Page 3 of 13

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 00:57
by Mta Mkvarebia
WenTTo wrote:საინტერესო იცი რა არის?? მაგ მეორე ბილიკისთვის 3 დღეა განკუთვნილი და ჩვენ 2 დღეში ვაპირებთ მოვლას : )) ლიკა იქნებ 24-ში საღამოს წავსულიყავით რომ დილით უთენიას გავსულიყავით თორე გზაში ნამგზავრებს გაგვიჭირდება 25 კილომეტრის გავლა.
როგორ ფიქრობ, მარტო შენ გაგიჩნდა საღამოს წასვლის იდეა? :) 2 წლის წინ სწორედ მასე მოვიქეცით, მაგრამ მაშინ მანქანებით ვიყავით, ახლა კი მინიბუსით წავალთ, რომელიც ბოლომდე ვერ ადის და შუაღამისას ფეხით მოგვიწევს მარშრუტის საწყის წერტილამდე ასვლა და ჩვენი ზურგით ბარგის თრევა. ამის მიუხედავად, მეორე დღეს მაინც ვერ გავალთ 9 საათზე ადრე, ყოველთვის ასე ხდება, ჰოდა რა აზრი აქვს ? გარდა ამისა პარკის ადმინისტრაციაში უნდა შევიაროთ და თუ იქ არავინ დაგვხვდა ვინ დაუშვებს საშვს და ვისთან მოვახდინოთ ანგარიშსწორება? მარშრუტის ერთი დღით გაზრდა, გარდა იმისა რომ უმრავლესობისთვის მოუხერხებელია, რადგან შვებულების აღება დასჭირდებათ რასაც ბევრი ვერ მოახერხებს, ხარჯებს მინიმუმ 30 ლარით ზრდის და მთლიანი გასვლის თანხა ამ შემთხვევაში 100 ლარამდე ადის. ეს თანხაც არაა ბევრისთვის მისაღები.
ამ ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ ჩამოვყალიბდით იმ ვარიანტზე, რაც შემოგთავაზეთ კიდეც და ისიც აღვნიშნეთ რომ სამეცხვარეოს ვარიანტი რამდენად რეალურია, ეს მხოლოდ ადგილზე, მარშრუტის განხორციელების პროცესში გამოჩნდებათქო. ისიც ხაზგასმით დავწერეთ, ვისაც დაღლა არ აშინებს (თუნდაც გზაში მგზავრობის მერე ;) )და თავის შესაძლებლობებშია დარწმუნებული, მხოლოდ ისინი ჩაეწერონ სიაშითქო :).

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 01:27
by CheLo
გასაგებია მაგდენი არ ვიცოდი : )) მე არ მაშინებს 8) 8) 8)

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 02:07
by Mta Mkvarebia
Mta Mkvarebia wrote:
მინდა, გაგაფრთხილოთ რომ მარშრუტი ადვილი არ იქნება, ფეხით სასიარულო ბევრი გვექნება, დღეში სულ მცირე 16-20 კმ, თუ იმ ცვლილებასაც შევიტანთ მარშრუტში რაზეც ქვემოთ დავწერ, შეიძლება კიდევ უფრო მეტი (25 კმ-მდე). სიმაღლეში ასაღები იქნება დაახლოებით 1700 მეტრი ამიტომ ჯერ კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობა და ისე ჩაეწერეთ სიაში.

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 03:25
by baqo
სამეცხვარეოზე თუ არ გადახვედი ეგ ბილიკი არშემდგარი ბილიკია, ხედები და ყვავილები იქ უნდა ნახოთ, მაგრამ წყალი და შეშა არ არის ცოტა ეცივება და ბევრი არაყი წამოიღეთ :D

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 09:07
by Mta Mkvarebia
baqo
ვიცი ბაქო, ვიცი. მთლიანი ბილიკი სწორედ სამეცხვარეოს ჩათვლით მოიაზრება, თუმცა არშემდგარი ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, საღალატო სერამდეც არაა ცუდი ხედები ;). ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ამ ჯერზე სამეცხვარეოც ვნახოთ. სწორედ კავკასიკასთან კონსულტაციის შედეგად, რომელმაც იცის ჩვენი შესაძლებლობები, გავბედეთ და გაგვიჩნდა 2 დღეში ბილიკის ბოლომდე გავლის იდეა. ამისთვის საჭიროა ერთ ტემპში ვიაროთ, თუმცა ამას რამდენად მოვახერხებთ არ ვიცი.

