Page 1 of 5

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 01:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
სვანეთის ეს ტური ჯიპებით მოეწყობა.
სანახავი ბევრი გვაქვს, დრო და დღეც მოკლეა.
ამიტომ, მინიბუსი არ გამოგვადგება.
გავემგზავრებით 26 ღვინობისთვეს, 3შაბათს დილის 6 სთიდან, ჩამოვალთ 31 ღვინობისთვეს, კვირას.
ეს ტური დაუვიწყარი იქნება მრავალი ფაქტორის გამო.
ზემო სვანეთი განსაკუთრებით ახლაა ლამაზი - იქ უკვე შემოდგომის ფერებია, მთებზე კი 10 დღის წინათ თოვლიც დაიდო.

ამ გასვლაში ვნახავთ იმ ყველაფერს, რითაც სვანეთი თავმომწონეობს.
კარავული სვანეთობის ისტორიაში 1ლად მოეწყობა გასვლა ადიშისა და წვირმის მიმართულებით.
ეს ჩემი ჯილა სოფლებია და მინდა, რომ აქაური სილამაზე თქვენც გაიზიაროთ.
ვნახავთ იმ კოშკსაც,
სადაც სახელგანთქმული ადიშის სახარება ინახებოდა

მივალთ შხარას ძირში, სადაც რუები ენგურის თაიგულს ქმნიან და მას ფორიაქ მდინარედ აქცევენ,
უშგულშივე ვნახავთ მთის წვერზე ამეხებულ თამარის კოშკს, ვესტუმრებით
ქორულდს,
ადგილს, სადაც ამდენი ტბა 1ად არც 1გან არის თავმოყრილი.
გეგმაშია ჭალადიდის მყინვარის მონახულება. ბეჩოს გავლით მივალთ უშბის ძირას.
სოფელ იფარში კი ვნახავთ სვანეთისთვის უჩვეულო გუმბათიან ტაძარს.

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 01:15
by GAMARJOBA SAKARTVELO
პირობები:
მანქანის საწვავის ფასს ეკიპაჟის წევრები გაიყოფენ.
ყველგან საოჯახო სასტუმროში გავჩერდებით.
აქედან 2 დღე უშგულში, 1 დღე, ანუ ბოლო დღეს ლენჯერში გავათევთ. ახლოს ვიქნებით ბეჩოსთან, ეცერთან და ბოლოს და ბოლოს, თბილისთან.
1ლ დღეს წვირმში (შესაძლოა, მულახში) გავათევთ, კიდევ 1 დღე კი მესტიისთვის არის გათვალისწინებული.
გასვლის ხანგრძლივობა 5 ღამე და 6 დღეა.

ყველგან სასტუმროს ფასი 30 ლარია შედის დილა-საღამოს კვება.
მხოლოდ უშგულშია 50 ლარი და გათვალისწინებულია 3ჯერადი კვება.
თუ უშგულში შუა დღით გასვლაში ვიქნებით, სსასტუმროდან საგზალს გაგვატანენ.

ჩემი ვარაუდით, გასვლის მონაწილის ხარჯია სასტუმროზე 220 ლარი, მანქანაზე 50-60 ლარი,
მესტია-უშგულის მუზემებისთვის 3-3 ლარი.


31 ღვინობისთვეს, უკანა გზაზე ვნახავთ უშბას, ფხოტრერის ტაძარს და სამეგრელოს 1-1 რომელმე ღირსშესანიშნაობას.
შესაძლოა, ეს ანაკლიის ზღვის ნაპირები იყოს, რომელიც კოლხეთის დაცულ ტერიტორიაში
შედის და საიდანაც მზის ჩასვლა თვალსამშვენისად მოჩანს.

