შაბათს, 2 აპრილს გასლვა აყვავებულ ქვემო ქართლში
Posted: 30 მარ 2011, 11:57
გაზაფხულდა, ქალაქშიც შეიმჩნევა აყვავებული ხეები ადგილ-ადგილ, სადაც კი ნორმალური ხე დარჩა.
გთავაზობთ დავათვალიეროთ თუ როგორ ყვავის ბუნება ქვემო ქართლში - ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბლობ ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია რომ ასეთი გასლვები შეგვიძლია გაზაფხულის პერიოდში კვირაში ერთხელ მოვაწყოთ სხვადასხვა სიმაღლეებზე რათა ყველანაირი მცენარის აყვავების მომსწრენი გავხდეთ.
გავალთ დილით ე.წ. ივერია-რედისონიდან, გავივლით გამწვანებულ მინდვრებს, მოვიხილავთ ბოლნისს, წუღრუღაშენს, ქვეშის ციხეს, მერმე შევალთ მაშავერას ხეობაში და საკვებს მოვიხმართ კაი მზიან ადგილზე მდინარის პირას. გზად იქ სადაც ლამაზი პეიზაჟები იქნება შევაჩერებთ და საინტერესო სურათებს გადავუღებთ ბუნებას. ეკლესიებში მცირედი დრო იქნება და ვისც სურს შეეძლება ტაძრები მოილოცოს.
აქეთობას - რა თქმა უნდა ვისარდებლებთ ადგილით და ტრადიციისამებრ შევივლით მარნეულის ჩა-ხანაში აზერულად გაკეთებული ჩაის დასაგემოვნებლად.
გასლვა იგეგმება მსუბუქი (არა 4X4) მანქანებით. თუ ძალიან ბევრი მსურველი იქნება და ადგილები არ დარჩება მაშინ შესაძლოა მინი-ბუსის დაგეგმვაც.
გასავლელი მანძილი - იქეთ-აქეთ - დაახლოებით 250-260 კმ.
შეკრება - ე.წ. ივერია რედისონთან დილის 9.30-ზე (მკაცრად)
წამოსაღები აღჭურვილობა: ერთი დღის საგზალი-საკვები და სასმელი (იგულისხმება არა ალკოჰოლური). ასევე კარგი იქნება თუ 1-2 თერმოსი ჩაი ან ყავაც წამოვა.
ჩვეულებრივი სალაშქრო მოკაზმულობა. მომლოცველ გოგონებს - ტაძრის შესაფერისი სამოსი.
ასევე კარგია თუ იქონიებთ კამერებს რათა აღბეჭდოთ დასამახსოვრებელი კადრები.
საშუალოდ 100კმ./11 ლიტრზე რომ ვიანგარიშოთ სულ გამოდის 30 ლიტრი საწვავი. 4 მგზავრის შემთხვევაში დაჯდება დაახლოებით 15 ლარი, ხოლო 5 მგზავრის შემთხვევაში - 12 ლარი.
ამასთან, ჩაიხანაში დაგვეხარჯება თითო კარაველზე 1.5 ლარიდან 2 ლარამდე.
1. ლეო 1 (მანქნითა)
2.