწორი" გზა და მერე უნდა ავქაჩოთ ჯუთის უღელტეხილამდე სიმაღლე.

ასვლის წესი ასეთია. ჯგუფი მოძრაობს ერთდროულად. ბუნებრივია ზოგი სწრაფად მიდის, ზოგი ნელა. ვინც ადის ჩემს მიერ მითითებულ სიმაღლემდე, ელოდება დანარჩენების ამოსვლას. ვისაც ენერგია აქვს, შეუძლია ჩამობრუნდეს და სხვებსაც დაეხმაროს ტვირთის ატანაში.

შარშანდელი გასვლიდან მახსოვს, რომ 3 სიმაღლის აღება-დალოდება დაგვჭირდა სანამ ჯუთის უღელტეხილისკენ გავიდოდით. იმედია წელსაც იგივე სიმაღლეები დაგხვდება, არსად არ წავიდოდნენ. ;)

ჯუთის უღელტეხილზე არ მისული დავნაყრდებით და გავეშურებით უღელტეხილისაკენ.

ახალი გზის გაკვლევებსა და "იქით სჯობია წასვლა, ჭაუხებზე პირდაპირ ხომ არ გადავიდეთ" ტექსტებს არ ვართ, მაინც არ წავალ მასე და ვისაც უნდა, იმას კისერიც უტეხია. ტბები საითაც არის, ძალიან კარგად ვიცი.

ჯუთის უღელტეხილზე სავარაუდოდ თოვლიც შეიძლება დაგვხვდეს. იქ დავისვენებთ და დაიწყება დაშვება. დაშვება რა გზით განხორციელდეს, ამგაზე ადგილზე გადავწყვეტთ. შეიძლება აქაც ვიმსჯელოთ.

დასაშვებად ორი გზა არსებობს: ერთ პირდაპირ ეშვები თეთრ ტბაზე და 600 მეტრ სიმაღლეს საჯდომზე ხოხვით ჩადიხარ 2 საათის განმავლობაში, ანდა სერპანტინებით შედარებით გრძელი გზით. მეორე გზაზე არ ვარ ჯერ ნამყოფი, თუმცა ტოპო რუკებზე ის გზა ნაჩვენებია და ჭკვიანი ხალხი იმ ბილიკით დადის.

აბუდელაურებთან დაახლოებით საღამოს ვიქნებით 6-8 საათზე

იმ დღეს დავისვენებთ, არაყს დავლევთ ტუჩზე მიდებით. თუ მეტსაც წამოიღებთ, უფრო მეტსაც ;).

ღამე ყველა ვათევთ კარვებში. აბუდელაურების მხარეს ფაქტიურად ყოველდღე წვიმს და გარეთ დაძინება თვით მეც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად (ნუ, არა მგონია რომ იმდენი სასმელი იყოს წამოღებული, რომ იქ გადავიფიქრო ;) )

მეორე დილით, ანუ კვირას პანსიონოტობანაა. ვისაც უნდა მიდის თეთრი და ლურჯი ტბების დასათვალიერებლად. მწვანეს დასათვალიერებლად არავინ მიდის, რადგანაც მის გვერდით ვართ დაბანაკებულები ფაქტიურად :)

ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ტბებში იბანაოს კიდევაც. ოღონდ იქიდან თქვენს გამოსათრევად მე არ დამიძახოთ - ნამეტარი ყინულივით ცივია წყალი და მეზარება ვიღაცეების პოხონდრიების გამო იქ ხტუნავი.

საფრთხეები: ერიდეთ ბერტყვებს. ღამით იციან კარავზე ფახაჭუნი. დღისით თუ ჯგუფასდ იქნებით, სახიფათონი არ არიან, ერიდებიან ჯფუფზე თავდასხმას.

შუადღეზე ჩავდივართ როშკამდე, სადაც გველოდება ტრანსპოტრი. თუ იქამდე ვერ მოდის, მაშინ კორშამედ 15 კმ დამატებით. გზა მიდის და დაღმართია, ასე რომ 2 საათში იქ ვართ.

დანარჩენი უკვე რაც გინდათ ის ვქნათ. გინდა ბაზალეთი, გინდა მცხეთის სალობიე და მერე უკვე სან ტანცუეტ სამ პაიოტ პონტია.

ფეხზე: ჩექმა, ბათინკი ან ბოტასი. ქვიანია სავალი და ... შარშან სანდლებით ვიყავი წასული და დაღმართში დამაწყდა ფეხები. ბალახებიც არის, ამდენად გრძელტოტებიანი შარვალი სჯობია შორტს. თუმცა მე თავად ეგ ნაკლებად მაღელვებს ხოლმე. თან თოვლიც იქნება ზემოთ.

