Page 1 of 18

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 11:51
by Makena
ვაგრძელებთ ქოზიფას მონასტერში საახალწლოდ გასვლის ტრადიციას, წელს ცოტა შევაგვიანეთ მაგრამ არაუშავს, თოვლს ველოდებოდით და ისიც მოვიდა, ასერომ 27 თებერვალს ქოზიფაში რიგით მეხუთე გასვლა შესდგება.

მარშრუტი ასეთია - ვნახავთ ყინწვისის მონასტერს, გავივლით ციციშვილების კოშკს და კარის ეკლესიას სადაც დღესდღეობით დედათა მონასტერია, გავაგრძელებთ გზას ძამის ხეობაში და მივალთ ქოზიფას მონასტერში სადაც დავათვალიერებთ მონასტერს და აკლდამას, იქვე მინდვრადვე ვისადილებთ და თუ დრო დაგვრჩება უკანა გზაზე მოვინახულებთ სამწევრისის ეკლეიას და ზაზა ფანასკერტელის ციხეს სადაც დგას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია რომელიც ახლახანს მოხატეს საოცარი ფრესკებით.

ამავ დროულად შეგახსენებთ რომ ქოზიფას მონასტერში კარველებმა ავაბრძანეთ თამარის ხატი რომელიც შატილის ასულის სახელზე გახლავთ დაწერილი, ეს გასვლა ყოველთვის გაგვახსენებს შატილის ასულს, იმედია ამ ხატსაც ვნახავთ და შატილიკოს სულის გასანათლებლად თითო სანთელს ავანთებთ.

გავდივართ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით, გზა როგორც წესი თოვლიანია, სასურველია კარგი საბურავებითა და გამართული მანქანებით წამოხვიდეთ, ჯაჭვები ნამდვილად გამოსადეგია, თუმცა ჯერ არცერთ გასვლაზე არ გამოგვიყენებია.

როგორც წესი მონასტრის ძირამდე ყველა მანქანა მიდის, თუ განსაკუთრებულად დიდი თოვლი იქნა მაშინ ბოლო სოფელში შეიძლება მანქანების დატოვება და ფეხით გავლა ბოლო 2 კილომეტრის. ისე კი ბოლო 500 მეტრი იმდენათ ციცაბოა რომ მანქანების უმეტესობა არ ადის, გარდა ოფფროუდერებისა.

ვიკრიბებით სამთო ქიმიასთან, დილით 8:30, გავდივართ 8:45 ზე.
საწვავის ხარჯს ეკიპაჯები ინაწილებენ.
ბერებისთვის ვინ რას შეიზენს და წამოიღებს თვითონ ეკიპაჯებმა გადაწყვიტონ.
სადილზე იქვე მონასტრიდან მობრუნებულები ვჩერდებით ხოლმე, ასერომ ყველამ დამოუკიდებლად წამოვიღოთ და ერთად გავშლით სუფრას და ვისადილებთ.

საერთოდ უკვე იმდენ კარველს ჰყავს ჯიპი რომ ადგილების პრობლემა წესით არ უნდა იყოს.


მაკენას ეკიპაჟი
1.მაკენა
2.ფიონა
3.მასაი
4.მაკენას+

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 11:58
by Ninukala
მაკენა სათაურში წელი გაასწორე :) ძალიან მომავალია... :)

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 11:59
by Makena
Ninukala
:)

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 12:24
by konstantine
მიმათვალეთ რა წამომსვლელებში

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 12:26
by namcecuna
მაკენას ეკიპაჟი
1.მაკენა
2.ფიონა
3.მასაი
4.მაკენას+


II ეკიპაჟი

1. კონსტანტინე
2.ნამცეცა

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 12:40
by Naia
ჩემი მანქანა შესაკეთებელია და არ ვიცი, მანამდე მოვახერხებ თუ არა მიხედვას. თუ გამოჩნდა ადგილი წამოვალ.

მაკენას ეკიპაჟი
1.მაკენა
2.ფიონა
3.მასაი
4.მაკენას+


II ეკიპაჟი

1. კონსტანტინე
2.ნამცეცა
3. ნაია

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 12:42
by mariamooo
თუ ცოცხალი ვიქნები მაგ დღეს, მოვდივარ :):) აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ადგილი :))

მაკენას ეკიპაჟი
1.მაკენა
2.ფიონა
3.მასაი
4.მაკენას+


II ეკიპაჟი

1. კონსტანტინე
2.ნამცეცა
3. ნაია
4. მარიამო

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 13:30
by TuTa
უკვე ხუთ წელს ითვლის ეს ტრადიცია :shock:

სამწუხაროა რომ წელსაც ვერ შემოგიერთდებით

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 13:38
by ეკატო
მაკენას ეკიპაჟი
1.მაკენა
2.ფიონა
3.მასაი
4.მაკენას+


II ეკიპაჟი

1. კონსტანტინე
2.ნამცეცა
3. ნაია
4. მარიამო

III ეკიპაჟი
1. ეკატო

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 14:04
by kiki
დიდი ხანია ველოდები ამ თემის გახსნას, მაგრამ მაინც ? ნიშნით ჩავეწერები

მაკენას ეკიპაჟი
1.მაკენა
2.ფიონა
3.მასაი
4.მაკენას+


II ეკიპაჟი

1. კონსტანტინე
2.ნამცეცა
3. ნაია
4. მარიამო

III ეკიპაჟი
1. ეკატო
2. კიკი ?

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 14:31
by Tami
როგორც იქნა! უკვე იმდენი მსმენია და წამიკითხავს ამ ტრადიციული გასვლის შესახებ, წამოვალ ერთი, ვნახავ რა ხილია ეს ქოზიფას ჯიპტური.

მაკენას ეკიპაჟი
1.მაკენა
2.ფიონა
3.მასაი
4.მაკენას+


II ეკიპაჟი

1. კონსტანტინე
2.ნამცეცა
3. ნაია
4. მარიამო

III ეკიპაჟი
1. ეკატო
2. კიკი ?
3. თამი

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 14:33
by Tami
Makena
შეკრების ადგილი???

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 14:43
by paata_
მე ან ნისან პატრულით ან დელიკათი

ან ორივეთი :)

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 15:03
by Makena
Tami
შეკრების ადგილი სამთო ქიმია :)
დრო 8:30, გასვლის დრო 8:45 :wink:

ტრადიციული ჯიპტური ქოზიფა 2011

Posted: 14 თებ 2011, 15:05
by fe_male
მეც მინდა წამოსვლა....)))) პატივს ვცემ კარავის ტრადიციებს და დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას წლევანდელ გასვლაში....))))