ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ივნ 2011, 04:33

1ლ დღეს კგდ ჩაუვლია.
სესანიშნავად ულაშქრიათ.
ცოტა დაღლილან.
1ლ დღეს სულ აღმართიანი გზაა გასავლელი.
წინ დიიიიიიიდი დაღმართია.
ეს ბილიკი ძნ ლამაზია და ვიმედოვნებ, მოლაშქრეები დიდ სიამოვნებას მიიღებენ
(წინა წერილების წაკითხვა ვერ მოვასწარი. იმედია, ბარბარიზმები არ გიწერიათ).
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by Naia » 27 ივნ 2011, 01:52

ჩამოვედით!!!!

საშინლად დაღლილები მაგრამ ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები :)

მთლიანობაში ალბათ 42 კმ გავიარეთ (თუმცა, გამყოლი გვიმტკიცებდა 50-იო )

თემა მალე გაიხსნება და ჩვენს შთაბეჭდილებებს იქ გაგიზიარებთ.

მანამდე კი ვიტყვი, რომ კარავზე ძალიან მაგარი ხალხი გვყავს. ყველამ ძალიან მაგრად იარა და ცივ ღელეებში სიარულის მიუხედავად, არავის დაუწუწუნია.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by Naia » 27 ივნ 2011, 01:55

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:1ლ დღეს კგდ ჩაუვლია.
სესანიშნავად ულაშქრიათ.
ცოტა დაღლილან.
1ლ დღეს სულ აღმართიანი გზაა გასავლელი.
წინ დიიიიიიიდი დაღმართია.
ეს ბილიკი ძნ ლამაზია და ვიმედოვნებ, მოლაშქრეები დიდ სიამოვნებას მიიღებენ
(წინა წერილების წაკითხვა ვერ მოვასწარი. იმედია, ბარბარიზმები არ გიწერიათ).
გოგა, მართლაც რომ ულამაზესი ბილიკია. ერთ-ერთ მცველს წამოცდა, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე, სილამაზით ამ მარშრუტს ვერცერთი შეედრებაო :)

მართლაც, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით იმ ლამაზი ხედებისა და პანორამების შემყურე.

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by perwkli » 27 ივნ 2011, 01:56

მიაუ

კიარადა

გულიკი

:roll:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by t.d » 27 ივნ 2011, 09:18

ძალიან ძალიან მაგარი იყო ბედნიერი ვარ რო მომეცა საშვალება ამ მარშუტის გავლის,
დიდი მადლობა ლიკას ამ გასვლის ორგანიზებისთვის, დიდი მადლობა ყველა იმ თბილ ადამიანს რომელიც ჩვენთან ერთად იყო და დიდი მადლობა კიდევ იმისთვის რომ არ დამღალეთ ასეთი დასვენებული მგონი არცერთ 2 დღიან გასვლიდან არ ჩამოვსულვარ.:))))))))))).

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by Falcon » 27 ივნ 2011, 09:23

საშინლად დაღლილი და კიდევ უფრო საშინლად კმაყოფილი :) :lol:

მადლობა ყველას (განსაკუთრებით ორგანიზატორებს :) )

Naia wrote:ცივ ღელეებში სიარულის მიუხედავად, არავის დაუწუწუნია.


რას ამბობ ნაი, დაწუწუნება კი არა ისეთი სიამოვნება იყო მდინარეში სიარული რომ ლამის იქ დავრჩი :))

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by keto » 27 ივნ 2011, 09:23

მარშუტმა მართლა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა სილამაზით!
მადლობა ყველას, ბავშვებო, კარგები ხარ!
Keep Smiling...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by Mta Mkvarebia » 27 ივნ 2011, 09:56

მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. კი ვიცოდი რა სილამაზეც უნდა მენახა, მაგრამ სილამაზეზეც რომ არაფერი ვთქვა, თავად ლაშქრობა ძალიან სასიამოვნო იყო, მართალია გამყოლები ცოტა არ იყოს დაბნეულები იყვნენ და კინაღამ საღალატო სერის უნახავი დაგვტოვეს, რასაც მე პირადად დიდი სიხარულით არ შევხვედრივარ, მოწმეები დამემოწმებიან ;) მაგრამ ეს გაუგებრობაც კარგად დასრულდა, რადგან ყველამ იყოჩაღა და საერთოდ, ძალიან კარგი ხალხი გავიცანით, მათთან ერთად მსგავს მარშრუტებზე სიარული რომ არ მოგბეზრდება!
ვეცდები დღესვე გავხსნა თემა და დაწვრილებითი შთაბეჭდილებები იქ გაგვიზიარეთ :D
Image

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by Ismail » 27 ივნ 2011, 10:46

უმწყაზარესი და უნატიფესი გასვლა იყო. : ))

ბევრი ვიარეთ, ულამაზესი ხედები გადაგვეშალა წინ, ბოლოს უშბაც კი ვნახეთ (რომლის ნახვაც, ნისლის გამო სვანეთში, უშბის ძირშიც კი ჭირს თურმე...), ძალიან დავიღალეთ, მუხლებამდე წყალში დაახლოებით ხუთგან გავიარეთ ცივი მდინარე და ასე შემდეგ...

