ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 22 აპრ 2011, 22:16

მიხარია რომ ვმრავლდებით :)
გთავაზობთ ფოტოს განწყობისათვის :)
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 22 აპრ 2011, 22:24

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

khatuna25
ასფალტზე მოარული
Posts: 14
Joined: 31 ოქტ 2010, 20:47
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by khatuna25 » 27 აპრ 2011, 16:29

რა საინტერესო გასვლააა საბოლოო ხარჯები დადგენილია ? შეგიძლიათ დაწეროთ ?

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 27 აპრ 2011, 17:00

khatuna25 wrote:რა საინტერესო გასვლააა საბოლოო ხარჯები დადგენილია ? შეგიძლიათ დაწეროთ ?
ეს გასვლა დაჯდება 150 ლარი!
Last edited by Ketevan Guliashvili on 05 მაი 2011, 19:32, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 28 აპრ 2011, 14:43

http://www.travelpod.com/travel-photo/f ... /tpod.html

საინტერესო ფოტოები
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 28 აპრ 2011, 15:14

http://boris.thinks.ru/blog/2011/04/24/ani/

ესე ანისის შესახებ რამოდენიმე ფოტო მონათხრობით.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by optimisti » 28 აპრ 2011, 16:33

საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია არარატთან შეძლებისდგვარად ახლოს მისვლა? თუ სასტუმროდან დანახული ხედი ისეთივეა რაც სომხეთიდან ჩანს?

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 28 აპრ 2011, 16:37

ანისის, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომლის მშენებლობაც დაიწყო 989 წელს სმბათ II-ის დროს და დასრულდა 1001წელს გაგიკ I მეუღლის, კათრამიდეს მიერ, ანისის დასავლეთ ნაწილში დგას.

Image

ფოტო ჩამოტვირთულია ვიკიპედიიდან :)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 28 აპრ 2011, 16:57

"სომხეთის საკითხი"

1125 წელს, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებისთანავე, თურქ-სელჩუკები და საქართრველოს მეზობელ სახელმწიფოთა მუსულმანი მმართველები გააქტიურდნენ. მათი განსაკუთრებული ინტერესის საგანს შირაკი და ქალაქი ანისი წარმოადგენდა.

იმ დროისთვის, ისტორიული სომხეთი რამდენიმე ნაწილად გაყოფილი და მაჰმადიანურ დინასტიათა ხელქვეითი იყო. "მცირე არმენიას" არზრუმის ამირები მართავდნენ, "დიდი არმენიის" დიდი ნაწილი შაჰ-არმენებს ეკუთვნოდათ. სომეხთა ერთი ნაწილი ჯერ კიდევ XIს-ის II ნახევარში თანამედროვე თურქეთის სამხერთში გადასახლდა და 1080 წელს კილიკის სომეხთა სამეფო ჩამოაყალიბა რეუბენიდთა მეთაურობით. აქედან გამომდინარე, "ანისის საკითხი" განსაკუთრებულ დატვირთვას იძენდა. ანისი ხომ შაჰინ-შაჰ ბაგრატუნთა ყოფილი სატახტო იყო. იქ იდგა სომეხთა უმთავრესი საკათედრო ტაძარიც. ამასთან, ანისის ოლქი - შირაკი უშუალოდ დაკავშირებული იყო სომხეთის საეკლესიო ცანტრ - ვაღარშაპატთა (ეჩმიაძინთან). ანისის პოლიტიკურ სტატუსს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ყოველთა სომეხთა სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრისთვის და, შესაბამისად, შეეძლო უდიდესი როლი ეთამაშა მთელი წინა აზიის და, აქედან გამომდინარე, ეგებ მთელი ცივილიზაციის ისტორიაში.

