ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by avtokh » 07 მაი 2011, 09:14

tkven rogor xart maqet? xo ar wvims shemtxvevit?
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by lama » 07 მაი 2011, 15:47

გუშინ საჩხერისკენ მივდიოდი და საშინლად შავი ღრუბელი ედგა ბორჯომის მთებს!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by xaliana21 » 07 მაი 2011, 20:24

როგორ ხართ ხალხნო?: )
ერთი სული მაქვს ამ გასვლის ემოციები ცავიკითხო : )

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Naia » 07 მაი 2011, 23:19

საღამოს 9 საათი იქნებოდა მარიტას რომ დავურეკე. დაბადების დღე მივულოცე და ვკითხე როგორ იყვნენ. ცუდად იჭერდა და მხოლოდ ის გავიგე, რომ თითქმის მივედით საბანაკე ადგილთანო. ამინდი ვეღარ ვკითხე, წამდაუწუმ გვეთიშებოდა ტელეფონი...

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 08 მაი 2011, 13:20

ჩვენ უკვე თბილისში ვართ და იმ 36 კაციდან 14 გუშინ ღამე დავბრუნდით თბილისში... სანამ თემა გაიხსნება აქ ვიტყვი მოკლედ ჩავედით დავბინავდით კოტეჯში და მეორე დღეს 10 საათზე წამოვედით გზა 15 კილომეტრი იყო და სულ აღმართებზე ვიარეთ. დედაბერაზე რომ ავდიოდით უკვე დაჭიანებული გაყინული მარტის თოვლი იდო. აქ ძალიან გაგვიჭირდა რადგან ფეხი სრიალებდა, ერთმანეთს არ უნდა ჩამოვშორებოდით და 15-35 კილოიანი ზურგჩანთებით აღმართიან თოვლში სიარულზე აღარაფერს ვამბობ. ასე და ამგვარად გზის 50 % რომ გავიარეთ მერე სულ დაღმართი დაიწყო დედაბერიდან ვეშვებოდით და აი ახლა მივხვდი დაღმართი რომ უფრო რთული ყოფილა. სადღაც 18 ჯერ წავიქეცი თან ისე რამის ფეხი ამოვიგდე ვიწელებოდი. ამ დროს ჯნოსი ეძებდა ბილიკს და თოვლის გამო ვერ იპოვნა და დავიკარგეთ. დაკარგულები გაყინულები და მანდრაჟში ჩავარდილები 4 საათი რას ვაკეთებდით ვერ გეტყვით. ბოლოს საერთოდ ყველა იმედი დავკარგე 8 საათი ხდებოდა და სადღაც 30 წუთში დაგვაბნელდებოდა წინ კი 5 კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ზოგმა თქვა მოდი აქ გავშალოთ მთაზე კარავიო ეს კიდე სისულელე იყო იქ რომ დავრჩენილიყავით რა გვეშველებოდა. დამრეც მთაზე სადაც ვაკე არაა და ძირზე 1 მეტრი თოვლი დევს. ბოლოს გოგამ იყოჩაღა დაურეკა ნუნისის ტყის რეინჟერს და რომ გაიგო ამდენი ხალხი ვიყავით 4 კილომეტრი აღმართი სულ ფეხით ირბინა და 40 წუთში ამოვიდა და სწორ გზაზე დაგვაყენა.. მართალია თოვლი აღარ იყო დაბლა და დაბლა მაგრამ საშინელ ტალახში ვიარეთ და ისე დავიღალე ისე რომ ფეხსაცმლის ძირი ერთ ფეხზე საერთოდ ამძვრა და ბოლო 4კმ ცალი ფეხსაცმლით ვიარე ასე გამოდის : ) კოტეჯთან რომ მივედით უკვე 10 საათი იყო და გამოვიდა რომ 12 საათი ვიარეთ.. ასეთი საშიში გასვლა (საშიში არა იმიტომ იყო რომ დავიკარგეთ არამედ რამდენიმე ადამიანი ძლივს გადავრჩით, იანო და ჯნოსი დაგორდნენ და კიდევ კარგიც ხე იყო წინ თორე წაიყვანდა ხეობაში. მეც დავგორდი და ვიღაცამ დამიჭირა და გადამარჩინა ჩანთაზე მწვდა.) ბოლოს რომ მივედით კოტეჯში ძალიან კარგი რეინჯერები დაგვხვდნენ და სუფრაც გაგვაშლევინეს და დაძინების პრობლემაც მოგვიგვარეს : ) მაგრამ ვინაიდან მე ფეხსაცმელი დავხიე და მხოლოდ ბოტასები მქონდა ფეხები დასაბანი, გამოსაცვლელი არა, საძილე ტომარაც არა თბილისში მოვხიე ღამის 12 ზე და თან გამომყვა 14 კაცი ვინც ჩემ დღეში იყო :) :) :) ასე და ამგვარად ასეთ ლაშქრობებში აღარ წავალ სანამ მთლიანი ატრიბუტიკა არ მექნება. და არ მინდა ეწყინოს ორგანიზატორს მაგრამ მე იქ ვერაფერი სანახავი ვერ ვნახე თოვლში!! პირიქით ამტკივდა მთელი სხეული :D მაგას მერჩივნა ლისის ტბას გავყოლოდი ტყით და სოფელ ლისში ჩავსულიყავი.
Last edited by CheLo on 08 მაი 2011, 14:51, edited 1 time in total.


