კვირას, 3 აპრილს დრის ციხე-იკვი - აყვავ. შ/ქართლის გავლით
Posted: 30 მარ 2011, 13:52
გაზაფხულდა, ბუნებამგაიღვიძა ხეები ყვავის, ჩიტები ჭიკჭიკებენ.
გთავაზობთ დავათვალიეროთ თუ როგორ ყვავის ბუნება შიდა ქართლში - და პარალელურად მოვიხილოთ/მოვილოცოთ 1-2 კაი ადგილი.
აღსანიშნავია რომ ასეთი გასლვები შეგვიძლია გაზაფხულის პერიოდში კვირაში ერთხელ მოვაწყოთ სხვადასხვა სიმაღლეებზე რათა ყველანაირი მცენარის აყვავების მომსწრენი გავხდეთ.
დრის ციხე ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ციხეა, რომელიც ყველამკარგად ვიცით კარვის 2010 წ. კალენდრიდან.
გავალთ დილით ე.წ. სამთო ქიმიიდან, სამხრეთ შ/ქართლის გზით, სადაც ბევრ ლამაზ მინდორსა თუ ბაღს გავივლით. . გზად იქ სადაც ლამაზი პეიზაჟები იქნება შევაჩერებთ და საინტერესო სურათებს გადავუღებთ ბუნებას.
ახალქალაქიდან ავუხვევთ ჩრდ-დასავლეთით და გავაჩერებთ მინი-ბუსს იქ სადამდეც მივა, ხოლო ამის შემდგომ ფეხით ავუყვებით გზას დრის ციხემდე. ციხეზე აძრომის, მოხილვისა და ჩამოძრომის შემდგომ მინიბუსით დავბრუნდებით ახალქალაქში და ჩაჩუბეთის გავლით მივალთ რკონის მისადგომებამდე, საიდანაც ფეხით ავალთ იკვის ეკლესიაში.
იკვის ეკლესიაში ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ხარაჩოებში ჩასმული ეკლესიაც კი აღაფრთოვანებს ადამიანს.
აქეთობას ან იქეთობას მოვიხმართ საკვებს რათა ვიარსებოთ და ენერგიულად ვიაროთ. არამც და არამც არ ჩავვარდებით გემოთმოყვარეობის ვნებაში.
ფეხით სასიარულო მანძილი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მდგომარეობაში იქნება თეძამი და რამდენად ახლოს მივა მინიბუსი. სავარაუდოდ -
2-3 კმ დრ-ში და
2კმ.იკვში (მაგრამ დიდი სიმაღლეთა სხვაობით)
შეიძლება (თუ მარცხენა სანაპიროზე ბილიკი წყალწაღებული დაგვხვდა) ძამას ფეხით გადავლა მოგვიწიოს, ასე რომ მზად იყავით სათადარიგო ფეხსაცმლის თვალსაზრისით. ფეხსაცმელი არ დაგამძიმებთ, მინიბუსს რომ გავაჩერებთ იქვე გამოჩნდება იქნება თუ არა ფეხით გადასასვლელი.
მანძილი - იქეთ-აქეთ - დაახლოებით 140 კმ.
შეკრება - ე.წ. სამთო ქიმიასთან დილის 9.00-ზე (მკაცრად)
წამოსაღები აღჭურვილობა: ერთი დღის საგზალი-საკვები და სასმელი (იგულისხმება არა ალკოჰოლური). ასევე კარგი იქნება თუ 1-2 თერმოსი ჩაი ან / და ყავა წამოვა
ჩვეულებრივი სალაშქრო მოკაზმულობა. მომლოცველ გოგონებს - ტაძრის შესაფერისი სამოსი. ასევე სათადარიგო ფეხსაცმელ-წინდა-წელწინდა და ა.შ. მდინარის გადალახვის საჭიროების შემთხვევაში.
ასევე კარგია თუ იქონიებთ კამერებს რათა აღბეჭდოთ დასამახსოვრებელი კადრები.
ვიმგზავრებთ ზვიადის 19 ადგილიანი და 2 ჯორკოიანი მინი ბუსით როლის ფასიც არის 180 მარჩილი. მარჩილები თანაბრად გადანაწილდება წამომსლველებზედ.

1. ლეო 1
2.