ამას მშვენივრად ასიგრძეგანებდა დავით აღმაშენებლი და შვილს ანდერძად დაუბარა, ისე გადაეწყვიტა ახლადშემოერთებულ ტერიტორიათა, მათ შორის სომხური მიწების საკითხი, როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ საქართველოს კათოლიკოსი იოანე და ბერი არსენი. როგორც ჩანს, დავითი ბოლომდე არ ენდობოდა შვილის, დემეტრე I-ის პოლიტიკურ ინტუიციას. არადა, ამ საკითხის გადასაწყვეტად უდიდესი ძალისხმევა, თანმიმდევრული პოლიტიკური კურსის გატარება და, საოცრად დელიკატური მიდგომა იყო საჭირო. საქმე ის არის, რომ "ანისის" საკითხი უშუალოდ უკავშირდებოდა რამდენიმე საერთაშორისო ძალის სასიცოცხლო ინტერესს:

თუკი ანისი სამუდამოდ უშუალოდ საქართველოს ნაწილად დარჩებოდა, ეს არაფერში აძლევდა ხელს სომხურ ეკლესიასა და სომხებს, რადგანაც სომეხთა გაქართველების საფრთხე უფრო დიდი იყო, ვიდრე მათი გამუსულმანების. ე.ი. ანისისა და შირაკის საქართველოს ფარგლებში ყოფნა, კავკასიაში მცხოვრებ სომხებს, თვითმყოფადობის დაკარგვით ემუქრებოდა. ანისის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, ცხადია, არც მუსულმანებს (ბაღდადის სულთანს, ირანის აზერბაიჯანის ათაბაგს, შაჰ-არმენსა და არზრუმის ამირას) აძლევდა ხელს. მაგრამ, ისინი უფრო დიდ საფრთხეს ანისის სამეფოს აღდგენაში ხედავდნენ.

თუკი ანისში აღდგებოდა მირონცებულ ქრისტიან შაჰინ-შაჰთა მეფობა, ამას შეიძლება სრულიად შეეცვალა პოლიტიკური სურათი წინა აზიაში. 1045 წლიდან მოყოლებული, სომეხი ხალხის ერთადერთი საყოველთაო მამამთავარი იყო მათი კათოლიკოსი, რომელიც უპირობოდ მოუწოდებდა ყოველ ქრისტიან სომეხს შაჰინ-შაჰის მორჩილებისკენ. ვინაიდან, ხლათის სასულთანოსა (შაჰ-არმენთა სამეფოს) და არზრუმის სამთავროს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ მონოფიზიტი სომხები, რომელნიც მცირერიცხოვან მუსულმანთა ჩაგვრისქვეშ იმყოფებოდნენ, ცხადია, მათთვის თვითმიზნად გადაიქცეოდა ანისის მეფის ქვეშევრდომობა. ამას დიდი გმოხმაურება მოჰყვებოდა კილიკიის სომეხთა და დიარბაქირის არამუსულმან ქურთთა შორისაც (რომლებიც სომხებივით ირანულ ენათა ჯგუფს ეკუთვნოდნენ(. ამასთან, იმდროინდელ მსოფლიოში უძლიერესი ქართული მხედრობის მხარდაჭერას შედეგად შეიძლება მოჰყოლოდა, ისტორიული სომხეთის მუსულმანთაგან სრული გათავისუფლება და აღდგენა ერთიანი სომხური სამეფოსი, რომელიც ანისიდან კილიკიამდე გადაიჭიმებოდა, შუაზე გაჰკვეთდა ირანისა და რუმის სელჩუკებს, რაც პერსპექტივაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიის მუსულმანთაგან სრული გაწმენდის წინაპირობად შეიძლებოდა ქცეულიყო. აღარასოდეს შეექმნებოდა საფრთხე კონსტანტინოპოლს, გადარჩებოდა და აღორძინდებოდა კაბადოკია დაპონტო-ლაზარეთიც, გაჩნდებოდა შესაძლებლობა არაისლამური ქურთისგანის სამეფოს შექმნისა. აქედან გამომდინარე, ანისში ქრისტიანული საქართველოს მოკავშირე სამეფოს აღდგენა, სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა სელჩუკურ-მაჰმადიანური სამყაროსთვის და ამიტომაც, ყველაზე მეტად ისინი სწორედ ამ გეგმას ეწინააღმდეგებოდნენ. საქართველოსთვის კი, რომელიც იმ დროს მსოფლიო სავაჭრო მაგისტრალს - "აბრეშუმის გზას" აკონტროლებდა, სომხეთის სამეფოს აღდგენა საუკუნო მსოფლიო ჰეგემონობის გარანტად შეიძლება ქცეულიყო.

თუკი ანისი საქართველოს ყმადნაფიცი სახელმწიფო იქნებოდა მუსულმან ამირთა მმარველობით, ეს გარკვეულ ძალთა ბალანსს შექმნიდა რეგიონში, ანუ არავის არაფერს შემატებდა და არც დააკლებდა. თუმცა, ეს პრობლემის მხოლოდ გადავადებას ნიშნავდა.

