Page 1 of 13

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:15
by Mta Mkvarebia
2 წელია ეს ულამაზესი მარშრუტი არ განგვიხორციალებია კარავზე და წლევანდელ წელს არ ჩავაგდებთ, მით უმეტეს, ვიცი, რომ ჩვენმა რეპორტაჟებმა ხალხს გული დაწყვიტა, ნეტა ჩვენც წამოვსულიყავითო :) (ვინც არ იცის რა მარშრუტზეა საუბარი, ამ რეპორტაჟების ბმულებს დაგიდებთ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3445&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2357) .

ამიტომ მე და ნაია ზაფხულის დასაწყისიდანვე ვგეგმავდით ამ გასვლას. მართალია, ივლისის შუა რიცხვები უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნდა ამ გასვლისათვის, მაგრამ 9-10 ივლისისთვის შეიძლება სხვა გეგმები გამოგვიჩნდეს, 2-3 ივლისს კიდევ პროგნოზის მიხედვით წვიმაა გამოცხადებული :( ამიტომ გადავწყვიტეთ 25-26-ში გავაკეთოთ ეს გასვლა. თუმცა თუ ამ კვირაშიც ცა ცამოიქცა, იმ შემთხვევაში ალბათ ისევ 2-3 ივლისისთვის გადადება მოგვიწევს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შაბათ-კვირა განიხილება მარშრუტის განხორციელების თარიღად.

მინდა, გაგაფრთხილოთ რომ მარშრუტი ადვილი არ იქნება, ფეხით სასიარულო ბევრი გვექნება, დღეში სულ მცირე 16-20 კმ, თუ იმ ცვლილებასაც შევიტანთ მარშრუტში რაზეც ქვემოთ დავწერ, შეიძლება კიდევ უფრო მეტი (25 კმ-მდე). ამიტომ ჯერ კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობა და ისე ჩაეწერეთ სიაში.

მარშრუტი დაიწყება აწყურის მცველთა თავშესაფარიდან. უფრო სწორედ, თავშესაფრის გადასახვევიდან, რადგან გზა გაფუჭებულია და მინიბუსით ასვლა გაგვიჭირდება. მაგრამ ძალიან შორს არაა იქიდან გადასახვევი - 800 მეტრია. აწყურის მცველთა ტავშესაფრიდან ამარათის ტურისტულ თავშესაფრამდე - 16 კმ-ია , იქიდან საღალატო სერამდე დაახლოებით 4 კმ. შარშანწინ და შარშანწინის წინ ჩვენ სწორედ ეს მარშრუტი განვახორციელეთ, საღალატო სერიდან წრე გავაკეთეთ და მწყემსების სოფელ ოჭორას გავლით დავბრუნდით აწყურში (ჯამში დაახლოებით 40 კმ გავიარეთ 2 დღეში). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უმაღლესი წერტილის- სამეცხვარეოს ნახვა ვერცერთხელ ვერ მოვახერხეთ. წელს თუ კარგად ვივლით და ამინდიც ხელს შეგვიწყობს, იქნებ მარშრუტის დაგრძელებაზე ვიფიქროთ და შაბათს ღამით ამარათის კი არა, სამეცხვარეოს თავშესაფარში გავათენოთ ღამე. თუმცა ადგილზევე შევატყობთ მოვახერხებთ თუ არა ამ მარშრუტის განხორციელებას (ამ შემთხვევაში ფეხით სავალი გზა კიდევ უფრო დაგრძელდება, დაახლოებით 50 კმ-მდე 2 დღეში, 25 კმ- 1 დღეში).

ახლა რაც შეეხება ხარჯებს. ტრანსპორტის ხარჯებს ჯერ კიდევ ვარკვევ, ზვიადმა უნდა გაარკვიოს ეცლება თუ არა შაბათ-კვირისთვის. ამიტომ ამ გრაფას ღიად დავტოვებ.
სხვა მძღოლმა 300 ლარი მითხრა (20 ადგილიანი მინიბუსი ყავს), მაგრამ ეს თანხა ცოტა არ იყოს მეძვირა.
ზვიადმა დღეს დამიდასტურა რომ სცალია ამ შაბათ-კვირას და წაგვიყვანს აწყურში, მაგრამ ცოცხალი თავით არ მითხრა, რა თანხა უნდა მივცეთ :) ამიტომ ეს საკითხი ისევ ღიად რჩება.