ჯუთას მხარეს მდინარეში გატოპვაც შეიძლება დაგვჭირდეს. შეიძლება გადაახტეს კაცი კიდევაც, მარა შეიძლება ტყაპანიც მოადინოს. ასე რომ მერე არ დამიწყოთ ეს მდინარე აქ რატომ მოდისო, თემაში არ ეწერაო ;)

სხვა რა, სახლში მივალ და რუკას დავამატებ. 20 კმ-მდე გავლა მოგვიწევს ერთ დღეში. საკმაო დატვირთვაა იმ რელიეფზე. ბევრი კალორიები დაიხარჯება.

ყველას მოაქვს საწვიმარი. კარავი წყალგაუმტარები ან ცელოფნებით. აუცილებლად იწვიმებს.

ტვირთი რაც შეიძლება ნაკლები. ზედმეტად წამოღებული თითოეული კილოგრამი აღმართზე უნდა ათრიოთ და დას წინასწარ შეაფასედ ეს ნივთი თუ ღირს სათრევად. ტანსაცმელი ცელოფანებში. ალპური ზონაა და იქ ცეცხლს არავინ არ დაგახვედრებთ. გათბობა ჭაჭით მოგიწევთ. ღამით შეგვცივა და თბილი რამე აუცილებელია.

იმდენი ვწერე, ლამის ჩამოევდი თბილისში უკვე :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Last edited by Archil on 29 ივნ 2011, 17:31, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
dolidzeli
მაწანწალა
Posts: 820
Joined: 20 ივლ 2009, 02:42
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by dolidzeli » 29 ივნ 2011, 17:27

არჩილ თარიღი შეასწორე! :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 29 ივნ 2011, 17:32

უკვე, მე თვითონაც მივხვდი, მარა ვინ გაცალა, ასე აქტიურად რომ ხართ კარავზე, მიხარის :)

ესეც რუკა

Image
Last edited by Archil on 29 ივნ 2011, 23:51, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by CheLo » 29 ივნ 2011, 17:33

" მეზარება ვიღაცეების პოხონდრიების გამო იქ ხტუნავი " – გოგოების გამო ალბათ მე ჩავხტები....

" ერიდეთ ბერტყვებს " – აქეთ მერიდოს რა.. ისე იკბინება? :roll: :roll: :roll:

" მწვანეს დასათვალიერებლად არავინ მიდის, რადგანაც მის გვერდით ვართ დაბანაკებულები ფაქტიურად " :lol: :lol: :lol:



1. არჩილ
2. ვენტო (4 კაციანი კარავი, საძილე, საწვიმარი)
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 29 ივნ 2011, 17:42

1. არჩილ (ლევანიკოს ცელოფნიანი 2 კაციანი კარავი, საძილე, GPS)
2. ვენტო (4 კაციანი კარავი, საძილე, საწვიმარი)
3. არჩილის + (საუკუნეა ვპირდები, საძილე)
4. ....
Last edited by Archil on 29 ივნ 2011, 17:43, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by mariamooo » 29 ივნ 2011, 17:43

მოკლედ ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ ვიქნები და იმ კვირაში მოვიხსნი ან მე მოვიხსნები სიიდან :) ერთი ეგაა, კარავში დამჭირდება შეფარება, დანარჩენს რამეს ვიზამ მანამდე. კიდევ ერთი შეკითხვა: სანდლები უკეთესი მგონია მე დაღმართზე და ძალიან ვცდები? :roll:


1. არჩილ (ლევანიკოს ცელოფნიანი 2 კაციანი კარავი, საძილე, GPS)
2. ვენტო (4 კაციანი კარავი, საძილე, საწვიმარი)
3. არჩილის + მაიკო (საუკუნეა ვპირდები, საძილე)
4. მარიამო ?

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by CheLo » 29 ივნ 2011, 17:45

მარიამო თუ დახურული სანდლებია წავა.. მაგრამ თუ თითები გიჩანს შეიძლება ქვას ხიო და მერე სათრევი გახდე 8) 8) 8) 8)

არჩილ ლევანიკოს კარავს არ გირჩევ ეგ 1 კაციანია : )))

თუ ვინმეს ცელოფნები გექნებათ წამომიღეთ მე ვათრევ.. წვიმა იცისო და კარავმა შეიძლება გაატაროს...
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 29 ივნ 2011, 17:46

