ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Naia » 29 აპრ 2011, 11:08

Jnosy
სამყაროს ჭიპზე გამახსენდა, გიგა მგონი შენი მეგობარი იყო, დეპუტატი :) ეგეც ხომ არ მოდის? :) აი, მაგან იცის თუ იცის ამბები ნუნისზე :)

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Jnosy » 29 აპრ 2011, 11:11

Holden wrote:მოკლედ, ხალხნო, დღეს ჩემმა უფროსმა საოცრად დამაინტრიგა, თან ისე, რომ ლამის დღესვე ავლაგდი და ნუნისში გადავლაგდი!

მოკლედ, ყველაფერი იმითი დაიწყო, რომ მკითხა: ნუნისი რომ მსოფლიოს ჭიპია, თუ იციო. მე ვუთხარი: ნუნისის მარტო ბუნება და წყლები ვიცი-მეთქი. ლეგენდაც არ გაგიგიაო?! - მკითხა გაკვირვებულმა (ეგეც დიდი ნახეტიალები ადამიანია თავის დროზე), ხოდა რო შემატყო სრულიად ინდიფერენტული ვიყავი და უცვლელი სახით მივშტერებოდი, ასეთი რამე მომიყვა:

რამოდენიმე წლის წინ მისი ძმაკაცები წავიდნენ ნუნისში და კარვები ზუსტად იქ გაშალეს, რომელი ადგილიც ლეგენდის მიხედვით დედამიწის ჭიპად მოიაზრება. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ღამე ერთ-ერთი ძმაკაცი ფეხზე არ წამოხტა და არ ამოიჩემა ცხენების თქარათქური მესმის და თქვენ რამ დაგაყრუვათო, სხვებს ამ დროს მშვიდად ეძინათ და ამისი ღამეული გამოხტომისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ამან კიდე ძილი ვეღარ შეიბრუნა და იქვე 5-10 წუთის სავალზე წავიდა, წყაროზე. დიდი ხანი რომ არ დაბრუნდა ძმაკაცებმა ძებნა დაუწყეს, 4 საათიანი უშედეგო ძებნის მერე შეშინებულებმა თვალი მოკრეს, თუ როგორ მშვიდად მოდიოდა ეს ამათი ძმაკაცი წყაროდან, რო მიესივნენ გახარებულები, ის წყაოზე წასული ძმაკაცი უარესად გაკვირვებული დარჩა, რამ გადაგრიათ 15 წუთია, რაც გავედიო (არადა, უკვე თენდებოდა). მოკლედ, რომ გაააზრებინეს, რომ მართლა 4 საათზე მეტი იყო, რაც წასული იყო წყალზე, ტიპი გადაირია და თბილისში ჩამოსული 2 თვე სახლიდან არ გამოსულა, იმიტომ რომ ეგონა გარეკა, არ ახსოვდა სად იყო იმ 4 საათის განმავლობაში. მერე ნელ-ნელა დაუბრუნდა ისევ ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმს (როცა დარწმუნდა, რომ ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო).

ხოდა, ეს ამბავი მოვისმინე დღეს და ფეხები ისე ამექავა, ლამის დღესვე წავედი! :P

ყველაზე მთავარი კიდე ის არის, რომ ამ ამბებს, რომ მიყვებოდა, დაავიწყდა თვითონ ლეგენდა მოეყოლა, ხოდა აქ თუ ვინმე მეტყვის, რას გულისხმობდა ეს ჩემი უფროსი, ძალიან გამეხარდება.
ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ერთი 10 წლის წინ გაზეთ ასავალ-დასავალში გამოაქვეყნეს ვინმე გივი ალაზნისპირელის სტატია, რომელიც წერდა რომ საქართველოში, კერძოდ კი სოფელ ნუნისში არის ნოეს კიდობანი . . . ყველამ აიტაცა და ზოგმა ისე ბრმად დაიჯერა, რომ რუქაზეც კი არ იცოდნენ სად იყო ნუნისი. სოფელი ნუნისი არის მთიან რეგიონში, და ნოეს კიდობანიც არის ერთ-ერთი მთა . . . ანუ, ვითომ კიდობანი არ ტივტივებდა წყალზეო, ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კიდობანი (ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული როგორც ბერების კლდე) დაიკეტა ჰერმეტიულად. ეს გივი ამბობდა, რომ ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს . . . და მეცამეტე კი არ გახსნეს იმიტომ, რომ მისგან სასტიკი კვნესა, კივილი და სხვა შემაძრწუნებელი ხმები მოდიოდა . . . და მეცნიერებმა დაასკვნეს(ან გივიმ…), რომ ეს მე13 კარები იყო ჯოჯოხეთში ჩასასვლელი(შესასვლელი).