User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by keto » 08 მაი 2011, 13:34

WenTTo

ცუდია ცუდი შთაბეჭდილებებით დაბრუნება. არ მგონია ორგანიზატორს ეწყინოს იქ ვინმემ სანახავი თუ ვერ დაინახა.
იმედია არც შენ გეწყინება, თან რა ჩემი საქმეა, მაგრამ გიგამ ამ თემაში ძალიან ბევრჯერ გაიმეორა, განსაკუთრებით კი ახალბედებისა და გამოუცდებელისათვის, რომ საჭირო აღჭურვილობის გარეშე, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობის გარეშე, წასვლას მორიდებოდა ხალხი :)
Keep Smiling...

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 08 მაი 2011, 13:39

keto
არა მე სხვა რამე ვიგულისხმე განა ვერ ვიარე ან ბოლო მოვდიოდი : ) უბრალოდ ამინდი არ იყო კარგი და ვერც კარავი გავშალე და ტყუილად ვატარე და ის ადიელებიც დამისველდა რასაც საძილე ტომარის ფუნქციები უნდა შეესრულებინა ;) ზაფხულში ალბათ ლამაზი ბუნება იქნება სულ გამწვანებული მაგრამ ახლა მე ვერაფერი ლამაზი ვერ დავინახე გარდა გაყინული ხეებისა და ზედ გაშავებული გამხმარი სოკოებისა.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by avtokh » 08 მაი 2011, 14:16

გამოდის ნახევარი უკან დაბრუნებულხართ, ლაშქრობა ლაშქრობაა, ხან თოვლი იქნება, ხან წვიმა და ხან ტალახი. ეგ არაფერი გამოცდილების შემძენი მაინც იქნებოდა და შემდეგში გაითვალისწინებ :)
Image

User avatar
nikolozi
ბოდიალა
Posts: 170
Joined: 18 იან 2011, 23:36
Location: მზის სისტემაში
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by nikolozi » 08 მაი 2011, 14:27

ჩამოვედით ნაწილი მოლაშქრეების! დანარჩენები მშვიდობიანათ არიან რეინჯერების კოტეჯში დაბინავებულები !
გასვლა ჩემი აზრით იყო კარგი ,ბევრი ექსტრიმითა და სიძნელეებით სავსე !
ვისაც გაუჭირდა იყო მხოლოდ თავისი ბრალი !!!! ნურავის ნუ ეწყინება მაგრამ არანაირად არ შეიძლება მთაში გამოუცდელი და მოუმზადებელი ხალხის წასვლა !!! იგულისხმება ფიზიკური მომზადება და აღჭურვილობა !!!
ყოჩაღ Jnosy რადგან მან ყველაფერი გააკეთა მთლიანი ჯგუფის უსაფრთხოებისთვის! მოკლედ მაგარი გასვლა იყო

WenTTo შენი ნომერი ან სკაიპი მომწერე პირადში, ფოტოები მინდა
A NEW ADVENTURE IS WAITING

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 08 მაი 2011, 14:38

Wentto_7

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by დათო » 08 მაი 2011, 14:43

არა უშავს, ცხოვრებაში ყოველთვის ვერ წავა ყველაფერი ზუსტად გეგმის მიხედვით. :)

დედაბერაზე ავედით პრობლემების გარეშე, ნორმალურად ვიარეთ. აი უკვე ზედ მთაზე რომ უნდა გვენახა ნუნისში ჩამავალი ბილიკი, იქ დაგვეწყო პრობლემები. თოვლი ფარავდა მიწას, ხოლო ნისლი ფარავდა ხეებზე ბილიკის ნიშნებს. ამიტომ სწორი გზის პოვნა გაგვიძნელდა. პირობები რთული იყო - ძალიან სრიალა თოვლი (ვენტოს ნაამბობი დაგორებების შესახებ კარგად ასახავს ვითარებას :D ), ნისლი, შეუჩერებელი წვიმა, ცივი ქარი. ბოლოს გიგას მეცადინეობით დავუკავშირდით რენჯერებს. ერთ-ერთი მათგანი ამოვიდა და დაგვაყენა ნუნისის ბილიკზე.

