ეგვიპტე 7-19დეკემბერი

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Toma » 15 ნოე 2010, 18:25

ეგვიპტე

დადგა ნანატრი მოგზაურობის განხორციელების დრო.

გადმოვაკოპირე სამომავლო გეგმებიდან ყოჩაღი მთაშენკას პოსტი

ეგვიპტე ხურგადა 27 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით,

ფასი 1 ადამიანისთვის 3ადგილიანი ნომრის შემთხვევაში - 388$ და 2ადგილიანი ნომრის შემთხვევაში- 415$. ღირებულებაში შედის - ავიაბილეთი ერევნიდან, ნომერი სასტუმროში, რომელიც ზოგან 4ვარსკვლავიანადაა მოხსენიებული, ზოგან კი 3-იანი +ით, 2ჯერადი კვებით (შვედური მაგიდა), დაზღვევა და ტრანსფერი სასტუმრომდე და უკან. სურვილის შემთხვევაში ტუროპერატორი უზრუნველყოფს ტრანსფერს თბილისი- ერევნის და ერევანი-თბილისის მიმართულებით. ერთი გზა 45-50 ლარი, ან ტაქსებით ან 10 კაცის შეკრების შემთხვევაში - მინიბუსით, თუმცა თუ სარეისო გაცილებით იაფია, შეიძლება ამ ვარიანტზე ფიქრიც.

პერიოდი იმითაა ხელსაყრელი რომ შაბათს არის ფრენა, და ტური მთლიანად მოიცავს 2 შაბათ-კვირას, ანუ 4 დასვენების დღეს და 8დღიანი შვებულების აღება დაგვჭირდება.

რაც შეეხება ექსკურსიებს, ჯობია ადგილზე, ქალაქში შეძენა და არა სასტუმროში ოპერატორებთან, გაცილებით იაფი დაჯდება:
სავარაუდო მიმართულებები:

ქაირო - 24 საათიანი ტური, მგზავრობა ავტობუსით, გასვლა დილით ადრე და ჩამოსვლა იმავე დროს, (შედის პირამიდები, მუზეუმები - პაპირუსების, ნელსაცხებლების და ლანჩი) - ფასი 45-50$-ად შეიძლება შოვნა.

ლუქსორი - 50$ ად შეიძლება წასვლა

დაივინგი ანუ წყალში ყვინთვა - 30-40$, თუმცა მე პირადად ამ ექსკურსიის აღებას მინისძირიანი ნავით გასეირნება მირჩევნია, რადგან ცურვა არ ვიცი .

კვადროციკლებიტ ტური საფარაში - 25-35$

პეტრა - მგზავრობა თვითმფრინავით - 200$

თუ ყველა ზემოთჩამოთვლილ ექსკურსიას აიღებთ ტურებიც 400$ დაგიჯდებათ და მოგზაურობის საერთო ღირებულება დაახლ. 800$ იქნება + ჯიბის ფული თქვენი მადის შესაბამისად. მაგრამ თუ პეტრაზე იტყვით უარს - მოგზაურობის საერთო ღირებულება 600$ იქნება. + ჯიბის ფული თქვენი მადის და ფინანსების შესაბამისად.

რაც შეეხება სასტუმროს, წავიკითხე შეფასებები (რევიუები) ინტერნეტში, საერთო შეფასება 4.3 ქულაა. ზოგი უარყოფითია, ზოგი დადებითი. თუმცა უარყოფითი შეფასების ავტორებიც ერთხმად აღიარებენ რომ ეს არის საუკეთესო ეკონომიური ტური ანუ ფასისა და მომსახურების ხარისხის საუკეთესო შერწყმა. ასევე ყველა თახმდება რომ ამ სასტუმროს ყველაზე დიდი პლიუსი მისი პლაჟია, ისევე როგორც სასტუმროების უმრავლესობას, მასაც საკუთარი პლაჟი აქვს, თუმცა გზის მეორე მხარეს, სასტუმროდან 5 წუთის სავალზე. პლაჟი ამ სასტუმროს ორი აქვს. ერთი ქვიშიანია, დაბალი წყლით ბავშვებისთვის ან მათთვის ვინც ცურვა არ იცის, ან ქვიშაში კოტრიალი უყვარს და მეორე - მარჯნის რიფებიანი პლაჟი, ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი, მარჯნებით და ნაირფერი თევზების ქარავნით, რომლის ხილვა დაივინგის ტურის შეძენის გარეშეც შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ნიღბით, რომელსაც იქვე - 5 $-ად შეიძენთ. ასეთი პლაჟი 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსაც არ აქვთო, ამბობენ შეფასებებში, რადგან მაგ სასტუმროების პლაჟები სავსეა კატერებით და წყალიც დაბინძურებულიაო. ორივე პლაჟზე მრავლადაა ქოლგები, დასაწოლი სკამები, პირსახოცები, ყველაფერი უფასოდ.

