ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 18:12

ჩემი კაი ხნის სურვილი - გაჩვენოთ საომხეთში, კერძოდ, საქართველოს ისტორიულ მხარეში, ლორეში
მდებარე ქართული ძეგლი - ახტალა, 2011 წლის 6 სურწყუნისს ამიხდება.
თქვენ, ვინც ამ ძეგლს ნახავთ, სიდიადით, მნიშვნელობით, წარსულით, ნახელავით აღტაცებაში მოხვალთ და ჩვნი წინაპრების
წინაშე ქედს კიდვ 1ხელ ქედს მოიხრით.
ეს არის ქართული სულისა და გონის ისეთივე დიდებული ნაყოფი, როგორც ჯვარი, ოშკი, ბაგრატი და სვეტიცხოვლი.

ახტალა მე9-მე10 საუკუნის ტაძარია, რამდენჯერმე მიმატებული ნაგებობითა და მცირე ტაძრით.
არსებობს მოსაზრებაც, რომ ვახტანგ გორგასლის შეწვნით 1ლი ქრისტიანული კერა მე5 საუკუნში გაჩნდა.

ძეგლი თბილისის ცენტრიდან ისეთივე მანძილითაა დაშორებული, როგორც გორი, დაახლობით 83 კმ.
მოხატულია მთავარი ტაძრის 4ვე კედელი და დატანებულია მრავალი ქართული წარწერა.
საკურთხხეველთან ახლოს მელიქიშვილების საფლავებია, მე18-მე19 საუკუნის.

ამ გასვლაში აუცილებალდ ვნახავთ ახპატის სამონასტრო კომპლექსს, მსოფლიოს კიდევ 1 შედევრს, იუნესკოს მიერ დაცულს.
ახტალიდან 23-24 კმშია და ხვეულიანი აღმართის თავში მდებარეობს.
მოხატულობის კვალი აქაც არის. როგორც მითხრეს, ამ ტაძარშიც არის ქართული საფლავები თუ კედლის წარწერები,
მაგრამ შებინდების გამო, ტაძარი ძირეულად ვერ დავათვალიერე.
თუ დრო დაგვრჩება, შემოგთავაზებთ კიდევ 1 სომხური ძეგლის ნახვას, ეს შეიძლება იყოს სანაია,
იგივე სანაჰინი, ასევე, იუნესკოს ნუსხაში შეტანილი


სხვა რა?

წამომსვლელს საქართველოს გერბიანი პასპორტი უნდა ჰქონდეს, რადგან ბორჯღალიანმა ძალა დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ გასვლა 1 დღიანია

შეხვედრის დრო და ადგილი:
07.58 სთ
06.02.2011
სასტუმრო :ივერია:-:რედისონი:

ფასი:
მინიბუსის ფასი 250+5 ლარი,
აქედან 5 ლარი მძღოლის სომხეთის საზღვარზე გადასახდელი 1ჯერადი თანხაა.
თანხა შუაზე გადანაწილდება.

მგზავრთა ტევადობა ტრანსპორტში:
20+2

გასავლელი მანძილი:
ტრანსპორტით - დაახლოებით 179 კმ
ფეხით - მცირე.
თუ ახპატის ტაძარტან ასასვლელი აღმართი გაყინული იქნება და მინიბუსი ვერ ავა, ფეხით აქეთ-იქით 8 კმს გავივლით.