ჩავედით და კოტეჯში დავბინავდით. მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი იყო სამარშრუტოთი ნუნისიდან თბილისში ჩამოსვლა, დაახლოებით ნახევარმა გადავწყვიტეთ წამოვსულიყავით გადაღლის ან/და მშრალი ნივთების მწვავე დეფიციტის გამო. დღეს 2-3 საათის წინ დავუკავშირდი დარჩენილებს, კოტეჯში იყვნენ. კარგად არიან.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 08 მაი 2011, 15:12

http://myftp.ge/download.php?id=32BD71411

ჩამოტვირთეთ ვისაც გინდათ სურათები მაგრამ ბევრი არაა... უმეტესობა ჩემი გადაღებული არაა და სადაც ბევრი ხალხია ცოტა ცუდებია..

User avatar
L/F
ბილიკზე მოარული
Posts: 45
Joined: 11 აპრ 2010, 18:32
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by L/F » 08 მაი 2011, 15:30

WenTTo wrote:ჩვენ უკვე თბილისში ვართ და იმ 36 კაციდან 14 გუშინ ღამე დავბრუნდით თბილისში... სანამ თემა გაიხსნება აქ ვიტყვი მოკლედ ჩავედით დავბინავდით კოტეჯში და მეორე დღეს 10 საათზე წამოვედით გზა 15 კილომეტრი იყო და სულ აღმართებზე ვიარეთ. დედაბერაზე რომ ავდიოდით უკვე დაჭიანებული გაყინული მარტის თოვლი იდო. აქ ძალიან გაგვიჭირდა რადგან ფეხი სრიალებდა, ერთმანეთს არ უნდა ჩამოვშორებოდით და 15-35 კილოიანი ზურგჩანთებით აღმართიან თოვლში სიარულზე აღარაფერს ვამბობ. ასე და ამგვარად გზის 50 % რომ გავიარეთ მერე სულ დაღმართი დაიწყო დედაბერიდან ვეშვებოდით და აი ახლა მივხვდი დაღმართი რომ უფრო რთული ყოფილა. სადღაც 18 ჯერ წავიქეცი თან ისე რამის ფეხი ამოვიგდე ვიწელებოდი. ამ დროს ჯნოსი ეძებდა ბილიკს და თოვლის გამო ვერ იპოვნა და დავიკარგეთ. დაკარგულები გაყინულები და მანდრაჟში ჩავარდილები 4 საათი რას ვაკეთებდით ვერ გეტყვით. ბოლოს საერთოდ ყველა იმედი დავკარგე 8 საათი ხდებოდა და სადღაც 30 წუთში დაგვაბნელდებოდა წინ კი 5 კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ზოგმა თქვა მოდი აქ გავშალოთ მთაზე კარავიო ეს კიდე სისულელე იყო იქ რომ დავრჩენილიყავით რა გვეშველებოდა. დამრეც მთაზე სადაც ვაკე არაა და ძირზე 1 მეტრი თოვლი დევს. ბოლოს გოგამ იყოჩაღა დაურეკა ნუნისის ტყის რეინჟერს და რომ გაიგო ამდენი ხალხი ვიყავით 4 კილომეტრი აღმართი სულ ფეხით ირბინა და 40 წუთში ამოვიდა და სწორ გზაზე დაგვაყენა.. მართალია თოვლი აღარ იყო დაბლა და დაბლა მაგრამ საშინელ ტალახში ვიარეთ და ისე დავიღალე ისე რომ ფეხსაცმლის ძირი ერთ ფეხზე საერთოდ ამძვრა და ბოლო 4კმ ცალი ფეხსაცმლით ვიარე ასე გამოდის : ) კოტეჯთან რომ მივედით უკვე 10 საათი იყო და გამოვიდა რომ 12 საათი ვიარეთ.. ასეთი საშიში გასვლა (საშიში არა იმიტომ იყო რომ დავიკარგეთ არამედ რამდენიმე ადამიანი ძლივს გადავრჩით, იანო და ჯნოსი დაგორდნენ და კიდევ კარგიც ხე იყო წინ თორე წაიყვანდა ხეობაში. მეც დავგორდი და ვიღაცამ დამიჭირა და გადამარჩინა ჩანთაზე მწვდა.) ბოლოს რომ მივედით კოტეჯში ძალიან კარგი რეინჯერები დაგვხვდნენ და სუფრაც გაგვაშლევინეს და დაძინების პრობლემაც მოგვიგვარეს : ) მაგრამ ვინაიდან მე ფეხსაცმელი დავხიე და მხოლოდ ბოტასები მქონდა ფეხები დასაბანი, გამოსაცვლელი არა, საძილე ტომარაც არა თბილისში მოვხიე ღამის 12 ზე და თან გამომყვა 14 კაცი ვინც ჩემ დღეში იყო :) :) :) ასე და ამგვარად ასეთ ლაშქრობებში აღარ წავალ სანამ მთლიანი ატრიბუტიკა არ მექნება. და არ მინდა ეწყინოს ორგანიზატორს მაგრამ მე იქ ვერაფერი სანახავი ვერ ვნახე თოვლში!! პირიქით ამტკივდა მთელი სხეული :D მაგას მერჩივნა ლისის ტბას გავყოლოდი ტყით და სოფელ ლისში ჩავსულიყავი.


