სანაგირე-ვაზისუბანი: კვირას 20 მარტს
Posted: 14 მარ 2011, 22:58
30 იანვარს ვნახეთ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანთან სანაგირეს მონასტრის კომპლექსი. ამ გასვლის შასახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ http://karavi.ge/viewtopic.php?t=4818&start=0
ეს გასვლა იმით იყო გამორჩეული, რომ სანაგირეს კომპლექსში სამეცნიერო ლიტერატურაში აქამდე აღუწერელი ტეტრაკონქის (ანუ ოთხაბსიდიანი) ტიპის მცირე ტაძარი აღმოვაჩინეთ. ეს ტიპი საკმაოდ იშვიათია, სულ ოცი ამ ტიპის ტაძარია ცნობილი საქართველოში და იგი შენდებოდა მხოლოდ მეათე საუკუნემდე. აქ ნახავთ მოკლე ინფორმაციას სანაგირეს ტეტრაკონქზე http://ancientgeorgia.wordpress.com/%E1 ... %E1%83%98/
გთავაზობთ გავიმეოროთ სანაგირეში გასვლა სრულიად კონკრეტული მიზნით - ავზომოთ ეს ტაძარი.
გარდა ამისა, ვაზისუბანში ორი მეცხრამეტე საუკუნის სასახლეა გულბაათ ჭავჭვაძისა და სულხან ჭავჭავაძისა - ორივე ნაკლებად ცნობილია. ასევე ვაზისუბანში საკმაოდ ადრეული ე.წ. ორმოცთას ეკლესიაა. ვნახოთ ისინიც.
ნახეთ ვაზისუბნის სასახლეებისა და ორმოცთას ეკლესიის სურათები (გამოვიყენე სუნტნის აღმოსავლეთ საქართველოს ტურისტული რესურსის ფოტოები)

შეხვედრის დრო და ადგილი:
08.28 სთ
20.03.2011
:ივერია-რედისონი:
ფასი:
მინიბუსის ფასია 220 ლარი
თანხა თანაბრად გადანაწილდება
ტევადობა მინიბუსში:
15+2
ამინდი:
ცვალებადი მოღრუბლულობა, ეთბილება 17 გრადუსი.
აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები და რჩევები:
სანაგირეს კომპლექსი სოფელ ვაზისუბნიდან სამ კილომეტრშია. ეს მანძილი ფეხით იქნება გასავლელი, დიდი ალბათობით გზა ტალახიანი იქნება და სანაგირეს მიდამოებში შეიძლება თოვლიც იყოს. თუმცა ასევე დიდი ალბათობით მთელი გარემო ყოჩივარდებითა და ფურისულებით იქნება მოფენილი.