Page 5 of 5

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 27 ოქტ 2010, 23:19
by nagli33
ყოჩაღ GAMARJOBA SAKARTVELO ყოჩაღ :)

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 28 ოქტ 2010, 13:27
by nataliko-nataliko
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ქორულდის ტბებთან

Image
როგორ მინდა ერთ-ერთი ჩრდილი მეც მეუთვნოდეს ამ კომპოზიციაში?!

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 30 ოქტ 2010, 01:24
by Sarajistka
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: დღეს ადიშში ავალთ. შემდეგ კი უშგული გვაქვს.
უშგული არ მინახავს, მაგრამ მგონია ადიშში ასლით სვანეთის სული ყველაზე მეტად შევიგრძენი. ბედნიერი სვანეთობა.

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 30 ოქტ 2010, 18:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
Mta Mkvarebia
konstantine
legenda
ninininuca
ანააანო
nagli33
nataliko-nataliko
Sarajistka

მადლობა ხალხ.
2 დღეა, სვანეთში გადაუღებლად წვიმს, რაც გეგმის სრულყოფილებისთვის სერიოზული შემაფერხებელი აღმოჩნდა.
დღეს ანანომ და მე ლაშთხვერის მთავარანგელოზის ტაძარი ვნახეთ.
გამორჩეულია ფრესკებით. ტაძრის კიდევ 1 დიდი ღირსება ფასადის მოხატულობაა.
ჩრდილოეთის კედელზე :ამირანდარეჯანიას: სცენებია დახატული, მათ შორისაა გმირის დევთან შერკინება.
რამდენიმე დღის წინათ ლატალში 1-1 ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა, ანანოს და მე ზარისა და გასვენების
რიტუალის გადაღება გვინდოდა, მაგრამ მიცვალებული წვიმის გამო, თურმე, ადრე გაუსვენებიათ და ქელეხში აღმოვჩნდით.
აბა, მოკითხვები...

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 30 ოქტ 2010, 20:02
by guruli
მართლა რა ლამაზი ფერებია, რა საოცრება!!! :roll: :roll:
ბედნიერი სვანეთობა, ბედნიერებო! :)

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 30 ოქტ 2010, 23:01
by ნიმფა
GAMARJOBA SAKARTVELO


არაჩვეულებრივი ფოტოებია, უმშვენიერესია სვანეთი.



აცხონოს ღმერთმა ლენჯერში გარდაცვლილი ქალბატონი.

იხაროს და იმრავლოს მისმა შთამომავლობამ.

ზარი კი მამაკაცებზე სრულდება, ამიტომ არაუშავს თუ გასვენებას ვერ მიუსწარით.

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 31 ოქტ 2010, 23:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, ყველანი თბილისში ვართ.
ბოლოს 2 ნაწილად გავიყავით.
ნაწილი თბილისში ადრე დაბრუნდა, ნაწილი კი სვანეთში შეხვედრილი კარაველი ლეო1ის მანქანით ჩამოვიდა.
ბოლო დღეების წვიმის მიუხედავად, ჩემთვის ძნ საინტერესო გასვლა გამოვიდა.
ვიმედოვნებ, სხვებიც ასე ფიქრობენ.
მალე ლაშქრობების განყოფილებაში თემაც გაიხსნება

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 01 ნოე 2010, 00:06
by ინა-უნა
კარგი კი არა და გადასარევი გასვლა იყო :!: ახლა თბილისში უფრო კარგად ვხვდები ეს რა ვნახე და რა შევიგრძენი. მადლობა ხალხნო :!:

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 01 ნოე 2010, 11:22
by Naia
ამ გასვლის თემა არ გაიხსნება? ფოტოები მაინტერესებს :)

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 01 ნოე 2010, 13:18
by anano
არაჩვეულებრივი გასვლა იყო!
კიდევ დიდხანს გამყვება ალბათ ის შოკი, რომელიც სვანეთში განვიცადე!!

ყველას დიდი მადლობააა!
გამარჯობა საქართველო -განსაკუთრებით, შენ!

ველი თემის გახსნას...