ამინდი:
-2-+4ის ფარგლბში, მეტწილად მოღრუბლული
მოსალოდნელია ფიფქცვენა

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:
თბილად ჩაცმა, საკუთარი საგზალი, არა1ჯერადი, პირადი ჭურჭელი, გერბიანი პასპორტი, არამც და არამც არ უნდა იქონიოთ ისეთი ნივთი,
მით უფრო - 2 ან 2ზე მეტი 1ნაირი, რომელიც საბაჟო პროცედურების გავლას მოითხოვს ან გადაადგილებაში შეგვაყოვნებს
.
ეს შეიძლება იყოს იარლიყიანი ტანსაცმელი, წიგნების შეკვრა, დანა, თამბაქოს ნაწარმი 2 მცირე
ყუთზე მეტი (საბედნიროდ, კარაველთა უუუუდიდესი ნაწილი არ ეწევა), გასვლებში საჭირო სასმელზე მეტი ოდენობა და ა.შ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 18:18

შარშან ახტალის ტაძარი სომხებს გრიგორიანულად უნდა მოენათლად.
საქართველოს სახელმწიფო და ეკლესია ჩაერია და პროცესი შეჩერდა.
თუმცა, სომეხი
ღვთისმსახური ახტალის ტაძარში გუნდრუკს ახლაც აკმევს (გადაღებულიც მაქვს).

რჩება შთაბჭდილება, რომ სომხებს ქართველბის მიერ ამ ძეგლის მიტოვების განცდა აქვთ.
ჩემი, როგორც ქართველის დიდი სურვილია, რომ ახტალა რაც შიძლება ბევრმა ქართველმა ნახოს და ხშირი გასვლები მოეწყოს.
სომხებმა იგრძნონ, რომ ტაძარი სულაც არ არის უპატრონოდ.
ჩემთვის ლორეს მხარე, სადაც ახტალა მდებარეობს, მე2 ტაო-კლარჯეთია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by avtokh » 01 თებ 2011, 18:18

1.2. ავთო (avtokh) +
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by qvevri » 01 თებ 2011, 18:19

აბა ერთი შეკითხვა მოვიდა: აზერბაიჯანში ვარ ნამყოფი და შესაბამისად მათი ბეჭედი მაქვს პასპორტში ჩარტყმული და პრობლემა არ იქნება?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by qvevri » 01 თებ 2011, 18:20

და მეორეც: მხოლოდ ერთ ქართულ ძეგლს მოვინახულებთ?

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by avtokh » 01 თებ 2011, 18:21

qvevri wrote:აბა ერთი შეკითხვა მოვიდა: აზერბაიჯანში ვარ ნამყოფი და შესაბამისად მათი ბეჭედი მაქვს პასპორტში ჩარტყმული და პრობლემა არ იქნება?
ჩემი მეგობრები იყვნენ ამ იანვარში ჯერ აზერბაიჯანში და მერე სომხეთში და არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by qvevri » 01 თებ 2011, 18:22

avtokh
კი, მაგრამ ვინც საქართველოს მოქალქეა?

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by avtokh » 01 თებ 2011, 18:26

ჩვენ საერთოდ არ გვაქვს მაგის პრობლემა. მე რამდენადაც ვიცი, რადგან ბევრი ჩემი მეგობარია ნამყოფი ორივეგან და პრობლემა არ შექმნიათ არასდროს.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 18:29

მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები.
შეგახსნებთ, რომ გასვლა 1 დღიანია.
ახტალისა და ახპატის ტაძრებში სომხები სანთლებს და სხვა ხელნაკეთობას ჰყიდიან.
თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ, სანთელი აქედანაც წაიღოთ.
ახლა კი, თუ შიძლება, სია შევადგიოთ.
პირად საუბარში რამდენიმემ წამოსვლის სურვილი გამოხატა.
თუ იმავე აზრზე არიან, სიაში, იმედია, ჩაეწერებიან.
იმის გამო, რომ გასვლა თავისებურია და საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ითვალისწინებს, საჭიროა სია ჩამოყალიბებული იყოს.
ამიტომ,
არ მიიღება ? და სიიდან 1 დღით ამოწერა.
ასევე, დაგვინებულებს არ დაველოდებით, ვინც უნდა იყოს.
გთხოვთ, ეს პირობები გაითვალისწინოთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 18:34

