კარვის კარნავალი 16.02.11.

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by Mta Mkvarebia » 04 თებ 2011, 11:17

ხალხნო, ძალიან პასიურობთ. თქვით რამე, რომ გავიგოთ, მოგწონთ, არ მოგწონთ, მისაღებია თუ არა მენიუ, მისი ფასი, ან სულაც თარიღი. თუ არ მოგწონთ, უფრო აქტიურად უნდა ვეძებოთ ალტერნატიული ვარიანტები და ამაში კი თქვენც უნდა დაგვეხმაროთ.

ეს კი კოსტიუმების გაქირავების ცენტრები:

კოსტიუმების დაქირავება

1.. ქუთათელაძის 4 , ოპერის უკან, მე-13 პოლიკლინიკასთან ჩასახვევი, აბრაცაა გამოკრული
ტელ: 893 724016 მაია
899 730640 რუსიკო
ფასები: კოსტიუმი დაახლოებით 20-40 ლარი, ნიღბები დაახლოებით 5-10 ლარი, ფრთები -15 ლარი

2. თაბუკაშვილის 46 მეორე და მესამე სართულები (შესასვლელი ლაღიძის 2-დან). რამდენიმე ცენტრია: ნელი და ჯემალი 899 462683 (მრავალი აქსესუარი აქვთ, 5-დან 10 ლარამდე), კაბა საშუალოდ 25 ლარი, არის 40 ლარიანი კოსტიუმებიც; ქეთინო 899343850 , პავლე 899 293728 ოპერის მხატვრები,
78 56 95, კოსტიუმების ფასები 25 ლარის ზემოთ ზოგი კოსტუმი 50 ლარი, არის 100 ლარიანი კოსტიუმებიც.

3. ბავშვთა ცენტრებშიც შეგიძლიათ იქირავოთ კოსტუმები, რომელიც გამოგადგებათ, მარტო პატარებისთვის არ აქვთ.

4. კოსტავას 44-ში ქირავდება კოსტუმები. ტელ: 181321 ან 899513404
მოდის სახლი “თინათინ მაღალაშვილი”
ვებ-გვერდი, აქ შეგიძლიათ ნახოთ კოსტიუმების ფოტოები:
http://tinatinmagalashvili.com/costumegallery/gal1.html
http://tinatinmagalashvili.com/costumegallery/gal2.html
აქ მხოლოდ რამდენიმე კოსტიუმის ფოტოა, ადგილზე უფრო ფართო არჩევანი აქვთ ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც.
ფასები: კოსტუმი – 50 ან 60 ლარი, ზოგიერთი განსაკუთრებული კოსტუმის ფასია 100 ლარი
პარიკები – 30-40 ლარი
ფრთები 30 ლარი
ნიღბებს არ აქირავებენ, ყიდიან და 50 ლარიდან იწყება ფასი
მუშაობის საათები 10:00-20:00 ყოველდღე, კვირის გარდა.

5. საღამოს კაბები გოგოებმა შეიძლება იქირავონ “მარიონელა”-ში, “ზიზი”-ში (237174), “მარიგოლდში” (დ. აღმაშენებლის გამზ. # 69/71
ტელეფონი: 8-99 56-51-76 8-99 56-51-76 , 95 29 29 ) ან აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სხვა საქორწინო სალონში. ფასები განსხვავებულია. “ზიზიში”- საშუალოდ 60 ლარი, “მარიონელა”-ში 2010 წლის მის საქართველოს კაბები კი აქვთ მაგრამ 170 ლარიდან იწყება ფასი და ამიტომ მეეჭვება ვინმეს დააინტერესოს ;), “მარიგოლდში”- დაახლ. 100-120 ლარი. მაგრამ სხვა საქორწინო სალონებში 50 ლარად შეგიძლიათ კაბის ქირაობა. მაგალითად სალონში "სტილი"(ესეც აღმაშენებელზე თეატრის და კინოს ინსტიტუტის წინ) რამდენიმე ლამაზი კაბა აქვთ 50 ლარად შევუთანხმდი მე და მააზე მეტი არ შესთავაზოთ, თუ უფრო დაგიკლებთ, ეს უკვე თქვენ იცით :) . ტელეფონი: 893507367 ქეთი ან ნანა იკითხეთ
Sarajistka wrote: ...ერთია კიდევ, მე რაც ვიცი, კინომსახიობთა თეატრის უკან და კოსტიუმებიც ბევრად ხელმისაწვდომ ფასებშია....
Last edited by Mta Mkvarebia on 10 თებ 2011, 00:18, edited 3 times in total.
Image

