Page 1 of 7

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 16:42
by meleksa
მოგესალმებით ყველას

ძალიან დიდი სურვილი მაქვს მოვინახულოთ ჭერემი...
ერთ დროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხე და ქალაქი, რომელიც
დაარსებულია ვახტანგ გორგასლის მიერ... ასევე გზად ვნახავთ მე-5-6
საუკუნეში აშენებულ სამონასტრო კომპლექსს ზეგაანში.

გეგმა ასეთია:

შეკრების დრო და ადგილი: შაბათი, 16 ოქტომბერი. 2010 წელი

სასტუმრო ივერიასთან დილის 8:30 . . (დაგვიანების გარეშე)

გასვლა არის 1 დღიანი... მინიბუსის ფასი არის 200 ლარი, რომელიც
განაწილდება თანაბრად... ადგილების რაოდენობა მინიბუსში არის 16...


თან იქონიეთ საკუთარი საგზალი, საწვიმარი(ყოველი შემთხვევისათვის), სამგავროდ და სალაშქროდ
მოხერხებულად ჩაიცვით, შესაძლოა ფეხითაც მოგვიხდეს სიარული, რადგან
არის შესაძლებლობა ტრანსპორტს გაუჭირდეს რამდენიმე ადგილას...
ასევე სოფ.ჭერემიდან გორგასლის სასახლის ნანგრევებამდე სურვილისამებრ
შეგვიძლია დავიაროთ 4-5კმ ფეხით (შეიძლება აქაც ვერ იაროს მინიბუსმა)


ამინდი კარგი უნდა იყოს როგორც გვამცნობენ, ასე რომ იმედია სასიამოვნო და
ლამაზი ფერებით სავსე გასვლა გვექნება... :)





თუ ქვეყანა არ დაიქცა და წვიმები არ მიაყოლა გასვლა არ გადაიდება...

ბმული იდეებიდან:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=4567

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 16:51
by Teo_Giorgobistve
რა კარგი იდეაა და რა ცუდია, რომ შაბათს არის :(

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 17:02
by meleksa
წამომსვლელთა სია:

1. მელექსა
2. მელექსა +

გააგრძელეთ :)

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 17:49
by Tamari-ch.
meleksa
ხომ იცი, რომ კარველების უმეტესობა შაბათს მუშაობს?
:?

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 17:56
by tusho+
meleksa
ამ მარშუტზე არამგონია 16 კაციანი მიკრო ავტობუსი საკმარისი იყოს, ასე მგონია 20 ან 25 კაციანის მოძებნა დაგჭირდებათ

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 17:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
meleksa
შენი გულისა, შესანიშნავი გეზია.
თუ დრო, გზა და ჯანი იქნება, ჭერემის წყალსაცავსაც სიამოვნებით ვნახავდი.
ზეგაანის ეკლესიას კი, გარეშემო 1-1 ლამაზი ტყე აკრავს.

დაკიდევ, ამ დღეს ნახევარ საქართველოში წვიმს და ეგებ, აქ არ გაწვიმდეს

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 18:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, ნუ დაგავიწყდებათ თან
იქონიოთ არა1ჯერადი პირადი ჭურჭელი

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 18:03
by meleksa
GAMARJOBA SAKARTVELO

იმედია არ იწვიმებს... თუ იწვიმა მონდომებული კაცი რამე სხვა ტრანსპორტსაც გამონახავდა იქ ასასვლელად :)

ვნახოთ, იმედია არ გაწვიმდება...

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 18:04
by meleksa
tusho+ wrote:meleksa
ამ მარშუტზე არამგონია 16 კაციანი მიკრო ავტობუსი საკმარისი იყოს, ასე მგონია 20 ან 25 კაციანის მოძებნა დაგჭირდებათ
მეორეს დავამატებთ, ან ვერ დავამატებთ :D ამიტომ მსურველები დროულად უნდა ჩაეწეროთ :)

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 18:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
meleksa wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

იმედია არ იწვიმებს... თუ იწვიმა მონდომებული კაცი რამე სხვა ტრანსპორტსაც გამონახავდა იქ ასასვლელად :)

ვნახოთ, იმედია არ გაწვიმდება...
ბატონი ბრძანდები.
მეც ეგ მაიმედებს

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 18:09
by meleksa
ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად მზიანი, უნალექოდ...

ასეთია პროგნოზი...

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 21:34
by Nika
GAMARJOBA SAKARTVELO
თუ დრო, გზა და ჯანი იქნება, ჭერემის წყალსაცავსაც სიამოვნებით ვნახავდი.
წყალსაცავთან ადრე სხვა მხრიდან მიდიოდა გზა. კერძოდ სოფელი ჯიმითიდან. ახლაც არის ეს გზა თუმცა ბოლოს რო ვიყავით ტრაქტორებით გაკვალული ახალი გზაც გადადიოდა სადღაც ზეგაანისკენ.

ისე კი დიდი არაფერია ეგ წყალსაცავი.

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 22:06
by L-O-M-I
მანქანებით ხომ არ წავსულიყავით? იქნებ მეც მოვახერხო და შემოგიერთდეთ...

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 23:00
by meleksa
L-O-M-I wrote:მანქანებით ხომ არ წავსულიყავით? იქნებ მეც მოვახერხო და შემოგიერთდეთ...
წამოდი მანქანით რა პრობლემაა. თუ ბევრი არ ვიქნებით მერე განვიხილოთ ეგ ვარიანტი ;)

ჭერემი_ზეგაანის ყველაწმინდა.... 16 ოქტომბერი, 2010.

Posted: 12 ოქტ 2010, 23:06
by meleksa
Tamari-ch. wrote:meleksa
ხომ იცი, რომ კარველების უმეტესობა შაბათს მუშაობს?
:?
კვირას მე ვმუშაობ სამწუხაროდ :(