თუ ვინმე სერიოზულად დაინტერესდება, შემიძლია პმ-ში ამ სასტუმროს ვებ მისამართი გადავუგზავნო.

წყალი ეგვიპტეში არ ისმება, მაგრამ სასმელი წყალი ძალიან იაფია: 5 ლიტრიანი წყალი 1$ ანუ 5 ფუნტი ღირს, ამდენივე (ცოტა ძვირი) ღირს ტაქსიც ქალაქის ცენტრში. და საერთოდ ნებისმირი ნივთის ან მომსახურების შეძენისას აუცილებლად უნდა შეევაჭროთ და ხშირად 30-50%-ს აკლებენ.
ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის ეგვიპტეში არის დაახლ. +30 გრადუსი დღისიტ და 15 გრადუსი ღამით. ანუ დღისით თბილა და თხელი ტანსაცმელი დაგჭირდებატ, საღამოს კი აგრილდება და თბილი ტანსაცმელიც დაგვჭირდება.

8 დეკემბერს დილის 5 თუ 6 საათზე უკვე ერევანში ვიქნებით და შეგვიძლია ტუროპერატორის მანქანა მოგვიანებით დავიბაროთ და ჩვენ მანამდე ერევანი დავათვალიეროთ (ეჩმიაძინი და სხვა ახლომახლო ღირშესანიშნაობები).

ამ გასვლისთვის არაა აუცილებელი ჯგუფის შეკრება. მარტო 2 კაცსაც შეუძლია წასვლა და 3 კაცსაც. მაგრამ თუ რამდენიმე ვიქნებით უფრო ვიმხიარულებთ, ისევე როგორც აქამდე გვიმხიარულია თან არაერთხელ .

შეგახსენებთ, რადგან სპეცშემოთავაზებაა რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა მესმის რომ ეს მცხეთაში ჩარბენა არაა და მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ.

მაშ ასე, ახლა სია:

1. ტომა
2. მთა მყვარებია
3.
[/b]
Last edited by Toma on 18 ნოე 2010, 09:14, edited 1 time in total.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Toma » 15 ნოე 2010, 18:28

ასევე მინდა გითხრათ, რომ მეორე ვარიანტი არსებობს 18-29 დეკემბრის იგივე პირობებით ფრენა ერევნიდან. ფასში მაქსიმუმ შეიძლება ცვლილება იყოს 50$-ით მეტი.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Toma » 15 ნოე 2010, 18:36

ეს რომ მოგანდომოთ სარეკლამო ბლოკი
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ქაიროსთან ახლოს ამ სა20არი პირამიდების ნახვა შეგვიძლია
Image
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:შეგვიძლია, ლუქსორის უნიკალურ წარსულს ვესტუმროთ
Image

Image
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:წითელი ზღვა მდიდარია მარჯნებითა და დელფინებით.
Image

ჰოდა, ყვინთვის მოყვარულებს შეგიძლია, ზღვის ქვეშ ენით აუწერელი სილამაზე ვნახოთ.
Image
ჩავყვინთოთ
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Toma » 15 ნოე 2010, 19:09

პეტრას ნახვაც შეგვიძლია,ეს იორდანიაშია.

Image


Image
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by pataputina » 15 ნოე 2010, 19:59

ვაიმევაიმე
როგორ მშუურს
თქვენ ხომ არ იცით


კი არა და


ძააალიანძააალიანძააააალიან
თბილად ჩაიცვით
და
სინას მთაზე ადით აუცილებლად მზის ამოსვლის სანახავად,

ფერადი კანნიონები და აბუგალუმი ნახეთ


სფინქსს ცხვირზე აკოცეთ
და
გადაეცით, რომ მომენატრა



:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ნოე 2010, 20:38

ვისაც არ უნახავს ეგვიპტე, არ უნახავს ძველი მსოფლიო.
ამიტომ, გირჩევთ გამგზავრებას.
მით უფრო, რომ ნამდვილად ხელმისაწვდომი ტურია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Mta Mkvarebia » 15 ნოე 2010, 21:27

ტომამ კი გადმოიტანა იდეების კიდობნიდან ტექსტი, მაგრამ კოპირებით გადმოვიტან მაინც, გამუქებული და გაწითლებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ადგილები ასე უფრო ადვილად მოსახვედრია თვალში:
Mta Mkvarebia wrote:ტომა რომ მოიცლის გახსნის თემას სამომავლო გეგმებში, რადგან იქ უფრო იხედება ხალხი და აქ შეიძლება ვერ ნახოს დაინტერესებულმა ადამიანმა ეს თემა. მანამდე კი მე დავდებ , გასვლის შესახებ ინფორმაციას:

ტომამ იყოჩაღა, დაიწყო რეალურად ზრუნვა თავისი ამდენი ხნის ჩანაფიქრის განსახორციელებლად და ტურსააგენტოში სტუმრობის მერე კონკრეტული ტურიც გამოიკვეთა. მაგრამ დროულად უნდა გადაწყვიტოთ ვისაც ეს წინადადება დაგაინტერესებთ, რადგან სპეცშემოთავაზებაა და შეიძლება ადგილები მალე შეივსოს.