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by keto » 04 თებ 2011, 12:07

Mta Mkvarebia

მე ვიტყვი, რომ ფრიად მშვენიერი ინტერიერი და ფართია, ფასიც აბსოლიტურად მისაღები, მენიუ საკმარისი!
(ერთია, მექსიკური კარტოფილი ჩვეულებრივით ხომ არ ჩავანაცვლოთ? არაბარაქიანია მგონი მექსიკური უფრო.მარა მე ნუ დამიჯერებთ, არცერთს არ ვჭამ მაინც)
Keep Smiling...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by Naia » 04 თებ 2011, 12:30

Mta Mkvarebia
ლიკუ, რა ყოჩაღი ხარ გაქირავების კოორდინატები რომ დაწერე.

თუმცა, ერთს დავამატებდი: სულაც არ არის აუცილებელი კოსტუმი იქირაოთ. გამოიყენეთ ფანტაზია და დარწმუნებული ვარ, მშვენიერ კოსტუმს მოიფიქრეთ. ნეტში უამრავი საინტერესო ვარიანტია, რომელიც თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ. აგრეთვე ნახეთ შარშანწინდელი კარნავალის თემა, იქნებ იქაც წააწყდეთ რაიმე საინტერესო კოსტუმის იდეას

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by tamari-khevi » 04 თებ 2011, 14:42

საკარნავალო ადგილი და ღირებულება სავსებით მისაღებია. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს!!!!:)))))))რაც შეეხება თარიღს, უმარვლესობის გადასაწყვეტია... თუმცა , ჩემი აზრით , შაბათი ან პარასკევი უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.....

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by აცაბაცა » 04 თებ 2011, 14:57

ჰე რა ვქნა დაველაპარიკო ვიტამინს????? :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by Mta Mkvarebia » 04 თებ 2011, 15:27

tamari-khevi
თარიღი ალბათ უკვე აღარ შეიცვლება. პარასკევს 1-2 კარველს არ სცალია, ხუთშაბათი ანუ 17 დაკავებულია იმ კაფეში რაც ვნახეთ, შაბათ-კვირას კიდევ ქალაქგარეთ გასვლები იქნება ალბათ და ამ მხრივაც არ იქნება მოსახერხებელი.

აცაბაცა
ახლა კითხულობ ამას? გუშინ რაზე დაგირეკე აბა? შენი ნიკი რომ დავინახე თემაში, მეგონა უკვე პასუხი გაიგე და იმის დასაწერად შემოხვედი.
გთხოვ დროულად გაიგე რას გვთავაზობს (კარაოკესა და დიჯეის გარდა თამაშებსაც თუ გვათამაშებს) და რა თანხაში, რომ დროულად გავაკეთოთ არჩევანი.
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by აცაბაცა » 04 თებ 2011, 15:40

Mta Mkvarebia

რა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხარ მთაშენკა შე ქალო!!!!

დავურეკავ ეხლა!!! :lol: :lol: :lol:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by Naia » 04 თებ 2011, 15:51

მეგობრებო, ხვალ საღამოს 8 საათზე გაიმართება კარნავალის საორგანიზაციო შეკრება. ჯერ-ჯერობით ვიკრიბებით მთაშენკა, თეო-, სასკვა და მე. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ კარნავალის ორგანიზებაში და თქვენი იდეებით კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოთ ეს ღონისძიება, შემოგვიერთდით!