1. არჩილ (ლევანიკოს ცელოფნიანი 2 კაციანი კარავი, საძილე, GPS)
2. ვენტო (4 კაციანი კარავი, საძილე, საწვიმარი)
3. არჩილის + მაიკო (საუკუნეა ვპირდები, საძილე)
4. მარიამო ?
5. ანანო მინდა ქავთარაძე ამ გასვლაში. ? მოდიხარ?
6. მელექსა
7.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 29 ივნ 2011, 17:49

mariamooo

მართალი ხარ, სანდლები დაღმართზე კარგია, მარა არა მაგ დაღმართზე. შარშან მეც მასე ვფიქრობდი და მაგ დაღმართის ბოლოს უკვე არ ვფიქრობდი მასე :)

მაგ დაღმართის შემდეგ იმ სანდლებს დედა აღარ ჰყავთ :) არც მამა....

მე ჩექმებს ჩავიცვავ ალბათ.

WenTTo

ლევანიკოს კარავი ვიცი რაცაა. აბუდეელაურებზე მეძინა მაგაში მე და ლევანიკოს და :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

თან ცელოფანი არ გვქონდა და წვიმდა კიდევაც... ასე რომ საშიში არაფერია ;)

უპირატესობა ისაა, მჩატეა. ცელოფანის შემთხვევაში კი წყალსაც არ ატარებს. მარტყოფზე თოვლიც აიტანა.
Last edited by Archil on 29 ივნ 2011, 17:53, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by mariamooo » 29 ივნ 2011, 17:53

მოკლედ, რადგან კარგად არ მიცნობთ და თქვენთან ერთად არ ვყოფილვარ რამოდენიმედღიან გასვლაში, ნუ იფიქრებთ, რომ სიარული არ შემიძლია და ვინმეს "სათრევი" შეიძლება გავხდე :wink: ეს ისე :)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by Kakha » 29 ივნ 2011, 17:53

1. არჩილ (ლევანიკოს ცელოფნიანი 2 კაციანი კარავი, საძილე, GPS)
2. ვენტო (4 კაციანი კარავი, საძილე, საწვიმარი)
3. არჩილის + მაიკო (საუკუნეა ვპირდები, საძილე)
4. მარიამო ?
5. ანანო მინდა ქავთარაძე ამ გასვლაში. ? მოდიხარ?
6. მელექსა
7. კახა

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by paata_ » 29 ივნ 2011, 17:56

თუ აქ ვიქნები მეც მოვდივარ, ხო მიმიღებთ?
სიარული არ შემიძლია, ტვირთსაც ვერ ვზიდავ და თქვნი იმედი მაქვს - ახალგაზრდების

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by CheLo » 29 ივნ 2011, 17:57

mariamooo – სიარული კი შეგიძლია შიომღვიმეში ვნახე : )) მაგრამ ტემპი არ გივარგა... :P :P :P :P


Archil – აგერ ლევანიკოს კარავი აქ მეძინა და ძლივს ჩავეტიე..

Image


თოვლზე რომ მაქვს გაშლილი არ ვიმჩნევთ :lol: :lol: :lol: ღამე სულ სველი იყო კარვის ძირი :twisted: :twisted:
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by Archil » 29 ივნ 2011, 18:07

paata_ wrote:თუ აქ ვიქნები მეც მოვდივარ, ხო მიმიღებთ?
სიარული არ შემიძლია, ტვირთსაც ვერ ვზიდავ და თქვნი იმედი მაქვს - ახალგაზრდების
შე ბებერო

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

კარვები წამოაყოლე, დაგვჭირდება ალბათ. შენისთანა ბებერი გამოცდილება კარგია იმ ქვა-ღორღის გროვაში

1. არჩილ (ლევანიკოს ცელოფნიანი 2 კაციანი კარავი, საძილე, GPS)
2. ვენტო (4 კაციანი კარავი, საძილე, საწვიმარი)
3. არჩილის + მაიკო (საუკუნეა ვპირდები, საძილე)
4. მარიამო ?
5. ანანო მინდა ქავთარაძე ამ გასვლაში. ? მოდიხარ?
6. მელექსა
7. კახა
8. პაატა.გე
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაურები 8-10 ივლისი 2011

Post by mariamooo » 29 ივნ 2011, 18:17

mariamooo – სიარული კი შეგიძლია შიომღვიმეში ვნახე : )) მაგრამ ტემპი არ გივარგა...
ვერასოდეს წამროვიდგენდი, თუ ვინმე ჩემზე იტყოდა, ნელა დადიხარო :D:D:Dყოველთვის საწინააღმდეგო შინაარსის საყვედურებს ვიღებ :D

მოვრჩეთ, თორემ საყვედურს დავიმსახურებთ თემიდან გადახვევისთვის :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]