ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Jnosy » 27 აპრ 2011, 16:47

გახსოვთ ალბათ შარშანაც ვიყავით ამ მარშრუტზე, შარშანწინაც და იმის წინაც...ძალიან ბევრმა ვერ მოახერხა, როგორც მერე თქვეს ძალიან დაწყდათ გული.

არც წელს ვღალატობ ტრადიციას და გთავაზობთ რთული და დატვირთული ზაფხულის მოსათელ (და საკუთარი ძალების დასატესტირებელ) გასვლას ზანავი–ნუნისი 2011

Image

Image

Image

Image

Image

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ეს დღე დასვენების დღეებია და შაბათ-კვირა ემთხვევა (+ 9 მაისი – დასვენების დღე)

გრაფიკი მოკლედ:
6 მაისი - პარასკევს საღამოს გასვლა, ჩასვლა ზანავში და დაბანაკება
7 მაისი - შაბათს დილით გადასვლა დედაბერაზე, დაკარგვა 8) და ნუნისში დაბანაკება
8 მაისი - კვირას მოლოცვა, დათვალიერება
9 მაისი - ორშაბათს (გაითვალისწინეთ, რომ დასვენებაა) დილის ფუქსავატობის მერე რკინიგზით ნელ-ნელა დაბრუნება
მარშრუტის ელექტრონული ვერსია - http://www.borjomi-kharagauli-np.ge/tra ... -large.jpg
პ.ს. თუ ვინმეს უფრო ადრე უნდა წამოსვლა, გამოვაცილებ

მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ. დაახ. 6 საათი შესვენებების გარეშე. პ.ს. დეკა ყვავილობს თან ეხლა მანდ თუ არ ვცდები :)

გრაფიკი ვრცლად:
დღე I
6-ში (პარასკევი) საღამოს (სამსახურების მერე შევიკრიბებით სავარაუდოდ 7-ზე სააკაძის მოედანზე) ჩავდივართ სამარშუტო ტაქსით ბორჯომის რაიონის სოფელ ზანავში და ვბანაკდებით კოტეჯში რომელიც ძალიან ახლოსაა (გზატკეცილიდან 15-20 წუთის სავალია ფეხით).

დღე II

7-ში (შაბათი) დილას (სავარაუდოდ 7-ზე დილის) იწყება გასვლა ნუნისის მიმართულებით დედაბერისკენ, ვჩერდებით 1.5 საათი მწვერვალზე, ვტკბებით ხედებით და ჩავდივართ ნუნისში. ვბანაკდებით ბერების კლდესთან მდებარე მდელოზე.

დღე III - IV
8-ში და 9-ში (კვირა-ორშაბათი) ძირითადად დავისვენებთ და გვექნება პატარ-პატარა შემეცნებითი გასვლები იქნვე ახლოს. ვნახავთ ბერების კლდეს, ნუნისის მონასტერს და მამაოს(დავესწრებით მსახურებას, თუ სურვილის შემთხვევაში გალობითაც შევეწევით და დავამშვენებთ წირვას) ავალთ იქვე მდებარე პატარა მთაზე, სადანაც ლამაზად ჩანს იხარაგაულის რაიონი.

დღე IV
9-ში (ორშაბათი) შუადღისთვის დავიიძვრებით მოლითის რკინიგზის სადგურისკენ, და გამოვემგზავრებით თბილისში მატარებლით. ან მასტერაოთი ხაშურში და შემდეგ სამარშუტოთი თბილისში. საღამოს 7-8სთ-სთვის კი თბილისშივიქნებით სავარაუდოდ.

