Page 1 of 5
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 13:19
by Ketevan Guliashvili
მეგობრებო, კვირას 20მარტს, სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლას გთაავაზობთ. თავდაპირველად მეგონა ჩვეულებრივი ბავშვთა სახლი იყო, ჩვეულებრივი სახელმწიფო დაფინანსებით. კონცერტი- მცირე სუფრა-სათამაშო-სამოსი სქემით ავიდოდით, თუმცა გაირკვა რომ ეს დაწესებულება შემოწირულობით არსებობს და პროდუქტის პრობლემა მწვავედ უდგათ. დახმარების სახეცვლილი გეგმა ფინანსურად საკმაო ხარჯიანი აღმოჩნდა, მარტო ამას ვერ შევძლებ. გასაკეთებელი მიმართულებებად დავყავი:
1. საკვები პროდუქტი: შაქარი - 1კგ. 2.25თ. ; ჰერკულესი (ფასი მის სისუფთავეზეა დამოკიდებული); წიწიბურა (გაიაფდაო და 4ლარამდეა ფასიო, უნდა გადავამოწმო); ბრინჯი: ზეთი: კარაქი(1კგ -8.50თ. ასევე 7ლარამდე ღირებულებისაც არის). ასევე მთხოვეს ბოსტნეული, კარტოფილი და კომბოსტო პირველი გაახსენდათ.
2. მცირე სუფრა, ლობიანი, სამარხვო და არასამრხვო ნამცხვარი, ბავშვები მარხვაზე არ არიან ასე რომ რაიმე ხორციანი და ლიმონათი.
3. კონცერტისათვის მომღერლები.
4. ნახმარი სამოსი, ფეხსაცმელი, სათამაშო, ყველა ასაკის ადამიანი ცხოვრობს იქ ბავშვები 17 -ნი. აქედან 1,2,4, 6, და ა.ს და 2 ნი 17 tსს მიახლოვებული.აქვე ცხოვრობენ მათი მშობლები.
ტრანსპორტი: დიდუბიდან სამარშრუტო მოძრაობს და 1 ლარი ღირს.
მანძილი თბილისიდაან: 20 კმ.
ღირებულება: თვენი სურვილისამებრ.
გასვლის დრო: 1 საათი ვაგზლის ბაზრობა და საყიდლები. 3 საათზე ავალთ.
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 13:24
by Ketevan Guliashvili
მიიღება შესწორებები და თქვენი მოსაზრებები

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 13:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ketevan Guliashvili wrote:მიიღება შესწორებები და ქვენი მოსაზრებები

მორიდებით შეგახსენებ, რომ :გრეჩიხა: ქართულად წიწიბურაა.
ამ ეტაპზე ფული შევაგროვოთ და საყიდლები თანხის ოდენობის მიხედვით განვსაზღვროთ.
20 მირკანამდე მცირე დროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი თანხა არ შეგვიგროვდება.
კვირს საყიდლებზე გამოგყვები.
1ლი სთ ძნ გვიანია.
დილის 8-9ზე უნდა დავიწყოთ მოქმედება. ბაზრობები ამ დროს უკვე პიკზე არიან.
ახლა ის გავარკვიოთ, ვინ იცის უფრო იაფი საბითუმო ბაზრობა
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 13:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
მომღერლებს აქტიურობისკენ მოვუწოდებ.
შევადგინოთ სია, რათა გავარკვიოთ, დაგვჭირდება თუ არა მინიბუსი.
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 13:36
by lilika
იდეა ძალიან მომეწონა, ტელეფონის ნომერს თუ მომწერ პმ ში კარგი იქნება დეტალები მაინტერესებს
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 14:37
by Ketevan Guliashvili
გამარჯობა საქართველო
წიწიბურა შესწორებულია. მობილური ჯგუფის იდეა ჯიბეში საერთო თანხით მომწონს. ხვალ- ზეგ, სიცხე რომ გამივლის დავზვერავ გლდანისა და ვაგზლის საბითუმო ბაზებს, ფასებს დავწერ.
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 14:39
by Ketevan Guliashvili
წამომსვლელთა სია ასე გამოიყურება:
1. ქეთევან გულიაშვილი
2.
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 15:00
by Ketevan Guliashvili
ლილიკა
მადლობა გამოხმაურებისათვის.

ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 15:36
by Jude Jr.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ახლა ის გავარკვიოთ, ვინ იცის უფრო იაფი საბითუმო ბაზრობა
რამდენადაც ვიცი მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე იაფი მაღაზიაა სადაც შაქარი, წიწიბურა, კარაქი და ა.შ შედარებით ნაკლებ ფასებშია ვიდრე სხვაგან.
ეს მაღაზია მდებარეობს ბაზრის უკან, საერთო საცხოვრებელი კორპუსის შენობაში. ადვილი მისაგნებია.
უფალი გფარავდეთ, მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრებს ჰაერივით ჭირდებათ ყოველი ჩვენგანის დახმარება....
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 14 მარ 2011, 22:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
Ketevan Guliashvili wrote:გამარჯობა საქართველო
წიწიბურა შესწორებულია. მობილური ჯგუფის იდეა ჯიბეში საერთო თანხით მომწონს. ხვალ- ზეგ, სიცხე რომ გამივლის დავზვერავ გლდანისა და ვაგზლის საბითუმო ბაზებს, ფასებს დავწერ.
კგ, მიდი, იმოქმედე.
რითიც შემიძლია, გვერდით დაგიდგები.
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 15 მარ 2011, 10:08
by burdiani
აი ეს ვნახე ახლახანს:
http://www.facebook.com/event.php?eid=1 ... 17&index=1
ვინც ვერ ნახულობს აი ტექსტი:
სამი წლის საბას, რომელიც ძეგვის რეაბილიტაციის ცენტრში იზრდება, სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე დადებითი ჯგუფის სისხლი..
16 მარტს მას გულის მანკის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, სისხლის მარაგის გარეშე კი ეს შეუძლებელია..
ვისაც შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი პატარა საბასთვის, გთხოვთ დაგვირეკოთ:
893 78 78 30
897 99 99 32
წინასწარ გიხდით მადლობას!
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 15 მარ 2011, 13:10
by CheLo
ძაან დიდი მადლია სისხლის ჩაბარება.. სამწუხაროდ მე მეორე უარყოფითი მაქ და ერთხელ გადაუსხი ახალგაზრდა ბიჭს ასე ინტერნეტით ავარიაში მოყვა და კომაში იყო მაგრამ გადარჩა არ გადარჩა ეგ არ ვიცი... ასე რომ გადავარჩინოთ საბა კარგი იდეაა!
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 15 მარ 2011, 15:19
by Ketevan Guliashvili
თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული საბითუმო ასეთ ფასებს გვთავაზობს:
აგარის შაქარი - 99 ლარი. 50 კგ
დუბაის გრძელი ბრინჯი - 37 ლარი. 25 კგ.
ორთქლში გატარებული ბრინჯი უფრო ძვირია 40 ლარი
წიწიბურა 87 ლარი. 25კგ.
ჩელიაბინსკის ჰერკულესი 11 ლარი. 5 კგ.
შესაძლოა კიდევ დაგვიკლონ.
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 15 მარ 2011, 16:44
by Ketevan Guliashvili
1. ქეთი გულიასშვილი
2. ქეთი გულიაშვილის+ თამარი
ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრი 20.03 2011.
Posted: 15 მარ 2011, 20:58
by Hereti
მე წამოვალ თუ ვერა ჯერ არ ვიცი ,მაგრამ ცოტაოდენ თანხას და ტანსაცმელს მოგაწვდით