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 01:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
შეკრების დრო და ადგილი:
05.46 სთ
26.10.2010
სასტუმრო :ივერია-რედისონი:


დაგვიანებას არ ვართ.
წამოიღეთ თბილი სამოსი. ჩაიცვით მოხერხებულად.
არ გჭირდებათ თეთრეული, საძილეები, კარვები.
არ დაგავიწყდეთ პირადი ჰიგიენის ნივთები, აგრეთვე, მობილურებისა და აპარატების დამტენები.


დაგვჭირდება 1ლი დღის საგზალი.

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 01:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
სიას რაც შეეხება:
გეგმის ჩამოყალიბება-თემის გახსნამდე პირად საუბრებში წამოსვლის სურვილი გამოთქვეს ხრუხუნამ და ananoმ.
მათ სიაში კითხვის ნიშნით ჩავწერ. თუ წამოსვლა მოუნდებათ, დაადასტურებენ, თუ არადა, მომდევნო მსურველები ჩაეწერებიან.

+ებს რაც შეეხება, მიიღებიან.
ჯერ-ჯერობით, DONის 5ადგილიანი ჯიპი გვყავს.
ურიგო არ იქნება, 1-2 ჯიპიც თუ დაგვემატება.
დაკიდევ, გაითვალისწინეთ, რომ ეს გასვლა კომერციული არ არის

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 01:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
ზემო სვანეთში წამომსვლელთა სია:

1. DON (ჯიპით)
2. ანანო?
3. GAMARJOBA SAKARTVELO
4. ხრუხუნა?
5. ...

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 01:39
by anano
ეს ? საიდან დამისვი?!
გადამრევს ეს კაცი :lol:

ზემო სვანეთში წამომსვლელთა სია:

1. DON (ჯიპით)
2. ანანო
3. GAMARJOBA SAKARTVELO
4. ხრუხუნა?
5. ...

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 07:18
by khrukhuna
გოგა კითხვის ნიშნები არ დამანახო :))))

ანანოოო :*

1. DON (ჯიპით)
2. ანანო
3. GAMARJOBA SAKARTVELO
4. ხრუხუნა
5. ...

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 09:43
by Naia
ეჰ, ნეტავ ჩემი სემინარი ჩაიშლებოდეს... :(

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 10:15
by khrukhuna
Naia wrote:ეჰ, ნეტავ ჩემი სემინარი ჩაიშლებოდეს... :(
აუუ ნაიი ნეტავ!!!

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 14:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
anano
khrukhuna
გადასარევია, რომ მოდიხართ.
ძნ მიხარია.

Naia wrote:ეჰ, ნეტავ ჩემი სემინარი ჩაიშლებოდეს... :(
ველი შენი სემინარის გადადებას

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 14:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
ზემო სვანეთში წამომსვლელთა სია ამჟამად ასე გამოიყურება:

1. DON (ჯიპით)
2. ანანო
3. GAMARJOBA SAKARTVELO
4. ხრუხუნა
5. ...

დონი გვეტყვის, შეუძლია თუ არა ჯიპში კიდევ 1 მგზავრის ჩასმა

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 17:40
by ნიმფა
ეჰ, როგორ ველოდებოდი ამ გასვლის დროის გამოცხადებას.

ოქტომბრის ბოლოს არ მაძლევენ შვებულებას.

ნომებრის დასაწყისში პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ რა გაეწყობა... სხვა დროს ვნხავა შემოდგომის სვანეთს.

ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ :)

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 18:07
by Don
1. DON (ჯიპით)
2. ანანა
3. GAMARJOBA SAKARTVELO
4. ხრუხუნა
5. ...

მანკანა დრაებით ჩავთვალათ რომ შევსებულია..

არი პლიუსი მყავს ვისაც წამასვლა უნდა...

დანარჩენი ინფორმაცია შაბაც დილას გაირკვევა...

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 18:52
by ინა-უნა
რა მაგარია.

მეც მინდა წამოსვლა :!:

ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010

Posted: 21 ოქტ 2010, 19:51
by arcivi9
ზემო სვანეთი 26-31 ღვინობისთვეს, 2010
კი მაგრამ ამდენი დრო გაქვთ?