რაც შეეხება, სხვა ხარჯებს.

მოგეხსენებათ მარშრუტს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვახორციელებთ, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ პარკის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული წესებით და გადავიხადოთ ის გადასახადი, რაც ტურისტს მოეთხოვება.

ვისაც სურვილი აქვს, მისი ბარგი ცხენმა ატაროს, ასეთები ცხენს ვიქირავებთ. ცხენის დაქირავება 1 დღით 50 ლარი ღირს (ორი დღით 100 ლარი გამოდის), ერთ ცხენს 4 ზურგჩანთის ტარება შეუძლია ანუ ეს თანხა 4 კაცზე გადანაწილდება და ცხენის თანხა კაცზე - 25 ლარი გამოდის. ვისაც თავშესაფარში ღამის გათევა უნდა 10 ლარი უნდა გადაიხადოს, თუ კარავში ძილი გირჩევნიათ, თქვენი კარვის გაშლის ნებართვაში (არ აქვს მნიშვნელობა რამდენკაციანია) 5 ლარი უნდა გადაიხადოთ (2 კაციან კარავზე კაცზე - 2,5 ლარი, ხუთკაციანზე კი კაცზე 1 ლარი გამოდის), თუ კარვის პარკის ადმინისტრაციაში დაქირავება გინდათ, 1 კარვის ქირაობა 10 ლარი ღირს + 5 ლარი მის გასაშლელად ნებართვა, ანუ 3 კაციანი კარვის შემთხვევაში, კაცზე - 5 ლარი)

სულ ცხენის და ღამისთევის ფასი კაცზე საშუალოდ 30-35 ლარია.

გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ. ჩვენ უარი ვთქვით მეგზურის მომსახურებაზე, თუმცა ცხენს გამოყვება გამყოლი, რომლისთვისაც შეიძლება დაგვჭირდეს სიმბოლური თანხის დაახლ. 20 ლარის გადახდა (რაც გაიყოფა თითოეული მოლაშქრის რაოდენობაზე, რადგან ამ თანხას მეგზურობაში ვუხდით). თუმცა ამ საკითხს ვარკვევთ ადმინისტრაციასთან და ხვალისთვის მეცოდინება პასუხი არის ამის საჭიროება თუ არა.

პ.ს. როგორც გავარკვიე, გამყოლისთვის დამატებით თანხის გადახდა საჭირო არაა.

2 დღის სამყოფი საკვები ყველამ თან უნდა წამოიღოთ. ეცადეთ ნოყიერი და კალორიული საკვები წამოიღოთ. ასევე უნდა გვქონდეს მინიმუმ 1,5 ან 2 ლიტრა წყალი, რადგან წყალი მარშრუტის დასაწყისის მერე მხოლოდ ამარატის თავშესაფართან გვხვდება.

დაბალწნევიანებს შოკოლადის წამოღებას ვურჩევ. ასევ გამოგადგებათ ქიშმიში, თხილი, ნიგოზი, ჩირი. კარგი აზრია კიტრის წამოღება, წყურვილის გრძნობას კარგად კლავს.

გთხოვთ, წამოიღოთ მხოლოდ არაერთჯერადი ჭურჭელი

კიდევ ერთი რჩევა მათ, ვინც ბარგის ცხენზე აკიდებას აპირებს, კარგი იქნება, თუ სულ პატარა, ციცქნა ჩანთა ან ზურგჩანთაც გექნებათ დამატებით, რომელსაც თქვენ მოიკიდებთ სადაც ჩადებთ წყალს, საწვიმარს და იგივე კიტრს, რაც ზემოთ ვახსენეთ. შეიძლება ,იყოველ წუთას ცხენი თქვენს გვერდით არ აღმოჩნდეს და ისეთი ნივთების ამოღება ცხენზე მოკიდებული ზურგჩანთებიდან ვერ შეძლოთ.