1124 წლიდან ანისს მართავდა დავით აღმაშენებლის სარდალი აბულეთი, რომელსაც, როგორც ჩანს, ანისში სამეფოს აღდგენის მიზანი ამოძრავებდა, რაც/ ქართველ-სომეხთა საერთო ინტერესი იყო, მაგრამ 1126 წელს, დავითის გარდაცვალების შემდეგ, გააქტიურდა რა ისლამური სამყარო, დემეტრე I-მა კომპრომისული ვარიანტი ამჯობინა და შირაკში ყმადნაფიცობის პირობით აღადგინა ანისის ყოფილ მუსულმან მმარველთა შთამომავალი ფადლონ IV (ფახრ ად-დინ შადიდი).

1130 წელს დემეტრეს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება (მითი ძმის ვახტანგისა და ივანე აბულეთის ძის მეთაურობით), რომელიც თავად აბულეთმა გაამჟღავნა, მაგრამ დემეტრემ ვახტანგთან და ივანესთან ერთად, არც აბულეთი დაინდო. ძმა დააბრმავა, აბულეთი და ივანე დმანისში გამოკეტა, შემდეგ კი მიუხედავად იმისა, რომ ივანემ თავი გამოიჩინა გარნისის ლაშქრობაში, 1131 წელს მაინც მოაკვლევინა. ვახტანგი, ივანე და აბულეთი ანისის სამეფოს აღდგენის მომხრეთა დასს ეკუთვნოდნენ, თუმცა წინააღმდეგობა მათ შორისაც არსებობდა. თუკი ივანე გამოსავალს დემეტრეს მკვლელობაში ხედავდა, როგორც ჩანს, აბულეთი გაცილებით ჰუმანური გზით ცდილობდა პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ამაოდ.

20 წლის შემდეგ, კვლავაც, იჩინა თავი ანისის საკითხმა. საქართველოს მოკავშირე "დიდი არმენიის" აღდგენის იდეამ ერთობ გაიტაცა უფლისწული დავით დემეტრეს ძე და 1150 წელს პირველი წარუმატებელი შეთქმულება მოუწყო მამას. დამარცხდა. დემეტრე, როგორც ჩანს, ანისის სრულ ანექსიის ან/და, უკიდურეს შემთხვევაში, მისი ყმადნაფიცობის მომხრე იყო. სომხეთის აღდგენის იდეა დემეტრეს ეგებ მეტისმეტად სახიფათოდაც ეჩვენებოდა? რადგანაც ესყველაფერთან ერთად, უდიდეს წინააღმდეგობას მოასწავლებდა ისლამურ სამყაროსთან და თანაც, თუკი მარტო ანისის გადიოფიზიტება კიდევ შესაძლებელი იყო, მთელი არმენიის იძულება იმაზე, რომ მონოფორიტობა დაეგმო, ალბათ წარმოუდგენლადაც კი მიაჩნდა, ეგებ იმასაც ფიქრობდა, რომ "აბრეშუმის გზის" კონტროლში სომხეთი შეიძლება საქართველოს კონკურენტი გამხდარიყო? და ამიტომ ერიდებოდა ანისის სამეფოს აღდგენას (აკი, კილიკიით სომხებს უშუალო გასასვლელი ჰქონდათ ხმელთაშუა ზღვაზე?).

ჯერ ერთი, სომხეთი საქართველოს დახმარების გარეშე ვერ აღსდგებოდა და, შესაბამისად, ქართულ მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო წინასწარ გარანტირებული პირობების თუ პრეტენზიების წამოყენება და, მეორეც, სელჩუკური ირანის მეზობელი სომხეთი ბუღერი თუ იქნებოდა საქართველოსა და ისლამურ სამყაროს შორის, თორემ ვერაფრით მიაღწევდა სტაბილიზაციის ისეთ ხარისხსს, რომ საფრთხე შეექმნა საქართველოს მზარდი ეკონომიური ძლიერებისთვის, ვერანაირად ვერ შეეცილებოდა კილიკია-ვანის ტბის გზა კონსტანტინოპოლ-რიონ-მტკვრის გზას. მითუმეტეს, რომ პირველს არანაირი გეოგრაფიული პირობები არ იცვდა.

