Page 1 of 10

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 26 სექ 2010, 11:26
by Makena
აბა მოვიდა დიდი მესხეთის ჯიპტურის დრო, დროა აბულის ციხის უძველესი ნაგებობა მოვინახულოთ, ასერომ 2-3 ოქტომბერს საუკუნის ჯიპტური მოეწყობა, გავდივართ რათა დიდი მესხეთის უძველეს ადგილები მოვინახულოთ.
ამ გასვლას დიდი ხანია ვამზადებდი, შესაბამისად განსაკუთრებულად საინტერესო ადგილებს მოვინახულებთ.

გასვლა 2 დღიანია, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით, გზა მართალია რთულია მაგრამ გავლადი, ასერომ მოამზადეთ თქვენი რაშები, ამ გზაზე ჯიპით სიარული ნამდვილი სიამოვნებაა.
საწვავის ხარჯს ეკიპაჯები გაინაწილებენ. ასევე ეკიპაჟებმა უნდა შეიძინოს საკვები მარშრუტზე წასახემსებლად.

რაც შეეხება ღამის თევას - ასპინძაში 3 საოჯახო სასტუმროა, ცხელი წყლითა და საკმაოდ კარგი პირობებით, ღამის ღირებულება 20 ლარია საუზმით (თუ ვახშამი გვენდომება +15 ლარი), მე შემიძლია წინასწარ დავბრონო ოთახები, მსურველებს შეუძლიათ კარვები წამოიღონ და იქ გაათიონ ღამე.

პირველი დღე: დილით ადრე 7 საათზე გავდივართ თბილისიდან წალკა-ახალქალაქის განახლებული გზით, ავდივართ მცირე აბულზე აბულის უძველესი ციხის სანახავად, ვაგრძელებთ გზას დიდი აბულის მიმართულებით და ვნახულობთ დიდი აბულის გარშემო არსებულ რამდენიმე ტბას, ჩავდივართ სოფელ ტონთიოში ძველი ხიდისა და ტონთიოს ეკლესიის სანახავად, (ასევე შეგვიძლია ტბებისა და ტონთიოს ნაცვლად შაორის ციხეზე ავიდეთ შესაბამისად პირველი დღე მეგალითური ნაგებობეის ნახვას დავუთმოთ) მივდივართ ასპინძის საოჯახო სასტუმროებში და ვათევთ ღამეს.
მეორე დღე:
მივდივართ სამსარის ნამონასტრალში, ავალთ სოფელ პატარა სამსარში სადაც ვნახავთ ვერანა სამსარის ეკლესიის ნანგრევს რომელიც სამსარის ქედთან ახლოს დგას და რაც მთავარია მოვინახულებთ დღემდე შემორჩენილ ნამონასტრალს, კლდეში ნაკვეთ გუმბათიან ტაძარს რომელიც ძლიერ დაზიანებულია და თუ არ ვცდები ასეთი ტიპის ნაგებობა ერთადერთია საქართველოში, (თუ დრო დაგვრჩა მოვინახულებთ ღრტილას ეკლესიას, მეღრეკის შუასაუკუნეების სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებს) ამის შემდეგ კი გამოვეშურებით თბილისში ტაბაწყურის გავლით, ვნახავთ ტბას, ტაბაწყურის წითელ ეკლესიას და ცხრაწყაროს უღელტეხილით გადმოვალთ ბაკურიანში.
მარშრუტი საკმაოდ დატვირთულია, მობილიზებულად უნდა ვიმოძრაოთ თუ გვინდა ეს ყოველივე მოვასწროთ.
მეორე დღის მარშრუტი მართალია დატვირთულია მაგრამ როდესმე ხომ უნდა გაჩვენოთ სამსარი? მითუმეტეს რომ სიშორის გამო სამსარს არავინ სტუმრობს, ძალიან მიტოვებულია... ამიტომ იქ მისვლას სიმბოლური დატვირთვაც აქვს! ჰოდა დილით ადრე თუ გავალთ ასპინძიდან ყველაფერს მოვასწრებთ 8)
ამ ეტაპზე სულ ეს არის, დეტალებზე ცოტა მოგვიანებით შეიძლება საუბარი.

1.მაკენა და მისი ეკიპაჟი
ფიონა
მასაი,
მაკენას +
მაკენას +

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 26 სექ 2010, 11:41
by Tamari-ch.
:oops:
როგორ მინდა!!!!
:(

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 26 სექ 2010, 12:06
by marishka
ეს რა სასიამოვნო ამბავია, ასე ადრე არ ველოდი.
ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს,რომ ვერ წამოვიდე

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 26 სექ 2010, 12:31
by L-O-M-I
ჰმ... ფრიად მიმზიდველად ჟღერს...