კიდევ იყო ფაქტები თუ რატომ იყო ის მთა ნოეს კიდობანი (სინამდვილეში ბერების კლდე), და როგორ ცოცხლობდნენ შიგნით ადამიანები, მაგრამ არაფერი არ იყო ნათქვამი “ჯოჯოხეთის შესასვლელის” შესახებ. . . მაგრამ დამატებული იყო რამდენიმე ფაქტი – რომლებიდანაც გამომდინარეობდა რომ ეს ზონა იყო მაგნიტურად აქტიური(არც კი ვიცი, ესე ეწოდება?) – ანუ, კომპასი “იბნეოდა”, სურათები არ გამოდიოდა და ა.შ. . .

ამ აზრს ვერ მოგახვევთ თავზე და აქ არცერთ წასვლაზე ამდაგვარი არაფერი დამიწერია (შეგნებულად ვერიდები). იმ წყაროს გვერდით დავცემთ ბანაკს და გავჩერდებით ჩასვლის დღიდან წამოსვლამდე. როგორც სექტანტები იტყოდნენ (სექტანტებს ეძახის მამაო მაგათ ყველას). მანდ კუსტარული გათხრებიც კი მიმდინარეობდა, გივი ალაზნისპირელს კი ბერების კლდე დედამიწის ჭიპიც გონია. მიუხედავად იმისა, რომ დიდ სისულელედ და გივის ფანტაზიის ნაყოფად ვთვლი, საკმაოდ მისტიური ადგილია და ფაქტია, რომ ყოველ გაზაფხულს პატარა მანდ ბავშვივით მიმიხარია მეც :)

და ბოლოს საპატრიარქოს მხრიდან ეს დაგმობილ იქნა, და საქმიანობა ჩაითვალა ერეტიკოსობათ... ეს მივიწყებული მონასტერიც ზუსტად მაგ ოარული ხმების დასაფანტად აღადგინა პატრიარქომ ამბობენ იქაურები. საკმაოდ ბევრი რამ დაიწერა და ითქვა მაგ ადგილზე, სიმართლე თუ ტყუილი.

სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი.

ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

ესე ბმული ღმრთისმშობლის ეკლესიაზე – http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C% ... 8%E1%83%90

ასევე იხ. www.nunisi.ge
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Naia » 29 აპრ 2011, 11:25

Jnosy
გიგა, ვახანის ციხე შორია ჩვენი საბანაკე ადგილიდან? შევძლებთ მის ნახვას?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Tamari-ch. » 29 აპრ 2011, 11:30

http://www.panoramio.com/photo/16373265

აი ეს კლდე

Image

NUNISI - ბერების კლდე - BERTA KLDE - NOES SAKURTKHEVELI



ვიკის ბმული შეამცირეთ გაწელა გვერდი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by keto » 29 აპრ 2011, 11:40

Tamari-ch. wrote:http://www.panoramio.com/photo/16373265

აი ეს კლდე

Image

NUNISI - ბერების კლდე - BERTA KLDE - NOES SAKURTKHEVELI



ვიკის ბმული შეამცირეთ გაწელა გვერდი
ერთი სული მაქვს როდის მოვა 6 მაისი :roll:
Keep Smiling...

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by CheLo » 29 აპრ 2011, 11:55

Jnosy wrote: ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ერთი 10 წლის წინ გაზეთ ასავალ-დასავალში გამოაქვეყნეს ვინმე გივი ალაზნისპირელის სტატია, რომელიც წერდა რომ საქართველოში, კერძოდ კი სოფელ ნუნისში არის ნოეს კიდობანი . . . ყველამ აიტაცა და ზოგმა ისე ბრმად დაიჯერა, რომ რუქაზეც კი არ იცოდნენ სად იყო ნუნისი. სოფელი ნუნისი არის მთიან რეგიონში, და ნოეს კიდობანიც არის ერთ-ერთი მთა . . . ანუ, ვითომ კიდობანი არ ტივტივებდა წყალზეო, ხალხი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩნენ, რომ კიდობანი (ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული როგორც ბერების კლდე) დაიკეტა ჰერმეტიულად. ეს გივი ამბობდა, რომ ამ მთაში აღმოაჩინეს 13 ოთახი, რომელთაგანაც მხოლოდ 12 გახსნეს . . . და მეცამეტე კი არ გახსნეს იმიტომ, რომ მისგან სასტიკი კვნესა, კივილი და სხვა შემაძრწუნებელი ხმები მოდიოდა . . . და მეცნიერებმა დაასკვნეს(ან გივიმ…), რომ ეს მე13 კარები იყო ჯოჯოხეთში ჩასასვლელი(შესასვლელი).