qvevri wrote:აბა ერთი შეკითხვა მოვიდა: აზერბაიჯანში ვარ ნამყოფი და შესაბამისად მათი ბეჭედი მაქვს პასპორტში ჩარტყმული და პრობლემა არ იქნება?
კგია, რომ ამ თემას შეეხე.
პასპორტში აზერბაიჯანის ბეჭდის არსებობა საქართველოს მოქალაქეს სომხეთში გადასვლაში ხელს არ უშლის.
ჩემს პასპორტში ბელექანის (ჰერეთის) გამსვლელი პუნქტის ბეჭედი იყო ჩარტყმული, მაგრამ მაინც უპრობლემოდ გადავედი.
ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეებს 2 პასპორტის ქონის უფლება გვაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 18:51

პრესა.გე 2010ის შემოდგომას ახტალის ტაძრის თაობაზე წერილს აქვეყნებს.

ქართული ტაძრის სომხურად გამოცხადების მორიგი მცდელობა
23.10.2010
ნინო მიქიაშვილი
(გთავაზობთ შემოკლებით, ეს კიდევ ბმული: http://presa.ge/new/?m=society&AID=1525)

ისტორიულ ლორეში, რომელიც ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზეა, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის – ახტალას მონასტრის მითვისების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 14 სექტემბერს მთავრობის და ეკლესიის წარმომადგენლებმა ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადეს, რომ 19–ში ახტალას მონასტერს სომხურად აკურთხებდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდეს მოსაწვევები, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელს სომხური ეკლესიის წარმომადგენელიც აწერდა.

ამ ინფორმაციამ საქართველოს საპატრიარქომდეც მოაღწია. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ მეზობელი სომხების ამ განზრახვისთვის ხელის შეშლას. აღმოჩნდა, რომ ქართული სამონასტრო კომპლექსის სომხურად გამოცხადების საქმეში, სომხეთის ხელისუფლების პირველი პირებიც იყვნენ ჩარეულები. შესაბამისად, აუცილებელი გახდა საქართველოდანაც ჩარეულიყვნენ, ხელისუფლების სათავეში მყოფნი. წინააღმდეგ შემთხვევაში, 19 სექტემბერს, სომხეთის სალჩოსთან ქართველი ახალგაზრდები საპროტესტო გამოსვლას იწყებდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს აქტიურობამ და მოსალოდნელმა საპროტესტო აქციამ, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები აიძულა ამ პრობლემის მოგვარებაში ჩარეულიყვნენ, რამაც საბოლოოდ დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენმა მეზობლებმა ქართული ტაძრის სომხურად კურთხევაზე უარი თქვეს, მაგრამ 19 სექტემბერს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო სეირნობის მოწყობა გადაწყვიტეს.

ახტალაში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით ორსაათნახევრის სავალზეა, 19 სექტემბერს, ინტერნეტ–ტელევიზია itv.ge–ს გადამღები ჯგუფი დათქმულ დროზე ადრე ჩავიდა. იმაზე, თუ რა ვითარება დახვდათ ქართული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და რა მდგომარეობაშია ტაძარი, პრესა.გე ტელე–ოპერატორ აკაკი პერტაიას ესაუბრა:

“ქართული ტაძრის სომხურად გადანათვლისთვის ემზადებოდნენ. ტაძარი ღია იყო. თავიდან შიგნით ერთი მღვდელი და ორი დამხმარე იყვნენ; ხალიჩა გაშალეს, საკურთხეველთან პატარა მაგიდა დაგდეს. ხალხმა ნელ–ნელა მოგროვება დაიწყო. ხელში მოსაწვევები ეჭირათ. იქ მყოფი ადამიანები ამბობდნენ, ტაძარი უნდა გადავნათლოთო. თავიდან არაფერს გვეუბნებოდნენ და ფეხდაფეხ დაგვყვებოდნენ. მოგვიანებით დაინტერესდნენ ვინ ვიყავით, იქ რა მიზნით ჩავედით.