მაშ ასე ეგვიპტე ხურგადა 27 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით,

ფასი 1 ადამიანისთვის 3ადგილიანი ნომრის შემთხვევაში - 388$ და 2ადგილიანი ნომრის შემთხვევაში- 415$. ღირებულებაში შედის - ავიაბილეთი ერევნიდან, ნომერი სასტუმროში, რომელიც ზოგან 4ვარსკვლავიანადაა მოხსენიებული, ზოგან კი 3-იანი +ით, 2ჯერადი კვებით (შვედური მაგიდა), დაზღვევა და ტრანსფერი სასტუმრომდე და უკან. სურვილის შემთხვევაში ტუროპერატორი უზრუნველყოფს ტრანსფერს თბილისი- ერევნის და ერევანი-თბილისის მიმართულებით. ერთი გზა 45-50 ლარი, ან ტაქსებით ან 10 კაცის შეკრების შემთხვევაში - მინიბუსით, თუმცა თუ სარეისო გაცილებით იაფია, შეიძლება ამ ვარიანტზე ფიქრიც.

პერიოდი იმითაა ხელსაყრელი რომ შაბათს არის ფრენა, და ტური მთლიანად მოიცავს 2 შაბათ-კვირას, ანუ 4 დასვენების დღეს და 8დღიანი შვებულების აღება დაგვჭირდება.

რაც შეეხება ექსკურსიებს, ჯობია ადგილზე, ქალაქში შეძენა და არა სასტუმროში ოპერატორებთან, გაცილებით იაფი დაჯდება:
სავარაუდო მიმართულებები:

ქაირო - 24 საათიანი ტური, მგზავრობა ავტობუსით, გასვლა დილით ადრე და ჩამოსვლა იმავე დროს, (შედის პირამიდები, მუზეუმები - პაპირუსების, ნელსაცხებლების და ლანჩი) - ფასი ტუროპერატორთან 75-80 $ , ქალაქში 45-50$-ად შეიძლება შოვნა.

ლუქსორი - 50$ ად შეიძლება წასვლა

დაივინგი ანუ წყალში ყვინთვა - 30-40$, თუმცა მე პირადად ამ ექსკურსიის აღებას მინისძირიანი ნავით გასეირნება მირჩევნია, რადგან ცურვა არ ვიცი :).

კვადროციკლებიტ ტური საფარაში - 25-35$

პეტრა - მგზავრობა თვითმფრინავით - 200$

თუ ყველა ზემოთჩამოთვლილ ექსკურსიას აიღებთ ტურებიც 400$ დაგიჯდებათ და მოგზაურობის საერთო ღირებულება დაახლ. 800$ იქნება + ჯიბის ფული თქვენი მადის შესაბამისად. მაგრამ თუ პეტრაზე იტყვით უარს - მოგზაურობის საერთო ღირებულება 600$ იქნება. + ჯიბის ფული თქვენი მადის და ფინანსების შესაბამისად.

რაც შეეხება სასტუმროს, წავიკითხე შეფასებები (რევიუები) ინტერნეტში, საერთო შეფასება 4.3 ქულაა. ზოგი უარყოფითია, ზოგი დადებითი. თუმცა უარყოფითი შეფასების ავტორებიც ერთხმად აღიარებენ რომ ეს არის საუკეთესო ეკონომიური ტური ანუ ფასისა და მომსახურების ხარისხის საუკეთესო შერწყმა. ასევე ყველა თახმდება რომ ამ სასტუმროს ყველაზე დიდი პლიუსი მისი პლაჟია, ისევე როგორც სასტუმროების უმრავლესობას, მასაც საკუთარი პლაჟი აქვს, თუმცა გზის მეორე მხარეს, სასტუმროდან 5 წუთის სავალზე. პლაჟი ამ სასტუმროს ორი აქვს. ერთი ქვიშიანია, დაბალი წყლით ბავშვებისთვის ან მათთვის ვინც ცურვა არ იცის, ან ქვიშაში კოტრიალი უყვარს და მეორე - მარჯნის რიფებიანი პლაჟი, ულამაზესი წყალქვეშა სამყაროთი, მარჯნებით და ნაირფერი თევზების ქარავნით, რომლის ხილვა დაივინგის ტურის შეძენის გარეშეც შეგიძლიათ, ჩვეულებრივი ნიღბით, რომელსაც იქვე - 5 $-ად შეიძენთ. ასეთი პლაჟი 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსაც არ აქვთო, ამბობენ შეფასებებში, რადგან მაგ სასტუმროების პლაჟები სავსეა კატერებით და წყალიც დაბინძურებულიაო. ორივე პლაჟზე მრავლადაა ქოლგები, დასაწოლი სკამები, პირსახოცები, ყველაფერი უფასოდ.