კიდევ იყო ფაქტები თუ რატომ იყო ის მთა ნოეს კიდობანი (სინამდვილეში ბერების კლდე), და როგორ ცოცხლობდნენ შიგნით ადამიანები, მაგრამ არაფერი არ იყო ნათქვამი “ჯოჯოხეთის შესასვლელის” შესახებ. . . მაგრამ დამატებული იყო რამდენიმე ფაქტი – რომლებიდანაც გამომდინარეობდა რომ ეს ზონა იყო მაგნიტურად აქტიური(არც კი ვიცი, ესე ეწოდება?) – ანუ, კომპასი “იბნეოდა”, სურათები არ გამოდიოდა და ა.შ. . .

ამ აზრს ვერ მოგახვევთ თავზე და აქ არცერთ წასვლაზე ამდაგვარი არაფერი დამიწერია (შეგნებულად ვერიდები). იმ წყაროს გვერდით დავცემთ ბანაკს და გავჩერდებით ჩასვლის დღიდან წამოსვლამდე. როგორც სექტანტები იტყოდნენ (სექტანტებს ეძახის მამაო მაგათ ყველას). მანდ კუსტარული გათხრებიც კი მიმდინარეობდა, გივი ალაზნისპირელს კი ბერების კლდე დედამიწის ჭიპიც გონია. მიუხედავად იმისა, რომ დიდ სისულელედ და გივის ფანტაზიის ნაყოფად ვთვლი, საკმაოდ მისტიური ადგილია და ფაქტია, რომ ყოველ გაზაფხულს პატარა მანდ ბავშვივით მიმიხარია მეც :)
გივიიიიიიიიიიიიიიიიი შე მამაძაღლო შენააა :lol: :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
kappa
ბოდიალა
Posts: 106
Joined: 03 ნოე 2008, 13:57
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by kappa » 29 აპრ 2011, 12:10

1. ჯნოსი
2. MIRANDA მოცეკვავე I
3. Marita 777 მოცეკვავე II (მონადირე გვაკლია)
4.მეგზური (ძალიან მინდა )
5. პატაპუტინა
6. ბარტყი
7. ქეთო (სრული აღჭურვილობა, 2 კაციანი კარავი)
8. BUSUSA (89%)
9. HOLDEN ზუსტად 90%-იანი ალბათობით + 1ლ ჭაჭა და კარავი 3 კაცზე
10.LiBrA (90%-იანი ვარ გიგა ჯერ ) II ხმა
11. M-A-R-T-A ( ვიცი, რომ შვებულებას ზუსტად ამ პერიოდს ამთხვევს)
12. WenTTo (6 კაციანი კარავი მაგრამ 4 ეტევა.. და მე მარტო ვარ)
13. მელანია IIIხმა ბანი)))
14. ამირანი I ხმა (98% ალბათობით)
15. დავით მურაჩაშვილი და მისი + I და II ხმები
17. ლაშა არბოლიშვილი II ხმა (90% -იანი ალბათობით)
18. შოთა II ხმა (98%-იანი ალბათობით)
19. იაკო (კარავი არ მაქვს მხოლოდ; 90% ალბათობით)
20. ნაია (ამინდზე ვარ დამოკიდებული 2 (მაქს. 3) კაციანი კარავი, საძილე, ქვეშაგები. ვბრუნდები კვირას.
21. ლეო 1 ? (უკარვოდ)
22. იანო
23. პერწკლი საძილე, ქვეშაგები. (95% ალბათობით )
24. LOLIKA (კარავი არ მაქვს)
25. ლადო VI ხმა (90%)
26. თათია აბესაძე (ჩაწერა მთხოვა და ჩავწერე)
27. WenTTo +
28. Marita 777-ის + (თამთა)
29. Marita 777-ის + (ნანიკო)
30. მაო (kappa, სრული აღჭურვილობით, 3ადგილიანი კარვით)