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 10:57
by Jnosy
teo- wrote:
Archil wrote:
Jnosy wrote:დავიწყე ფიქრი :)
+1
+1
მე მგონი მოვიფიქრე დააა, თქვენ სად ხართ?

baqo
შემოგვიერთდები?

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 11:09
by CheLo
ზურგჩანთის გარეშე ძნელი არ იქნება.. 25 კილომეტრია არაა ბევრი... პირღებულში ლიკა თუ გახსოვს 18.3 გავიარეთ და არამგონია რომელიმე ძალიან დავღლილიყავით... ერთი ეგაა ალბათ აქ ძალიან მაგარი აღართები იქნება.

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 11:32
by keto
სიას გადმოვიტან, თორემ ჩაიკარგა წინა გვერდზე:

1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე აქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
2. ნაია
3. ნა-თია (?)
4. stranger (ბარგის ცხენზე აკიდებით)
5. ქეთო (სრული აღჭურვილობით, ცხენზე ფიქრით)
6. პერწკლი (ვინმეს კარავში შესახლების პერსპექტივით )
7.ლაილა (საგებელი, საძილე მაქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
8.khatuna25 ?
9. ვენტო (მთელი აღჭურვილობით და ვიძინებ კარავში და ვაწუხებ ცხენს ))
10. კარავის მეგობარი თათია

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 11:54
by Mta Mkvarebia
რამდენჯერმე აღვნიშნე და კიდევ ვუსვამ ხაზს, თავად აწყური-ამარათი-საღალატო სერის მარშრუტი არაა უსაშველო, ბარგის გარეშე სულ სეირნობა-სეირნობით შეიძლება კარგადმოსიარულე ადამიანმა აიაროს და მოასწროს 2 დღეში (პირველ დღეს 17 კმ გაიაროს ამარათის თავშესაფრამდე, სიმაღლეში 1000 მეტრი აკრიფოს და 800-900 მეტრიდან 1900 მეტრამდე ავიდეს, მეორე დღეს 1900 მეტრიდან 2450 თუ 70 მეტრამდე აიღოს სიმაღლე, მერე დაბლა დაეშვას წრიულ ბილიკზე და იმ დღეს საერთო ჯამში 23 კმ გაიაროს), ეს საკმაოდ ადვილადგანხორციელებადი მარშრუტია მომზადებული ადამიანისთვის. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სამეცხვარეომდე გზის დაგრძელებაზე, რისი განხორციელებაც ძალიან გვინდა, მაგრამ რამდენად სევძლებთ ჯგუფურად არ ვიცი. სამეცხვარეოს მარშრუტი პირველ დღეს დამატებით 9 კმ-ის (ჯამში 26 კმ) და 150 მეტრის აღებას (ჯამში 1700 მეტრი) გულისხმობს, მეორე დღეს კი ან იმავე მანძილის გამოვლას და იგივე გზით უკან დაბრუნებას ან წრიული ბილიკით და კიდევ უფრო გაზრდილი მანძილით ოჭორის გავლით ჩამოსვლას აწყურში. აი ესაა რთული მარშრუტი, რომელიც უბარგოდ გაგვიჭირდება არათუ ბარგით. ადამიანი რომელსაც 18 კმ უვლია ადვილად იტყვის სადაც 18 იქაც 10-ო, მაგრამ ასე ხომ არაა? :) რომ გადაიწვები ზედმეტი 100 მეტრის გავლაც უჭირს კაცს :). მე არ ვამბობ რომ ძალიან სწრაფად დავდივარ და ძალიან კარგი მოსიარულე ვარ, არა რა თქმა უნდა, უბრალოდ მივლია ამხელა დისტანციაზე და ვფიქრობ ხალხს არ შევაფერხებ. მართალია დიდი ხანია არსად ვყოფილვარ, მაგრამ იმედი მაქვს ფორმიდან არ ამოვვარდნილვარ. აი ასე შევაფასე ჩემი შესაძლებლობა როცა აქ წამოსვლა გადავწყვიტე, სწორედ ამას გთხოვთ თქვენც, მეტს არაფერს. რეალურად შეაფასეთ თქვენი თავი. არ მინდა დაგაშინოთ, ასე დეტალურად იმიტომ ვწერ, რომ მერე არ თქვათ, არ გვქონდა ინფორმაცია მარშრუტის შესახებო. თუმცა ისეც არ მოგივიდეთ რომ ძალიან დაბალი შეფასება მისცეთ საკუთარ თავს, როგორც პატაპუტინა (უღელტეხილების დიდი გადამკვეთავი ;) ) აკეთებდა პირწიგნაკზე. :D

