Page 1 of 7

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 07:27
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ ჯერზე :კარავის: ისტორიაში რეკორდული რაოდენობის ნერგებს დავრგავთ.
400 ძირი გვაქვს, რომელთაგან 100 ძირი, შესაძლოა, იფარი იყოს.
დანარჩენი კი - წიწვოვანი.
თუმცა, შესაძლოა, 400ვე ფიჭვი იყოს.
მოგეხსენებათ, ფიჭვის ნერგი სანერგედან მიწიანად იღება, რაც დიდ შრომას ითხოვს და შაბათს თუ სანერგეს ხალხმა მოგვისწრო, ჰომ კგ.
თუ არადა, ფოთლოვანის დარგვაც არ არის ურიგო.
ეგაა, რომ თბილისის ზღვა ქარიანია და იქ ასეთ ხეებს გახარება უჭირთ.

ახლა კი მთავარი:
ხეები ამჯერად თბილისის ზღვაზე დაირგვება.
გუშინ ლეო1 და მე ვიყავით ასულნი, ქალაქის გამწვანების 3სახურმა ადგილი გამოგვიყო, რაც აგვარიდებს
კერძო მესაკუთრის მიწის უკანოდ გამოყენებას.
ეს ადგილი ქალაქისთვის პრიორიტეტულია, რადგან ქარიან-მტვრიანია.

ვიკრიბებით შაბათს, 2010 წლის გიორგობისთვის 10ში გადასასვლელი ხიდის ნაძალადევის მხარეს.
მეტროს ამოსასვლელთან.
აქედან ზღვის იმ ნაწილამდე, სადაც ხეები უნდა დავრგოთ, 1,5 კმია.
მიგნება ადვილია - ხუდადოვის ქუჩით ავდივართ წრემდე, ვუხვევთ მარცხნივ (მარჯვნივ ვარკეთილის გზა იწყება) და დაახლოებით 200 მეტრში, ჩვენთვის გამოყოფილი ფერდობია.
სხვათა შორის, იქვე ახლოს არის წინა დღეებში დარგული ხეების მიდამო.

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 07:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
რაც შეეხება აქციის მონაწილეთა ზღვაზე ასვლის საკითხს:
ყველა ჩვენი სვლით ავდივართ.
ვინმეს ჰომ არ შეგიძლიათ, გაიგოთ, გადასასვლელიდან რა N ავტობუსები ადის?
რომ ადის, იმით მივხვდი, რომ 2 ადგილზე ავტობუსების გაჩერება ვნახე. თავად ავტობუსი კი - არა.

ვინ მანქანით იქნება, სიაში მიუთითოთ რა.

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 07:34
by GAMARJOBA SAKARTVELO
კიდევ სასიამოვნო სიახლე -
ლობოს მოჰყავს უნივერსიტეტ :მეტეხის: 60მდე სტუდენტი.

თუ შეიძლება, მწვანე აქციაში მონაწილეთა სია შევადგინოთ.
გავიგოთ, ვინ მივდივართ, რამდენნი ვართ.

ბარები, მოსარწყავი წყალი ადგილზე დაგვხვდება.
ამაში გვეხმარება ქალაქის გამწვანების 3სახური.
ნერგები კი საგარეჯოს რაიონში მდებარე სანერგე მეურნეობისა და გარემოს დცვის სამინისტროს მეშვეობით მივიღეთ.

მიიღება შენიშვნები და მოსაზრებები

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 08:31
by Hereti
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა ძმა ხომარ ჯობდა გამწვანების აქცია კვირას დაგეგეგმა? 13 ში ხომ შეკრებაა დაგეგმილი შემოწირულობის ასაგროვებლად, თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია შენ არგად იცი, იქნებ ერთი დღე გადაგეწია

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 08:40
by Mta Mkvarebia
Hereti
მგონი ჯობია თავად იფიქრო მაგალითად პარასკევს საღამოს გადაწევაზე, მახო. რადგან შეხვედრა რომ შაბათს დანიშნე ამ მიზეზით ბევრი ადამიანი ვერ შეძლებს მოსვლას, ნაწილი ამ დღესაც მუშაობს, ვინც არ მუშაობს, მხოლოდ შაბათ-კვირა აქვს ამ ხალხს დასვენება და ზოგი ან სოფელში მიდის, ან ლაშქრობაზე ან პირად საქმეებს აგვარებს და მგონი ამ მიზეზით უფრო შეფერხდება ხალხი. გამწვანების აქციის გადაწევაზე გოგას უფრო ეთქმის რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან მაგ საკითხი მარტო კარველებზე არაა დამოკიდებული, ნერგების , სარწყავი მანქანის, სამუშაო იარაღების და გამწვანების სამსახურიდან დამხმმარე ხალხის გამოყოფა ორგანიზაციული საკითხია არა მგონი ასე ადვილი იყოს აქციის გადაწევა.

მე პირადად, როგორც გუშინ გაირკვა, შაბათს მგონი სამსახურში უნდა ვიყო.

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 09:36
by Wanderer
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა უფრო რომ დააზუსტო ეგ ადგილი სადაც ხეები ირგვება შესაძლებელია?
როგორ ფიქრობ, ვარკეთილის მხრიდან ახლოს იქნება ეგ ადგილი?

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 10:15
by keto
მე მოვდივარ და პლიუსების რაოდენობასაც დავაზუსტებ.

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 10:30
by Naia
მე და დაფინა (ჩემი პლიუსი შორენა) მოვდივართ. შორენას პლიუსები მოჰყავს, რაოდენობას დავაზუსტებთ

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 10:55
by del
მშვენიერია :)

რაც მე მირბენია თბილისის ზღვაზე:)

სიამოვნებით შემოგიერთდებით

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 10:56
by Hereti
Mta Mkvarebia
ეგრეც შეიძლება, შაბათს იყოს და რომელი საათვი დავთქვათ, როდის ცალია ხალხს

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 11:06
by Iako.
მეც წამოვალ, ოღონდ ვერ გავიგე რომელ საათზე ვიკრიბებით?

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 11:24
by bambina
რომელზეა? ეგებ სამსახურიდან გავეთავისუფლო. ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან მინდა







:შ :შ

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 12:30
by NINUCA
1.GAMARJOBA SAKARTVELO
2. keto
3.Naia
4. Naia+(დაფინა)
5.del
6.Hereti
7.Iako.
8.NINUCA

9. :?:

თუ რაიმე უზუსტობა გამეპარა, გთხოვთ ჩაასწოროთ :)

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 12:39
by limpompo
ალბათ წამოვალ და თუ კარგი ამინდი იქნება ბავშვსაც წამოვიყვან)

გამწვანების აქცია თბილისის ზღვაზე, 13.11.2010

Posted: 09 ნოე 2010, 12:45
by ლობო
მე მოვდივარ ჩემი 60 პლიუსით :lol:

კიდევ დღეს მოვხვდები გადასასვლელ ხიდზე და ვიკითხავ რა ნომერი ადის ზღვაზე.. მაგ მიმართულებით მგონი ხიდიდან გადიან პატარა ავტობუსები...