User avatar
Holden
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივლ 2009, 12:47
Location: პოპოკატეპეტლი
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Holden » 29 აპრ 2011, 12:19

Jnosy

მადლობა ამომწურავი ინფორმაციისათვის, ვგიჟდები მისტიკურ ადგილებზე! :lol:

User avatar
Holden
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 25 ივლ 2009, 12:47
Location: პოპოკატეპეტლი
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Holden » 29 აპრ 2011, 12:22

1. ჯნოსი
2. MIRANDA მოცეკვავე I
3. Marita 777 მოცეკვავე II (მონადირე გვაკლია)
4.მეგზური (ძალიან მინდა )
5. პატაპუტინა
6. ბარტყი
7. ქეთო (სრული აღჭურვილობა, 2 კაციანი კარავი)
8. BUSUSA (89%)
9. HOLDEN ზუსტად 90%-იანი ალბათობით + 1ლ ჭაჭა, სრული აღჭურვილობით და კარავი 3 კაცზე (ანუ, LiBrA-ს და M-A-R-T-A-ს მე ვაბინავებ)
10.LiBrA (90%-იანი ვარ გიგა ჯერ ) II ხმა
11. M-A-R-T-A ( ვიცი, რომ შვებულებას ზუსტად ამ პერიოდს ამთხვევს)
12. WenTTo (6 კაციანი კარავი მაგრამ 4 ეტევა.. და მე მარტო ვარ)
13. მელანია IIIხმა ბანი)))
14. ამირანი I ხმა (98% ალბათობით)
15. დავით მურაჩაშვილი და მისი + I და II ხმები
17. ლაშა არბოლიშვილი II ხმა (90% -იანი ალბათობით)
18. შოთა II ხმა (98%-იანი ალბათობით)
19. იაკო (კარავი არ მაქვს მხოლოდ; 90% ალბათობით)
20. ნაია (ამინდზე ვარ დამოკიდებული 2 (მაქს. 3) კაციანი კარავი, საძილე, ქვეშაგები. ვბრუნდები კვირას.
21. ლეო 1 ? (უკარვოდ)
22. იანო
23. პერწკლი საძილე, ქვეშაგები. (95% ალბათობით )
24. LOLIKA (კარავი არ მაქვს)
25. ლადო VI ხმა (90%)
26. თათია აბესაძე (ჩაწერა მთხოვა და ჩავწერე)
27. WenTTo +
28. Marita 777-ის + (თამთა)
29. Marita 777-ის + (ნანიკო)
30. მაო (kappa, სრული აღჭურვილობით, 3ადგილიანი კარვით)
31. :arrow:

პატარა ცვლილებები შევიტანე უბრალოდ :roll:

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Lado meleksishvili » 29 აპრ 2011, 12:58

kappa
აუ როგორ გამიხარდა, რომ მოდიხარრ :D :D :D
Last edited by Lado meleksishvili on 29 აპრ 2011, 17:45, edited 1 time in total.

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by meleksa » 29 აპრ 2011, 13:12

Lado meleksishvili wrote: თვენ ჭიპიან ბერტყვებზეც გეცოდინებათ რამე?!

მტერსაც არ ვისურვებ მაგათთან შეხვედრას, ჭიპიანი ბერტყვების სახეობა გაზაფხული ზაფხულის პერიოდში განაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ... მააშ
:!:
Image

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by mariamooo » 29 აპრ 2011, 13:17

ცოტაც და სამსახურიდან წამოვალ :D:D

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by დათო » 29 აპრ 2011, 13:24

მტერსაც არ ვისურვებ მაგათთან შეხვედრას, ჭიპიანი ბერტყვების სახეობა გაზაფხული ზაფხულის პერიოდში განაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ
ყველაზე ცუდია, რომ შხამიანები არიან :(

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by XAO » 29 აპრ 2011, 13:35

მე თუ წამოვედი მეგობართან ერთად ნუნიში დაგხვდებით :)
ტყის ბრძენი
Image

User avatar
Lado meleksishvili
მაწანწალა
Posts: 841
Joined: 03 სექ 2009, 16:59
ზანავი – ნუნისი, ბილიკი N4 - 6, 7, 8 და 9 მაისს 2011წ.

Post by Lado meleksishvili » 29 აპრ 2011, 14:38

:)
Last edited by Lado meleksishvili on 29 აპრ 2011, 17:47, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]