შევიკრიბოთ შაბათს, 25 ივნისს, დილით ადრე 6:30 -ზე სამთო ქიმიასთან, დაგვიანების გარეშე, უფრო გვიან შეკრების შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტის (სამეცხვარეოს დამატებით) განხორციელება დროში ვერაფრით მოესწრება)

რჩევები: სურსათის, წყლის, საძილის, საგებელის, (თუ თავშესაფარში ძილი არ გინდათ, კარვის) გარდა, ასევე აუცილებლად წამოიღეთ მზისგან დამცავი ქუდი და მზისგან დამცავი ნელსაცხებელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (რომელიც პარკში ჩადეთ და ისე მოათავსეთ ზურგჩანთაში, რომ წვიმის შემთხვევაში არ დასველდეს.), მართალია, კლდეებზე ცოცვა არ მოგვიწევს , მაგრამ ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი, რომ ბევრი სიარულისას ფეხი არ გატკინოთ. თუ გაქვთ სანდლები ძალიან კარგ სამსახურს გაგიწევთ, განსაკუთრებით თავდაღმართში სიარულისას.

ასევე აუცილებლად წამოიღეთ თბილი შემოსაცმელი, ღამე საკმაოდ ეციება (ნუ სამეცხვარეოზე თუ მოვახერხეთ ასვლა, იქ ხომ განსაკუთრებით სიცივე იქნება)



ახლა კი სია:

1. მთა მყვარებია
2. ნაია
3.

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:24
by Na-tia
1. მთა მყვარებია
2. ნაია
3. ნა-თია (?)

კითხვის ნიშანი მაინც მივუწერე, კვირის ბოლომდე დიდი დროა და რამე გაუთვალისწინებელი არ მინდა გამოხტეს. ისე კი იმდენი ხანია მინდა მანდ წასვლა, რომ ვეცდები ყველანაირად და თუშეთამდე ცოტა ფორმაშიც მოვალ :D

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:36
by stranger
1. მთა მყვარებია
2. ნაია
3. ნა-თია (?)
4. stranger (ბარგის ცხენზე აკიდებით)

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:37
by Na-tia
რა მაინტერესებს, იცით, ცხენების დაქირავება მარშუტის დასაწყისშივე ხდება ხომ ( წყურის მცველთა თავშესაფარიდან)? და კიდევ, თუ თავშესაფარში გავათენებ ღამეს, საძილე და პარალონი მაინც უნდა წამოვიღო? :roll:

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:46
by keto
რა კარგიააა, მოვდივარ! თან საფიქრალი "რა გავაკეთო დაბადების დღის წინა შაბათკ-კვირას" მომეხსნა :D
ბევრხალხიან თავშესაფარში ძილს კარავი მირჩევნია, ცხენს რაც შეეხება, მოვიფიქრებ, ვიმაზოხისტო და "მინდა გავივარჯიშო და მე ვათრიო ბარგი" ავირჩიო თუ გასეირნება :)

1. მთა მყვარებია
2. ნაია
3. ნა-თია (?)
4. stranger (ბარგის ცხენზე აკიდებით)
5. ქეთო

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:51
by perwkli
1. მთა მყვარებია
2. ნაია
3. ნა-თია (?)
4. stranger (ბარგის ცხენზე აკიდებით)
5. ქეთო
6. პერწკლი (ვინმეს კარავში შესახლების პერსპექტივით :D )

ნუ ესეიგი ისა, ვინმე თუ შემიფარებს კარავში, მადლობელი დავრჩები, პატარა და კომპაქტური ვარ და არ ვხვრინავ :roll:

ცხენზეც მოვფიქრდები, სადაც ზანავში ვიპროწიალე იმ ყიამეთზე რთული რავიცი არვიცი :D

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:55
by Tami
Na-tia wrote: თუ თავშესაფარში გავათენებ ღამეს, საძილე და პარალონი მაინც უნდა წამოვიღო? :roll:

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:55
by Naia
keto
maikomaiko
გაითვალისწინეთ, რომ საერთო ჯამში მინიმუმ 40 კმ-ს გავლა მოგვიწევს ფეხით

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:57
by Naia
Na-tia wrote:რა მაინტერესებს, იცით, ცხენების დაქირავება მარშუტის დასაწყისშივე ხდება ხომ ( წყურის მცველთა თავშესაფარიდან)? და კიდევ, თუ თავშესაფარში გავათენებ ღამეს, საძილე და პარალონი მაინც უნდა წამოვიღო? :roll:
ნათია, თავშესაფარში საძილე და ქვეშაგები მაინც გჭირდება. თუ რომელიმე არ გაქვს, ბორჯომში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში შეგიძლია დაქირავება.