1153-54 წლებში არზრუმის ამირა სალდუხი შეეცადა ანისის დაპყრობას, მაგრამ დემეტრე I-მა დაამარცხა დპა დაატყვევა. სალდუხს თბილისში შეეწია ერთი სომეხი მთავარი ვასაკი, რომელიც დავით ბატონიშვილის ბანაკს ეკუთვნოდა. დემეტრემ სალდუხი 100000 დინარად გაათავისუფლა. კვლავაც აქტუალური გახდა ანისის საკითხი (1155-1156), უფლისწულმა დავითმა გადააყენა დემეტრე I, რომელიც ბერად აღიკვეცა. დავითს მხარს უჭერდა ვასაკ სომეხი. დავითმა პატიმრობიდან გაათავისუფლა თირქაშ ივანეს ძე აბულეთისძე, რომელიც რამდენიმე წლით ადრე დემეტრესთან კონფლიქტის გამო, შაჰ-არმენთან იყო გადახვეწილი, სადახ არშარუნიკის ოლქს მართავდა (დემეტრემ მსტოვრებს შეაპყრობინა ხლათში მყოფი თირქაში და ციხეში გამოკეტა). დავითმა თირქაში ამირსპასალარად დაადგინა. 1155 წელს საქართველოს სათავეში მოვიდა ის ძალა, რომელსაც ესმოდა "სომხური საკითხი", ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა, როგორც არზრუმთან, ისე ხლათთან და სომხეთის სამეფოს აღდგენის მომხრე იყო. სომეხთა სამღვდელოება დიდი იმედით შეჰყურებდა დავით V-ს. ანისში აჯანყება დაიწყო. ქრისტიანულმა მოსახლეობამ 1155 წელს შედად შედადიანი დაამხო, მაგრამ დიდი სომხეთის აღდგენა არც ამჯერად დასცალდათ. სუმბატ და ივანე ორბელებმა დავით V მისი ძმის გიორგის ჩაგონებით მოკლეს. ანისში შედადი ძმამ - ფალდონმა შეცვალა. საქართველოში დავით მე-V - გიორგი მე- III-მ. ტახტის კანონიერი მემკვიდრე მცირეწლოვანი დემნა დავითის ძე ორბელებს ჩააბარეს "აღსაზრდელად" - გასანეიტრალებლად. 1160 წელს საქართველოში ილაშქრეს შაჰ-არმენის ძე ამირ-მირანმა და ვასაკ სომეხმა, რომელიც დავითის მკვლელობის შემდეგ საქართვრელოდან განდევნა გიორგი მე- III-მ.

1161 წელს კვლავ აჯანყდა ანისი. სომხებმა გიორგი III-ს სთხოვეს შემწეობა, მან ქალაქი ჩააბარა ვინმე სადუნს, რომელმაც მეფობის აღდგენა მოიწადინა. გიორგიმ სიკვდილით დასაჯა სადუნი და ანისის მართვა გადასცა ივანე ორბელს, რომელიც ამ დროს უკვე საქართველოს მანდატურთუხუცეს - ამირ-საპასალარი იყო. ანისი უშუალოდ საქართველოს ფარგლებში შევიდა. საპასუხოდ, საქართველოს ომი გამოუცხადა პირველმა ისლამურმა კოალიციამ, ხლათის, აზრუმისა და დიარბაქირის (ქურთისტანის) მონაწილეობით. ანისის ქრისტიანთა ხელში ყოფნა, აკი მათ ქვეშევრდომ სომხებსა და ქურთებს იმედს უღძრავდა მაჰმადიანთა ბატონობის გადაგდებისა. პირველი კოალიცია დამარცხდა. გიორგი III მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციით არ დაკმაყოფილდა და ქართველებმა არზრუმი აიღეს (1163) და ხელთ იგდეს ამირა სალდუხი, რომელიც შემდეგ მისი დის, ხლათის სულთანის მეუღლის შაჰ-ბანუვარის დიდძალი საბოძვარის წყალობით გაათავისუფლეს ტყვეობიდან. 1166 წელს ირანის აზერბაიჯანის ათაბაგმა ილდეგიზმა, შაჰ-არმენმა და მარაღის მმართველმა ილაშქრეს საქართველოსკენ, დაარბიეს და აიღეს გაგი, გელაქუნი, ანისისკენ გაიჭრნენ. ეს უკვე მეორე ისლამური კოალიცია იყო.

