შეჯიბრი ლაშქრობაში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
kirnaxona
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 18 მარ 2008, 01:40
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by kirnaxona » 21 სექ 2010, 12:02

ამა წლის 24 ოქტომბერს, კვირა დღეს, ჩატარდება შეჯიბრი სალაშქრო უნარ–ჩვევებში „ლაშქარა 2010“. ეს შეჯიბრი არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს, იგი არის მომზადებული საინიციატივო ჯგუფის მიერ და წარმოადგენს ერთგვარ რეპეტიციას. სამომავლოდ ეს ღონისძიება მიიღებს ოფიციალურ და უფრო მაშტაბურ სახეს!


შეჯიბრების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ თავი სალაშქრო უნარ–ჩვევებში, რასაც ჩვეულებრივ ლაშქრობაში აწყდებით და იყენებთ, მაგალითად: ორიენტაცია, სხვადასხვა სახის რელიეფზე სიარული, ჯგუფის ერთობლივი მოქმედება, სირთულეების დაძლევა და სხვა.

დეტალები შეგიძლიათ იხილოთ http://lashqara.blogspot.com/

User avatar
kirnaxona
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 18 მარ 2008, 01:40
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by kirnaxona » 21 სექ 2010, 12:04

ა) რეგისტრაცია

* შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გუნდმა შეავსოს ელექტრონული ანკეტა/განაცხადი და გადაიხადოს მონაწილეობის საფასური. მათთვის ვინც რეგისტრაციას გაივლის 15 ოქტომბრამდე გადასახადი გუნდზე შეადგენს 30 ლარს, ხოლო ვინც დარეგისტრირდება 15 ოქტომბრის შემდეგ - 40 ლარს.
* შეჯიბრში მონაწილეობის მისაღები განაცხადის შევსების და საფასურის გადახდის ბოლო ვადაა 22 ოქტომბრის, 23:00 საათი.
* შეჯიბრში მონაწილეობის საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ასევე საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.

ელექტრონული განაცხადი გადმოტვირთეთ აქედანhttp://bin.ge/file/13968/ganacxadi.docx.html.

ბ) გუნდი

* თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს ოთხი წევრისაგან, რომელთა შორის ერთ-ერთი უნდა იყოს სუსტი სქესის წარმომადგენელი.
* გუნდს უნდა ჰქონდეს სახელი.
* გუნდს უნდა ჰყავდეს არჩეული კაპიტანი.
* გუნდის წევრები უნდა იცნობდნენ ლაშქრობის ელემენტარულ უნარ–ჩვევებს.
* მონაწილე გუნდის ერთ-ერთმა წევრმა სავალდებულოა იცოდეს ტოპოგრაფიული რუკის კითხვა.
* შეჯიბრებაში მონაწილეთა ასაკი შეადგენს არანაკლებ 14 წელს.
* შეჯიბრში მონაწილე გუნდს უნდა ჰქონდეს შემდეგი აღჭურვილობა: ციფრული ფოტოაპარატი, მისი კომპიუტერთან დასაკავშირებელი კაბელი, კომპასი, პირველადი დახმარების აფთიაქი და მობილური ტელეფონი.
Last edited by kirnaxona on 21 სექ 2010, 12:19, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by ARCHILI » 21 სექ 2010, 12:09

ამდენი წელია მეც და სხვა კარაველებიც ამ ფილოსოფიის გარეშე დავდივართ და ფრიად კმაყოფილებიც ვრჩებით ყველანაირი ხელოვნური კონკურსების გარეშე...

:)

ლაშქრობა სიამოვნებაა და რომ დალაშქრავ მიზანს, ესეც შენი გამარჯვება!!!

მოლაშქრე მოლაშქრეებს კიარა მიზანს უნდა ეჯიბრებიოდეს...

:)

ძირითად კარაველებს ეგ არ ესწავლებათ...