ეს კი დეტალურზე დეტალური გეგმა ფოტოებითურთ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 402#103402

უფრო დაწვრილებით ნახავთ წინა გასვლის დაგეგმვას და ფოტოებს, ამავე ტოპიკის პირველ გვერდზე
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ასევე ლაშქრობებში უფრო ვრცლად მარშუტის შესახებ
* http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3381&start=0
* აქ მეორე ბმულია, არის მესამეც და მეოთხეც, მაგგრამ ვერ ვნახე, თუ მომეხმარებით კარგი იქნება
* ფოტოები პრომოუშენისთვის
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 733#230733
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?p=37563#37563
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 295#236295

ახლების საყურადღებოდ, არიან აქ სახელები, რომლებთან ერთადაც არ მივლია და შესაბამისად არ ვიცი მათი შესაძლებლობები. თუ შეიძლება გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლეში გვექნება 900 მეტრი ასავლელი ზღვის დონიდან.
ეს არც ისე რთულია (ვიტყოდი ადვილიც კი არის) და ბევრმა პირველად ეს მარშუტიც სცადა წინა წლებში, თუმცა, დამწყები მოლაშქრეებისთვის (ვისაც ზედმეტი ტვირთი მოაქვს, ან ფეხზე აცვია მოუხერხებლად, ან უჩივის გულს/ფილტვებს) ვიტყოდი, რომ იქნებ დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ და მერე ჩაეწეროთ.
ამისათვის (თქვენს თავში დასარწმუნებლად) საჭიროა წასვლამდე ყოველ დღე თუნდაც ნახევარი საათი ძუნძული, ან ფეხით ბევრი სიარული. (ანდაც, ინდივიდუალურად)
თუ რამე კითხვები გექნებათ, მომწერეთ ან აქ, ან პირადში და გაითვალისწინეთ, რომ 25 და მეტი ადამიანი მთაში ნიშნავს 1 უწყვეტ ხაზს, სადაც პირველმა უნდა გააგებინოს ბოლოს მაქსიმუმ 1 წუთში. 1 კაცის ჩამორჩენა ნიშნავს მთლიანი გუნდის ჩამორჩენას.

რაც შეეხება ფულს:
* სავარაუდოდ 10-12ლარი დაგვჭირდება აქედან ზანავამდე მისასვლელად (უფრო ზუსტად მას მერე დავწერ, რაც მძღოლს შევუთანხმდები)
* 7.80ლ. უკან (მოლითიდან თბილისამდე) მატარებლით ჩამოსასვლელად.
* 5-7 ლარიც შეიძლება სამწვადისთვის ან გაუთვალისწინებელი ნივთების შესაძენად დაგვჭირდეს (პური, სასმელი)
10+7.8+(5-7)ლ = საშუალოდ 25ლარი
გაითვალისწინეთ, რომ 2-3 დღის საჭმელი ყველას თან უნდა ჰქონდეს!!!

სიაში ვერ ჩაეწერება ვერავინ, ვისაც არ ექნება 0.5 ლიტრი ჭაჭა პროფილაქტიკისთვის (ხუმრობით) ჭაჭა მართლაც აუცილებელია იმისათვის, რომ წვიმიანი ან ნესტიანი ამინდის შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ გაციება და სხვა სახის დისკომფორტი.

აი, რას გვირჩევს არჩილი ტანსაცმელთან დაკავშირებით – http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 656#105656
აუცილებელია იქონიოთ საწვიმარი, რადგან ამინდი მანდ ყოველთვის არაპროგნოზირებადია.

გთხოვთ სიაში ჩაეწეროთ მინიმუმ 90%–იანი წამოსვლის ალბათობით
1. ჯნოსი
Last edited by Jnosy on 28 აპრ 2011, 12:55, edited 2 times in total.
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Iako. » 27 აპრ 2011, 18:33

კარვი გვჭირდება არა? (მე არ მაქვს და ამიტომ ვკითხულობ)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by keto » 27 აპრ 2011, 20:13

0.5ლ ჭაჭა და 90% ალბათობა 1ლ ჭაჭა და 78% ალბათობით ჩანაცვლდება?
Keep Smiling...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by MIRANDA » 27 აპრ 2011, 20:52