ჰო, დამავიწყდა მეთქვა: შეკრების ადგილი ჩემთან სახლში

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by აცაბაცა » 04 თებ 2011, 17:09

Naia

დასალევი გექნება? :twisted:
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by Naia » 04 თებ 2011, 17:19

აცაბაცა wrote:Naia

დასალევი გექნება? :twisted:
ჩაი :)

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by teo- » 04 თებ 2011, 22:36

Naia
სად მოვიდეტ?P)
არა ექსკურსიას! Image

User avatar
fe_male
ბილიკზე მოარული
Posts: 37
Joined: 11 ნოე 2009, 21:21
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by fe_male » 04 თებ 2011, 23:19

მშვენიერი ადგილია, მენიუც გადასარევი......)))) ყოჩაღ გოგოებო, ბევრს ნუღარ იწვალებთ სავსებით მისაღებია ეს ვარიანტი........)))))

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by Makena » 04 თებ 2011, 23:40

გული კი მწყდება მაგრამ სამსახურის გამო კვლავ უცხოეთში მიწევს წასვლა ამიტომ მე კარნავალზე ვერ შემოგიერთდებით.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by teo- » 05 თებ 2011, 14:07

Mta Mkvarebia wrote:keto
კი ქეთო, მაგას გულისხმობდა. ანუ უბრალოდ ჩვენ მას საღამოს წაყვანას შევუკვეთავთ, არ აქვს მნიშვნელობა სად. ახლა აცა დეტალებს არკვევს. თუმცა წამყვანის 2 ვარიანტზე შედარებით ძვირი შეიზლება დაჯდეს. როცა წამყვანის ამ სამივე ვარიანტის ფასებს და პირობებს გავიგებთ მერე გეტყვით უფრო ზუსტად.

დროა განისაზღვროს კარნავალის ჩატარების თარიღი. სიაში ჩაწერილი კარველების დიდ ნაწილთან კერძო საუბრების შედეგად გაირკვა, რომ 16 თებერვალი მეტნაკლებად ყველას აწყობს. ამიტომ კარნავალი 16 თებერვალს ჩატარდება. მართალია 16 ოთხშაბათია მაგრამ ის კვირა, როგორც დაიწერა მსგეფსია.


ახლა რაც შეეხება დარბაზს. მე და ნაიამ დღეს ძლივს მოვახერხეთ და გავედით ერთი ადგილის სანახავად. შეიძლება სხვა ვარიანტების ნახვაც, მაგრამ ამ ყველაფერს ნაკლებად დაკავებული ადამიანები სჭირდება თავისუფალი დროის შესაძლებლობით. თუ სხვა ვერავინ შემოგვეშველება, სხვა ადგილის ნახვას კიდევ როდის მოვახერხებთ ვერ გეტყვით.

ჩვენი ნანახი ადგილი კაფე" to Premier Palace" მდებარეობს პურის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიის ასახვევში, იერუსალიმის ქუჩა #1. კაფე სარდაფული ტიპისაა. შედგება ერთმანეთისაგან 1-2 საფეხურით და თაღი-კედლებით იზოლირებული 3 დარბაზისგან. პირველ დარბაზში ბარია, ბარიდან მეორე დარბაზში გადიხარ, სადაც სავარაუდოდ ჩვენი საცეკვაო ადგილი იქნება, თუმცა რამდენიმე სავარძელს მაინც დავატოვებინებთ ამ დარბაზში, დროდადრო რომ ჩამოჯდეს ვინმე, აქედან ისევ 2 საფეხურით ადიხარ მესამე დარბაზში, სადაც გაშლილი იქნება სუფრა. ამ დარბაზში ეტევა მაქსიმუმ 40 ადამიანი, თუმცა კიდევ რამდენიმე ადამიანისთვის მაგიდის ჩადგმა იმ დარბაზში შეიძლება სადაც ბარი მდებარეობს. 3-ვე დარბაზი ერთ მთლიან სივრცედ აღიქმება, ასე რომ ერთმანეთთან კონტაქტს ეს ხელს ვერ შეუშლის.