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 13:07
by CheLo
როგორც პატაპუტინა (უღელტეხილების დიდი გადამკვეთავი


:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 13:29
by pataputina
:oops:

შევიწითელფერე

:oops: :oops: :oops:

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 14:59
by Naia
სიაში ჩავასწორებ. კარვით მოვდივარ

1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე აქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
2. ნაია (2 კაციანი კარავი (მთაშენკა უკვე შემომისახლდა:), საძილე და ქვეშაგები. ჰო, ბარგის ცხენზე აკიდებით :) )
3. ნა-თია (?)
4. stranger (ბარგის ცხენზე აკიდებით)
5. ქეთო (სრული აღჭურვილობით, ცხენზე ფიქრით)
6. პერწკლი (ვინმეს კარავში შესახლების პერსპექტივით )
7.ლაილა (საგებელი, საძილე მაქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
8.khatuna25 ?
9. ვენტო (მთელი აღჭურვილობით და ვიძინებ კარავში და ვაწუხებ ცხენს ))
10. კარავის მეგობარი თათია

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 15:29
by stranger
1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე აქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
2. ნაია (2 კაციანი კარავი (მთაშენკა უკვე შემომისახლდა, საძილე და ქვეშაგები. ჰო, ბარგის ცხენზე აკიდებით )
3. ნა-თია (?)
4. stranger (საგებლით,საძილით,კარვით და ყველაფრის ცხენზე აკიდებით):)
5. ქეთო (სრული აღჭურვილობით, ცხენზე ფიქრით)
6. პერწკლი (ვინმეს კარავში შესახლების პერსპექტივით )
7.ლაილა (საგებელი, საძილე მაქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
8.khatuna25 ?
9. ვენტო (მთელი აღჭურვილობით და ვიძინებ კარავში და ვაწუხებ ცხენს ))
10. კარავის მეგობარი თათია

მეც ჩავასწორე:)

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 16:49
by CheLo
1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე აქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
2. ნაია (2 კაციანი კარავი (მთაშენკა უკვე შემომისახლდა, საძილე და ქვეშაგები. ჰო, ბარგის ცხენზე აკიდებით )
3. ნა-თია (?)
4. stranger (საგებლით,საძილით,კარვით და ყველაფრის ცხენზე აკიდებით)
5. ქეთო (სრული აღჭურვილობით, ცხენზე ფიქრით)
6. პერწკლი (ვინმეს კარავში შესახლების პერსპექტივით )
7.ლაილა (საგებელი, საძილე მაქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
8.khatuna25 ?
9. ვენტო (მთელი აღჭურვილობით და ვიძინებ კარავში და ვაწუხებ ცხენს ))
10. კარავის მეგობარი თათია
11.აკაკი კივილაძე
12.მარიამი

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 21 ივნ 2011, 17:26
by Mta Mkvarebia
WenTTo

აკაკი კივილაძემ პმ-ში მომწერა, დაზუსტებით რომ მეცოდინება გეტყვიო. ამიტომ არ ჩავწერე ჯერ სიაში. და მარიამი ვინაა, თუ კარველია ნიკი მიუთითე, თუ პლიუსი ისიც მიუთითე, ვისი პლიუსია, რომ ვიცოდეთ მერე ვისთან გავარკვიოთ მისი დანამდვილებით წამოსვლა -არწამოსვლის საკითხი. ასევე გასარკვევია რა პირობებით უნდა წამოსვლა.