ტაძრის შიგნით სომხური ეკლესიის მღვდელთან ინტერვიუ ჩავწერეთ. მან თქვა – “მე აქ დავდივარ, მაგრამ წირვას ვერ ვასრულებ, რადგან უფლება არ მაქვს; ველოდით რომ ტაძარი გადაინათლებოდა, მაგრამ დღეს ეს რატომღაც გადაიდოო.“

ტაძარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია – ფრესკები ალაგ–ალაგ ჩამოფხეკილია; ბევრგან წყალი ჩამოდის; გუმბათი მოხსნილია და კუსტარულადაა გადახურული; კედლებზე, კარზე ბალახია ამოსული – უპატრონო სახლს ჰგავს, სადაც კაცი არ შედის და ყველაფერს ხავსი ედება. სამონასტრო კომლექსი დანგრეულია და ზედ ეკალ–ბარდებია ამოსული. ჩვენ რომ მივედით, გვეგონა ეზოს ასუფთავებდნენ. არადა თურმე, პატარ–პატარა ხეების მოჭრა მწვადის შესაწვავად იყო გამიზნული.

ეზოში სპეციალური სცენა მოაწყვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები, იქაური პარლამენტარები, ბიზნესმენები მოვიდნენ. ვიღაცეებს სიგელები გადასცეს. შემდეგ ტრადიციული სიმღერები ჩართეს და ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა ცეკვა–თამაში დაიწყეს. მწვადიც იქვე შეწვეს და ამ ყველაფერს დაარქვეს სახალხო სეირნობა“.

აკაკი პერტაია ახტალას მონასტრის ეზოში მყოფი ადამიანების განწყობას ასე გადმოგვცემს:

“ასე ჰგონიათ, თუ სპეციალურად ამბობენ, არ ვიცი, მაგრამ ინტერვიუებსა და პირად საუბრებში იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ ახტალას მონასტერი ისტორიულად მათ საკუთრებას წარმოადგენდა. ტაძრის შიგნით დაკრძალული მელიქიშვილების საფლავზე ქართული წარწერები, რომ ვნახეთ და ვუთხარით, ესენი ხომ მაინც ქართველები არიან–თქო, ამაზე მოგვიგეს – “სომეხი მელიქიანები არიან, რომლებიც აქედან საქართველოში წავიდნენ, იქ იბატონეს, შემდეგ დაბრუნდნენ და აქ დავკრძალეთო.“

როცა ტაძარს შიგნიდან, ტელე–კამერით ვიღებდით, იქ მყოფთაგან ერთ–ერთი მოგვიახლოვდა – რატომ იღებთ, რისთვის გჭირდებათო. როცა ავუხსენით, რომ ეს იყო ქართული ტაძარი, რომ ჩვენ საქართველოდან ჩამოსულები ვიყავით და ტაძრის შესახებ სიუჟეტის მომზადებას ვაპირებდით, გაღიზიანდა – “ეს ქართველების არ არის, ოდითგან ჩვენია და ჩვენი იქნებაო.“ როცა ჩვენმა ჟურნალისტმა უთხრა, “სომხური როგორ არის?! თბილისში არ ყოფილხართ, განსხვავებას ვერ ხედავთო?“ მოგვიბრუნდა და “თბილისში რაც ეკლესიებია, ყველა სომხურია, ქართულად გადაკეთებული. დრო მოვა და ყველაფერი თავის ადგილას დადგებაო“.

ის, რაზეც აკაკი პერტაიამ ჩვენი თხოვნით გიამბოთ (დამხვდურების განწყობა, ტაძარში და მის გარშემო არსებული ვითარება), ვიდეო–კადრებშია ასახული და ინტერნეტ–ტელევიზიის არქივში ინახება.