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 15:59
by Na-tia
Naia wrote:
Na-tia wrote:რა მაინტერესებს, იცით, ცხენების დაქირავება მარშუტის დასაწყისშივე ხდება ხომ ( წყურის მცველთა თავშესაფარიდან)? და კიდევ, თუ თავშესაფარში გავათენებ ღამეს, საძილე და პარალონი მაინც უნდა წამოვიღო? :roll:
ნათია, თავშესაფარში საძილე და ქვეშაგები მაინც გჭირდება. თუ რომელიმე არ გაქვს, ბორჯომში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში შეგიძლია დაქირავება.
მადლობა, ნაი, ორივე მაქვს, ტარება მეზარებოდა, მაგრამ თუ ცხენს დავიქირავებთ, იხსნება ეგ პრობლემა :))) ერთადერთი დილით ადრე ადგომა მაწუხებს :D და მაგაზე რამეს ვიზამ :)

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 16:04
by Mta Mkvarebia
დაუწერია უკვე ნაიას, საძილე და საგებელი მაინც დაგჭირდებათ, იმის მიუხედავად კარავში ათევთ ღამეს თუ თავშესაფარში.
მათთვის ვინც ფიქრობს ბარგი ზურგით ატაროს თუ ცხენს აკიდოს, ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ, როცა ძალიან ვიღლები არც ფოტოების გადაღება მინდა და ვერც ხედებით ვტკბები, ორჯერ ვარ მანდ ნამყოფი და ორჯერვე უბედნიერესი ვიყავი რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ცხენი დავიხმარე :), თუმცა ქეთო, ისიც მართალია, რომ ჭაუხებივით რთული არაა ეს მარშრუტი და იქ მთელი ბარგი ზურგით ვატარეთ ;), მაგრამ მანდ რომ ყოფილიყო ცხენის საშუალება, ალბათ უფრო ფერად ფერებში გვემახსოვრებოდა მაგ ლაშქრობაც :D

1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე აქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
2. ნაია
3. ნა-თია (?)
4. stranger (ბარგის ცხენზე აკიდებით)
5. ქეთო
6. პერწკლი (ვინმეს კარავში შესახლების პერსპექტივით )

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 16:12
by iano
ეჰ რომ იცოდეთ, როგორ ველოდებოდი ამ გასვლას

საწუხაროდ მე ვერ შევძლებ წამოსვლას :cry:

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 16:24
by keto
Mta Mkvarebia

უი, ჭაუხებზე მარტივია? ჭაუხები მე არ მერთულება, თუ რა თქმა უნდა არ დაიკარგე, დაისეტყვე და კლდეზე ფრჩხილებით არ იძრომიალე :lol: კიდევ კარგი იქ ჩანთა მეკიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, ჩანთის სიმძიმე რომ არა, ქარი მომწყვეტდა კლდიდან :lol: :lol:

თუმცა, კარვის აკიდება შეიძლება ცხენზე, მოკლედ ვნახოთ :)

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 16:25
by Hereti
ვაუ, მაგარი გასვლა იქნება, ნუ მე ცხენის გარეშე და კარავში ძილს ვგულისხმობ, 40 კმ ძააააან კარგია, მაკმაყოფილებს და მომწონს

ერთი - მაინც არის 25-26 არ მაწყობს თუ გადაიდო იცლისში მეც წამოვალ :wink:

ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Posted: 20 ივნ 2011, 16:30
by laila
1. მთა მყვარებია (საგებელი, საძილე აქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)
2. ნაია
3. ნა-თია (?)
4. stranger (ბარგის ცხენზე აკიდებით)
5. ქეთო
6. პერწკლი (ვინმეს კარავში შესახლების პერსპექტივით )
7.ლაილა :?: (საგებელი, საძილე მაქვს, კარავი - არა.ბარგის ცხენზე აკიდებით)