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 26 სექ 2010, 13:21
by KSOVRELI
I.მაკენა და მისი ეკიპაჟი:

1. ფიონა;
2. მასაი;
3. მაკენას+;
4. მაკენას +.

II. X და მისი ეკიპაჟი:

1. KSOVRELI;
2. :arrow:

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 26 სექ 2010, 15:48
by vasso
მინდა წამოსვლა, შევეცდები ეკიპაჯი შევკრიბო

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 26 სექ 2010, 20:02
by kolxi gogo
I.მაკენა და მისი ეკიპაჟი:

1. ფიონა;
2. მასაი;
3. მაკენას+;
4. მაკენას +.

II. X და მისი ეკიპაჟი:

1. KSOVRELI;
2. კოლხი გოგო

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 27 სექ 2010, 09:45
by Mta Mkvarebia
1. ფიონა;
2. მასაი;
3. მაკენას+;
4. მაკენას +.

II. X და მისი ეკიპაჟი:

1. KSOVRELI;
2. კოლხი გოგო
3. მთა მყვარებია
4. ტომა

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 27 სექ 2010, 09:59
by Naia
მაკენა და მისი ეკიპაჟი
1. ფიონა;
2. მასაი;
3. მაკენას+;
4. მაკენას +.

II. X და მისი ეკიპაჟი:

1. KSOVRELI;
2. კოლხი გოგო
3. მთა მყვარებია
4. ტომა

ნაია და მისი ეკიპაჟი
2. გამარჯობა საქართველო
3. ნაიას +
4.
5.

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 27 სექ 2010, 10:10
by Mta Mkvarebia
Naia
ნაი შენთან გადმოვჯდები, როგორც "ზურმუხტას" მუდმივი მე-5 ბორბალი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით :*

შეძლებისდაგვარად ვაწვდენ ხმას ყველა იმ კარველს ან კარვის პოლიუს ვისგანაც გაგონილი მაქვს რომ ჯიპტურებში სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას "კარავთან" ერთად. ასე რომ მალე რამდენიმე რკინისრაშიანი ადამიანი უნდა ჩაეწეროს სავარაუდოდ სიაში :)

მაკენა და მისი ეკიპაჟი
1. ფიონა;
2. მასაი;
3. მაკენას+;
4. მაკენას +.

II. X და მისი ეკიპაჟი:

1. KSOVRELI;
2. კოლხი გოგო
3.
4.


ნაია და მისი ეკიპაჟი
1. ნაია
2. გამარჯობა საქართველო
3. ნაიას +
4. მთა მყვარებია
5. ტომა

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 27 სექ 2010, 10:15
by Naia
Makena
თამაზ, დაახლოებით რამდენ კილომეტრს გავივლით? საწვავის ხარჯი მინდა დავიანგარიშო...

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 27 სექ 2010, 10:19
by Iako.
აუუუუ, მეც მინდა წამოსვლააააა

მაკენა და მისი ეკიპაჟი
1. ფიონა;
2. მასაი;
3. მაკენას+;
4. მაკენას +.

II. X და მისი ეკიპაჟი:

1. KSOVRELI;
2. კოლხი გოგო
3. იაკო
4.


ნაია და მისი ეკიპაჟი
1. ნაია
2. გამარჯობა საქართველო
3. ნაიას +
4. მთა მყვარებია
5. ტომა

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 27 სექ 2010, 10:44
by Iako.
მაკენა და მისი ეკიპაჟი
1. ფიონა;
2. მასაი;
3. მაკენას+;
4. მაკენას +.


ნაია და მისი ეკიპაჟი
1. ნაია
2. გამარჯობა საქართველო
3. ნაიას +
4. მთა მყვარებია
5. ტომა


უმანქანო მსურველები:

1. KSOVRELI;
2. კოლხი გოგო
3. იაკო
4.

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 27 სექ 2010, 11:48
by Monadire
L-O-M-I wrote:ჰმ... ფრიად მიმზიდველად ჟღერს...
+1 :wink:

დიდი მესხეთი - აბულის ციხე 2010 2-3 ოქტომბერი

Posted: 27 სექ 2010, 11:48
by qvevri
მე კახეთში მიწევს წასვლა მინი ექსპედიციაში. ამ გასვლისათვის დიდი ხანია ვემზადებოდი და ვერ მოვდივარ :(