მე პირადად კარგი ადამიანები გავიცანი. დიდი მადლობა ყველას. განსაკუთრებით ლიკას. : )
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by CheLo » 27 ივნ 2011, 11:46

ვაიმეეე გუშინ რა დაღლილი ვიყავი ვერც კი ვიბანავე მხოლოდ ფეხები დავიბანე და ეგრევე დავეგდე საწოლში... : ))) აი ძალიან ძალიან მაგარი იყო 8) 8) 8) ახლა მუხლის უკანა კუნთები მტკივააა დაღმართი მართალია ენერგიას არ გართმევს მაგრამ კუნთებისთვის უფრო რთულია.. ამ გასვლაში ყველაფერი იყო სეტყვაც კი : )))) მაგრამ ამინდმა აშკარად გაგვიმართლა რომ მალე შეწყდა : )) რაც სეეხება ცხენებს აღარ დამანახოთ :) :) :) :) :) :) :) ცხენის ტარებას 30 კგ-იანი ზურგჩანთის მოკიდება მერჩივნა.. ცხენმა დამღალა თუ დამღალა.. : ) ვიწრო ბილიკებზე ხან გასწერება უნდოდა და მეჯახებოდა ხან ბილიკზე სიარული თითონ უნდოდა და მე გვერდზე ბალახ ბულახებში მატარებდა და რამის გადამიარა რომ წავიქეცი.. : )) ბუზანკალებზე არაფერს ვამბობ მეც რომ მეხვეოდნენ : )
Last edited by CheLo on 27 ივნ 2011, 13:08, edited 1 time in total.
Image

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by keto » 27 ივნ 2011, 12:03

WenTTo
საყვარელი ცხენებიი :) სადაც ეკლები იყო და ბილიკიდან ვერ გადავდიოდი, სულ დრუნჩს მირტყავდა უკან ჩანთაზე, გამატარეო. ეგოისტი :love: :D
Keep Smiling...

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by stranger » 27 ივნ 2011, 12:30

ამ ლაშქრობის შემდეგ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.ჯერ ისეთი ლამაზი ბუნება იყო,მზეც ენერგიით გავსებდა,ამ ლამაზ ბუნებაში ფეხით ხეტიალი კი თავისებურ რომანტიკას ანიჭებდა ყველაფერს. :)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by CheLo » 27 ივნ 2011, 12:35

ეგ კიდე არაფერი იყო ქეთი : ))) თქვენრომ საღალატო სერზე ახვედით და მე რომ წითელი ცხენი მომყავდა ის იყო წამება : )) იცი როგორ ვიწრო ბილიკებზე ვიარეთ : ) ნაიამ იცის მთის კიდეებზე ვიარეთ და ყველაზე ცუდათ იცი რა მახსენდება?? გახურებული მზე იყო ირგვლივ ხე არ იდგა და მივდივარ პირველი და შორიდან მესმის ნიკოს ძახილი მაქეთ სად მიდიხარო გზა ზემოთ არისო და მოვტრიალდი და გზის შემოკლების მიზნით რამის ციცაბო კლდეზე ავჭერი გზა ამ დროს წავიქეცი და ცხენმა რამის გადამთელა ხოდა როგორც იქნა რომ ავედი და გავიარე 500 მეტრა ნაიას ყვირილი მესმის ჩანთა ჩამოგივარდა ცხენიდანო და უკან დავბრუნდი და ავიღე : )) ეს იყო ყველაზე დიდი ტანჯვა 8) 8) 8) შემდეგ სანამ სეტყვა წამოვიდოდა კიდე მე მომყავდა გზის ნახევარი და იქ გამყოლმა გამომართვა და მინდორში რომ ჩავედით ისევ შემაჩეჩა და ბოლომდე მე მომყავდა : ))

P.S. ისე ჩემ გაბარიტებთან შედარებით კარგად ვიარე პირველ დღეს 4 მივედი კოტეჯთან და წამოსვლისას აწყურში ცხენთან ერთად 1 ჩამოვედი 8:30 წუთზე და მერე ნახევარი საათის იბტერვალში მოხვედით ყველა : )
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by CheLo » 27 ივნ 2011, 12:43

რაც შეეხება ლიკას იდეალური ორგანიზატორი ყოფილა!!! იმიტომ რომ მეც გამომიცდია ორგანიზატორობა და ვიცი რაოდენ რთულია რომ ყველას მიაქციო ყურადღება და თუ ვინმეს სიარული არ შეუძლია ერთ ტემპში დარჩე დაელოდო და წამოიყვანო.. ასე რომ ყოჩაღ! ნერვებიც მოუშალეს რამის ისიც თქვა თქვენთან ერთად აღარ წამოვალო მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად გაახსენდება :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბორჯომ-ხარაგაულის II-III (პანორამული) ბილიკი 25-26.06.11.

Post by Mta Mkvarebia » 27 ივნ 2011, 12:55

WenTTo
არ მახსოვს მსგავსი რამ :) რაღაცას გვატყუებ ;) იყო გამყოლებთან დაკავშირებული ერთი-ორი გაურკვევლობა, რაც აღვნიშნე კიდეც და რასაც გულგრილად ვერ შევხვდებოდი, რადგან გარკვეული პასუხისმგებლობა მქონდა აღებული. თუ დაგპირდით ამას და ამას ვნახავთთქო, ჩემი სიტყვა უნდა შემესრულებინა, ასე არაა? :D
შენ ყოჩაღ, კარგად იარე, ცხენებთანაც რა გიწვალია :D

აქვე დავამატებ, კარგია რომ 1 მინიბუსი ხალხი ვიყავოით მხოლოდ, და აკაკის ეკიპაჟი სულ 21 ადამიანი, რადგან ვიწრო ბილიკებზე ძნელია გრძელ კოლონად სიარული. ამიტომ მსგავს გასვლებში ალბათ 1 მინიბუსი ოპტიმალური რაოდენობაა. ესაა ჩემი აზრი.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]