გიორგი III-ემ დაამარცხა მეორე კოალიცია (1165-66) და განჯამდე დაიკავა აზერბაიჯანი, თუმცა ანისში მაინც მუსულმანი ფადლონის ძმა შედადი დააბრუნა, ყმადნაფიცობის პირობით.

ბაღდათის სულთანის ნაცოლარ რუსუდან გიორგის ასულის შუამავლობით ისლამურ სამყაროსა და გიორგი III-ს შორის ზავი დაიდო (1166). ანისის ყმადნაფიცური სტატუსი, როგორც ჩანს, ზავის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენდა.

გიორგი III დვინი აიღო (1172) და იქ სომეხი ანანია დვინელი დანიშნა მმართველად. ეს ფაქტი, ცხადია, ახალ სტიმულს აძლევდა "დიდი სომხეთის" აღდგენის მსურვრელ სამღვდელოებასა და ხალხსაც. მათ ანისში მუსულმანი შედადიანები დაამხეს (1174) და გიორგი III-ს დახმარება სთხოვეს. ამ უკანასკნელმა მმართველობა ივანე ორბელს ჩააბარა. ორბელი უკვე მეორედ გახდა ანისის გამგებელი. როგორც ჩანს, მას უკვე საკმაოდ იდი კონტაქტები ჰქონდა სომხურ სამღვდეელოებასთან. ამიერიდან, უკვე ორბელის მონაწილეობით, იგეგემება ანისის სამეფოს აღდგენა.

ირანის ათაბაგ ილდეგიზისა და ბაღდადის სულთანის მონაწილეობით, საქართველოს წინააღმდეგ III ისლამური კოალიცია შეიკრა (1174-75). ამ ომში შაჰ-არმენისა და არზრუმის ამირას პასიურობა იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ სოხეთის მმართველი მუსულმანები ითვალისწინებდნენ თავიანთ ქვეშევრდომთა განწყობასა და სომხეთში პატრიოტული გრძნობის აღმავლობის ფონზე ვეღარ ბედავდნენ ანისისთვის ბრძოლაში ჩართვას.

ივანე ორბელმა შაჰინ-შაჰის ანუ სომეხთა ქრისტიანიმეფის ტიტულის აღიარების სანაცვლოდ, საქარათველოს ღალატი და მე-3 კოალიციასთან გარიგება მოიწადინა, თუმცა, სომეხი სამღვდელოების წყალობით, განზრაცვა ჩაეფუშა. სანაცვლოდ, ანისის ეპისკოპოსმა ბარსეღმა გიორგი III-ს ანისის ამირად ივანე ორბელის ნაცვლად, თავისი ძმის, აპირატის კნდიდატურა შესთავაზე. გიორგი III-მ მუსულმანთა ტყვეობიდან გამოისყიდა აპირატი და ორბელის ნაცვლად, ანისის მართვა მას ჩააბარა. აპირატის დანიშვნა ანისის ამირად მუსულმანთათვის სომხურ სივრცეში მათი გავლენის აღსასრულს მოასწავლებდა. სასწრაფოდ შეიკრიბა მე-IV კოალიცია.

ბაღდადის სულთანის, ირანის ათაბაგის, შაჰ-არმენისა და ფახლავან ელდიგუზის ძის მონაწილეობით, მტრის ლაშქარი თანამედროვე ირანის, ერაყის, თურქეთის აღმოსავლეთისა და ქურთისტანის მათელ მუსულმანურ მხედრობას აერთიანებდა. მათ დარტყმა უშუალოდ საქართველოზე ლორე-დმანისის მიმართულებით განახორციელეს. თუმცა, პრაქტიკულად, გამარჯვებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ ის მაინც მოახერხეს, რომ ხელთ იგდეს სომხეთის ქალაქი დვინი. ანისში კვლავაც აღსდგა ძალთა ბალანსი (1175): საქართველოს მეფის ყმადნაფიცობის პირობით, იქ კვლავაც შედადინები გაბატონდნენ. საქართველოს გაცილებით დიდი წარმატებით შეეძლო ბრძოლა მუსულმანთა წინააღმდეგ, მეფე სომხეთში მეფობის აღდგენაზე რომ დათანხმებულიყო; რადგანაც, ამ შემთხვევაში, როგორც განწყობით, ისე იარაღით, საქართველოს მხარდასაჭერად მთელი სომეხი ხალხი დაირაზმებოდა. თუმცა, დემეტრე I-სა და გიორგი III-ის მიზანი იყო შირაკის ქართული სამეფოს განუყოფელ ნაწილად გადაქცევა, რაც სომხებში დიდ აღტაცებას ვერ იწვევდა. შესაბამისად, მუსულმანთა წინაშე მარტოდ დარჩენილ საქართველოს მთავრობას სხვა გზა აღარ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ ანისს დათანხმებულიყო ყმადნაფიცურ სტატუსზე, რაც ისევ და ისევ ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხის გადაჭრის განუსაზღვრელი დროით გადავადებას ნიშნავდა.