აი ფოტოები:

ესაა დარბაზი სადაც ბარი მდებარეობს, წინ მოჩანს კიბე, საიდანაც შემოდიხარ კაფეში.

Image

ეს ბარის ადგილიდან გადაღებული მეორე დარბაზია

Image

Image


კაფეს აქვს ორი მონიტორი, კარაოკე, დიდი დინამიკები, მიკროფონები

Image

Image

Image


აქ უკვე მესამე დარბაზი ჩანს:

Image

მესამე დარბაზი. აქ უნდა განთავსდეს მაგიდები

Image
თუ 40 კაცამდე შევიკრიბეთ, ამ როიალს გაიტანენ ხელი რომ არ შეგვიშალოს

Image


მეორე (საცეკვაო) და მესამე (დასაჯდომი) დარბაზებს შორის გასასვლელი თაღი
Image


ახლა რაც შეეხება მენიუს, ვიცით რომ თქვენი საუბრიდან გამომდინარე ნაირ-ნაირ სასმელ-საჭმელები მთავარი პრიორიტეტი არაა, ამიტომ ყველას ინტერესი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული , გადავწყვიტეთ ძვირბიუჯეტიანი მენიუ არ შეგვვერჩია და თუ ვინმეს რამე განსაკუთრებული მოუნდება, მაშინ ინდივიდუალურად მისცემს შეკვეთას და ინდივიდუალურ ქვითარს მიუტანენ გადასახდელად.

ღვინო (თან რა ღვინო) კარვის მეგობარმა სულიკომ გვაჩუქა და მას ყოველგვარი პროცენტის დამატების გარეშე შევიტანთ კაფეში. დიდი მადლობა სულიკოს ამისთვის.

ესეც მენიუ. მიიღება რაციონალური შენიშვნები რაიმე კერძის სხვა კერძით ჩანაცვლების მიზნით:

Image

ამ თანხას (23 ლარს და 60 თეთრს) დაემატება 50-ნაჭრიანი ტორტის თანხა 70-80 ლარი და წამყვანისთვის გადასახდელი თანხა, თუ რა თანხა იქნება ეს ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ.


აბა რას იტყვით?

ვიმეორებ ეს არაა ერთადერთი ვარიანტი, მაგრამ სხვა ვარიანტებს ძებნა და რაც ყველაზე მეტად გვიჭირს, მოსალაპარაკებლად და სანახავად ადგილზე მისვლა უნდა.

რაც შეეხება კოსტიუმის გაქირავების ცენტრებს, მათ მისამართებს და ტელეფონებს ხვალ დავდებ.
აქ დიჯეი იქნება მერე??
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარვის კარნავალი 16.02.11.

Post by Mta Mkvarebia » 05 თებ 2011, 15:30

teo- wrote: აქ დიჯეი იქნება მერე??
თემას არ კითხულობთ?
teo- wrote:
Mta Mkvarebia wrote:keto
კი ქეთო, მაგას გულისხმობდა. ანუ უბრალოდ ჩვენ მას საღამოს წაყვანას შევუკვეთავთ, არ აქვს მნიშვნელობა სად. ახლა აცა დეტალებს არკვევს. თუმცა წამყვანის 2 ვარიანტზე შედარებით ძვირი შეიზლება დაჯდეს. როცა წამყვანის ამ სამივე ვარიანტის ფასებს და პირობებს გავიგებთ მერე გეტყვით უფრო ზუსტად.
Mta Mkvarebia wrote: აცაბაცა
გთხოვ დროულად გაიგე რას გვთავაზობს (კარაოკესა და დიჯეის გარდა თამაშებსაც თუ გვათამაშებს) და რა თანხაში, რომ დროულად გავაკეთოთ არჩევანი.
ისიც ეწერა თემაში, ალტერნატიული ვარიანტები მიიღებაო.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]