Page 1 of 9

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 19:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს გასვლა შაბათ დღეს ემთხვევა, 2011ის 4 თიბათვეს.
ბუნება უკვე ყველგან მწვანედ არის შემოსილი.
მწვანე მონასტერი და ქვაბისხევი ტყეში მდებარეობს.
ირგვლივ საამო გარემოა.
2ვე ძეგლი ბორჯომის რაიონში შედის.

ქვაბისხევის მონასტერი საინტერესოა იმით, რომ აქ მდიდრულად გამოწყობილი ქალის ფრესკაა, იაი ჰქვია
და ვარაუდობენ, რომ რუსთაველის დედაა, რადგან იქვეა ვინმე შოთაის ფრესკაც.

რაც შეეხება აბასთუმანს, ეს ადიგენის რაიონია. იქ ტაძარს ვნახავთ, ობსერვატორიას და შეგვიძლია, თამარის ციხეზეც ავიდეთ.
თავად აბასთუმანშიც ბევრი ლამაზი სახლია.


შეკრების დრო და ადგილი:
06.57 სთ
04.06.11
სქიმია

ფასი:
მინიბუსის ფასია 260 ლარი
თანხა თანაბრად გადანაწილდება

ტევადობა მინიბუსში:
18 მგზავრი

გასავლელი გეზი:
თბილისი-ხაშური-ბორჯომი-მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-ახალციხე-აბასთუმანი-თბილისი

სანახავი ადგილები:
მწვანე მონასტერი
ქვაბისხევის ტაძარი
აბასთუმნის ტაძარი, ობსერვატორია

გასავლელი მანძილი:
ტრანსპორტით: 454
ფეხით: 5 კმ და 348 მ

ამინდი:
28-30 გრადუსი
ცვალებადი მოღრუბლულობა

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი, საკუთარი საგზალი, წყალი, მოხერხებული ფეხსაცმელი, შეხვედრის ადგილზე
დაუგვიანებლად მოსვლა, მონასტრისთვის შესაფერისი 3ოსი. ყოველ შემთხვევაში - საწვიმარი


სასარგებლო ბმულები :კარავიდან:
აბასთუმანზე -
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2847
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1674
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1810
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1246


მწვანე მონასტერზე -
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2007
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=187
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2628


ქვაბისხევზე -
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3470&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2841

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 19:08
by GAMARJOBA SAKARTVELO
მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.
წამომსვლელთა რაოდენობასა და +ებზე, როგორც ყოველთვის,
შეზღუდვები არ არის.

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 19:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
ქვაბისხევთან არის ე.წ დემოთის ციხე, შეიძლება, ისიც ვნახოთ

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 19:36
by Ketevan Guliashvili
ფეხით: 5 კმ და 348 მ

როგორი გზაა? მაღალი მოჭიდების ფეხსაცმელია საჭირო? კლდეზე ან მაღლობზე უნდა ავიდეთ, თუ ბილიკს გავუყვებით?

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 20:22
by meleksa
მშვენიერი გასვლაა, თვალსა და გულს გაგიხარებთ არემარე....
რომ მეცალოს კიდევ ერთხელ ვნახავდი ამ ადგილებს...

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 20:29
by davidiva
დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით კვირა დღე რომ იყოს :(

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 20:56
by Tamari-ch.
სამივე ძეგლი ნანახი მაქვს და ულამაზესია სამივე


დრო თუ გექნათ, გოგიჩაანთ ღელე ნახეთ!

არ ინანებთ!

;)

გოგა,
აბასთუმანში გარდა ეკლესიისა ცენტრში (რომელიც მოხატულია ნესტეროვის მიერ და პატარა ზარზმასაც უწოდებენ მას - ზარზმის სრული ასლია)

არის კიდევ ერთი ეკლესია - ის მდებარეობს აბასთუმანში შესასვლელში ეგრევე - ზუსტად თამარის ციხის ქვეშ -
სადაც ადრე იყო სამხედრო ნაწილი
ცხონებული აღო ბაბოს სახლთანაა - ეგ არის ძალიან საინტერესო ბაზილიკა
სადაც ვაჩეიშვილმა გადაიღო იქ ახლახან აღმოჩენილი ფრესკის ფრაგმენტები

გადაიღეთ რა ჩემთვის ფრესკის ფოტოები..
;)

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 21:04
by დათო
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. დათო

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 21:17
by avtokh
სავარაუდოდ შემოგიერთდებით ოღონდ დაზუსტებით პარასკევს მეცოდინება, ამიტომ კითხვის ნიშნით ჩაწერა არ მინდა.
ვერ მოესწრება და გზას გაამრუდებს, თორე ტიმოთესუბნის ნახვაც კაი იქნებოდა :)

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 21:30
by teo-
1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. დათო
3.თეოტირე

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 21:47
by ეკატო
მშვენიერი მარშრუტია, სავარაუდოდ წამოვალ :)
ხვალ მეცოდინება პასუხი

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 21:48
by L-O-M-I
ნეტა მინდა ადიგენი? ალბათ არა...

მე უფრო ავენისი დამხატავდა შაბათ-კვირა ... დასვენება და განტვირთვა მინდააააა

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 21:50
by ეკატო
avtokh
ვერ მოესწრება და გზას გაამრუდებს, თორე ტიმოთესუბნის ნახვაც კაი იქნებოდა
მართლა კარგი იქნებოდა :))))

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 31 მაი 2011, 22:14
by teo-
L-O-M-I wrote:ნეტა მინდა ადიგენი? ალბათ არა...

მე უფრო ავენისი დამხატავდა შაბათ-კვირა ... დასვენება და განტვირთვა მინდააააა
იბანავება ავენისში? მეც მინდაა

მწვანე მონასტერი-ქვაბისხევი-აბასთუმანი, 04.06.2011

Posted: 01 ივნ 2011, 00:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ketevan Guliashvili wrote:ფეხით: 5 კმ და 348 მ

როგორი გზაა? მაღალი მოჭიდების ფეხსაცმელია საჭირო? კლდეზე ან მაღლობზე უნდა ავიდეთ, თუ ბილიკს გავუყვებით?
ჩვეულებრივი ფეხსაცმელი, რომელიც სავალად მოსახერხებელი იქნება.
არავითარ შემთხვევაში ქუსლიანი ან კედები.
გზა ჩვეულებრივი, როგორც ტყეებშია
Tamari-ch. wrote:არის კიდევ ერთი ეკლესია - ის მდებარეობს აბასთუმანში შესასვლელში ეგრევე - ზუსტად თამარის ციხის ქვეშ -
სადაც ადრე იყო სამხედრო ნაწილი
;)
მისი ნახვა შესანიშნავი აზრია