გთხოვთ სიაში ჩაეწეროთ მინიმუმ 90%–იანი წამოსვლის ალბათობით
1. ჯნოსი
2. MIRANDA
3. Marita 777

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by deida kama » 27 აპრ 2011, 20:59

კვირას რომ მომინდეს წამოსვლა ხო იქნება შესაძლებელი?იმიტომ რომ გზა კვალ არეული ვარ :roll:

User avatar
baqo
მაწანწალა
Posts: 341
Joined: 01 ივნ 2009, 20:57
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by baqo » 27 აპრ 2011, 21:19

მე არაყს აღარ ვსვსვ მაფრენინებს :D ღვინოს წამოვიგებ, წინა დღეებში გასვლა მაქვს მთაში და თუ დროზე ჩამოვედი თქვენთან ვარ.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by tiko_r » 27 აპრ 2011, 22:17

ზღაპრული მარშრუტია! უდიდესი სიამოვნებით... მე სამსახურიდან თავის დაძვრენის პრობლემა მაქვს... თუ მოვახერხე - აუცილებლად... თუ ვერ მოვახერხე გავგიჟDები.


User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by megzuri » 27 აპრ 2011, 22:33

1. ჯნოსი
2. MIRANDA
3. Marita 777
4.მეგზური (ძალიან მინდა )
”სადაც არ უდნა იყო, რომელი გზაც არ უნდა

აირჩიო, ყველგან სრულფასოვნად უნდა მყოფობდე ”

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Archil » 27 აპრ 2011, 22:35

ჰოდა ტრადიცია უნდა გაგრძელდეს !!!!

ანუ ვიკარგებით :)

ვინც არ იცის მათთვის.
რამდენჯერ ამ მარშუტზე წავედით, იმდენი დავიკარგეთ, ასე რომ ეს უკვე ლამაზ ტრადიციად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ბილიკები უკვე ზეპირად ვიცით.

მინდა წამოსვლა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by pataputina » 27 აპრ 2011, 22:47

1. ჯნოსი
2. MIRANDA
3. Marita 777
4.მეგზური (ძალიან მინდა )
5. პატაპუტინა (უკარვო)
6.
Last edited by pataputina on 28 აპრ 2011, 11:29, edited 1 time in total.
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
bartky
ბილიკზე მოარული
Posts: 49
Joined: 14 დეკ 2005, 18:07
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by bartky » 27 აპრ 2011, 22:58

დაკარგვის პერსპექტივამ მომხიბლა ყველაზე მეტად)) მაგრამ კარვის თრევა არ მინდა და სია რომ დასრულდება, ეგებ გადავთვალოთ და უკარვოდ მომიწიოს წამოსვლა. ხვალ გავარკვევ ყველაფერს და ალბათ წამოვალ. იანვრიდან აღარ ვყოფილვარ პახოდში და მომენატრააა Image

User avatar
bartky
ბილიკზე მოარული
Posts: 49
Joined: 14 დეკ 2005, 18:07
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by bartky » 27 აპრ 2011, 23:04

ხათ, მაშინ მეც დღესვე ჩავეწერები)))

1. ჯნოსი
2. MIRANDA
3. Marita 777
4.მეგზური (ძალიან მინდა )
5. პატაპუტინა
6. ბარტყი
___________

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by keto » 27 აპრ 2011, 23:27

1. ჯნოსი
2. MIRANDA
3. Marita 777
4.მეგზური (ძალიან მინდა )
5. პატაპუტინა
6. ბარტყი
7. ქეთო
Keep Smiling...

User avatar
bususa
ბოდიალა
Posts: 148
Joined: 24 ივლ 2008, 14:52
Location: Tbilisi...
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by bususa » 28 აპრ 2011, 00:48

1. ჯნოსი
2. MIRANDA
3. Marita 777
4.მეგზური (ძალიან მინდა )
5. პატაპუტინა
6. ბარტყი
7. ქეთო
8. BUSUSA (89%) :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]