"სომხური საკითხი"
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 28 აპრ 2011, 17:13

optimisti wrote:საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია არარატთან შეძლებისდგვარად ახლოს მისვლა? თუ სასტუმროდან დანახული ხედი ისეთივეა რაც სომხეთიდან ჩანს?
ნანა, ძალიან გამეხარდა რომ ჩაეწერეთ ამ გასვლაში, არარტზე დავაზუსტებ იმ რამდენად ახლოს მივალთ და მაშინვე მოგწერთ, ფეხით სასიარულო ბევრია თუ არა საინტერესოა, ერთი ვიცი რომ 15 კილომეტრია დოგუბეიაზიტიდან მტამდეო.
დოგუბაიაზიტიდან იცჰაკ პაშაში მანქანიტ გავალთ. თუმცა სასახლიდან "ურარტუს ნანაგრევებამდე" უნდა ვიაროთ, ნახევარი კილომეტრი თუ არ ვცდები. სასახლე, ნოეს კიდობანი, კრატერი დილიდან უნდა ვნხაოთ კვირას. რაღაცას თუ არ ვითვალისწინებ კიდევ მომწერეთ, აი ეს მართლა გამორჩენილი და გაუთვალისწინებელი მრჩებოდა. ისე დავასკვენი რომ ახლოსაა გადაუმოწმებლად და მოესწრება, სასტუმროდან დასანახად ხომ არ ჩავალთ მართლა.
თანაც ადგილზე თურქებთან კითხვას აქედანვე ცოდნა აჯობებს.

როგორც სომხები ამბობენ სომხეთიდან არარატის ხედი უფრო ლამაზია, ვიდრე თურქეთის მხრიდანო. :D
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 28 აპრ 2011, 18:45

წამომსვლელთა სია დღეისათვის ასე გამოიყურება.

1. ქეთი გულიაშვილი
2. ქეთი გულიაშვილის +
3. ოპტიმისტი
4. Bavshvi (ბავშვი)
5. tiskrine ?
6.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by CheLo » 28 აპრ 2011, 18:48

ქეთი საღოლ შენ რა ჩამოაყალიბე :D :D :D დამეღალა თვალები კითხვით :D :D :D
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 28 აპრ 2011, 18:53

WenTTo wrote:ქეთი საღოლ შენ რა ჩამოაყალიბე :D :D :D დამეღალა თვალები კითხვით :D :D :D
ყოჩაღ, რომ წაიკითხე:D
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

bavshvi
მაწანწალა
Posts: 320
Joined: 05 აგვ 2008, 15:23
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by bavshvi » 28 აპრ 2011, 22:57

გასვლის დღე ახლოვდება, მაგრამ რახალხი არა სჩანს :(

დავიჯერო არავის უნდა ?

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ყარსი, ანისი, დოგუბაიაზიტი 7-9.05.11

Post by Ketevan Guliashvili » 29 აპრ 2011, 16:28

bavshvi wrote:გასვლის დღე ახლოვდება, მაგრამ რახალხი არა სჩანს :(

დავიჯერო არავის უნდა ?
გუშინ ოპტიმისტსაც ვესაუბრე, მაინც გავალთ, 5 კაცი მანქანისათვის საკმარისი რაოდენობაა, თუმცა ჯერ კიდევ დროა რომ სამარშრუტო შეივსოს, ვადაცოთ. ხარჯი არ უნდა გავზარდოთ ოღონდ, რამეს მოვიფიქრებ!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]