Page 1 of 7

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 12 აპრ 2011, 20:08
by Ketevan Guliashvili
მეგობრებო, ანისის, ყარსისა და დოგუბაიაზიტის (სადაც იცჰაკ ფაშას სასახლე, ნოეს კიდობანი და არარატის მთის ულამაზესი ხედებია) დალაშქვრაზე რას იტყვით? 2 წელია ეს ოცნება არ ასვენებს გონებას და გულს. ახლად აყვავებული ატმები, დაკარგული ქალაქის ნანგრევები, 19 საუკუნის რუსული ბატონობის დროინდელი შენობები, მეჩეთები, სასახლეები არარატის ხედებიუგემრიელესი თაფლიანი კერძები, შემწვარი ბატი..... ახლა საქმეზე გადავალ:

1. ადგილმდებარეობა

აღმოსავლეთ ანატოლია. თურქეთი ყარსისა და აგრის პროვინცია.

2.გასვლის დრო და ადგილი:


7 მაისი შაბათი 07:00
სამთო ქიმია

3. ფასი:

150 ლარი

4. ამინდი

მზიანი, ჩვალებადი მოღრუბლულობა ბოლო დღეს.


5. გასავლელი მანძილი:

დაახლოვებით 1204 კმ.

6. ღირშესანიშნავი ადგილები:

ა. დოგუბაიაზიტში - იცჰაკ პაშას სასახლე, ურარტუს დროინდელი ნანგრევები, მეტეორული კრატერი, არარატის მთის ხედები.

ბ. ყარსი-ანისი - ანისის ნაქალაქარი, რომელიც 1001 ტაძრის სახელწოდებითაა ცნობილი

ნაქალაქარს ესაძღვრება სელჩუკთა სასახლის ნანგრევები (İNKAYA-MİCİNGİRT KALESİ) , კედელი. ყარისის ციხე.


ანისის ნაქალაქარი შესვლის საფასური 5 თურქული ლირა ადამიანზე.

7. სასარგებლო ბმულები:

http://www.bigloveturkey.com/pages/Isha ... Palace.asp


http://ontheroad.adventure-antarctica.de/tag/kars/

http://fle135-turkiye.pbworks.com/w/page/5905621/Kars

http://www.tripadvisor.co.uk/ShowUserRe ... urkey.html

http://iguide.travel/Ani/Sights

http://www.kars.gov.tr/gezirehberi/Ru/rusca.html

8. რჩევები და საჭირო აღჭურვილობა.

3 დღის საგზალი, მრავალჯერადი გამოყენების პირადი ჭურჭელი, თბილი ტანისამოსი, საზღვარგარეთის პასპორტი, წყალი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი.

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 12 აპრ 2011, 20:09
by Ketevan Guliashvili
1. ქეთი გულიაშვილი
2. ქეთი გულიაშვილის +

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 12 აპრ 2011, 20:14
by KSOVRELI
Ketevan Guliashvili
ახლა საქმეზე გადავალ:
საქმეში ფული არ ჩანს :D

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 12 აპრ 2011, 20:32
by Ketevan Guliashvili
სამარშრუტო 1300 ლარად ვიქირავეთ. რაც გაიყოფა თანაბრად.

ხანგრძლივობაა 3 დღე. ორშაბათს ღამით ჩამოვალთ!

მიიღება შენიშვნები!

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 13 აპრ 2011, 09:34
by Iako.
ქეთი ორ დღეში მოსასწრებია ეს ყველაფერი????
და თბილისში რომელ საათზე ვიქნებით?

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 13 აპრ 2011, 10:43
by avtokh
მგზავრობის სავარაუდო ხარჯი მაინც მიუთითე რა :) რამდენი დაჯდება სამარშუტოს სრული შევსების შემთხვევაში და მერე გაირკვევა რამდენი მოუწევს თითო ადამიანს რაოდენობის გათვალისწინებით. მარშუტი საინტერესოა ნამეტნავად.

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 13 აპრ 2011, 13:51
by bavshvi
ძალიან საინტერესო მარშრუტია :)

უბრალოდ მართლა საინტერესოა რა დაჯდება ეს სიამოვნება :)

ანუ დაახლოებით ვიცით, რომ სადღაც 35 ლირა გვჭირდება აუცილებლად. მაგრამ აი ტრანსპორტირების ხარჯი რამდენია ??? ამას თუ დაგვიზუსტებ კარგი იქნება :) მერე უფრო ჩამოვყალიბდები რამდენად შევძლებ წამოსვლას :)


პ.ს. სურვილი ძალიან დიდია :) რაღაც მომეწონა ეს გასვლა :)

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 13 აპრ 2011, 16:02
by Naia
მსურველი ვარ. იქნებ ხარჯები დააზუსტოთ?

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 13 აპრ 2011, 16:21
by Ketevan Guliashvili
ხარჯები დაზუსტებულია და ჩასწორებულია წინა გზავნილში:)

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 13 აპრ 2011, 16:28
by Ketevan Guliashvili
ცვლილება შეტანილია, იხილეთ პირველი წერილი.
როგორც ამიხსნეს ამ ვადაში მოსწრებადია ყველაფერი.

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 13 აპრ 2011, 17:31
by optimisti
1. ქეთი გულიაშვილი
2. ქეთი გულიაშვილის +
3. ოპტიმისტი

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 13 აპრ 2011, 18:58
by Ketevan Guliashvili
როგორც გითხარით უგემრიელესი შემწვარი ბატი აქვთ, ასევე გვირჩევენ შემწვარი თევზი გავსინჯოთ და რასაკვირველია ჩაი!

http://www.virtualtourist.com/travel/Mi ... -BR-1.html

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 14 აპრ 2011, 00:03
by bavshvi
კიდევ ერთი კითხვა დაზუსტების მიზნით :)

სამარშუტო ტაქსში რამდენი ადამიანი ეტევა ???

ანუ თუ 20 ადამიანი წავიდა, მაშინ სამარშუტოთი წასვლა დაჯდება 50 ლარი კაცზე, რაც ჩემთვის მისაღებია :) (თუმცა ჯერ საბოლოო პასუხი არ ვიცი :( )


აუ მინდაააააააა :)

პ.ს. მაგრამ ჯერ პასპორტი უნდა გავაკეთო და მერე უნდა გავარკვიო 30-ში მცალია თუ არა :)

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 14 აპრ 2011, 00:16
by Ketevan Guliashvili
bavshvi wrote:კიდევ ერთი კითხვა დაზუსტების მიზნით :)

სამარშუტო ტაქსში რამდენი ადამიანი ეტევა ???

ანუ თუ 20 ადამიანი წავიდა, მაშინ სამარშუტოთი წასვლა დაჯდება 50 ლარი კაცზე, რაც ჩემთვის მისაღებია :) (თუმცა ჯერ საბოლოო პასუხი არ ვიცი :( )


აუ მინდაააააააა :)

პ.ს. მაგრამ ჯერ პასპორტი უნდა გავაკეთო და მერე უნდა გავარკვიო 30-ში მცალია თუ არა :)
ეს გზავნილიც ცასწორებულია, ზვიადის ჩვენთან წამოსვლა არ გამოვიდა ამის გამო სხვას შევუთანხმდი და ფასმაც მოიმატა. 1300 ლარი განაწილდება თანაბრად.

ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Posted: 14 აპრ 2011, 00:19
by Ketevan Guliashvili
http://www.anatolia.com/maps/turkey_road_map/

თურქეთის საგზაო რუკა,

http://www.illerarasimesafe.com/?nerede ... ars-merkez

მანძილი ფოცხოვიდან ყარსამდე.