თუ ვინმე სერიოზულად დაინტერესდება, შემიძლია პმ-ში ამ სასტუმროს ვებ მისამართი გადავუგზავნო.

წყალი ეგვიპტეში არ ისმება, მაგრამ სასმელი წყალი ძალიან იაფია: 5 ლიტრიანი წყალი 1$ ანუ 5 ფუნტი ღირს, ამდენივე (ცოტა ძვირი) ღირს ტაქსიც ქალაქის ცენტრში. და საერთოდ ნებისმირი ნივთის ან მომსახურების შეძენისას აუცილებლად უნდა შეევაჭროთ და ხშირად 30-50%-ს აკლებენ.
ჰაერის ტემპერატურა ამ დროისთვის ეგვიპტეში არის დაახლ. +30 გრადუსი დღისიტ და 15 გრადუსი ღამით. ანუ დღისით თბილა და თხელი ტანსაცმელი დაგჭირდებატ, საღამოს კი აგრილდება და თბილი ტანსაცმელიც დაგვჭირდება.

8 დეკემბერს დილის 5 თუ 6 საათზე უკვე ერევანში ვიქნებით და შეგვიძლია ტუროპერატორის მანქანა მოგვიანებით დავიბაროთ და ჩვენ მანამდე ერევანი დავათვალიეროთ (ეჩმიაძინი და სხვა ახლომახლო ღირშესანიშნაობები).

ამ გასვლისთვის არაა აუცილებელი ჯგუფის შეკრება. მარტო 2 კაცსაც შეუძლია წასვლა და 3 კაცსაც. მაგრამ თუ რამდენიმე ვიქნებით უფრო ვიმხიარულებთ, ისევე როგორც აქამდე გვიმხიარულია თან არაერთხელ :D.

შეგახსენებთ, რადგან სპეცშემოთავაზებაა რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა მესმის რომ ეს მცხეთაში ჩარბენა არაა და მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ.

მაშ ასე, ახლა სია:

1. ტომა
2. მთა მყვარებია
3.
შევასწორე ეს წერილი. 27 ნოემბერი-8 დეკემბრის ტური ჩაიშალა, სპეცშემოთავაზების ვადის ამოწურვის გამო, ერთადერთი ვარიანტი სპეცშემოთავაზება რომ ვრცელდება და თანხა იგივე რჩება 7-19 დეკემბერია.
Last edited by Mta Mkvarebia on 17 ნოე 2010, 20:52, edited 2 times in total.
Image

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by burdula » 15 ნოე 2010, 22:04

1. ტომა
2. მთა მყვარებია
3. ბურდულა ?

ჯერჯერობით ესე,სამსახურში და ცოტ ცოტა რამე რუმეებში გავერკვევი და დავაზუსტებ კიდე
bag,music and a long road...

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by tamari-khevi » 15 ნოე 2010, 22:27

აუუუუუუუუუუ..რატო მასე ადრიანად??????????მე კი დეკემბერში ვიმედოვნებდი.............ეჰა,ჩემი სამსახურის შემყურე..........

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Mta Mkvarebia » 15 ნოე 2010, 22:43

tamari-khevi
ჰო თამო, ეს ვარიანტი სპეცშემოთავაზებაა და ამიტომ მომგებიანია ფინანსურად. 18 დეკემბრის მერე კი მე მაქვს ეგვიპტეში წასვლის ნაკლები შანსი :(.
Image

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Shanshika » 15 ნოე 2010, 22:58

ჩემი გულის გასახეთქად არის ეს თემა ...

:shock: :shock: :shock:

...
...Finding Inspiration...

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by keto » 15 ნოე 2010, 23:05

Shanshika
არამარტო :roll: :lol:
Keep Smiling...

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by ნინი_85 » 15 ნოე 2010, 23:22

18-29 დეკემბრის ვარიანტს ორივე ხელით ვემხრობი :D
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by kiki » 15 ნოე 2010, 23:42

აუუუუუუუუუ, რა მაგარიაააააააააა :!: :!: :!: :!: მმმმმმმმმმმ :P :P :P

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ეგვიპტე 7-19დეკემბერი

Post by Int3lig3nt » 16 ნოე 2010, 12:16

26-ში ჩამოვიდა ზღარბელიგენტი ჰურგადიდან.

დროს გამოვნახავთ და რჩევებს ჩამოგიწერთ.

მანამდე კი, თუ რამე კითხვები გაქვთ დაწერეთ და დაწვრილებით გიპასუხებთ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]