:)
Last edited by ARCHILI on 21 სექ 2010, 12:14, edited 1 time in total.
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by tamuna_gudarexi » 21 სექ 2010, 12:09

მონაწილეობის საფასური რატომ არის ამხელა? რაიმე "მომსახურება" შედის? :roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by meleksa » 21 სექ 2010, 12:18

გამარჯვებულს ერგება რამე თუ ბუსკვერცხები ? :lol: :lol:
Image

User avatar
kirnaxona
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 18 მარ 2008, 01:40
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by kirnaxona » 21 სექ 2010, 12:33

tamuna_gudarexi wrote:მონაწილეობის საფასური რატომ არის ამხელა? რაიმე "მომსახურება" შედის? :roll:
დიახ, თავად შეჯიბრის ორგანიზება, მედლების და სიგელების დამზადება, მონაწილეების ტრანსპორტით გადაყვანა და თუ დარჩა ფული, პატარა პრიზებით მაინც დავასაჩუქრებთ გამარჯვებულებს...

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by Nika » 22 სექ 2010, 12:47

მშვენიერი წამოწყებაა. თავის დროზე გვქონდა ამაზე აქ თემა გახსნილი მარა მერე დავიწყებას მიეცა.

ARCHILI wrote:ამდენი წელია მეც და სხვა კარაველებიც ამ ფილოსოფიის გარეშე დავდივართ და ფრიად კმაყოფილებიც ვრჩებით ყველანაირი ხელოვნური კონკურსების გარეშე...

:)

ლაშქრობა სიამოვნებაა და რომ დალაშქრავ მიზანს, ესეც შენი გამარჯვება!!!

მოლაშქრე მოლაშქრეებს კიარა მიზანს უნდა ეჯიბრებიოდეს...

:)

ძირითად კარაველებს ეგ არ ესწავლებათ...

:)

მერე შენც ამ შეჯიბრში დაისახე მიზანი და სულ ნუ უყურებ სხვების შედეგებს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by Nika » 22 სექ 2010, 12:51

kirnaxona
წერტილები რა ტერიტორიაზე იქნება მიმოფანტული? ანუ ფეხით რამდენი იქნება სასიარულო, სტარტიდან ყველაზე მოშორებულ წერტილამდე.

ძაან დიდი სურვილი მაქ მონაწილეობის მარა მგონი ამ დროს ოფროუდში გვექნება შეჯიბრი და მეეჭვება დრო გამოვნახო სამაგისოდ :(
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by burdiani » 22 სექ 2010, 13:12

ლაშქრობაში გაჯიბრება აღარ გამიგია :D
საქართველოსთვის!

User avatar
kirnaxona
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 18 მარ 2008, 01:40
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by kirnaxona » 22 სექ 2010, 13:20

Nika wrote:kirnaxona
წერტილები რა ტერიტორიაზე იქნება მიმოფანტული? ანუ ფეხით რამდენი იქნება სასიარულო, სტარტიდან ყველაზე მოშორებულ წერტილამდე.
წერტილები დაახლოებით 12 კვ. კმ-ის ფართობზე იქნება მიმოფანტული. თუმცა კიდევ გაიზრდება არეალი.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by Jnosy » 22 სექ 2010, 13:23

N67-ს დამიძახეთ:)
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by burdiani » 22 სექ 2010, 13:31

kirnaxona

ანუ შეჯიბრი რაშია კონკრეტულად რას მოიცავს? ობიექტის პოვნა, სისწრაფე კარავის სწრაფად დაშლა აწყობა თუ რა?
საქართველოსთვის!

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by teo- » 22 სექ 2010, 14:42

რაღაც მომწონს იდეა მაგრამ სა დიქნება შეჯიბრი მტავარი შეკითხვა და სირთულე როგორი იქნება??
არა ექსკურსიას! Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by arcivi9 » 22 სექ 2010, 14:51

burdiani wrote:ლაშქრობაში გაჯიბრება აღარ გამიგია :D
და კიდევ ამაში ფულის გადახდა :D
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
შეჯიბრი ლაშქრობაში

Post by lama » 22 სექ 2010, 14:57

Jnosy wrote:N67-ს დამიძახეთ:)
და არა მხოლოდ...

წივწივას

ლობოს

ფაუნას

ტრულალას

და კიდევ ბევრს :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]