სიმართლ ვთქვა, ცოტა გადაჭარბებულად არის სომხების ქცევა შეფასებული, მაგალითად, ტაძრის ეზოში მწვადისთვის ხეებს ჭრიდნენო.
არადა, სამწვადედ მოსაჭრელი ხე იქ არ არის და ამასთანავ, თავად ქართველების დიდი ნაწილი საქართველოს ტაძრების ეზოებში ისე
ღრეობენ და იმდენ ნაგავს ტოვებენ, რომ სომხების ახტალაში ღრეობა ახლოსაც ვერ მივა.
მკდ, ეს სხვა თემის საუბრის საკითხია...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 18:54

ამავე წერილის გაგრძელება, ოღონდ, საუბარია ახტალის მატიანეზე:

ისტორიულ ლორეში, ახტალას მონასტრის მნიშვნელობაზე და მის ისტორიაზე, გთავაზობთ ხელოვნებათმცოდნე ზაზა სხირტლაძის ვრცელ კომენტარს:

“ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა.

მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.

მისი აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც წმინდა მეფე თამარის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის, ავაგის ღვაწლით, მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი, კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საქტიტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული.

კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის ოციან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ–გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას, რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთან, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტრის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII საუკუნეების მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთაია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი).

ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას.

ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე დადგინდა მონასტრის ტიპიკონიც, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტურლი სახით მოაღწია. ახტალას ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო, წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმინდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ილარიონ ქართველი.

XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრა გახდა. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ, ომარ ხანის შემოსევის შემდეგ, სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად.

საქართველოში სამეფო ხლეისუფლების გაუქმებისა და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ, 1802 წლიდან ახტალა კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა. მონასტერი XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ადგილობირივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლები.

XX საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის.

ახტალას მონასტრის შესახებ არსებული პუბლიკაციები (ცნობები, მასალები, გამოკვლევები) ეხება მონასტრის, როგორც ისტორიას, ისე მის ეპიგრაფიკას, კომლექსის არქიტექტურასა და ფრესკებს. ამ მდიდარი მასალის წარმოდგენისა და ინტერპრეტაციისას, პუბლიკაციათა ერთი ნაწილი აშკარა ტენდენციურობით გამოირჩევა და ზოგჯერ გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერსაც იძენს.

ბოლო ათწლეულების მანძილზე ახტალის მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ. ტაძრის არქიტექტურისგან განსხვავებით, მისი ფრესკების რესტავრაციის არაპროფესიული მიდგომის გამო, აქ ბევრი რამ გადაიწერა, რის გამოც ფერწერული ანსამბლის საერთო მხატვრულ სახეში მრავალი რამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაიკარგა“.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by mariamooo » 01 თებ 2011, 18:59

იმედია აზერბაიჯანის ბეჭდის გამო უკან არ გამომაბრუნებენ :roll: :D

1.2. ავთო (avtokh) +
3. მარიამო
4. :?:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 თებ 2011, 19:12

mariamooo wrote:იმედია აზერბაიჯანის ბეჭდის გამო უკან არ გამომაბრუნებენ :roll: :D
არ გამოგაბრუნებენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ახტალა - სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი; ახპატი, 06.02.2011

Post by ლეონტი » 01 თებ 2011, 19:13

ახტალა-ალავერდ- შამბლუღის სპილენძის, ტყვიისა და ოქროს საბადოები ერეკლეს და სხვა საქართველოს უპატრონობის მესვეურთა გამო ინგლისი წაეპოტინა და თურქებს რუსებმა უპატრონო საქართველოს ვინ რა კიუთხა?
წაიღეს და ეს იდიოტები ევროპაო და მაღალი იდეებიო. ტიპები საიდან მოვიდნენ და ჯარი მოიყვანეს ტყვიის და სპილენძის გულისთვის იმ ავსტრალიური კომპანიის არ იყოს ბოლნისი რომ გადახნა.
ირტყი ეხლა მჯიღი მკერდში.
ტყვილა რად უნდა გააღიზიანო უწიგნურები?
როცა მაგი რომ ისევ ქართული გახდეს სისხლი უნდა.

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]