მეც მაგიტომ შევიკავე აქ წასვლაზე ცუდი პერიოდი შეარჩიეთ წასასვლელად
თან მარშუტიც რომ წავიკითხე რთული იყო საკმაოდ ... მაგრამ ვისაც ხეტიალი უყვარს ეგეთ ადგილებში მათ შორის მეც ალბათ საბოლოო ჯამში მაინც კარგი გასვლა გამოუვათ დარჩენილებს დაღლაშიც არის რაღაც კარგი : )

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by guruli » 08 მაი 2011, 15:49

მოკლედ, ეგ მარშრუტი არც გვირებს კარაველებს და არც ვეშვებით. :D გაცილების დღესაც მინდოდა გამეხსენებინა ის წინა, გრანდიოზული დაკარგვა, რომელსაც პირობითად ყველამ ლამას დაკარგვა დავარქვით იმის მიუხედავად, რომ გზის არევა მართლა არ ყოფილა ლამას ბრალი, თუმცა თავი შევიკავე - დათარსვაში არ ჩამომართვან-მეთქი. :) თურმე სულ ტყუილად. :D :D
მოკლედ, ვისაც დაკარგვა და ექსტრიმი უნდა, მაგ ბილიკზე უნდა წავიდეს. :)
ისე, რა გახდა მაგ მარშრუტის დანომვრა - ერთხელ ზაფხულში წავიდეთ და მოვნიშნოთ აბრებით და რამე, მაინც არ ვეშვებით და ისევ ჩვენ გამოგვადგება. :D
პ.ს. მაქაურ მეტყევეებს ძეგლი თუ არა, მემორიალური დაფა მაინც ეკუთვნით კარავზე -მართლაც რომ ჩვენს სადარაჯოზე დგანან, უკვე მერამდენედ ჩამოჰყავთ დედაბერადან დაკარგული კარაველები. :) მანდ ჩასვლა თუ არ აგვიკრძალეს კარაველებს. :D
WenTTo
და არ მინდა ეწყინოს ორგანიზატორს მაგრამ მე იქ ვერაფერი სანახავი ვერ ვნახე თოვლში!!
ეგ არაფერი - ახლა დაღლილი, ცხელ გულზე წერ მაგას, მაგრამ გაივლის დრო, გაგივლის დაღლილობაც, ტკივილიც და ეგ ექსტრიმი საუკეთესო მოგონებად გექცევა. იმ წუთებში ჩემზეც ცუდად მოქმედებდა, დათვიჯვრის აღმართებში წვიმაში მიკროავტობუსს რომ ხელით ვაწვებოდით და ისე ამოვაგორეთ უღელტეხილზე შატილი-მუცოს იმ დაუვიწყარი გასვლისას, ბანაკში ხეზე გობემ კალენდარი რომ დაჰკიდა, მერე კი ჰალსტუხიც გაიკეთა და სხვებიც აიყოლია, :D მაგრამ ნეტავ იცოდე, დღეს რა ტკბილად მახსენდება ის ყველაფერი. :D სხვათა შორის, ყველა სიამოვნებით იგონებს იმ წუთებს.
ნისლში თუ ხედები არ გამოჩნდა და თოვლში - ბილიკი, ეგ არაა ორგანიზატორის ბრალი.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]